სურა ად-დუხანი არაბულად და ქართულად

წაიკითხეთ სურა ად-დუხანი სრული ქართული თარგმანით, გამოთქმით და აუდიო წაკითხვით. თითოეული აიათის მნიშვნელობა. (59 აია — مكية). ად-დუხანი მოსმენა, ად-დუხანი თარგმანი, ად-დუხანი mp3, ად-დუხანი pdf.

სურა ად-დუხანი წაკითხვა და მოსმენა

🎧 აია
M Mishary Rashid Alafasy
M Mahmoud Khalil Al-Husary
A Abdurrahman As-Sudais
M Mohamed Siddiq Al-Minshawi
A Abdul Basit Abdul Samad
A Ali Al-Hudhaify
A Ahmed ibn Ali al-Ajamy
A Abu Bakr Ash-Shaatree
M Muhammad Ayyoub
A Abdullah Basfar
A Abdullah Al-Juhani
M Maher Al Muaiqly
x1
حم ۝١
📖 თარგმანი აია 1
ჰაა. მიიმ
وَالْكِتَابِ الْمُبِينِ ۝٢
📖 თარგმანი აია 2
ვფიცავ, ცხად წიგნს!
إِنَّا أَنزَلْنَاهُ فِي لَيْلَةٍ مُّبَارَكَةٍ ۚ إِنَّا كُنَّا مُنذِرِينَ ۝٣
📖 თარგმანი აია 3
ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი კურთხეულ ღამეს. ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ შემგონებელნი.
فِيهَا يُفْرَقُ كُلُّ أَمْرٍ حَكِيمٍ ۝٤
📖 თარგმანი აია 4
ამის განმავლობაში [ამ ღამეს], ყოველი ბრძნული საქმე ნაწილდება (სიცოცხლის ხანგრძლივობის, ბედისა და სხვა საკითხების შესახებ მთელი წლისთვის, რომლებიც არ იცვლება)
أَمْرًا مِّنْ عِندِنَا ۚ إِنَّا كُنَّا مُرْسِلِينَ ۝٥
📖 თარგმანი აია 5
ჩვენი ბრძანებით; ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ გამგზავნნი (წინასწარმეტყველების და შუამავლების).
رَحْمَةً مِّن رَّبِّكَ ۚ إِنَّهُ هُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ ۝٦
📖 თარგმანი აია 6
შენი უფლის წყალობით. ჭეშმარიტად, ის ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნეა.
رَبِّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا ۖ إِن كُنتُم مُّوقِنِينَ ۝٧
📖 თარგმანი აია 7
ცათა და მიწის უფალი და იმის, რაც მათ შორისაა, თუ თქვენ მტკიცედ ხართ დარწმუნებულნი.
لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ يُحْيِي وَيُمِيتُ ۖ رَبُّكُمْ وَرَبُّ آبَائِكُمُ الْأَوَّلِينَ ۝٨
📖 თარგმანი აია 8
არ არსებობს ღვთაება მის გარდა. ის აცოცხლებს და აკვდინებს, თქვენი უფალი და თქვენი წინაპარი მამების უფალი.
بَلْ هُمْ فِي شَكٍّ يَلْعَبُونَ ۝٩
📖 თარგმანი აია 9
მაგრამ ისინი ეჭვში თამაშობენ.
فَارْتَقِبْ يَوْمَ تَأْتِي السَّمَاءُ بِدُخَانٍ مُّبِينٍ ۝١٠
📖 თარგმანი აია 10
მაშ, დაელოდე იმ დღეს, როცა ცა მოავლენს აშკარა კვამლს.
يَغْشَى النَّاسَ ۖ هَٰذَا عَذَابٌ أَلِيمٌ ۝١١
📖 თარგმანი აია 11
რომელიც დაფარავს ხალხს. (და მათ ეტყვიან): «ეს მტანჯველი სასჯელია».
رَّبَّنَا اكْشِفْ عَنَّا الْعَذَابَ إِنَّا مُؤْمِنُونَ ۝١٢
📖 თარგმანი აია 12
(და ხალხი იტყვის): «უფალო ჩვენო, აგვაცილე სასჯელი, და ჭეშმარიტად, ჩვენ ვირწმუნებთ».
أَنَّىٰ لَهُمُ الذِّكْرَىٰ وَقَدْ جَاءَهُمْ رَسُولٌ مُّبِينٌ ۝١٣
📖 თარგმანი აია 13
საიდანღა ექნებათ მათ შეგონება, როცა უკვე მოევლინათ ცხადი შუამავალი?
ثُمَّ تَوَلَّوْا عَنْهُ وَقَالُوا مُعَلَّمٌ مَّجْنُونٌ ۝١٤
📖 თარგმანი აია 14
მერე ზურგი აქციეს მას და თქვეს: «განსწავლული, შეშლილი!»
إِنَّا كَاشِفُو الْعَذَابِ قَلِيلًا ۚ إِنَّكُمْ عَائِدُونَ ۝١٥
📖 თარგმანი აია 15
ჩვენ მცირე ხნით მოგიხსნით სასჯელს, მაგრამ თქვენ კვლავ დაუბრუნდებით [ურწმუნოებას].
يَوْمَ نَبْطِشُ الْبَطْشَةَ الْكُبْرَىٰ إِنَّا مُنتَقِمُونَ ۝١٦
📖 თარგმანი აია 16
იმ დღეს (ბადრის ბრძოლაში) როცა უდიდესი ძალით დავარტყამთ, ჭეშმარიტად, ჩვენ შურისმაძიებელნი ვართ.
۞ وَلَقَدْ فَتَنَّا قَبْلَهُمْ قَوْمَ فِرْعَوْنَ وَجَاءَهُمْ رَسُولٌ كَرِيمٌ ۝١٧
📖 თარგმანი აია 17
და უეჭველად, მათზე ადრე გამოვცადეთ ფარაონის ხალხი და მოევლინათ მათ კეთილშობილი შუამავალი [მუსა].
أَنْ أَدُّوا إِلَيَّ عِبَادَ اللَّهِ ۖ إِنِّي لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌ ۝١٨
📖 თარგმანი აია 18
(და უთხრა მათ მუსამ): «მომეცით ალლაჰის მსახურნი (ისრაელის შთამომავლებიდან), ჭეშმარიტად, მე თქვენთვის სანდო შუამავალი ვარ.
وَأَن لَّا تَعْلُوا عَلَى اللَّهِ ۖ إِنِّي آتِيكُم بِسُلْطَانٍ مُّبِينٍ ۝١٩
📖 თარგმანი აია 19
და ნუ გაამპარტავნდებით ალლაჰის წინაშე. ჭეშმარიტად, მე მოვედი თქვენთან ცხადი მტკიცებულებით.
وَإِنِّي عُذْتُ بِرَبِّي وَرَبِّكُمْ أَن تَرْجُمُونِ ۝٢٠
📖 თარგმანი აია 20
და ჭეშმარიტად, მე მივეფარე ჩემს უფალს და თქვენს უფალს, რათა არ ჩამქოლოთ.
وَإِن لَّمْ تُؤْمِنُوا لِي فَاعْتَزِلُونِ ۝٢١
📖 თარგმანი აია 21
და თუ არ გწამთ ჩემი, მაშინ განმერიდეთ».
فَدَعَا رَبَّهُ أَنَّ هَٰؤُلَاءِ قَوْمٌ مُّجْرِمُونَ ۝٢٢
📖 თარგმანი აია 22
და (მაშინ), [მას შემდეგ, რაც ფარაონმა და მისმა მიმდევრებმა არ ცნეს მუსა ალლაჰის შუამავლად], მან [მუსამ] შესთხოვა თავის უფალს: «ესენი (არიან) ალლაჰის წინააღმდეგ ამბოხებული (დაუმორჩილებელი) ხალხი!» (და იმსახურებენ სასჯელის დაჩქარებას)
فَأَسْرِ بِعِبَادِي لَيْلًا إِنَّكُم مُّتَّبَعُونَ ۝٢٣
📖 თარგმანი აია 23
(და თქვა ალლაჰმა): «გამოდი ღამით ჩემს მსახურებთან ერთად, (და) ნამდვილად გამოგეკიდებიან (ფარაონი და მისი ლაშქარი).
وَاتْرُكِ الْبَحْرَ رَهْوًا ۖ إِنَّهُمْ جُندٌ مُّغْرَقُونَ ۝٢٤
📖 თარგმანი აია 24
და დატოვე ზღვა მშვიდად: ჭეშმარიტად, ის ჩაძირული ლაშქარი იქნება».
كَمْ تَرَكُوا مِن جَنَّاتٍ وَعُيُونٍ ۝٢٥
📖 თარგმანი აია 25
რამდენი ბაღნარი და წყარო დატოვეს მათ.
وَزُرُوعٍ وَمَقَامٍ كَرِيمٍ ۝٢٦
📖 თარგმანი აია 26
და ნათესები და საპატიო ადგილები.
وَنَعْمَةٍ كَانُوا فِيهَا فَاكِهِينَ ۝٢٧
📖 თარგმანი აია 27
და ნეტარება, რომლითაც ტკბებოდნენ.
كَذَٰلِكَ ۖ وَأَوْرَثْنَاهَا قَوْمًا آخَرِينَ ۝٢٨
📖 თარგმანი აია 28
ასე იყო და სხვა ხალხს დავუმკვიდრეთ იგი.
فَمَا بَكَتْ عَلَيْهِمُ السَّمَاءُ وَالْأَرْضُ وَمَا كَانُوا مُنظَرِينَ ۝٢٩
📖 თარგმანი აია 29
არც ზეცას და არც მიწას არ უტირია მათზე [ფარაონისა და მის მსახურებზე], და არც ვადა მიეცათ (სასჯელისგან)!
وَلَقَدْ نَجَّيْنَا بَنِي إِسْرَائِيلَ مِنَ الْعَذَابِ الْمُهِينِ ۝٣٠
📖 თარგმანი აია 30
და ჩვენ ვიხსენით ისრაელის ძენი დამამცირებელი სატანჯველისგან.
مِن فِرْعَوْنَ ۚ إِنَّهُ كَانَ عَالِيًا مِّنَ الْمُسْرِفِينَ ۝٣١
📖 თარგმანი აია 31
ფარაონისგან (რომელმაც მათი ძენი მოკლეს და მათი ქალები დაამონეს). რადგან ნამდვილად ის ამპარტავანი ტირანი და ზღვარგადასულთაგანი იყო.
وَلَقَدِ اخْتَرْنَاهُمْ عَلَىٰ عِلْمٍ عَلَى الْعَالَمِينَ ۝٣٢
📖 თარგმანი აია 32
და ჩვენ უკვე ავირჩიეთ ისინი [ისრაელის ძენი] (ჩვენი) ცოდნით სამყაროთა [სხვა ერების] ზემოთ.
وَآتَيْنَاهُم مِّنَ الْآيَاتِ مَا فِيهِ بَلَاءٌ مُّبِينٌ ۝٣٣
📖 თარგმანი აია 33
და ვუბოძეთ მათ სასწაულები, რომლებშიც აშკარა იყო გამოცდა.
إِنَّ هَٰؤُلَاءِ لَيَقُولُونَ ۝٣٤
📖 თარგმანი აია 34
ჭეშმარიტად, ესენი (მრავალღმერთიანები) ამბობენ:
إِنْ هِيَ إِلَّا مَوْتَتُنَا الْأُولَىٰ وَمَا نَحْنُ بِمُنشَرِينَ ۝٣٥
📖 თარგმანი აია 35
«არსებობს მხოლოდ ეს, ჩვენი პირველი სიკვდილი, და ჩვენ არ აღვდგებით (განკითხვისა დღეს)!
فَأْتُوا بِآبَائِنَا إِن كُنتُمْ صَادِقِينَ ۝٣٦
📖 თარგმანი აია 36
მაშინ მოიყვანეთ ჩვენი მამები, თუ მართალნი ხართ».
أَهُمْ خَيْرٌ أَمْ قَوْمُ تُبَّعٍ وَالَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۚ أَهْلَكْنَاهُمْ ۖ إِنَّهُمْ كَانُوا مُجْرِمِينَ ۝٣٧
📖 თარგმანი აია 37
ისინი უკეთესნი არიან თუ თუბბა'ის (პიროვნების სახელწოდება) ხალხი და მათზე უწინდელნი (უწინდელები: ადისა და სამუდის ხალხი)? ჩვენ ისინი დავღუპეთ. ჭეშმარიტად, ისინი ცოდვილნი იყვნენ.
وَمَا خَلَقْنَا السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَا لَاعِبِينَ ۝٣٨
📖 თარგმანი აია 38
და არ შეგვიქმნია ჩვენ ცანი, დედამიწა და რაც მათ შორისაა სათამაშოდ.
مَا خَلَقْنَاهُمَا إِلَّا بِالْحَقِّ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ ۝٣٩
📖 თარგმანი აია 39
ჩვენ ისინი ჭეშმარიტებით შევქმენით, მაგრამ მათმა უმრავლესობამ არ იცის.
إِنَّ يَوْمَ الْفَصْلِ مِيقَاتُهُمْ أَجْمَعِينَ ۝٤٠
📖 თარგმანი აია 40
უეჭველად, დაყოფის (განკითხვის) დღეა მათი ყველას დათქმული დრო.
يَوْمَ لَا يُغْنِي مَوْلًى عَن مَّوْلًى شَيْئًا وَلَا هُمْ يُنصَرُونَ ۝٤١
📖 თარგმანი აია 41
იმ დღეს, როცა ვერაფრით უშველის ახლობელი ახლობელს და არც მათ ექნებათ შემწეობა.
إِلَّا مَن رَّحِمَ اللَّهُ ۚ إِنَّهُ هُوَ الْعَزِيزُ الرَّحِيمُ ۝٤٢
📖 თარგმანი აია 42
გარდა იმისა, ვისაც ალლაჰი შეიწყალებს. უეჭველად, იგია ძლევამოსილი, შემწყალებელი.
إِنَّ شَجَرَتَ الزَّقُّومِ ۝٤٣
📖 თარგმანი აია 43
ჭეშმარიტად, ზაყყუუმის ხე
طَعَامُ الْأَثِيمِ ۝٤٤
📖 თარგმანი აია 44
(ყველაზე მეტად) ცოდვილის საკვებია,
كَالْمُهْلِ يَغْلِي فِي الْبُطُونِ ۝٤٥
📖 თარგმანი აია 45
როგორც გამდნარი ლითონი, ის (ურწმუნოების) მუცლებში იხარშება.
كَغَلْيِ الْحَمِيمِ ۝٤٦
📖 თარგმანი აია 46
როგორც მდუღარე წყლის დუღილი.
خُذُوهُ فَاعْتِلُوهُ إِلَىٰ سَوَاءِ الْجَحِيمِ ۝٤٧
📖 თარგმანი აია 47
(და ეტყვიან): «შეიპყარით იგი და ჩაათრიეთ შუაგულ ჯოჯოხეთში!
ثُمَّ صُبُّوا فَوْقَ رَأْسِهِ مِنْ عَذَابِ الْحَمِيمِ ۝٤٨
📖 თარგმანი აია 48
შემდეგ დაასხით თავზე მდუღარე წყლის სატანჯველი».
ذُقْ إِنَّكَ أَنتَ الْعَزِيزُ الْكَرِيمُ ۝٤٩
📖 თარგმანი აია 49
(და ეტყვიან ურწმუნოს): «იგემე (ეს სასჯელი), რადგან, ჭეშმარიტად, შენ (ხარ) აღზევებული (ხალხში), პატივცემული (დამცინავად ეტვიან)!»
إِنَّ هَٰذَا مَا كُنتُم بِهِ تَمْتَرُونَ ۝٥٠
📖 თარგმანი აია 50
აი, ეს არის ის, რაშიც ეჭვი გეპარებოდათ.
إِنَّ الْمُتَّقِينَ فِي مَقَامٍ أَمِينٍ ۝٥١
📖 თარგმანი აია 51
ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშნი უსაფრთხო სამყოფელში იქნებიან.
فِي جَنَّاتٍ وَعُيُونٍ ۝٥٢
📖 თარგმანი აია 52
ბაღებსა და წყაროებში.
يَلْبَسُونَ مِن سُندُسٍ وَإِسْتَبْرَقٍ مُّتَقَابِلِينَ ۝٥٣
📖 თარგმანი აია 53
იმოსებიან წმინდა აბრეშუმითა და ფარჩით, ერთმანეთის პირისპირ (დამჯდარნი).
كَذَٰلِكَ وَزَوَّجْنَاهُم بِحُورٍ عِينٍ ۝٥٤
📖 თარგმანი აია 54
ასევე (სხვა პატივსაც მივაგებთ მათ); და ჩვენ მათ ცოლებად შევურთავთ თვალმშვენიერ ჰურიებს.
يَدْعُونَ فِيهَا بِكُلِّ فَاكِهَةٍ آمِنِينَ ۝٥٥
📖 თარგმანი აია 55
იქ მოითხოვენ ყოველგვარ ხილს, დაცულნი.
لَا يَذُوقُونَ فِيهَا الْمَوْتَ إِلَّا الْمَوْتَةَ الْأُولَىٰ ۖ وَوَقَاهُمْ عَذَابَ الْجَحِيمِ ۝٥٦
📖 თარგმანი აია 56
იქ სიკვდილს არ იგემებენ, გარდა პირველი სიკვდილისა. და დაიცვა მან [ალლაჰმა] ისინი ჯოჯოხეთის სასჯელისგან.
فَضْلًا مِّن رَّبِّكَ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الْفَوْزُ الْعَظِيمُ ۝٥٧
📖 თარგმანი აია 57
წყალობად შენი უფლისგან. აი, ესაა დიადი წარმატება.
فَإِنَّمَا يَسَّرْنَاهُ بِلِسَانِكَ لَعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ ۝٥٨
📖 თარგმანი აია 58
ჩვენ ის (ყურანი) შენს ენაზე გავაადვილეთ, რათა მათ დარიგება მიიღონ.
فَارْتَقِبْ إِنَّهُم مُّرْتَقِبُونَ ۝٥٩
📖 თარგმანი აია 59
მაშ, დაელოდე! ჭეშმარიტად, ისინიც მომლოდინენი არიან.
← 43 ად-დუხანი (44/114) 45 →
წაკითხვა სურა ად-დუხანი ქართულად – თარგმანი და აუდიო

44الدخان Ad-Dukhan 📚 59 აია مكية



წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers