📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 91
مَّن يُطِعِ ٱلرَّسُولَ فَقَدۡ أَطَاعَ ٱللَّهَۖ وَمَن تَوَلَّىٰ فَمَآ أَرۡسَلۡنَٰكَ عَلَيۡهِمۡ حَفِيظًا ٨٠ وَيَقُولُونَ طَاعَةٌ فَإِذَا بَرَزُواْ مِنۡ عِندِكَ بَيَّتَ طَآئِفَةٌ مِّنۡهُمۡ غَيۡرَ ٱلَّذِي تَقُولُۖ وَٱللَّهُ يَكۡتُبُ مَا يُبَيِّتُونَۖ فَأَعۡرِضۡ عَنۡهُمۡ وَتَوَكَّلۡ عَلَى ٱللَّهِۚ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ وَكِيلًا ٨١ أَفَلَا يَتَدَبَّرُونَ ٱلۡقُرۡءَانَۚ وَلَوۡ كَانَ مِنۡ عِندِ غَيۡرِ ٱللَّهِ لَوَجَدُواْ فِيهِ ٱخۡتِلَٰفًا كَثِيرًا ٨٢ وَإِذَا جَآءَهُمۡ أَمۡرٌ مِّنَ ٱلۡأَمۡنِ أَوِ ٱلۡخَوۡفِ أَذَاعُواْ بِهِۦۖ وَلَوۡ رَدُّوهُ إِلَى ٱلرَّسُولِ وَإِلَىٰٓ أُوْلِي ٱلۡأَمۡرِ مِنۡهُمۡ لَعَلِمَهُ ٱلَّذِينَ يَسۡتَنۢبِطُونَهُۥ مِنۡهُمۡۗ وَلَوۡلَا فَضۡلُ ٱللَّهِ عَلَيۡكُمۡ وَرَحۡمَتُهُۥ لَٱتَّبَعۡتُمُ ٱلشَّيۡطَٰنَ إِلَّا قَلِيلًا ٨٣ فَقَٰتِلۡ فِي سَبِيلِ ٱللَّهِ لَا تُكَلَّفُ إِلَّا نَفۡسَكَۚ وَحَرِّضِ ٱلۡمُؤۡمِنِينَۖ عَسَى ٱللَّهُ أَن يَكُفَّ بَأۡسَ ٱلَّذِينَ كَفَرُواْۚ وَٱللَّهُ أَشَدُّ بَأۡسًا وَأَشَدُّ تَنكِيلًا ٨٤ مَّن يَشۡفَعۡ شَفَٰعَةً حَسَنَةً يَكُن لَّهُۥ نَصِيبٌ مِّنۡهَاۖ وَمَن يَشۡفَعۡ شَفَٰعَةً سَيِّئَةً يَكُن لَّهُۥ كِفۡلٌ مِّنۡهَاۗ وَكَانَ ٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ مُّقِيتًا ٨٥ وَإِذَا حُيِّيتُم بِتَحِيَّةٍ فَحَيُّواْ بِأَحۡسَنَ مِنۡهَآ أَوۡ رُدُّوهَآۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ حَسِيبًا ٨٦
4:80
مَّن يُطِعِ ٱلرَّسُولَ فَقَدۡ أَطَاعَ ٱللَّهَۖ وَمَن تَوَلَّىٰ فَمَآ أَرۡسَلۡنَٰكَ عَلَيۡهِمۡ حَفِيظًا ٨٠
ვინც ემორჩილება შუამავალს, ის ემორჩილება ალლაჰს. ხოლო ვინც განერიდება (ალლაჰს და მის შუამავალს), ჩვენ არ გამოგგზავნეთ შენ (ო, მოციქულო) მათზე ზედამხედველად (რომ მათ საქმეებს ადევნო თვალყური და აღრიცხო ისინი).
4:81
وَيَقُولُونَ طَاعَةٌ فَإِذَا بَرَزُواْ مِنۡ عِندِكَ بَيَّتَ طَآئِفَةٌ مِّنۡهُمۡ غَيۡرَ ٱلَّذِي تَقُولُۖ وَٱللَّهُ يَكۡتُبُ مَا يُبَيِّتُونَۖ فَأَعۡرِضۡ عَنۡهُمۡ وَتَوَكَّلۡ عَلَى ٱللَّهِۚ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ وَكِيلًا ٨١
და ისინი, (როცა არიან მოციქულთან) ამბობენ: «(ჩვენგან არის) მორჩილება!» ხოლო როცა ისინი შენგან გამოდიან, მათგან ერთი ჯგუფი ღამით გეგმავს იმას, რაც არ შეესაბამება იმას, რასაც შენთან ყოფნისას ამბობდნენ. და ალლაჰი წერს იმას, რასაც ისინი ღამით გეგმავენ. ამიტომ განერიდე მათ (ო, მოციქულო) [არ დასაჯო ისინი] და მიენდე სრულად ალლაჰს! და საკმარისია ალლაჰი, როგორც მფარველი.
4:82
أَفَلَا يَتَدَبَّرُونَ ٱلۡقُرۡءَانَۚ وَلَوۡ كَانَ مِنۡ عِندِ غَيۡرِ ٱللَّهِ لَوَجَدُواْ فِيهِ ٱخۡتِلَٰفًا كَثِيرًا ٨٢
ნუთუ ისინი არ დაფიქრდებიან ყურანზე? და რომ იგი [ყურანი] არ ყოფილიყო ალლაჰისგან, ისინი უეჭველად იპოვიდნენ მასში ბევრ წინააღმდეგობას.
4:83
وَإِذَا جَآءَهُمۡ أَمۡرٌ مِّنَ ٱلۡأَمۡنِ أَوِ ٱلۡخَوۡفِ أَذَاعُواْ بِهِۦۖ وَلَوۡ رَدُّوهُ إِلَى ٱلرَّسُولِ وَإِلَىٰٓ أُوْلِي ٱلۡأَمۡرِ مِنۡهُمۡ لَعَلِمَهُ ٱلَّذِينَ يَسۡتَنۢبِطُونَهُۥ مِنۡهُمۡۗ وَلَوۡلَا فَضۡلُ ٱللَّهِ عَلَيۡكُمۡ وَرَحۡمَتُهُۥ لَٱتَّبَعۡتُمُ ٱلشَّيۡطَٰنَ إِلَّا قَلِيلًا ٨٣
და როდესაც მათთან მოვა რაიმე საქმე [ცნობა], რომელიც სიმშვიდეს იწვევს, ან რომელიც შიშს იწვევს, ისინი ავრცელებენ მას. ხოლო მათ რომ (პირველად) დაებრუნებინათ იგი [ეს ამბავი] მოციქულთან და მათ შორის ხელისუფლების მქონესთან [მცოდნეებთან ან რაზმების ხელმძღვანელებთან], რათა მათ გაერკვიათ მისი სინამდვილე და შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება, — მაშინ მას გაიგებდნენ ისინი, ვინც ცდილობენ ჩასწვდნენ ამ ამბის არსს. და რომ არა ალლაჰის წყალობა თქვენზე და მისი მოწყალება, თქვენ აუცილებლად გაჰყვებოდით სატანას, გარდა მცირეთა.
4:84
فَقَٰتِلۡ فِي سَبِيلِ ٱللَّهِ لَا تُكَلَّفُ إِلَّا نَفۡسَكَۚ وَحَرِّضِ ٱلۡمُؤۡمِنِينَۖ عَسَى ٱللَّهُ أَن يَكُفَّ بَأۡسَ ٱلَّذِينَ كَفَرُواْۚ وَٱللَّهُ أَشَدُّ بَأۡسًا وَأَشَدُّ تَنكِيلًا ٨٤
და იბრძოლე (ო, მოციქულო) ალლაჰის გზაზე (მისი სიტყვის ასამაღლებლად)! და ეს (ვალდებულებად) დაკისრებულია მხოლოდ შენზე [არ მიატოვო ბრძოლა ალლაჰის გზაზე, თუნდაც მარტო დარჩე], და წააქეზე მორწმუნენი (იბრძოლონ ალლაჰის გზაზე). იქნებ ალლაჰმა შენითა და მორწმუნეებით შეაკავოს ურწმუნოთა რისხვა. და ჭეშმარიტად, ალლაჰი არის ყველაზე ძლიერი ძლიერებით და ყველაზე მკაცრი სასჯელით.
4:85
مَّن يَشۡفَعۡ شَفَٰعَةً حَسَنَةً يَكُن لَّهُۥ نَصِيبٌ مِّنۡهَاۖ وَمَن يَشۡفَعۡ شَفَٰعَةً سَيِّئَةً يَكُن لَّهُۥ كِفۡلٌ مِّنۡهَاۗ وَكَانَ ٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ مُّقِيتًا ٨٥
ვინც იქნება შუამავალი კარგ საქმეში, მას ექნება წილი (საზღაურისა) მისგან; ხოლო ვინც იქნება შუამავალი ცუდ საქმეში, მას ექნება წილი ცოდვისა მისგან. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოველ საქმეს აკვირდება.
4:86
وَإِذَا حُيِّيتُم بِتَحِيَّةٍ فَحَيُّواْ بِأَحۡسَنَ مِنۡهَآ أَوۡ رُدُّوهَآۗ إِنَّ ٱللَّهَ كَانَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ حَسِيبًا ٨٦
და როცა მოგესალმებიან რაიმე მისალმებით, მაშინ მიესალმეთ უკეთესით ან დააბრუნეთ იგივე. ჭეშმარიტად, ალლაჰი აღმრიცხველია ყოველივესი.
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Friday, August 21, 2026
Don't forget us in your sincere prayers







