📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 280
۞ يَوۡمَ تَأۡتِي كُلُّ نَفۡسٍ تُجَٰدِلُ عَن نَّفۡسِهَا وَتُوَفَّىٰ كُلُّ نَفۡسٍ مَّا عَمِلَتۡ وَهُمۡ لَا يُظۡلَمُونَ  ۝١١١ وَضَرَبَ ٱللَّهُ مَثَلًا قَرۡيَةً كَانَتۡ ءَامِنَةً مُّطۡمَئِنَّةً يَأۡتِيهَا رِزۡقُهَا رَغَدًا مِّن كُلِّ مَكَانٍ فَكَفَرَتۡ بِأَنۡعُمِ ٱللَّهِ فَأَذَٰقَهَا ٱللَّهُ لِبَاسَ ٱلۡجُوعِ وَٱلۡخَوۡفِ بِمَا كَانُواْ يَصۡنَعُونَ  ۝١١٢ وَلَقَدۡ جَآءَهُمۡ رَسُولٌ مِّنۡهُمۡ فَكَذَّبُوهُ فَأَخَذَهُمُ ٱلۡعَذَابُ وَهُمۡ ظَٰلِمُونَ  ۝١١٣ فَكُلُواْ مِمَّا رَزَقَكُمُ ٱللَّهُ حَلَٰلًا طَيِّبًا وَٱشۡكُرُواْ نِعۡمَتَ ٱللَّهِ إِن كُنتُمۡ إِيَّاهُ تَعۡبُدُونَ  ۝١١٤ إِنَّمَا حَرَّمَ عَلَيۡكُمُ ٱلۡمَيۡتَةَ وَٱلدَّمَ وَلَحۡمَ ٱلۡخِنزِيرِ وَمَآ أُهِلَّ لِغَيۡرِ ٱللَّهِ بِهِۦۖ فَمَنِ ٱضۡطُرَّ غَيۡرَ بَاغٍ وَلَا عَادٍ فَإِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ  ۝١١٥ وَلَا تَقُولُواْ لِمَا تَصِفُ أَلۡسِنَتُكُمُ ٱلۡكَذِبَ هَٰذَا حَلَٰلٌ وَهَٰذَا حَرَامٌ لِّتَفۡتَرُواْ عَلَى ٱللَّهِ ٱلۡكَذِبَۚ إِنَّ ٱلَّذِينَ يَفۡتَرُونَ عَلَى ٱللَّهِ ٱلۡكَذِبَ لَا يُفۡلِحُونَ  ۝١١٦ مَتَٰعٌ قَلِيلٌ وَلَهُمۡ عَذَابٌ أَلِيمٌ  ۝١١٧ وَعَلَى ٱلَّذِينَ هَادُواْ حَرَّمۡنَا مَا قَصَصۡنَا عَلَيۡكَ مِن قَبۡلُۖ وَمَا ظَلَمۡنَٰهُمۡ وَلَٰكِن كَانُوٓاْ أَنفُسَهُمۡ يَظۡلِمُونَ  ۝١١٨
16:111
۞ يَوۡمَ تَأۡتِي كُلُّ نَفۡسٍ تُجَٰدِلُ عَن نَّفۡسِهَا وَتُوَفَّىٰ كُلُّ نَفۡسٍ مَّا عَمِلَتۡ وَهُمۡ لَا يُظۡلَمُونَ  ۝١١١
იმ დღეს, როცა ყოველი სული მოვა და საკუთარ თავს გამოესარჩლება, და სრულად მიეზღვება ყოველ სულს, რაც უქმნია, და მათ არ შეეხებათ უსამართლობა.
16:112
وَضَرَبَ ٱللَّهُ مَثَلًا قَرۡيَةً كَانَتۡ ءَامِنَةً مُّطۡمَئِنَّةً يَأۡتِيهَا رِزۡقُهَا رَغَدًا مِّن كُلِّ مَكَانٍ فَكَفَرَتۡ بِأَنۡعُمِ ٱللَّهِ فَأَذَٰقَهَا ٱللَّهُ لِبَاسَ ٱلۡجُوعِ وَٱلۡخَوۡفِ بِمَا كَانُواْ يَصۡنَعُونَ  ۝١١٢
და ალლაჰს მოჰყავს მაგალითად სოფელი (ანუ მექქა), რომელიც იყო უსაფრთხო, მშვიდი; მოდიოდა მასთან მისი საზრდო უსაფრთხოდ [უხვად და იოლად] ყველა მხრიდან, მაგრამ ისინი [ამ სოფლის მცხოვრებნი] არ ცნობდნენ ალლაჰის წყალობებს (რომლითაც ის ანიჭებდა მათ) (უთანაზიარებდნენ ალლაჰს თანამონაწილეებს და არ გამოხატავდნენ მადლიერებას), და მაშინ ალლაჰმა დააგემოვნებინა მას [მექქას მცხოვრებთ] შიმშილის სამოსი და შიში (იმის გამო, რომ მათ ქარავნებზე, რომლებიც მიდიოდნენ შამში, ალლაჰის მოციქულის რაზმები დაესხმებოდნენ თავს) იმის გამო, რასაც ისინი [მექქელები] სჩადიოდნენ [მათი ურწმუნოებისა და მტრობის გამო].
16:113
وَلَقَدۡ جَآءَهُمۡ رَسُولٌ مِّنۡهُمۡ فَكَذَّبُوهُ فَأَخَذَهُمُ ٱلۡعَذَابُ وَهُمۡ ظَٰلِمُونَ  ۝١١٣
უეჭველად, მათ მიუვიდათ შუამავალი მათგანვე, მაგრამ მათ ცრუდ შერაცხეს იგი, და მოიცვა ისინი სასჯელმა [შიმშილმა, შიშმა, მათი წინამძღოლების დაღუპვამ ბადრში…], და იყვნენ ისინი უსამართლონი (თავიანთივე თავების მიმართ).
16:114
فَكُلُواْ مِمَّا رَزَقَكُمُ ٱللَّهُ حَلَٰلًا طَيِّبًا وَٱشۡكُرُواْ نِعۡمَتَ ٱللَّهِ إِن كُنتُمۡ إِيَّاهُ تَعۡبُدُونَ  ۝١١٤
მაშ, მიირთვით იქიდან, რაც ჰალალ და სუფთა საზრდოდ გიწყალობათ ალლაჰმა და მადლიერნი იყავით ალლაჰის წყალობისა, თუკი მხოლოდ მას ეთაყვანებით.
16:115
إِنَّمَا حَرَّمَ عَلَيۡكُمُ ٱلۡمَيۡتَةَ وَٱلدَّمَ وَلَحۡمَ ٱلۡخِنزِيرِ وَمَآ أُهِلَّ لِغَيۡرِ ٱللَّهِ بِهِۦۖ فَمَنِ ٱضۡطُرَّ غَيۡرَ بَاغٍ وَلَا عَادٍ فَإِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ  ۝١١٥
მან თქვენთვის აკრძალა მხოლოდ ლეში [ის ცხოველი, რომელიც მოკვდა და არაა დაკლული], და (ცხოველიდან გამოღვრილი) სისხლი, და ღორის ხორცი, და იმ ცხოველის ხორცი, (რომელიც) დაკლულია ალლაჰის გარდა სხვისთვის. ხოლო ვინც იძულებული გახდება (შიმშილის დროს, რათა არ მოკვდეს), სურვილისა და ზედმეტობის გარეშე [არ განიცდის სიამოვნებას და არ ნაყრდება], – მაშინ (ჭეშმარიტად) ალლაჰი მპატიობელი, შემწყალებელია!
16:116
وَلَا تَقُولُواْ لِمَا تَصِفُ أَلۡسِنَتُكُمُ ٱلۡكَذِبَ هَٰذَا حَلَٰلٌ وَهَٰذَا حَرَامٌ لِّتَفۡتَرُواْ عَلَى ٱللَّهِ ٱلۡكَذِبَۚ إِنَّ ٱلَّذِينَ يَفۡتَرُونَ عَلَى ٱللَّهِ ٱلۡكَذِبَ لَا يُفۡلِحُونَ  ۝١١٦
და ნუ იტყვით იმაზე, რასაც თქვენი ენები აღწერს, სიცრუეს: «ეს [რაც ალლაჰმა აკრძალა] – ნებადართულია, ხოლო ეს [რაც ალლაჰმა ნებადართული გახადა] – აკრძალულია», რათა (ამით) ალლაჰზე სიცრუე მოიგონოთ. ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ალლაჰზე იგონებს სიცრუეს, ვერ მიაღწევენ წარმატებას (არც ამქვეყნად და არც მარადიულ ცხოვრებაში)!
16:117
مَتَٰعٌ قَلِيلٌ وَلَهُمۡ عَذَابٌ أَلِيمٌ  ۝١١٧
(ეს არის მხოლოდ) მცირე სარგებლობა (ამქვეყნიურ ცხოვრებაში), ხოლო მათთვის (მარადიულ ცხოვრებაში) (მომზადებულია) მტანჯველი სასჯელი.
16:118
وَعَلَى ٱلَّذِينَ هَادُواْ حَرَّمۡنَا مَا قَصَصۡنَا عَلَيۡكَ مِن قَبۡلُۖ وَمَا ظَلَمۡنَٰهُمۡ وَلَٰكِن كَانُوٓاْ أَنفُسَهُمۡ يَظۡلِمُونَ  ۝١١٨
და მათ, ვინც გახდა იუდეველი, ჩვენ ავუკრძალეთ ის, რაც უკვე გიამბეთ შენ (ო, მოციქულო) ადრე [იხ. სურა ალ-ან'აამ: 146]. და არ მოვქცეულვართ ჩვენ უსამართლოდ მათ მიმართ, არამედ ისინი თვითონ მოიქცნენ უსამართლოდ თავიანთივე თავების მიმართ (ურწმუნოებითა და ბოროტებით, რითაც დაიმსახურეს ეს აკრძალვა).


📚Juz 14 📄280 / 604



Mishary Rashid Alafasy
Mahmoud Khalil Al-Husary
Abdurrahman As-Sudais
Mohamed Siddiq Al-Minshawi
Abdul Basit Abdul Samad
Ali Al-Hudhaify
Ahmed ibn Ali al-Ajamy
Abu Bakr Ash-Shaatree
Muhammad Ayyoub
Abdullah Basfar
Abdullah Al-Juhani
Maher Al Muaiqly
0:00
0:00
-

წმინდა ყურანი


Tuesday, August 25, 2026

Don't forget us in your sincere prayers