📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 139
وَمَا قَدَرُواْ ٱللَّهَ حَقَّ قَدۡرِهِۦٓ إِذۡ قَالُواْ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ عَلَىٰ بَشَرٍ مِّن شَيۡءٍۗ قُلۡ مَنۡ أَنزَلَ ٱلۡكِتَٰبَ ٱلَّذِي جَآءَ بِهِۦ مُوسَىٰ نُورًا وَهُدًى لِّلنَّاسِۖ تَجۡعَلُونَهُۥ قَرَاطِيسَ تُبۡدُونَهَا وَتُخۡفُونَ كَثِيرًاۖ وَعُلِّمۡتُم مَّا لَمۡ تَعۡلَمُوٓاْ أَنتُمۡ وَلَآ ءَابَآؤُكُمۡۖ قُلِ ٱللَّهُۖ ثُمَّ ذَرۡهُمۡ فِي خَوۡضِهِمۡ يَلۡعَبُونَ ٩١ وَهَٰذَا كِتَٰبٌ أَنزَلۡنَٰهُ مُبَارَكٌ مُّصَدِّقُ ٱلَّذِي بَيۡنَ يَدَيۡهِ وَلِتُنذِرَ أُمَّ ٱلۡقُرَىٰ وَمَنۡ حَوۡلَهَاۚ وَٱلَّذِينَ يُؤۡمِنُونَ بِٱلۡأٓخِرَةِ يُؤۡمِنُونَ بِهِۦۖ وَهُمۡ عَلَىٰ صَلَاتِهِمۡ يُحَافِظُونَ ٩٢ وَمَنۡ أَظۡلَمُ مِمَّنِ ٱفۡتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا أَوۡ قَالَ أُوحِيَ إِلَيَّ وَلَمۡ يُوحَ إِلَيۡهِ شَيۡءٌ وَمَن قَالَ سَأُنزِلُ مِثۡلَ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُۗ وَلَوۡ تَرَىٰٓ إِذِ ٱلظَّٰلِمُونَ فِي غَمَرَٰتِ ٱلۡمَوۡتِ وَٱلۡمَلَٰٓئِكَةُ بَاسِطُوٓاْ أَيۡدِيهِمۡ أَخۡرِجُوٓاْ أَنفُسَكُمُۖ ٱلۡيَوۡمَ تُجۡزَوۡنَ عَذَابَ ٱلۡهُونِ بِمَا كُنتُمۡ تَقُولُونَ عَلَى ٱللَّهِ غَيۡرَ ٱلۡحَقِّ وَكُنتُمۡ عَنۡ ءَايَٰتِهِۦ تَسۡتَكۡبِرُونَ ٩٣ وَلَقَدۡ جِئۡتُمُونَا فُرَٰدَىٰ كَمَا خَلَقۡنَٰكُمۡ أَوَّلَ مَرَّةٍ وَتَرَكۡتُم مَّا خَوَّلۡنَٰكُمۡ وَرَآءَ ظُهُورِكُمۡۖ وَمَا نَرَىٰ مَعَكُمۡ شُفَعَآءَكُمُ ٱلَّذِينَ زَعَمۡتُمۡ أَنَّهُمۡ فِيكُمۡ شُرَكَٰٓؤُاْۚ لَقَد تَّقَطَّعَ بَيۡنَكُمۡ وَضَلَّ عَنكُم مَّا كُنتُمۡ تَزۡعُمُونَ ٩٤
6:91
وَمَا قَدَرُواْ ٱللَّهَ حَقَّ قَدۡرِهِۦٓ إِذۡ قَالُواْ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ عَلَىٰ بَشَرٍ مِّن شَيۡءٍۗ قُلۡ مَنۡ أَنزَلَ ٱلۡكِتَٰبَ ٱلَّذِي جَآءَ بِهِۦ مُوسَىٰ نُورًا وَهُدًى لِّلنَّاسِۖ تَجۡعَلُونَهُۥ قَرَاطِيسَ تُبۡدُونَهَا وَتُخۡفُونَ كَثِيرًاۖ وَعُلِّمۡتُم مَّا لَمۡ تَعۡلَمُوٓاْ أَنتُمۡ وَلَآ ءَابَآؤُكُمۡۖ قُلِ ٱللَّهُۖ ثُمَّ ذَرۡهُمۡ فِي خَوۡضِهِمۡ يَلۡعَبُونَ ٩١
და მათ (მრავალღმერთიანებმა) არ დააფასეს ალლაჰი სათანადოდ, როცა თქვეს: «ალლაჰს არაფერი ჩამოუვლენია ადამიანისთვის». თქვი (ო, მოციქულო): «მაშ, ვინ ჩამოავლინა წიგნი, რომლითაც მოვიდა მუსა — როგორც ნათელი და ხელმძღვანელობა ადამიანებისთვის?» თქვენ [ო, იუდეველებო] მას ფურცლებად აქცევთ, აჩვენებთ მის ნაწილს [თორას] და ბევრს მალავთ. და თქვენ [ო, არაბებო] ნასწავლი გაქვთ ის [ყურანი], რაც არ იცოდით არც თქვენ და არც თქვენმა მამებმა. თქვი: «ალლაჰმა (ჩამოავლინა იგი)!» შემდეგ მიატოვე ისინი, რომ თავიანთ ცარიელ საუბარში ერთობოდნენ.
6:92
وَهَٰذَا كِتَٰبٌ أَنزَلۡنَٰهُ مُبَارَكٌ مُّصَدِّقُ ٱلَّذِي بَيۡنَ يَدَيۡهِ وَلِتُنذِرَ أُمَّ ٱلۡقُرَىٰ وَمَنۡ حَوۡلَهَاۚ وَٱلَّذِينَ يُؤۡمِنُونَ بِٱلۡأٓخِرَةِ يُؤۡمِنُونَ بِهِۦۖ وَهُمۡ عَلَىٰ صَلَاتِهِمۡ يُحَافِظُونَ ٩٢
და ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენ ჩამოგივლინეთ შენ (ო, მუჰამმად) — დალოცვილი; იგი ადასტურებს იმას, რაც მის წინ იყო ჩამოვლენილი [წინა წერილებს], და (ჩამოვლენილია) იმისთვის, რომ გააფრთხილო ქალაქთა დედა [მექქა] და ისინი, ვინც მის ირგვლივ არიან. და ისინი, ვინც ირწმუნებენ მარადიულ ცხოვრებას, ირწმუნებენ მას და თავიანთ ლოცვას [გულმოდგინედ] დაიცავენ.
6:93
وَمَنۡ أَظۡلَمُ مِمَّنِ ٱفۡتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا أَوۡ قَالَ أُوحِيَ إِلَيَّ وَلَمۡ يُوحَ إِلَيۡهِ شَيۡءٌ وَمَن قَالَ سَأُنزِلُ مِثۡلَ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُۗ وَلَوۡ تَرَىٰٓ إِذِ ٱلظَّٰلِمُونَ فِي غَمَرَٰتِ ٱلۡمَوۡتِ وَٱلۡمَلَٰٓئِكَةُ بَاسِطُوٓاْ أَيۡدِيهِمۡ أَخۡرِجُوٓاْ أَنفُسَكُمُۖ ٱلۡيَوۡمَ تُجۡزَوۡنَ عَذَابَ ٱلۡهُونِ بِمَا كُنتُمۡ تَقُولُونَ عَلَى ٱللَّهِ غَيۡرَ ٱلۡحَقِّ وَكُنتُمۡ عَنۡ ءَايَٰتِهِۦ تَسۡتَكۡبِرُونَ ٩٣
ვინ არის უფრო უსამართლო და ცოდვილი, ვიდრე ის, ვინც ალლაჰზე სიცრუეს იგონებს, ან ამბობს: «მე მომევლინა გამოცხადება», მაშინ როცა არაფერი ჩამოვლენილა მისთვის; ან ვინც ამბობს: «მე ჩამოვავლენ მსგავსს იმისა, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა?» და თუ იხილავდი (ო, მოციქულო), როგორ იქნებიან უსამართლონი სიკვდილის ტანჯვაში, და ანგელოზები გაუწვდიან მათ ხელებს (სასჯელით) და ეტყვიან: «გამოიყვანეთ თქვენი სულები! დღეს თქვენ მოგეზღვებათ დამამცირებელი სასჯელით იმის გამო, რომ ალლაჰზე არასწორს ამბობდით და მისი აიათების მიმართ ამპარტავნებას იჩენდით».
6:94
وَلَقَدۡ جِئۡتُمُونَا فُرَٰدَىٰ كَمَا خَلَقۡنَٰكُمۡ أَوَّلَ مَرَّةٍ وَتَرَكۡتُم مَّا خَوَّلۡنَٰكُمۡ وَرَآءَ ظُهُورِكُمۡۖ وَمَا نَرَىٰ مَعَكُمۡ شُفَعَآءَكُمُ ٱلَّذِينَ زَعَمۡتُمۡ أَنَّهُمۡ فِيكُمۡ شُرَكَٰٓؤُاْۚ لَقَد تَّقَطَّعَ بَيۡنَكُمۡ وَضَلَّ عَنكُم مَّا كُنتُمۡ تَزۡعُمُونَ ٩٤
და აი, თქვენ მოხვედით ჩვენთან (ანგარიშისა და საზღაურის მისაღებად) მარტონი, ისე როგორც პირველად შეგქმნათ [შიშვლები და უქონლები]; და დატოვეთ ის, რაც ჩვენ მოგეცით [სიმდიდრე და ქონება] თქვენს ზურგს უკან [ამქვეყნიურ ცხოვრებაში]. და ჩვენ არ ვხედავთ თქვენთან ერთად თქვენს შუამდგომლებს [ცრუ ღმერთებს], რომელთაც თქვენ ამტკიცებდით, რომ ისინი ალლაჰის თანაზიარნი იყვნენ. უკვე გაწყვეტილია ის კავშირი, რომელიც თქვენ შორის იყო, და გაქრა თქვენგან ის, რასაც ამტკიცებდით.
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Saturday, August 22, 2026
Don't forget us in your sincere prayers







