📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 290
وَإِن كَادُواْ لَيَسۡتَفِزُّونَكَ مِنَ ٱلۡأَرۡضِ لِيُخۡرِجُوكَ مِنۡهَاۖ وَإِذًا لَّا يَلۡبَثُونَ خِلَٰفَكَ إِلَّا قَلِيلًا  ۝٧٦ سُنَّةَ مَن قَدۡ أَرۡسَلۡنَا قَبۡلَكَ مِن رُّسُلِنَاۖ وَلَا تَجِدُ لِسُنَّتِنَا تَحۡوِيلًا  ۝٧٧ أَقِمِ ٱلصَّلَوٰةَ لِدُلُوكِ ٱلشَّمۡسِ إِلَىٰ غَسَقِ ٱلَّيۡلِ وَقُرۡءَانَ ٱلۡفَجۡرِۖ إِنَّ قُرۡءَانَ ٱلۡفَجۡرِ كَانَ مَشۡهُودًا  ۝٧٨ وَمِنَ ٱلَّيۡلِ فَتَهَجَّدۡ بِهِۦ نَافِلَةً لَّكَ عَسَىٰٓ أَن يَبۡعَثَكَ رَبُّكَ مَقَامًا مَّحۡمُودًا  ۝٧٩ وَقُل رَّبِّ أَدۡخِلۡنِي مُدۡخَلَ صِدۡقٍ وَأَخۡرِجۡنِي مُخۡرَجَ صِدۡقٍ وَٱجۡعَل لِّي مِن لَّدُنكَ سُلۡطَٰنًا نَّصِيرًا  ۝٨٠ وَقُلۡ جَآءَ ٱلۡحَقُّ وَزَهَقَ ٱلۡبَٰطِلُۚ إِنَّ ٱلۡبَٰطِلَ كَانَ زَهُوقًا  ۝٨١ وَنُنَزِّلُ مِنَ ٱلۡقُرۡءَانِ مَا هُوَ شِفَآءٌ وَرَحۡمَةٌ لِّلۡمُؤۡمِنِينَ وَلَا يَزِيدُ ٱلظَّٰلِمِينَ إِلَّا خَسَارًا  ۝٨٢ وَإِذَآ أَنۡعَمۡنَا عَلَى ٱلۡإِنسَٰنِ أَعۡرَضَ وَنَـَٔا بِجَانِبِهِۦ وَإِذَا مَسَّهُ ٱلشَّرُّ كَانَ يَـُٔوسًا  ۝٨٣ قُلۡ كُلٌّ يَعۡمَلُ عَلَىٰ شَاكِلَتِهِۦ فَرَبُّكُمۡ أَعۡلَمُ بِمَنۡ هُوَ أَهۡدَىٰ سَبِيلًا  ۝٨٤ وَيَسۡـَٔلُونَكَ عَنِ ٱلرُّوحِۖ قُلِ ٱلرُّوحُ مِنۡ أَمۡرِ رَبِّي وَمَآ أُوتِيتُم مِّنَ ٱلۡعِلۡمِ إِلَّا قَلِيلًا  ۝٨٥ وَلَئِن شِئۡنَا لَنَذۡهَبَنَّ بِٱلَّذِيٓ أَوۡحَيۡنَآ إِلَيۡكَ ثُمَّ لَا تَجِدُ لَكَ بِهِۦ عَلَيۡنَا وَكِيلًا  ۝٨٦
17:76
وَإِن كَادُواْ لَيَسۡتَفِزُّونَكَ مِنَ ٱلۡأَرۡضِ لِيُخۡرِجُوكَ مِنۡهَاۖ وَإِذًا لَّا يَلۡبَثُونَ خِلَٰفَكَ إِلَّا قَلِيلًا  ۝٧٦
და ისინი [მრავალღმერთიანები] ახლოს იყვნენ იმასთან, რომ შენ (ო, მოციქულო) ამ მიწიდან [მექქადან] განედევნეთ და იქიდან გაეძევებინეთ. და მაშინ, [თუ ისინი ამას გააკეთებდნენ], შენს შემდეგ იქ მხოლოდ მცირე ხანს დარჩებოდნენ.
17:77
سُنَّةَ مَن قَدۡ أَرۡسَلۡنَا قَبۡلَكَ مِن رُّسُلِنَاۖ وَلَا تَجِدُ لِسُنَّتِنَا تَحۡوِيلًا  ۝٧٧
[და ისინი დაისჯებოდნენ] ალლაჰის დადგენილი წესისამებრ მათთან მიმართებით, ვინც ჩვენს მიერ იყო მოვლენილი შენამდე მოციქულად. და შენ ვერ ნახავ ალლაჰის კანონში რაიმე ცვლილებას.
17:78
أَقِمِ ٱلصَّلَوٰةَ لِدُلُوكِ ٱلشَّمۡسِ إِلَىٰ غَسَقِ ٱلَّيۡلِ وَقُرۡءَانَ ٱلۡفَجۡرِۖ إِنَّ قُرۡءَانَ ٱلۡفَجۡرِ كَانَ مَشۡهُودًا  ۝٧٨
შეასრულე ლოცვა მზის გადახრიდან ღამის წყვდიადის დადგომამდე [შუადღის (ზუჰრი), შუადღის შემდეგი (ასრი), მზის ჩასვლის (მაღრიბი) და ღამის (‘იშა) ლოცვები], ხოლო განთიადის ჟამს უფრო ხანგრძლივად იკითხე ყურანი [დილის (ფაჯრის) ლოცვაში]. ჭეშმარიტად, განთიადის ჟამს წაკითხულ ყურანს [ფაჯრის ლოცვას] ჰყავს მოწმეები — მას ესწრებიან ღამის ანგელოზები და დღის ანგელოზები.
17:79
وَمِنَ ٱلَّيۡلِ فَتَهَجَّدۡ بِهِۦ نَافِلَةً لَّكَ عَسَىٰٓ أَن يَبۡعَثَكَ رَبُّكَ مَقَامًا مَّحۡمُودًا  ۝٧٩
და ღამის ერთ ნაწილში იკითხე [ყურანი] ლოცვაში, შენთვის განსაკუთრებული დამატებითი ლოცვა. ეგებ გიბოძოს [ო, მუჰამმად] შენმა ღმერთმა ქებული ადგილი.
17:80
وَقُل رَّبِّ أَدۡخِلۡنِي مُدۡخَلَ صِدۡقٍ وَأَخۡرِجۡنِي مُخۡرَجَ صِدۡقٍ وَٱجۡعَل لِّي مِن لَّدُنكَ سُلۡطَٰنًا نَّصِيرًا  ۝٨٠
და თქვი: «უფალო! შემიყვანე მე (იქ, სადაც ჩემთვის სიკეთეა) ჭეშმარიტებით [ასე, რომ ის მე შემიყვარდეს], და გამომიყვანე მე (იქიდან, სადაც ჩემთვის ბოროტებაა) ჭეშმარიტებით [ის, რომ ეს განშორება ჩემთვის მძიმე არ იყოს], და მომანიჭე შენგან ძალა [მტკიცე მტკიცებულება], რომლითაც შემეწევი (ყველა ჩემი მტრის წინააღმდეგ)».
17:81
وَقُلۡ جَآءَ ٱلۡحَقُّ وَزَهَقَ ٱلۡبَٰطِلُۚ إِنَّ ٱلۡبَٰطِلَ كَانَ زَهُوقًا  ۝٨١
და უთხარი (ჰეი, მოციქულო) (მრავალღმერთიანებს): «მოვიდა ჭეშმარიტება [ისლამი], და განქარდა სიცრუე [მრავალღმერთიანობა]. ჭეშმარიტად, სიცრუე ისეთი რამაა, რომ ქრება!»
17:82
وَنُنَزِّلُ مِنَ ٱلۡقُرۡءَانِ مَا هُوَ شِفَآءٌ وَرَحۡمَةٌ لِّلۡمُؤۡمِنِينَ وَلَا يَزِيدُ ٱلظَّٰلِمِينَ إِلَّا خَسَارًا  ۝٨٢
გარდმოვავლენთ ყურანისგან იმას, რაც განკურნება და წყალობაა მორწმუნეთათვის, ხოლო უსამართლოებისთვის [ურწმუნოებისთვის] ის მხოლოდ ზრდის ზარალს.
17:83
وَإِذَآ أَنۡعَمۡنَا عَلَى ٱلۡإِنسَٰنِ أَعۡرَضَ وَنَـَٔا بِجَانِبِهِۦ وَإِذَا مَسَّهُ ٱلشَّرُّ كَانَ يَـُٔوسًا  ۝٨٣
როდესაც ჩვენ ვასაჩუქრებთ ადამიანს წყალობებით [ჯანმრთელობით, კეთილდღეობით და სხვ.], ის კი იბრუნებს ზურგს და ამპარტავნობით იჭერს თავს (ჭეშმარიტების მიღებისგან). ხოლო როდესაც უბედურება დაატყდება თავს, მაშინ სასოწარკვეთილებაში ვარდება (ალლაჰის წყალობის მიმართ).
17:84
قُلۡ كُلٌّ يَعۡمَلُ عَلَىٰ شَاكِلَتِهِۦ فَرَبُّكُمۡ أَعۡلَمُ بِمَنۡ هُوَ أَهۡدَىٰ سَبِيلًا  ۝٨٤
უთხარი (ჰეი, მოციქულო) (ხალხს): «ყველა მოქმედებს თავისი ბუნებისამებრ, და თქვენმა უფალმა უკეთ იცის ისინი, ვინც სწორ გზაზეა».
17:85
وَيَسۡـَٔلُونَكَ عَنِ ٱلرُّوحِۖ قُلِ ٱلرُّوحُ مِنۡ أَمۡرِ رَبِّي وَمَآ أُوتِيتُم مِّنَ ٱلۡعِلۡمِ إِلَّا قَلِيلًا  ۝٨٥
გეკითხებიან [ო, შუამავალო] შენ [ურწმუნონი] სულის თაობაზე [სულის არსზე]. უთხარი [მათ]: «სული ჩემი უფლის ბრძანებისგანაა [მხოლოდ მან იცის მის შესახებ], თქვენ კი არ გბოძებიათ ცოდნა, გარდა მცირედისა».
17:86
وَلَئِن شِئۡنَا لَنَذۡهَبَنَّ بِٱلَّذِيٓ أَوۡحَيۡنَآ إِلَيۡكَ ثُمَّ لَا تَجِدُ لَكَ بِهِۦ عَلَيۡنَا وَكِيلًا  ۝٨٦
და რომ გვენებებინა [ჩვენ], უსათუოდ წავიღებდით იმას [ო, მუჰამმად], რაც ზეშთაგაგონეთ [ჩვენ შეგვიძლია ყურანი ამოვშალოთ შენი გულიდან], შემდეგ შენ ვერ იპოვიდი ამის გამო ჩვენს წინააღმდეგ ვერც მფარველს, და ვერც შემწეს (ვინც დაგიბრუნებდა ყურანს),


📚Juz 15 📄290 / 604



Mishary Rashid Alafasy
Mahmoud Khalil Al-Husary
Abdurrahman As-Sudais
Mohamed Siddiq Al-Minshawi
Abdul Basit Abdul Samad
Ali Al-Hudhaify
Ahmed ibn Ali al-Ajamy
Abu Bakr Ash-Shaatree
Muhammad Ayyoub
Abdullah Basfar
Abdullah Al-Juhani
Maher Al Muaiqly
0:00
0:00
-

წმინდა ყურანი


Tuesday, August 25, 2026

Don't forget us in your sincere prayers