სურა მარიამი არაბულად და ქართულად

წაიკითხეთ სურა მარიამი სრული ქართული თარგმანით, გამოთქმით და აუდიო წაკითხვით. თითოეული აიათის მნიშვნელობა. (98 აია — مكية). მარიამი მოსმენა, მარიამი თარგმანი, მარიამი mp3, მარიამი pdf.

სურა მარიამი წაკითხვა და მოსმენა

🎧 აია
M Mishary Rashid Alafasy
M Mahmoud Khalil Al-Husary
A Abdurrahman As-Sudais
M Mohamed Siddiq Al-Minshawi
A Abdul Basit Abdul Samad
A Ali Al-Hudhaify
A Ahmed ibn Ali al-Ajamy
A Abu Bakr Ash-Shaatree
M Muhammad Ayyoub
A Abdullah Basfar
A Abdullah Al-Juhani
M Maher Al Muaiqly
x1
كهيعص ۝١
📖 თარგმანი აია 1
ქააფ. ჰა. ია. 'აიინ. საად
ذِكْرُ رَحْمَتِ رَبِّكَ عَبْدَهُ زَكَرِيَّا ۝٢
📖 თარგმანი აია 2
(ეს არის) შენი უფლის წყალობის ხსენება (ო, მოციქულო) მისი მსახურის, ზაქარიას მიმართ (გამოვლენილი წყალობის შესახებ).
إِذْ نَادَىٰ رَبَّهُ نِدَاءً خَفِيًّا ۝٣
📖 თარგმანი აია 3
და მოუხმო [ვედრებით] მან [ზაქარიამ] თავის უფალს საიდუმლოდ.
قَالَ رَبِّ إِنِّي وَهَنَ الْعَظْمُ مِنِّي وَاشْتَعَلَ الرَّأْسُ شَيْبًا وَلَمْ أَكُن بِدُعَائِكَ رَبِّ شَقِيًّا ۝٤
📖 თარგმანი აია 4
მან [ზაქარიამ] თქვა: «უფალო ჩემო! ჭეშმარიტად, ჩემი ძვლები დასუსტდა (სიბერისგან), ხოლო თავი ჭაღარით ამევსო, და მე არასოდეს ვყოფილვარ, უფალო ჩემო, შენდამი ვედრებაში უიღბლო [შენ ყოველთვის პასუხობდი ჩემს ვედრებას].
وَإِنِّي خِفْتُ الْمَوَالِيَ مِن وَرَائِي وَكَانَتِ امْرَأَتِي عَاقِرًا فَهَبْ لِي مِن لَّدُنكَ وَلِيًّا ۝٥
📖 თარგმანი აია 5
მე მეშინია ჩემი ნათესავების ჩემს შემდგომ [ჩემს სიკვდილს შემდეგ] [რომ ისინი აღარ დაიცავენ შენ მიერ მონიჭებულ რწმენას ისე, როგორც საჭიროა, და აღარ მოუწოდებენ შენს მონებს ამ რწმენისკენ]. ხოლო ჩემი ცოლი უნაყოფოა. მაშ, გვიბოძე შენი წიაღიდან შთამომავალი [შვილი, რომელიც დამეხმარებოდა].
يَرِثُنِي وَيَرِثُ مِنْ آلِ يَعْقُوبَ ۖ وَاجْعَلْهُ رَبِّ رَضِيًّا ۝٦
📖 თარგმანი აია 6
რომელიც მიიღებს მემკვიდრეობას ჩემგან [ცოდნას, წინასწარმეტყველებას და სიბრძნეს] და იქნება მემკვიდრე [შუამავალი] ია'ყუბის სახლეულის. აქციე იგი, უფალო, (შენდამი) კმაყოფილად!»
يَا زَكَرِيَّا إِنَّا نُبَشِّرُكَ بِغُلَامٍ اسْمُهُ يَحْيَىٰ لَمْ نَجْعَل لَّهُ مِن قَبْلُ سَمِيًّا ۝٧
📖 თარგმანი აია 7
«ჰეი, ზაქარია, ჭეშმარიტად, ჩვენ გახარებთ შენ ვაჟიშვილით, რომლის სახელი იქნება იაჰია. უწინ კი ეს სახელი არავისთვის გვიწოდებია».
قَالَ رَبِّ أَنَّىٰ يَكُونُ لِي غُلَامٌ وَكَانَتِ امْرَأَتِي عَاقِرًا وَقَدْ بَلَغْتُ مِنَ الْكِبَرِ عِتِيًّا ۝٨
📖 თარგმანი აია 8
მიუგო [ზაქარიამ]: «უფალო ჩემო, როგორ მეყოლება ძე, როცა ჩემი ცოლი უნაყოფოა და მე მივაღწიე ღრმა მოხუცებულობას?!»
قَالَ كَذَٰلِكَ قَالَ رَبُّكَ هُوَ عَلَيَّ هَيِّنٌ وَقَدْ خَلَقْتُكَ مِن قَبْلُ وَلَمْ تَكُ شَيْئًا ۝٩
📖 თარგმანი აია 9
უთხრა [ანგელოზმა]: «ამგვარად ბრძანა შენმა უფალმა: "ის ადვილია ჩემთვის! მე ასევე შეგქმენი შენ უწინ, როცა არაფერი იყავი"».
قَالَ رَبِّ اجْعَل لِّي آيَةً ۚ قَالَ آيَتُكَ أَلَّا تُكَلِّمَ النَّاسَ ثَلَاثَ لَيَالٍ سَوِيًّا ۝١٠
📖 თარგმანი აია 10
[ზაქარიამ] უთხრა: «უფალო, მომეცი ნიშანი!» [იმის დასადასტურებლად, რაც ანგელოზებმა მაცნობეს ჭეშმარიტად] მიუგო: «შენი ნიშანი იქნება ის, რომ ვერ დაელაპარაკები ხალხს სამი ღამის განმავლობაში, სრულიად ჯანმრთელი».
فَخَرَجَ عَلَىٰ قَوْمِهِ مِنَ الْمِحْرَابِ فَأَوْحَىٰ إِلَيْهِمْ أَن سَبِّحُوا بُكْرَةً وَعَشِيًّا ۝١١
📖 თარგმანი აია 11
და გამოვიდა [ზაქარია] თავისი ხალხის წინაშე მიჰრაბიდან და შთააგონა მათ [მინიშნებით, საუბრის გარეშე]: «განადიდეთ [ალლაჰი] დილით და საღამოს».
يَا يَحْيَىٰ خُذِ الْكِتَابَ بِقُوَّةٍ ۖ وَآتَيْنَاهُ الْحُكْمَ صَبِيًّا ۝١٢
📖 თარგმანი აია 12
[და როცა იაჰია გაიზარდა, უზენაესმა ალლაჰმა უბრძანა მას]: «ჰეი, იაჰია, აიღე წიგნი [თორა] მტკიცედ !» ჩვენ მას [იაჰიას] ვუბოძეთ სიბრძნე, ყრმობაშივე.
وَحَنَانًا مِّن لَّدُنَّا وَزَكَاةً ۖ وَكَانَ تَقِيًّا ۝١٣
📖 თარგმანი აია 13
[და ასევე ჩვენ ვუწყალობეთ] ჩვენგან ლმობიერება [ხალხისადმი] და სიწმინდე (ცოდვებისგან). და იგი იყო ღვთისმოშიში.
وَبَرًّا بِوَالِدَيْهِ وَلَمْ يَكُن جَبَّارًا عَصِيًّا ۝١٤
📖 თარგმანი აია 14
კეთილი მშობლების მიმართ და არ ყოფილა ტირანი, ურჩი [ალლაჰისა და შემდეგ მისი მშობლების მიმართ].
وَسَلَامٌ عَلَيْهِ يَوْمَ وُلِدَ وَيَوْمَ يَمُوتُ وَيَوْمَ يُبْعَثُ حَيًّا ۝١٥
📖 თარგმანი აია 15
მშვიდობა მას [იაჰიას] დღეს, როცა დაიბადა, დღეს, როცა მოკვდება, და დღეს, როცა აღდგენილი იქნება ცოცხლად [განკითხვის დღეს].
وَاذْكُرْ فِي الْكِتَابِ مَرْيَمَ إِذِ انتَبَذَتْ مِنْ أَهْلِهَا مَكَانًا شَرْقِيًّا ۝١٦
📖 თარგმანი აია 16
და გაახსენე [ო, შუამავალო] [მოუყევი ხალხს] ისტორია, რომელიც წიგნში [ყურანში] არის მოყვანილი მარიამის შესახებ. აი, მან დატოვა თავისი ოჯახი და წავიდა აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ადგილას.
فَاتَّخَذَتْ مِن دُونِهِمْ حِجَابًا فَأَرْسَلْنَا إِلَيْهَا رُوحَنَا فَتَمَثَّلَ لَهَا بَشَرًا سَوِيًّا ۝١٧
📖 თარგმანი აია 17
და ის დაიმალა მათგან [ხალხისგან] ფარდის მიღმა. შემდეგ კი მივავლინეთ მასთან ჩვენი სული [ანუ ანგელოზი ჯიბრილი], და ის წარუდგა მას სრულყოფილი ადამიანის სახით.
قَالَتْ إِنِّي أَعُوذُ بِالرَّحْمَٰنِ مِنكَ إِن كُنتَ تَقِيًّا ۝١٨
📖 თარგმანი აია 18
უთხრა [მარიამმა] [იფიქრა, რომ ეს იყო კაცი ბოროტი განზრახვებით]: «მე მივეკედლები მოწყალეს [ალლაჰს] შენგან, თუკი შენ ხარ ღვთისმოშიში».
قَالَ إِنَّمَا أَنَا رَسُولُ رَبِّكِ لِأَهَبَ لَكِ غُلَامًا زَكِيًّا ۝١٩
📖 თარგმანი აია 19
მან [ანგელოზმა ჯიბრილმა] თქვა: «მე მხოლოდ შენი ღმერთის გზავნილი ვარ და მოვედი, რათა გაჩუქო სპეტაკი ვაჟი».
قَالَتْ أَنَّىٰ يَكُونُ لِي غُلَامٌ وَلَمْ يَمْسَسْنِي بَشَرٌ وَلَمْ أَكُ بَغِيًّا ۝٢٠
📖 თარგმანი აია 20
უთხრა [მარიამმა]: «როგორ მეყოლება ძე, როცა კაცი არ შემხებია და არ ვყოფილვარ გარყვნილი?»
قَالَ كَذَٰلِكِ قَالَ رَبُّكِ هُوَ عَلَيَّ هَيِّنٌ ۖ وَلِنَجْعَلَهُ آيَةً لِّلنَّاسِ وَرَحْمَةً مِّنَّا ۚ وَكَانَ أَمْرًا مَّقْضِيًّا ۝٢١
📖 თარგმანი აია 21
უთხრა მას [ჯიბრილმა]: «ამგვარად თქვა შენმა უფალმა: "ეს ადვილია ჩემთვის. და დავადგენთ მას [ბიჭს] სასწაულად ხალხისათვის და წყალობად ჩვენგან", და ეს საქმე უკვე გადაწყვეტილია».
۞ فَحَمَلَتْهُ فَانتَبَذَتْ بِهِ مَكَانًا قَصِيًّا ۝٢٢
📖 თარგმანი აია 22
და დაფეხმძიმდა [მარიამი] იგი და განმარტოვდა მასთან [მომავალ შვილთან] ერთად მოშორებულ ადგილას.
فَأَجَاءَهَا الْمَخَاضُ إِلَىٰ جِذْعِ النَّخْلَةِ قَالَتْ يَا لَيْتَنِي مِتُّ قَبْلَ هَٰذَا وَكُنتُ نَسْيًا مَّنسِيًّا ۝٢٣
📖 თარგმანი აია 23
და მიიყვანა იგი [მარიამი] მშობიარობის ტკივილმა [მშობიარობის წინა ტანჯვამ] ფინიკის პალმის ღეროსთან. (ფიქრით იმაზე, თუ რას იტყოდნენ ადამიანები მასზე, როდესაც მათთან ჩვილით დაბრუნდებოდა), მან თქვა: «ნეტავ ამაზე ადრე მოვმკვდარიყავი [სანამ ორსულად გავხდებოდი] და სრულიად დავიწყებული, ხსენებაწაშლილი ვყოფილიყავი!»
فَنَادَاهَا مِن تَحْتِهَا أَلَّا تَحْزَنِي قَدْ جَعَلَ رَبُّكِ تَحْتَكِ سَرِيًّا ۝٢٤
📖 თარგმანი აია 24
მაშინ მოუხმო მას [მარიამს] ქვემოდან მისმა ახლადშობილმა ვაჟმა: «ნუ დარდობ! ჭეშმარიტად, შენმა უფალმა შენს ქვემოთ (შენთვის) ნაკადული გააჩინა.
وَهُزِّي إِلَيْكِ بِجِذْعِ النَّخْلَةِ تُسَاقِطْ عَلَيْكِ رُطَبًا جَنِيًّا ۝٢٥
📖 თარგმანი აია 25
და შეარხიე შენსკენ ფინიკის პალმის ღერო, და ჩამოგიცვივდება შენზე ახალი, მწიფე [ფინიკები].
فَكُلِي وَاشْرَبِي وَقَرِّي عَيْنًا ۖ فَإِمَّا تَرَيِنَّ مِنَ الْبَشَرِ أَحَدًا فَقُولِي إِنِّي نَذَرْتُ لِلرَّحْمَٰنِ صَوْمًا فَلَنْ أُكَلِّمَ الْيَوْمَ إِنسِيًّا ۝٢٦
📖 თარგმანი აია 26
ჭამე (ფინიკი), სვი (წყალი) და დამშვიდდი [გული დაიმშვიდე და კმაყოფილი იყავი]! ხოლო თუ რომელიმე ადამიანს დაინახავ, მაშინ უთხარი: "ჭეშმარიტად, მე აღთქმა მივეცი მოწყალეს (ალლაჰს) დუმილისა, ამიტომ დღეს არცერთ ადამიანს არ დაველაპარაკები».
فَأَتَتْ بِهِ قَوْمَهَا تَحْمِلُهُ ۖ قَالُوا يَا مَرْيَمُ لَقَدْ جِئْتِ شَيْئًا فَرِيًّا ۝٢٧
📖 თარგმანი აია 27
და [მარიამმა] მოუყვანა იგი [ჩვილი] თავის ხალხს. უთხრეს: «ჰეი, მარიამ, გასაოცარი რამ ჩაგიდენია [ბავშვი რომ მოიყვანე გათხოვების გარეშე].
يَا أُخْتَ هَارُونَ مَا كَانَ أَبُوكِ امْرَأَ سَوْءٍ وَمَا كَانَتْ أُمُّكِ بَغِيًّا ۝٢٨
📖 თარგმანი აია 28
ო, ჰარუნის დაო! მამაშენი არ ყოფილა ცუდი ადამიანი და არც დედაშენი ყოფილა მრუში».
فَأَشَارَتْ إِلَيْهِ ۖ قَالُوا كَيْفَ نُكَلِّمُ مَن كَانَ فِي الْمَهْدِ صَبِيًّا ۝٢٩
📖 თარგმანი აია 29
ხოლო ქალმა [მარიამმა] მათ ანიშნა მასზე [თავის შვილ 'ისაზე]. უთხრეს: «როგორ დაველაპარაკოთ იმას, ვინც ჯერ კიდევ ჩვილია აკვანში?»
قَالَ إِنِّي عَبْدُ اللَّهِ آتَانِيَ الْكِتَابَ وَجَعَلَنِي نَبِيًّا ۝٣٠
📖 თარგმანი აია 30
უთხრა [შუამავალმა 'ისამ]: «მე ალლაჰის მონა ვარ, მან მიბოძა წიგნი [სახარება] და დამადგინა მოციქულად.
وَجَعَلَنِي مُبَارَكًا أَيْنَ مَا كُنتُ وَأَوْصَانِي بِالصَّلَاةِ وَالزَّكَاةِ مَا دُمْتُ حَيًّا ۝٣١
📖 თარგმანი აია 31
და მაქცია დალოცვილად [რომლისგანაც მომდინარეობს სიკეთე და სარგებელი], სადაც არ უნდა ვიყო, და მიბრძანა ლოცვა და მოწყალების გაღება, სანამ ცოცხალი ვიქნები,
وَبَرًّا بِوَالِدَتِي وَلَمْ يَجْعَلْنِي جَبَّارًا شَقِيًّا ۝٣٢
📖 თარგმანი აია 32
და მან [ჩემმა ღმერთმა] მიბრძანა, რომ კეთილი ვყოფილიყავი ჩემი დედის მიმართ და არ გავმხდარიყავი მჩაგვრელი, [ამპარტავანი] უბედური.
وَالسَّلَامُ عَلَيَّ يَوْمَ وُلِدتُّ وَيَوْمَ أَمُوتُ وَيَوْمَ أُبْعَثُ حَيًّا ۝٣٣
📖 თარგმანი აია 33
მშვიდობა იმ დღეს, როცა დავიბადე, დღეს, როცა მოვკვდები, და დღეს, როცა აღდგენილი ვიქნები ცოცხლად».
ذَٰلِكَ عِيسَى ابْنُ مَرْيَمَ ۚ قَوْلَ الْحَقِّ الَّذِي فِيهِ يَمْتَرُونَ ۝٣٤
📖 თარგმანი აია 34
აი, ეს არის 'ისა მარიამის ძე - ჭეშმარიტების სიტყვა, რომელშიც მათ [იუდეველებს და ქრისტიანებს] ეჭვი ეპარებათ.
مَا كَانَ لِلَّهِ أَن يَتَّخِذَ مِن وَلَدٍ ۖ سُبْحَانَهُ ۚ إِذَا قَضَىٰ أَمْرًا فَإِنَّمَا يَقُولُ لَهُ كُن فَيَكُونُ ۝٣٥
📖 თარგმანი აია 35
არ შეშვენის ალლაჰს, რომ შვილი დაიდგინოს [წმინდაა ამისგან]. დიდება მას! როცა გადაწყვეტს საქმეს, საკმარისია უთხრას მას: "იყავ", და უმალ იქნება [ამიტომ, ყოვლისშემძლე და ყოვლადწმინდა არ საჭიროებს შვილს].
وَإِنَّ اللَّهَ رَبِّي وَرَبُّكُمْ فَاعْبُدُوهُ ۚ هَٰذَا صِرَاطٌ مُّسْتَقِيمٌ ۝٣٦
📖 თარგმანი აია 36
[და უთხრა შუამავალმა 'ისამ] [თავის ხალხს]: «ჭეშმარიტად, ალლაჰი არის ჩემი უფალი და თქვენი უფალი, ამიტომ თაყვანი ეცით მხოლოდ მას. ეს არის სწორი გზა!»
فَاخْتَلَفَ الْأَحْزَابُ مِن بَيْنِهِمْ ۖ فَوَيْلٌ لِّلَّذِينَ كَفَرُوا مِن مَّشْهَدِ يَوْمٍ عَظِيمٍ ۝٣٧
📖 თარგმანი აია 37
და დაჯგუფებები (წიგნის ხალხიდან) ერთმანეთს შორის უთანხმოებაში ჩავარდნენ (წინასწარმეტყველ 'ისას შესახებ). და ვაი, იმათ [მძიმე სასჯელი], რომლებიც ურწმუნოებად იქცნენ, დიდი დღის ხილვისას!
أَسْمِعْ بِهِمْ وَأَبْصِرْ يَوْمَ يَأْتُونَنَا ۖ لَٰكِنِ الظَّالِمُونَ الْيَوْمَ فِي ضَلَالٍ مُّبِينٍ ۝٣٨
📖 თარგმანი აია 38
როგორ მკაფიოდ მოუსმენენ და დაინახავენ იმ დღეს როცა ჩვენს წინაშე წარდგებიან! მაგრამ უსამართლონი დღეს ცხად გზააბნეულობაში არიან.
وَأَنذِرْهُمْ يَوْمَ الْحَسْرَةِ إِذْ قُضِيَ الْأَمْرُ وَهُمْ فِي غَفْلَةٍ وَهُمْ لَا يُؤْمِنُونَ ۝٣٩
📖 თარგმანი აია 39
და შეაგონე [ო, შუამავალო] ისინი სინანულის დღით, როცა საქმე გადაწყვეტილი იქნება, მაგრამ ისინი უგულისხმონი არიან და არ სწამთ.
إِنَّا نَحْنُ نَرِثُ الْأَرْضَ وَمَنْ عَلَيْهَا وَإِلَيْنَا يُرْجَعُونَ ۝٤٠
📖 თარგმანი აია 40
ჭეშმარიტად, ჩვენ დავიმკვიდრებთ მიწას და იმათ, ვინც მასზეა, და ისინი ჩვენთან იქნებიან დაბრუნებულნი [განკითხვის დღეს].
وَاذْكُرْ فِي الْكِتَابِ إِبْرَاهِيمَ ۚ إِنَّهُ كَانَ صِدِّيقًا نَّبِيًّا ۝٤١
📖 თარგმანი აია 41
და გაიხსენე [ო, შუამავალო] [მოუყევი მათ] წიგნში [ყურანში] მოყვანილი ამბავი იბრაჰიმის შესახებ. იგი ჭეშმარიტად, გულწრფელი შუამავალი იყო.
إِذْ قَالَ لِأَبِيهِ يَا أَبَتِ لِمَ تَعْبُدُ مَا لَا يَسْمَعُ وَلَا يُبْصِرُ وَلَا يُغْنِي عَنكَ شَيْئًا ۝٤٢
📖 თარგმანი აია 42
აი, როდესაც მან [იბრაჰიმმა] უთხრა თავის მამას: «ო, მამაჩემო! რატომ ეთაყვანები იმას, რაც არც ისმენს, არც ხედავს და ვერანაირ სარგებელს ვერ მოგიტანს და ვერაფრისგან ვერ გიხსნის?
يَا أَبَتِ إِنِّي قَدْ جَاءَنِي مِنَ الْعِلْمِ مَا لَمْ يَأْتِكَ فَاتَّبِعْنِي أَهْدِكَ صِرَاطًا سَوِيًّا ۝٤٣
📖 თარგმანი აია 43
ო, მამაჩემო! ჭეშმარიტად, მე მომივიდა (ალლაჰისგან) ისეთი ცოდნა, რომელიც შენ არ მოგსვლია. მაშ, გამომყევი მე (იმაში, რისკენაც მოგიწოდებ), და მე სწორ გზაზე გაგიძღვები!
يَا أَبَتِ لَا تَعْبُدِ الشَّيْطَانَ ۖ إِنَّ الشَّيْطَانَ كَانَ لِلرَّحْمَٰنِ عَصِيًّا ۝٤٤
📖 თარგმანი აია 44
ჰეი, მამაჩემო! ნუ ეთაყვანები სატანას! ჭეშმარიტად, სატანა მოწყალის მიმართ ურჩია!
يَا أَبَتِ إِنِّي أَخَافُ أَن يَمَسَّكَ عَذَابٌ مِّنَ الرَّحْمَٰنِ فَتَكُونَ لِلشَّيْطَانِ وَلِيًّا ۝٤٥
📖 თარგმანი აია 45
ჰეი, მამაჩემო! მეშინია, რომ დაგატყდება სასჯელი მოწყალისაგან და გახდები სატანის მეგობარი [ჯოჯოხეთში]».
قَالَ أَرَاغِبٌ أَنتَ عَنْ آلِهَتِي يَا إِبْرَاهِيمُ ۖ لَئِن لَّمْ تَنتَهِ لَأَرْجُمَنَّكَ ۖ وَاهْجُرْنِي مَلِيًّا ۝٤٦
📖 თარგმანი აია 46
მიუგო [იბრაჰიმის მამამ]: «ნუთუ ჩემს ღვთაებებს უკუაგდებ, ჰეი, იბრაჰიმ?! გონს თუ არ მოეგები, უსათუოდ ჩაგქოლავ, ახლა კი მომცილდი დიდი ხნით».
قَالَ سَلَامٌ عَلَيْكَ ۖ سَأَسْتَغْفِرُ لَكَ رَبِّي ۖ إِنَّهُ كَانَ بِي حَفِيًّا ۝٤٧
📖 თარგმანი აია 47
უთხრა [იბრაჰიმმა]: «მშვიდობა შენდა! მე პატიებას ვითხოვ შენთვის ჩემი უფლისგან. ჭეშმარიტად, იგი ჩემს მიმართ ლმობიერია.
وَأَعْتَزِلُكُمْ وَمَا تَدْعُونَ مِن دُونِ اللَّهِ وَأَدْعُو رَبِّي عَسَىٰ أَلَّا أَكُونَ بِدُعَاءِ رَبِّي شَقِيًّا ۝٤٨
📖 თარგმანი აია 48
და მე განვშორდები თქვენც და იმასაც, რასაც ალლაჰის გარდა უხმობთ [ცრუ ღმერთებს]. და მე ვევედრები ჩემს უფალს. იმედი მაქვს, რომ ჩემი უფლისადმი ვედრებაში არ ვიქნები უბედური [ვიმედოვნებ, რომ იგი ჩემს ვედრებას მიიღებს]».
فَلَمَّا اعْتَزَلَهُمْ وَمَا يَعْبُدُونَ مِن دُونِ اللَّهِ وَهَبْنَا لَهُ إِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ ۖ وَكُلًّا جَعَلْنَا نَبِيًّا ۝٤٩
📖 თარგმანი აია 49
ხოლო როცა [იბრაჰიმი] გასცილდა მათ [მამას და მათ ხალხს] და იმათ, რასაც ისინი ეთაყვანებოდნენ ალლაჰის მაგივრად, ვუბოძეთ მას ისჰაყი და ია'ყუბი და ორივენი დავადგინეთ შუამავლებად.
وَوَهَبْنَا لَهُم مِّن رَّحْمَتِنَا وَجَعَلْنَا لَهُمْ لِسَانَ صِدْقٍ عَلِيًّا ۝٥٠
📖 თარგმანი აია 50
და ჩვენ ვუბოძეთ მათ [იბრაჰიმს, ისჰაყს, იაყუბს და მათ შთამომავლებს] ჩვენი წყალობიდან (უთვალავი სიკეთე) და დავუდგინეთ მათ მაღალი და ჭეშმარიტი ხსენება ადამიანთა შორის [კეთილი სახელი და პატივისცემა ხალხში].
وَاذْكُرْ فِي الْكِتَابِ مُوسَىٰ ۚ إِنَّهُ كَانَ مُخْلَصًا وَكَانَ رَسُولًا نَّبِيًّا ۝٥١
📖 თარგმანი აია 51
და გაიხსენე [ო, შუამავალო] [მოუყევი ხალხს] წიგნში [ყურანში] მოყვანილი ისტორია მუსას შესახებ. ჭეშმარიტად, ის იყო რჩეული შუამავალი და მოციქული.
وَنَادَيْنَاهُ مِن جَانِبِ الطُّورِ الْأَيْمَنِ وَقَرَّبْنَاهُ نَجِيًّا ۝٥٢
📖 თარგმანი აია 52
და მოვუხმეთ მას ტურის [მთის] მარჯვენა მხრიდან და დავიახლოვეთ იგი საიდუმლო საუბრისთვის [ჩვენთან].
وَوَهَبْنَا لَهُ مِن رَّحْمَتِنَا أَخَاهُ هَارُونَ نَبِيًّا ۝٥٣
📖 თარგმანი აია 53
და ჩვენ ვუბოძეთ მას [მუსას] ჩვენი წყალობით მისი ძმა, ჰარუნი, მოციქულად.
وَاذْكُرْ فِي الْكِتَابِ إِسْمَاعِيلَ ۚ إِنَّهُ كَانَ صَادِقَ الْوَعْدِ وَكَانَ رَسُولًا نَّبِيًّا ۝٥٤
📖 თარგმანი აია 54
და ახსენე [ო, შუამავალო] წიგნში [ყურანში] [შუამავალი] ისმა'ილი. იგი იყო აღთქმის ერთგული და იყო შუამავალი, მოციქული.
وَكَانَ يَأْمُرُ أَهْلَهُ بِالصَّلَاةِ وَالزَّكَاةِ وَكَانَ عِندَ رَبِّهِ مَرْضِيًّا ۝٥٥
📖 თარგმანი აია 55
იგი [შუამავალი ისმაილი] უბრძანებდა თავის ხალხს ლოცვის შესრულებას და მოწყალების (ზაქათის) გაცემას, და მან მიაღწია თავის უფალთან კმაყოფილებას [ალლაჰი კმაყოფილი იყო მისით].
وَاذْكُرْ فِي الْكِتَابِ إِدْرِيسَ ۚ إِنَّهُ كَانَ صِدِّيقًا نَّبِيًّا ۝٥٦
📖 თარგმანი აია 56
და ახსენე [ო, შუამავალო] წიგნში [ყურანში] მოყვანილი ამბავი იდრისის შესახებ. ჭეშმარიტად, ის იყო გულწრფელი მოციქული.
وَرَفَعْنَاهُ مَكَانًا عَلِيًّا ۝٥٧
📖 თარგმანი აია 57
და აღვამაღლეთ იგი მაღალ ადგილას [მასზე მხოლოდ კეთილს ამბობენ და იგი იქნება სამოთხის უმაღლეს ბაღებში]!
أُولَٰئِكَ الَّذِينَ أَنْعَمَ اللَّهُ عَلَيْهِم مِّنَ النَّبِيِّينَ مِن ذُرِّيَّةِ آدَمَ وَمِمَّنْ حَمَلْنَا مَعَ نُوحٍ وَمِن ذُرِّيَّةِ إِبْرَاهِيمَ وَإِسْرَائِيلَ وَمِمَّنْ هَدَيْنَا وَاجْتَبَيْنَا ۚ إِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُ الرَّحْمَٰنِ خَرُّوا سُجَّدًا وَبُكِيًّا ۩ ۝٥٨
📖 თარგმანი აია 58
სწორედ ესენი არიან, ვისაც წყალობა უბოძა ალლაჰმა შუამავალთაგან, ადამის შთამომავალთაგან, და [იმათი შთამომავალთაგან] ვინც გადავიყვანეთ (გემზე) ნუჰთან ერთად, იბრაჰიმის და ისმა'ილის შთამომავლებიდან; იმათგან, ვინც სწორ გზაზე დავაყენეთ და გამოვარჩიეთ, როცა ეკითხებოდათ მათ მოწყალის აიათები, ტირილით პირქვე (საჯდაზე) ემხობოდნენ.
۞ فَخَلَفَ مِن بَعْدِهِمْ خَلْفٌ أَضَاعُوا الصَّلَاةَ وَاتَّبَعُوا الشَّهَوَاتِ ۖ فَسَوْفَ يَلْقَوْنَ غَيًّا ۝٥٩
📖 თარგმანი აია 59
მათ შემდგომ მოვიდნენ შთამომავლები, რომელთაც მიატოვეს ლოცვა და აჰყვნენ ვნებებს, მალე კი გადაეყრებიან წარუმატებლობას და დაღუპვას [ჯოჯოხეთში].
إِلَّا مَن تَابَ وَآمَنَ وَعَمِلَ صَالِحًا فَأُولَٰئِكَ يَدْخُلُونَ الْجَنَّةَ وَلَا يُظْلَمُونَ شَيْئًا ۝٦٠
📖 თარგმანი აია 60
იმათ გარდა, ვინც მოინანია [თავისი ცოდვები], ირწმუნა და სიკეთე აკეთა. ისინი შევლენ სამოთხეში და არ შეეხებათ უსამართლობა.
جَنَّاتِ عَدْنٍ الَّتِي وَعَدَ الرَّحْمَٰنُ عِبَادَهُ بِالْغَيْبِ ۚ إِنَّهُ كَانَ وَعْدُهُ مَأْتِيًّا ۝٦١
📖 თარგმანი აია 61
(ისინი შევლენ) მარადიულობის (სამოთხის) ბაღებში, რომლებიც მოწყალემ აღუთქვა თავის მსახურებს დაფარულის შესახებ. ჭეშმარიტად, მისი დაპირება (რომ მორწმუნეებს სამოთხეში შეიყვანს) აუცილებლად აღსრულდება.
لَّا يَسْمَعُونَ فِيهَا لَغْوًا إِلَّا سَلَامًا ۖ وَلَهُمْ رِزْقُهُمْ فِيهَا بُكْرَةً وَعَشِيًّا ۝٦٢
📖 თარგმანი აია 62
და არ გაიგონებენ [სამოთხის მკვიდრნი] იქ ამაო სიტყვას [ცრუ და უსარგებლო სიტყვებს], გარდა მშვიდობისა! - და ექნებათ სარჩო დილა-საღამოს [მუდამ, როცა ისურვებენ].
تِلْكَ الْجَنَّةُ الَّتِي نُورِثُ مِنْ عِبَادِنَا مَن كَانَ تَقِيًّا ۝٦٣
📖 თარგმანი აია 63
ასეთია სამოთხე, რომელსაც მემკვიდრეობად მივცემთ ჩვენს იმ მსახურებს, რომლებიც ღვთისმოშიშნი იყვნენ [ეშინოდათ ალლაჰის სასჯელის, ასრულებდნენ მის ბრძანებებს და თავს არიდებდნენ იმას, რაც მან აკრძალა].
وَمَا نَتَنَزَّلُ إِلَّا بِأَمْرِ رَبِّكَ ۖ لَهُ مَا بَيْنَ أَيْدِينَا وَمَا خَلْفَنَا وَمَا بَيْنَ ذَٰلِكَ ۚ وَمَا كَانَ رَبُّكَ نَسِيًّا ۝٦٤
📖 თარგმანი აია 64
[ო, ჯიბრილ უთხარი შუამავალს]: «ჩვენ [ანგელოზები] ჩამოვდივართ (ციდან დედამიწაზე) მხოლოდ შენი უფლის ბრძანებით. მას ეკუთვნის ის, რაც ჩვენს წინ არის [ყველა საქმე, რომელიც მარადიულ ცხოვრებაში მოხდება], და ის, რაც ჩვენს უკან არის [საქმეები, რომლებიც უკვე წარსულს ჩაბარდა ამქვეყნიურ ცხოვრებაში], და ისიც, რაც მათ შორისაა [ამქვეყნიურ და მარადიულ ცხოვრებას შორის]. და შენი უფალი, არ არის დავიწყების მქონე [არაფერს ივიწყებს]!»
رَّبُّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا فَاعْبُدْهُ وَاصْطَبِرْ لِعِبَادَتِهِ ۚ هَلْ تَعْلَمُ لَهُ سَمِيًّا ۝٦٥
📖 თარგმანი აია 65
იგია [ალლაჰი] უფალი [შემქმნელი და მმართველი] ცათა და ქვეყნისა და იმის, რაც ამათ შორისაა. თაყვანი ეცი მას, და იყავი მომთმენი მის თაყვანისცემაში. განა იცი ვინმე მსგავსი მისი?
وَيَقُولُ الْإِنسَانُ أَإِذَا مَا مِتُّ لَسَوْفَ أُخْرَجُ حَيًّا ۝٦٦
📖 თარგმანი აია 66
და ამბობს [ურწმუნო] ადამიანი [სიკვდილის შემდეგ აღდგომის უარყოფით]: «ნუთუ როცა მოვკვდები, მერე გამოყვანილი ვიქნები (საფლავიდან) ცოცხლად?!»
أَوَلَا يَذْكُرُ الْإِنسَانُ أَنَّا خَلَقْنَاهُ مِن قَبْلُ وَلَمْ يَكُ شَيْئًا ۝٦٧
📖 თარგმანი აია 67
ნუთუ არ გაიხსენებს ადამიანი, რომ ჩვენ შევქმენით იგი ადრე, მაშინ როცა მანამდე იგი საერთოდ არ არსებობდა?
فَوَرَبِّكَ لَنَحْشُرَنَّهُمْ وَالشَّيَاطِينَ ثُمَّ لَنُحْضِرَنَّهُمْ حَوْلَ جَهَنَّمَ جِثِيًّا ۝٦٨
📖 თარგმანი აია 68
და [მე ალლაჰი] ვფიცავ [ო, შუამავალო] შენს უფალს, რომ ჩვენ აუცილებლად შევკრებთ მათ [მათ, ვინც არ ირწმუნა აღდგომა] და სატანებს, შემდეგ კი ჯოჯოხეთის ირგვლივ მოვიყვანთ და მუხლებზე დამხობილებს დავაყენებთ.
ثُمَّ لَنَنزِعَنَّ مِن كُلِّ شِيعَةٍ أَيُّهُمْ أَشَدُّ عَلَى الرَّحْمَٰنِ عِتِيًّا ۝٦٩
📖 თარგმანი აია 69
და [მე ალლაჰი ვფიცავ], რომ მერე გამოვყოფთ ყოველი ჯგუფიდან იმათ, რომელნიც უმტკიცესი იყვნენ მოწყალის მიმართ ურჩობაში.
ثُمَّ لَنَحْنُ أَعْلَمُ بِالَّذِينَ هُمْ أَوْلَىٰ بِهَا صِلِيًّا ۝٧٠
📖 თარგმანი აია 70
შემდეგ კი ჩვენ უეჭველად, უკეთ ვიცით ისინი, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს იქ [ჯოჯოხეთში] დაწვას.
وَإِن مِّنكُمْ إِلَّا وَارِدُهَا ۚ كَانَ عَلَىٰ رَبِّكَ حَتْمًا مَّقْضِيًّا ۝٧١
📖 თარგმანი აია 71
და არავინაა თქვენგან [ო, ადამიანნო], რომ არ გაიაროს ის . ეს შენი უფლის მიერ უსათუოდ გადაწყვეტილია.
ثُمَّ نُنَجِّي الَّذِينَ اتَّقَوا وَّنَذَرُ الظَّالِمِينَ فِيهَا جِثِيًّا ۝٧٢
📖 თარგმანი აია 72
შემდეგ კი გადავარჩენთ იმათ, რომელნიც, იყვნენ ღვთისმოშიშნი, უსამართლოებს [ურწმუნოებს] კი, იქვე დავტოვებთ მუხლებზე დაჩოქილთ.
وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُنَا بَيِّنَاتٍ قَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لِلَّذِينَ آمَنُوا أَيُّ الْفَرِيقَيْنِ خَيْرٌ مَّقَامًا وَأَحْسَنُ نَدِيًّا ۝٧٣
📖 თარგმანი აია 73
და როდესაც მათ [ადამიანებს] ეკითხებათ ჩვენი აიათები ნათლად და აშკარად განმარტებულნი [მკაფიო მნიშვნელობის მქონენი], ურწმუნოები ეუბნებიან მორწმუნეებს: «ამ ორი ჯგუფიდან [მორწმუნეთა და ურწმუნოთა შორის] რომელი არის უკეთეს მდგომარეობაში და უფრო დიდებული შემადგენლობით (ამქვეყნიურ ცხოვრებაში)?»
وَكَمْ أَهْلَكْنَا قَبْلَهُم مِّن قَرْنٍ هُمْ أَحْسَنُ أَثَاثًا وَرِئْيًا ۝٧٤
📖 თარგმანი აია 74
და რამდენი თაობა გავანადგურეთ მათზე ადრე [ამ ურწმუნოებამდე], რომლებსაც უფრო მეტი ქონება ჰქონდათ და გარეგნობითაც უფრო მშვენიერნი იყვნენ.
قُلْ مَن كَانَ فِي الضَّلَالَةِ فَلْيَمْدُدْ لَهُ الرَّحْمَٰنُ مَدًّا ۚ حَتَّىٰ إِذَا رَأَوْا مَا يُوعَدُونَ إِمَّا الْعَذَابَ وَإِمَّا السَّاعَةَ فَسَيَعْلَمُونَ مَنْ هُوَ شَرٌّ مَّكَانًا وَأَضْعَفُ جُندًا ۝٧٥
📖 თარგმანი აია 75
უთხარი [ო, შუამავალო] იმათ, ვინც გზააბნევაშია: «მოწყალემ გაუხანგრძლივოს მას ვადა [გზააბნევაში], ვიდრე არ იხილავენ იმას, რაც მათთვის იყო აღთქმული, ან სასჯელს (ამქვეყნად), ან იმ საათს (განკითხვის დღეს). მაშინ გაიგებენ, ვის აქვს უარესი ადგილი და მდგომარეობა და ვისია უფრო სუსტი ლაშქარი და ძალა».
وَيَزِيدُ اللَّهُ الَّذِينَ اهْتَدَوْا هُدًى ۗ وَالْبَاقِيَاتُ الصَّالِحَاتُ خَيْرٌ عِندَ رَبِّكَ ثَوَابًا وَخَيْرٌ مَّرَدًّا ۝٧٦
📖 თარგმანი აია 76
და ალლაჰი კიდევ უფრო უმრავლებს სწორ გზაზე მყოფთ ხელმძღვანელობას და სიმტკიცეს ამ გზაზე. ხოლო მარადიული კეთილი საქმეები, რომლებიც რჩება (ადამიანისათვის), შენი უფლის წინაშე უკეთესია ჯილდოთი და უკეთესია საზღაურით.
أَفَرَأَيْتَ الَّذِي كَفَرَ بِآيَاتِنَا وَقَالَ لَأُوتَيَنَّ مَالًا وَوَلَدًا ۝٧٧
📖 თარგმანი აია 77
განა არ გინახავს [ო, შუამავალო] ის, ვინც არ ირწმუნა ჩვენი აიათები [იგულისხმება ურწმუნო ალ-‘ას ბინ უაილი და მისნაირები ], როდესაც მან თქვა: «უეჭველად, მე მომეცემა სიმდიდრეც და შთამომავლობაც (საიქიოში)».
أَطَّلَعَ الْغَيْبَ أَمِ اتَّخَذَ عِندَ الرَّحْمَٰنِ عَهْدًا ۝٧٨
📖 თარგმანი აია 78
ნუთუ მან (ამ ურწმუნომ) იცის დაფარული, [რომ საიქიოში მას ექნება სიმდიდრე და შვილები]? თუ მოწყალესგან აღებული აქვს აღთქმა (და დაპირება)?
كَلَّا ۚ سَنَكْتُبُ مَا يَقُولُ وَنَمُدُّ لَهُ مِنَ الْعَذَابِ مَدًّا ۝٧٩
📖 თარგმანი აია 79
არა და არა! ჩავიწერთ იმას, რასაც ამბობს, და გავუხანგრძლივებთ სასჯელს გახანგრძლივებით.
وَنَرِثُهُ مَا يَقُولُ وَيَأْتِينَا فَرْدًا ۝٨٠
📖 თარგმანი აია 80
ჩვენ ვიმემკვიდრებთ იმას, რასაც ამბობს [მისი ქონება და შვილები, რაც ამქვეყნად ჰქონდა, ჩვენთან დარჩება], და მოვა [განკითხვის დღეს] ჩვენს წინაშე მარტოდ.
وَاتَّخَذُوا مِن دُونِ اللَّهِ آلِهَةً لِّيَكُونُوا لَهُمْ عِزًّا ۝٨١
📖 თარგმანი აია 81
და მათ [მრავალღმერთიანებმა] ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებები დაიდგინეს, რათა ისინი მათთვის ძალისა და დიდების წყარო ყოფილიყვნენ [მრავალღმერთიანები კერპებში ეძებენ ძალასა და დიდებას, იმ იმედით, რომ ისინი ალლაჰის წინაშე მათთვის შუამდგომლობას გაუწევენ].
كَلَّا ۚ سَيَكْفُرُونَ بِعِبَادَتِهِمْ وَيَكُونُونَ عَلَيْهِمْ ضِدًّا ۝٨٢
📖 თარგმანი აია 82
არამც და არამც! ისინი [ცრუ ღვთაებები] უარყოფენ მათ თაყვანისცემას და მათთვის მოწინააღმდეგეებად იქცევიან.
أَلَمْ تَرَ أَنَّا أَرْسَلْنَا الشَّيَاطِينَ عَلَى الْكَافِرِينَ تَؤُزُّهُمْ أَزًّا ۝٨٣
📖 თარგმანი აია 83
ნუთუ არ გინახავს [ო, შუამავალო], რომ ჩვენ მივავლინეთ ეშმაკები ურწმუნოებზე, რათა ისინი გამუდმებით უბიძგებდნენ მათ (ცოდვებისკენ)?
فَلَا تَعْجَلْ عَلَيْهِمْ ۖ إِنَّمَا نَعُدُّ لَهُمْ عَدًّا ۝٨٤
📖 თარგმანი აია 84
და ნუ იჩქარებ [ო, შუამავალო] [მათი განადგურების სურვილით] მათ წინააღმდეგ! ჩვენ აღვრიცხავთ მათ რიცხვს.
يَوْمَ نَحْشُرُ الْمُتَّقِينَ إِلَى الرَّحْمَٰنِ وَفْدًا ۝٨٥
📖 თარგმანი აია 85
იმ დღეს, შევკრებთ ღვთისმოშიშებს მოწყალის წინაშე პატივისცემული დელეგაციით.
وَنَسُوقُ الْمُجْرِمِينَ إِلَىٰ جَهَنَّمَ وِرْدًا ۝٨٦
📖 თარგმანი აია 86
და გავდევნით ურჩებს [ურწმუნოებს] ჯოჯოხეთისკენ, ისე როგორც [საქონელს მიერეკებიან] მდინარისკენ.
لَّا يَمْلِكُونَ الشَّفَاعَةَ إِلَّا مَنِ اتَّخَذَ عِندَ الرَّحْمَٰنِ عَهْدًا ۝٨٧
📖 თარგმანი აია 87
არავის ექნება შუამდგომლობის უფლება არავის გარდა იმისა, ვინც მიიღო აღთქმა მოწყალისაგან.
وَقَالُوا اتَّخَذَ الرَّحْمَٰنُ وَلَدًا ۝٨٨
📖 თარგმანი აია 88
და თქვეს [ურწმუნოებმა]: «მოწყალემ თავისთვის შვილი გაიჩინა».
لَّقَدْ جِئْتُمْ شَيْئًا إِدًّا ۝٨٩
📖 თარგმანი აია 89
უეჭველად, ამით [ამის თქმით] თქვენ მეტად საზიზღარი და საშინელი რამ ჩაიდინეთ.
تَكَادُ السَّمَاوَاتُ يَتَفَطَّرْنَ مِنْهُ وَتَنشَقُّ الْأَرْضُ وَتَخِرُّ الْجِبَالُ هَدًّا ۝٩٠
📖 თარგმანი აია 90
ცანი ამის გამო ლამისაა ჩამოინგრეს, მიწა გაიპოს და მთები ნამსხვრევებად იქცნენ.
أَن دَعَوْا لِلرَّحْمَٰنِ وَلَدًا ۝٩١
📖 თარგმანი აია 91
იმის გამო, რომ მათ [ურწმუნოებმა] მოწყალეს შვილი მიაწერეს.
وَمَا يَنبَغِي لِلرَّحْمَٰنِ أَن يَتَّخِذَ وَلَدًا ۝٩٢
📖 თარგმანი აია 92
და არ შეეფერება მოწყალეს [ალლაჰს], რომ შვილი აიყვანოს! [ეს არ შეეფერება მის სიდიადეს, ის არავის და არაფერს საჭიროებს].
إِن كُلُّ مَن فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ إِلَّا آتِي الرَّحْمَٰنِ عَبْدًا ۝٩٣
📖 თარგმანი აია 93
უეჭველად, ყველა, ვინც ცათა შინაა [ყველა ანგელოზი] და ვინც დედამიწაზეა [ყველა ჯინი და ადამიანი], მოწყალე ალლაჰთან (სამსჯავროს დღეს) მხოლოდ მის მონად წარდგება.
لَّقَدْ أَحْصَاهُمْ وَعَدَّهُمْ عَدًّا ۝٩٤
📖 თარგმანი აია 94
ვფიცავ, მან აღრიცხა ისინი და დათვალა დათვლით.
وَكُلُّهُمْ آتِيهِ يَوْمَ الْقِيَامَةِ فَرْدًا ۝٩٥
📖 თარგმანი აია 95
და ყველა მათგანი აღდგომის დღეს მის წინაშე მარტოდმარტო წარდგება.
إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ سَيَجْعَلُ لَهُمُ الرَّحْمَٰنُ وُدًّا ۝٩٦
📖 თარგმანი აია 96
ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს [ასრულებდნენ იმას, რაც ალლაჰმა უბრძანა, და ერიდებოდნენ იმას, რაც მან აკრძალა], დააჯილდოვებს მოწყალე მათ სიყვარულით!
فَإِنَّمَا يَسَّرْنَاهُ بِلِسَانِكَ لِتُبَشِّرَ بِهِ الْمُتَّقِينَ وَتُنذِرَ بِهِ قَوْمًا لُّدًّا ۝٩٧
📖 თარგმანი აია 97
უეჭველად, ჩვენ იგი [ყურანი] შენს ენაზე [არაბულ ენაზე] გავამარტივეთ, რათა მისი მეშვეობით ახარო ღვთის მოშიშთ [რომ მათ ამქვეყნად სიკეთე, ხოლო მარადიულ ცხოვრებაში ნეტარება ელით] და მისით გააფრთხილო თავგამოდებული მოდავენი [ურწმუნოები] [რომ მათ ამქვეყნად უბედურებები დაატყდებათ თავს, ხოლო მარადიულ ცხოვრებაში ჯოჯოხეთი აქვთ გამზადებული].
وَكَمْ أَهْلَكْنَا قَبْلَهُم مِّن قَرْنٍ هَلْ تُحِسُّ مِنْهُم مِّنْ أَحَدٍ أَوْ تَسْمَعُ لَهُمْ رِكْزًا ۝٩٨
📖 თარგმანი აია 98
და რამდენი [ურწმუნოთა] თაობა გავანადგურეთ მათზე უწინ!ნუთუ გრძნობ შენ, ო, მოციქულო, თუნდაც ერთ მათგანს, ან გესმის მათგან თუნდაც უმცირესი ჩუმი ხმა?
← 18 მარიამი (19/114) 20 →
წაკითხვა სურა მარიამი ქართულად – თარგმანი და აუდიო

19مريم Maryam 📚 98 აია مكية



წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers