📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 141
ذَٰلِكُمُ ٱللَّهُ رَبُّكُمۡۖ لَآ إِلَٰهَ إِلَّا هُوَۖ خَٰلِقُ كُلِّ شَيۡءٍ فَٱعۡبُدُوهُۚ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ وَكِيلٌ ١٠٢ لَّا تُدۡرِكُهُ ٱلۡأَبۡصَٰرُ وَهُوَ يُدۡرِكُ ٱلۡأَبۡصَٰرَۖ وَهُوَ ٱللَّطِيفُ ٱلۡخَبِيرُ ١٠٣ قَدۡ جَآءَكُم بَصَآئِرُ مِن رَّبِّكُمۡۖ فَمَنۡ أَبۡصَرَ فَلِنَفۡسِهِۦۖ وَمَنۡ عَمِيَ فَعَلَيۡهَاۚ وَمَآ أَنَا۠ عَلَيۡكُم بِحَفِيظٍ ١٠٤ وَكَذَٰلِكَ نُصَرِّفُ ٱلۡأٓيَٰتِ وَلِيَقُولُواْ دَرَسۡتَ وَلِنُبَيِّنَهُۥ لِقَوۡمٍ يَعۡلَمُونَ ١٠٥ ٱتَّبِعۡ مَآ أُوحِيَ إِلَيۡكَ مِن رَّبِّكَۖ لَآ إِلَٰهَ إِلَّا هُوَۖ وَأَعۡرِضۡ عَنِ ٱلۡمُشۡرِكِينَ ١٠٦ وَلَوۡ شَآءَ ٱللَّهُ مَآ أَشۡرَكُواْۗ وَمَا جَعَلۡنَٰكَ عَلَيۡهِمۡ حَفِيظًاۖ وَمَآ أَنتَ عَلَيۡهِم بِوَكِيلٍ ١٠٧ وَلَا تَسُبُّواْ ٱلَّذِينَ يَدۡعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ فَيَسُبُّواْ ٱللَّهَ عَدۡوَۢا بِغَيۡرِ عِلۡمٍۗ كَذَٰلِكَ زَيَّنَّا لِكُلِّ أُمَّةٍ عَمَلَهُمۡ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّهِم مَّرۡجِعُهُمۡ فَيُنَبِّئُهُم بِمَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ ١٠٨ وَأَقۡسَمُواْ بِٱللَّهِ جَهۡدَ أَيۡمَٰنِهِمۡ لَئِن جَآءَتۡهُمۡ ءَايَةٌ لَّيُؤۡمِنُنَّ بِهَاۚ قُلۡ إِنَّمَا ٱلۡأٓيَٰتُ عِندَ ٱللَّهِۖ وَمَا يُشۡعِرُكُمۡ أَنَّهَآ إِذَا جَآءَتۡ لَا يُؤۡمِنُونَ ١٠٩ وَنُقَلِّبُ أَفۡـِٔدَتَهُمۡ وَأَبۡصَٰرَهُمۡ كَمَا لَمۡ يُؤۡمِنُواْ بِهِۦٓ أَوَّلَ مَرَّةٍ وَنَذَرُهُمۡ فِي طُغۡيَٰنِهِمۡ يَعۡمَهُونَ ١١٠
6:102
ذَٰلِكُمُ ٱللَّهُ رَبُّكُمۡۖ لَآ إِلَٰهَ إِلَّا هُوَۖ خَٰلِقُ كُلِّ شَيۡءٍ فَٱعۡبُدُوهُۚ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ وَكِيلٌ ١٠٢
ასეთია ალლაჰი — თქვენი უფალი; არ არსებობს სხვა ღმერთი, ღირსი თაყვანისცემისა, გარდა მისი. იგია ყოველი რამის შემქმნელი, ამიტომ ეთაყვანეთ მხოლოდ მას. და იგია ყოველივეს მფარველი [მზრუნველი და მოწმე].
6:103
لَّا تُدۡرِكُهُ ٱلۡأَبۡصَٰرُ وَهُوَ يُدۡرِكُ ٱلۡأَبۡصَٰرَۖ وَهُوَ ٱللَّطِيفُ ٱلۡخَبِيرُ ١٠٣
ვერც ერთი მზერა ვერ მისწვდება მას, ხოლო იგი სწვდება ყველა მზერას; და იგია კეთილი (თავის მონებთან) და ყოვლისმცოდნე.
6:104
قَدۡ جَآءَكُم بَصَآئِرُ مِن رَّبِّكُمۡۖ فَمَنۡ أَبۡصَرَ فَلِنَفۡسِهِۦۖ وَمَنۡ عَمِيَ فَعَلَيۡهَاۚ وَمَآ أَنَا۠ عَلَيۡكُم بِحَفِيظٍ ١٠٤
უკვე მოვიდა თქვენთან ნათელი ნიშნები [ცხადი მტკიცებულებები] თქვენი უფლისგან. ვინც ხედავს — ეს მისივე სასარგებლოდ არის; ხოლო ვინც ბრმაა [არ იღებს აშკარა ჭეშმარიტებას], — ეს მისივე საზიანოდ არის. (და უთხარი მათ, ო, მოციქულო): «მე თქვენთვის არ ვარ მცველი [არ ვარ პასუხისმგებელი თქვენს ურწმუნოებაზე ალლაჰის წინაშე]».
6:105
وَكَذَٰلِكَ نُصَرِّفُ ٱلۡأٓيَٰتِ وَلِيَقُولُواْ دَرَسۡتَ وَلِنُبَيِّنَهُۥ لِقَوۡمٍ يَعۡلَمُونَ ١٠٥
და ასე ვანაწილებთ [სრულად ვხსნით] ნიშნებს, იმგვარად, რომ ისინი [მექქას მცხოვრებლები], როცა შენ კითხულობ ალლაჰის წიგნს, ამბობენ: «შენ (ო, მუჰამმად) ისწავლე (წიგნის ხალხთან)»; და იმისთვის, რომ განვუმარტოთ ეს [ჭეშმარიტება] ადამიანებს, რომლებმაც იციან.
6:106
ٱتَّبِعۡ مَآ أُوحِيَ إِلَيۡكَ مِن رَّبِّكَۖ لَآ إِلَٰهَ إِلَّا هُوَۖ وَأَعۡرِضۡ عَنِ ٱلۡمُشۡرِكِينَ ١٠٦
გაჰყევი იმას, რაც შთაგონებად გეცხადება შენ (ო, მოციქულო) შენი უფლისგან: «არ არსებობს ღმერთი, ღირსი თაყვანისცემისა, გარდა მისა», — და განერიდე მრავალღმერთიანებს.
6:107
وَلَوۡ شَآءَ ٱللَّهُ مَآ أَشۡرَكُواْۗ وَمَا جَعَلۡنَٰكَ عَلَيۡهِمۡ حَفِيظًاۖ وَمَآ أَنتَ عَلَيۡهِم بِوَكِيلٍ ١٠٧
თუ ალლაჰს სურდა (რომ ამ მრავალღმერთიანებს არ აერჩიათ სხვა ღმერთები მის გარდა), ისინი არ დაუდგენდნენ მას თანამოზიარეებს [ის მათ მორწმუნეებად აქცევდა] . და ჩვენ არ გაგხადეთ შენ (ო, მოციქულო) მათი მცველი, და არც მათზე პასუხისმგებელი ხარ.
6:108
وَلَا تَسُبُّواْ ٱلَّذِينَ يَدۡعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ فَيَسُبُّواْ ٱللَّهَ عَدۡوَۢا بِغَيۡرِ عِلۡمٍۗ كَذَٰلِكَ زَيَّنَّا لِكُلِّ أُمَّةٍ عَمَلَهُمۡ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّهِم مَّرۡجِعُهُمۡ فَيُنَبِّئُهُم بِمَا كَانُواْ يَعۡمَلُونَ ١٠٨
და ნუ ლანძღავთ (ო, მორწმუნენო) მათ, ვისაც ისინი მოუწოდებენ [ეთაყვანებიან] ალლაჰის გარდა, რათა მათ (ამის პასუხად) არ დაიწყონ ალლაჰის ლანძღვა მტრობის გამო და უცოდინრობით. ასე ყოველ საზოგადოებას გავულამაზეთ მისი საქმე (მორჩილებს — მორჩილება წარმოვუჩინეთ ლამაზად, ხოლო ურჩებს — ურჩობა). შემდეგ მათი დაბრუნება მათ უფალთან იქნება.
6:109
وَأَقۡسَمُواْ بِٱللَّهِ جَهۡدَ أَيۡمَٰنِهِمۡ لَئِن جَآءَتۡهُمۡ ءَايَةٌ لَّيُؤۡمِنُنَّ بِهَاۚ قُلۡ إِنَّمَا ٱلۡأٓيَٰتُ عِندَ ٱللَّهِۖ وَمَا يُشۡعِرُكُمۡ أَنَّهَآ إِذَا جَآءَتۡ لَا يُؤۡمِنُونَ ١٠٩
და ფიცს დებდნენ ისინი ალლაჰზე — თავიანთი ყველაზე ძლიერი ფიცით — რომ, თუ მათთან მოვა ნიშანი [სასწაული], უთხარი (მათ) (ო, მუჰამმად): «სასწაულები ალლაჰთანაა (და არა ჩემთან)». და რა გაძლევთ თქვენ (ო, მორწმუნენო) ცოდნას, რომ როცა ისინი მოვლენ, ისინი [მრავალღმერთიანები] ირწმუნებენ ან არ ირწმუნებენ?
6:110
وَنُقَلِّبُ أَفۡـِٔدَتَهُمۡ وَأَبۡصَٰرَهُمۡ كَمَا لَمۡ يُؤۡمِنُواْ بِهِۦٓ أَوَّلَ مَرَّةٍ وَنَذَرُهُمۡ فِي طُغۡيَٰنِهِمۡ يَعۡمَهُونَ ١١٠
და ჩვენ ვაბრუნებთ მათ გულებსა და მზერას, და (თუნდაც ვუჩვენოთ მათ ისეთი სასწაულები, რასაც ისინი ითხოვენ), ისინი მაინც არ ირწმუნებენ, როგორც პირველად არ ირწმუნეს. და ვტოვებთ მათ ბრმად ხეტიალში თავიანთ უსაზღვრო გზააბნეულობაში.
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Saturday, August 22, 2026
Don't forget us in your sincere prayers







