📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 511
სურა ალ-ფათჰი

სურა ალ-ფათჰი

48:1
إِنَّا فَتَحۡنَا لَكَ فَتۡحًا مُّبِينًا ١
ჭეშმარიტად, ჩვენ მოგანიჭეთ შენ (ო, შუამავალო) ცხადი გამარჯვება.
48:2
لِّيَغۡفِرَ لَكَ ٱللَّهُ مَا تَقَدَّمَ مِن ذَنۢبِكَ وَمَا تَأَخَّرَ وَيُتِمَّ نِعۡمَتَهُۥ عَلَيۡكَ وَيَهۡدِيَكَ صِرَٰطًا مُّسۡتَقِيمًا ٢
რათა ალლაჰმა მოგიტევოს შენი წარსული და მომავალი ცოდვები, და სრულყოს თავისი მადლი შენზე და დაგადგინოს სწორ გზაზე.
48:4
هُوَ ٱلَّذِيٓ أَنزَلَ ٱلسَّكِينَةَ فِي قُلُوبِ ٱلۡمُؤۡمِنِينَ لِيَزۡدَادُوٓاْ إِيمَٰنًا مَّعَ إِيمَٰنِهِمۡۗ وَلِلَّهِ جُنُودُ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًا ٤
იგია [ალლაჰი], რომელმაც მორწმუნეთა გულებში სიმშვიდე გარდმოავლინა, რათა მათ რწმენას რწმენა შეემატოთ; ალლაჰს ეკუთვნის ცისა და მიწის ლაშქრები [ანგელოზები, ადამიანები და ჯინები]; და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია!
48:5
لِّيُدۡخِلَ ٱلۡمُؤۡمِنِينَ وَٱلۡمُؤۡمِنَٰتِ جَنَّٰتٍ تَجۡرِي مِن تَحۡتِهَا ٱلۡأَنۡهَٰرُ خَٰلِدِينَ فِيهَا وَيُكَفِّرَ عَنۡهُمۡ سَيِّـَٔاتِهِمۡۚ وَكَانَ ذَٰلِكَ عِندَ ٱللَّهِ فَوۡزًا عَظِيمًا ٥
რათა შეიყვანოს მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები სამოთხის ბაღებში, რომელთა ქვემოთაც მდინარეები მიედინება, რათა მარადჟამს დარჩნენ მათში, და წაშალოს მათი ცუდი საქმეები [აპატიოს მათ], და ეს ალლაჰთან — უდიდესი წარმატებაა!
48:6
وَيُعَذِّبَ ٱلۡمُنَٰفِقِينَ وَٱلۡمُنَٰفِقَٰتِ وَٱلۡمُشۡرِكِينَ وَٱلۡمُشۡرِكَٰتِ ٱلظَّآنِّينَ بِٱللَّهِ ظَنَّ ٱلسَّوۡءِۚ عَلَيۡهِمۡ دَآئِرَةُ ٱلسَّوۡءِۖ وَغَضِبَ ٱللَّهُ عَلَيۡهِمۡ وَلَعَنَهُمۡ وَأَعَدَّ لَهُمۡ جَهَنَّمَۖ وَسَآءَتۡ مَصِيرًا ٦
და რათა დასაჯოს თვალთმაქცი კაცები და თვალთმაქცი ქალები, და წარმართი კაცები და წარმართი ქალები, რომელნიც ალლაჰზე ცუდს ფიქრობენ. მათზეა ბოროტების წრე [საზღაური]. და განურისხდა მათ ალლაჰი, და დაწყევლა ისინი, და გაუმზადა მათ ჯოჯოხეთი. და რა საზარელი სამყოფელია იგი!
48:7
وَلِلَّهِ جُنُودُ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَزِيزًا حَكِيمًا ٧
და ალლაჰისაა ცათა და მიწის ლაშქარი. და ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია.
48:8
إِنَّآ أَرۡسَلۡنَٰكَ شَٰهِدًا وَمُبَشِّرًا وَنَذِيرًا ٨
ჭეშმარიტად, ჩვენ წარმოგგზავნეთ შენ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად.
48:9
لِّتُؤۡمِنُواْ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ وَتُعَزِّرُوهُ وَتُوَقِّرُوهُۚ وَتُسَبِّحُوهُ بُكۡرَةً وَأَصِيلًا ٩
რათა ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი, და დაეხმაროთ მას (მისი სიტყვისა და მის მიერ ბოძებული რწმენის ამაღლებით), და პატივი სცეთ მას (მოციქულს), და დიდება მიაგოთ მას (ალლაჰს) დილით და საღამოს.
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Sunday, August 30, 2026
Don't forget us in your sincere prayers







