📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 137
۞ وَإِذۡ قَالَ إِبۡرَٰهِيمُ لِأَبِيهِ ءَازَرَ أَتَتَّخِذُ أَصۡنَامًا ءَالِهَةً إِنِّيٓ أَرَىٰكَ وَقَوۡمَكَ فِي ضَلَٰلٍ مُّبِينٍ ٧٤ وَكَذَٰلِكَ نُرِيٓ إِبۡرَٰهِيمَ مَلَكُوتَ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِ وَلِيَكُونَ مِنَ ٱلۡمُوقِنِينَ ٧٥ فَلَمَّا جَنَّ عَلَيۡهِ ٱلَّيۡلُ رَءَا كَوۡكَبًاۖ قَالَ هَٰذَا رَبِّيۖ فَلَمَّآ أَفَلَ قَالَ لَآ أُحِبُّ ٱلۡأٓفِلِينَ ٧٦ فَلَمَّا رَءَا ٱلۡقَمَرَ بَازِغًا قَالَ هَٰذَا رَبِّيۖ فَلَمَّآ أَفَلَ قَالَ لَئِن لَّمۡ يَهۡدِنِي رَبِّي لَأَكُونَنَّ مِنَ ٱلۡقَوۡمِ ٱلضَّآلِّينَ ٧٧ فَلَمَّا رَءَا ٱلشَّمۡسَ بَازِغَةً قَالَ هَٰذَا رَبِّي هَٰذَآ أَكۡبَرُۖ فَلَمَّآ أَفَلَتۡ قَالَ يَٰقَوۡمِ إِنِّي بَرِيٓءٌ مِّمَّا تُشۡرِكُونَ ٧٨ إِنِّي وَجَّهۡتُ وَجۡهِيَ لِلَّذِي فَطَرَ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضَ حَنِيفًاۖ وَمَآ أَنَا۠ مِنَ ٱلۡمُشۡرِكِينَ ٧٩ وَحَآجَّهُۥ قَوۡمُهُۥۚ قَالَ أَتُحَٰٓجُّوٓنِّي فِي ٱللَّهِ وَقَدۡ هَدَىٰنِۚ وَلَآ أَخَافُ مَا تُشۡرِكُونَ بِهِۦٓ إِلَّآ أَن يَشَآءَ رَبِّي شَيۡـًٔاۚ وَسِعَ رَبِّي كُلَّ شَيۡءٍ عِلۡمًاۚ أَفَلَا تَتَذَكَّرُونَ ٨٠ وَكَيۡفَ أَخَافُ مَآ أَشۡرَكۡتُمۡ وَلَا تَخَافُونَ أَنَّكُمۡ أَشۡرَكۡتُم بِٱللَّهِ مَا لَمۡ يُنَزِّلۡ بِهِۦ عَلَيۡكُمۡ سُلۡطَٰنًاۚ فَأَيُّ ٱلۡفَرِيقَيۡنِ أَحَقُّ بِٱلۡأَمۡنِۖ إِن كُنتُمۡ تَعۡلَمُونَ ٨١
6:74
۞ وَإِذۡ قَالَ إِبۡرَٰهِيمُ لِأَبِيهِ ءَازَرَ أَتَتَّخِذُ أَصۡنَامًا ءَالِهَةً إِنِّيٓ أَرَىٰكَ وَقَوۡمَكَ فِي ضَلَٰلٍ مُّبِينٍ ٧٤
۞ და აი, უთხრა იბრაჰიმმა თავის მამას აზარს: «ნუთუ შენ კერპებს იღებ ღმერთებად (რომლებსაც არ შეუძლიათ არც სარგებლის მოტანა და არც ზიანის მიყენება)? მე ვხედავ, რომ შენ (ო, მამაჩემო) და შენი ხალხი აშკარა გზასაცდენაში ხართ».
6:75
وَكَذَٰلِكَ نُرِيٓ إِبۡرَٰهِيمَ مَلَكُوتَ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِ وَلِيَكُونَ مِنَ ٱلۡمُوقِنِينَ ٧٥
და ასე ვუჩვენებდით იბრაჰიმს ცათა და მიწის ძალაუფლებას, რათა ყოფილიყო მტკიცედ დარწმუნებულთა შორის [რომლებსაც არ აქვთ არანაირი ეჭვი].
6:76
فَلَمَّا جَنَّ عَلَيۡهِ ٱلَّيۡلُ رَءَا كَوۡكَبًاۖ قَالَ هَٰذَا رَبِّيۖ فَلَمَّآ أَفَلَ قَالَ لَآ أُحِبُّ ٱلۡأٓفِلِينَ ٧٦
და როცა ღამემ დაფარა [როცა სრულიად ჩამობნელდა], მან — იბრაჰიმმა — დაინახა ვარსკვლავი და თქვა: «(თქვენი თქმით) ეს არის ჩემი უფალი?» და როდესაც ის ჩაესვენა [დაიმალა], თქვა: «მე არ მიყვარს ჩასვენებულნი [არ ვეთაყვანები მათ, ვინც ქრება]».
6:77
فَلَمَّا رَءَا ٱلۡقَمَرَ بَازِغًا قَالَ هَٰذَا رَبِّيۖ فَلَمَّآ أَفَلَ قَالَ لَئِن لَّمۡ يَهۡدِنِي رَبِّي لَأَكُونَنَّ مِنَ ٱلۡقَوۡمِ ٱلضَّآلِّينَ ٧٧
როდესაც მან — იბრაჰიმმა — დაინახა ამომავალი მთვარე, უთხრა თავის ხალხს: «(თქვენი თქმით) ეს არის ჩემი უფალი?» და როცა ის ჩაესვენა, თქვა: «თუ ჩემი უფალი არ მიჩვენებს სწორ გზას, მე ვიქნები ერთ-ერთი გზასაცდენილთაგანი».
6:78
فَلَمَّا رَءَا ٱلشَّمۡسَ بَازِغَةً قَالَ هَٰذَا رَبِّي هَٰذَآ أَكۡبَرُۖ فَلَمَّآ أَفَلَتۡ قَالَ يَٰقَوۡمِ إِنِّي بَرِيٓءٌ مِّمَّا تُشۡرِكُونَ ٧٨
როდესაც მან — იბრაჰიმმა — დაინახა ამომავალი მზე, უთხრა თავის ხალხს: «(თქვენი თქმით) ეს არის ჩემი უფალი, რადგან ის უფრო დიდია (სხვებზე)?!» და როდესაც ის ჩაესვენა, თქვა: «ო, ჩემო ხალხო! მე სრულიად განვშორდი იმას, რასაც თქვენ ალლაჰს უთანაზიარებთ».
6:79
إِنِّي وَجَّهۡتُ وَجۡهِيَ لِلَّذِي فَطَرَ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضَ حَنِيفًاۖ وَمَآ أَنَا۠ مِنَ ٱلۡمُشۡرِكِينَ ٧٩
ჭეშმარიტად, მე (ჩემი თაყვანისცემით) მივმართე ჩემი სახე იმისკენ, ვინც შექმნა ცები და დედამიწა — ჰანიფად (მყოფმა), და მე არ ვარ მრავალღმერთიანთა შორის.
6:80
وَحَآجَّهُۥ قَوۡمُهُۥۚ قَالَ أَتُحَٰٓجُّوٓنِّي فِي ٱللَّهِ وَقَدۡ هَدَىٰنِۚ وَلَآ أَخَافُ مَا تُشۡرِكُونَ بِهِۦٓ إِلَّآ أَن يَشَآءَ رَبِّي شَيۡـًٔاۚ وَسِعَ رَبِّي كُلَّ شَيۡءٍ عِلۡمًاۚ أَفَلَا تَتَذَكَّرُونَ ٨٠
და შეეკამათა მას [იბრაჰიმს] მისი ხალხი. მან თქვა: «ნუთუ თქვენ მეკამათებით ალლაჰის შესახებ, მაშინ როცა მან მე ჭეშმარიტ გზაზე დამაყენა? მე არ მეშინია იმისი, რასაც თქვენ მას თანაზიარად მიაწერთ, გარდა იმისა, რასაც ჩემი უფალი ინებებს. ჩემი უფლის ცოდნა ყველაფერს მოიცავს. ნუთუ არ გამოფხიზლდებით?
6:81
وَكَيۡفَ أَخَافُ مَآ أَشۡرَكۡتُمۡ وَلَا تَخَافُونَ أَنَّكُمۡ أَشۡرَكۡتُم بِٱللَّهِ مَا لَمۡ يُنَزِّلۡ بِهِۦ عَلَيۡكُمۡ سُلۡطَٰنًاۚ فَأَيُّ ٱلۡفَرِيقَيۡنِ أَحَقُّ بِٱلۡأَمۡنِۖ إِن كُنتُمۡ تَعۡلَمُونَ ٨١
და როგორ უნდა მეშინოდეს მე იმისა, რასაც თქვენ ალლაჰს თანაზიარს უყენებთ, მაშინ როცა თქვენ — ო, მრავალღმერთიანებო — არ გეშინიათ, რომ ალლაჰს თანაზიარს უყენებთ იმას, რაზეც მას თქვენთვის არავითარი მტკიცებულება არ ჩამოუვლენია? მაშ, ამ ორი ჯგუფიდან (მრავალღმერთიანებისა და ერთღმერთიანებისა) რომელი უფრო იმსახურებს უსაფრთხოებას (ალლაჰის სასჯელისგან), თუ კი იცით?»
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Saturday, August 22, 2026
Don't forget us in your sincere prayers







