📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 177
ალ-ანფალი

ალ-ანფალი

8:1
يَسۡـَٔلُونَكَ عَنِ ٱلۡأَنفَالِۖ قُلِ ٱلۡأَنفَالُ لِلَّهِ وَٱلرَّسُولِۖ فَٱتَّقُواْ ٱللَّهَ وَأَصۡلِحُواْ ذَاتَ بَيۡنِكُمۡۖ وَأَطِيعُواْ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥٓ إِن كُنتُم مُّؤۡمِنِينَ ١
ისინი გეკითხებიან [შენი თანამებრძოლები] შენ (ო, მოციქულო) ნადავლზე (ბადრის ბრძოლაში მოპოვებულზე) — როგორ გაინაწილონ იგი ერთმანეთში. უთხარი: «ნადავლი ეკუთვნის ალლაჰს და მოციქულს [მოციქული გაანაწილებს მას ისე, როგორც მის უფალს უბრძანებია]; მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის, მოაწესრიგეთ ურთიერთობები ერთმანეთში [შეწყვიტეთ დავა ამ ნადავლის გამო] და დაემორჩილეთ ალლაჰს და მის მოციქულს, თუ თქვენ მართლაც მორწმუნენი ხართ!»
8:2
إِنَّمَا ٱلۡمُؤۡمِنُونَ ٱلَّذِينَ إِذَا ذُكِرَ ٱللَّهُ وَجِلَتۡ قُلُوبُهُمۡ وَإِذَا تُلِيَتۡ عَلَيۡهِمۡ ءَايَٰتُهُۥ زَادَتۡهُمۡ إِيمَٰنًا وَعَلَىٰ رَبِّهِمۡ يَتَوَكَّلُونَ ٢
ჭეშმარიტად, მორწმუნენი მხოლოდ ისინი არიან, რომელთა გულები შიშით ივსება, როცა ალლაჰი ახსენდებათ. და როცა მათ უკითხავენ მის აიათებს, ისინი ზრდიან მათ რწმენას, და ისინი თავიანთ უფალს ეყრდნობიან (მიენდობიან).
8:3
ٱلَّذِينَ يُقِيمُونَ ٱلصَّلَوٰةَ وَمِمَّا رَزَقۡنَٰهُمۡ يُنفِقُونَ ٣
რომლებიც ასრულებენ (სავალდებულო) ლოცვას სათანადო წესით და იქიდან, რაც მათ ვუბოძეთ, მოწყლებას გასცემენ.
8:4
أُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡمُؤۡمِنُونَ حَقًّاۚ لَّهُمۡ دَرَجَٰتٌ عِندَ رَبِّهِمۡ وَمَغۡفِرَةٌ وَرِزۡقٌ كَرِيمٌ ٤
ისინი ჭეშმარიტი მორწმუნეები არიან. მათთვისაა ხარისხები თავიანთ უფალთან, პატიება და უხვი საზრდო [სამოთხე].
8:5
كَمَآ أَخۡرَجَكَ رَبُّكَ مِنۢ بَيۡتِكَ بِٱلۡحَقِّ وَإِنَّ فَرِيقًا مِّنَ ٱلۡمُؤۡمِنِينَ لَكَٰرِهُونَ ٥
(მორწმუნეები განსხვავდებოდნენ ნადავლის განაწილების საკითხში), ისევე როგორც (განსხვავდებოდნენ ბადრის ბრძოლაში გასვლის აუცილებლობაზე, როცა) შენ (ო, მოციქულო) შენმა უფალმა გამოგიყვანა შენი სახლიდან ჭეშმარიტებით, მაშინ როცა მორწმუნეთა ერთ ნაწილს ძლიერ არ სურდა (ბრძოლა).
8:6
يُجَٰدِلُونَكَ فِي ٱلۡحَقِّ بَعۡدَ مَا تَبَيَّنَ كَأَنَّمَا يُسَاقُونَ إِلَى ٱلۡمَوۡتِ وَهُمۡ يَنظُرُونَ ٦
დაობდნენ შენთან (ო, მოციქულო) ჭეშმარიტების შესახებ, მას შემდეგ რაც ის უკვე ნათელი გახდა, თითქოს მათ სიკვდილისკენ მიერეკებოდნენ და ისინი (ამას) უყურებდნენ.
8:7
وَإِذۡ يَعِدُكُمُ ٱللَّهُ إِحۡدَى ٱلطَّآئِفَتَيۡنِ أَنَّهَا لَكُمۡ وَتَوَدُّونَ أَنَّ غَيۡرَ ذَاتِ ٱلشَّوۡكَةِ تَكُونُ لَكُمۡ وَيُرِيدُ ٱللَّهُ أَن يُحِقَّ ٱلۡحَقَّ بِكَلِمَٰتِهِۦ وَيَقۡطَعَ دَابِرَ ٱلۡكَٰفِرِينَ ٧
და (გაიხსენეთ), როგორ დაგპირდათ ალლაჰი (გამარჯვებას) ორი რაზმიდან ერთზე, რომ ის თქვენ დაგრჩებოდათ; თქვენ კი გინდოდათ, რომ (ამ ორიდან) თქვენთვის წილად შეხვედროდა უიარაღო (რაზმი) [რათა არ გებრძოლათ]. ხოლო ალლაჰს სურს დაამყაროს ჭეშმარიტება თავისი სიტყვებით და ამოძირკვოს ურწმუნოთა ფესვები.
8:8
لِيُحِقَّ ٱلۡحَقَّ وَيُبۡطِلَ ٱلۡبَٰطِلَ وَلَوۡ كَرِهَ ٱلۡمُجۡرِمُونَ ٨
რათა დაამყაროს ჭეშმარიტება [ისლამი] და გაანადგუროს სიცრუე [ურწმუნოება და მრავალღმერთიანობა], თუნდაც ეს სძულდეთ ურჩებს.
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Sunday, August 23, 2026
Don't forget us in your sincere prayers







