📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 469
ٱلۡيَوۡمَ تُجۡزَىٰ كُلُّ نَفۡسِۭ بِمَا كَسَبَتۡۚ لَا ظُلۡمَ ٱلۡيَوۡمَۚ إِنَّ ٱللَّهَ سَرِيعُ ٱلۡحِسَابِ ١٧ وَأَنذِرۡهُمۡ يَوۡمَ ٱلۡأٓزِفَةِ إِذِ ٱلۡقُلُوبُ لَدَى ٱلۡحَنَاجِرِ كَٰظِمِينَۚ مَا لِلظَّٰلِمِينَ مِنۡ حَمِيمٍ وَلَا شَفِيعٍ يُطَاعُ ١٨ يَعۡلَمُ خَآئِنَةَ ٱلۡأَعۡيُنِ وَمَا تُخۡفِي ٱلصُّدُورُ ١٩ وَٱللَّهُ يَقۡضِي بِٱلۡحَقِّۖ وَٱلَّذِينَ يَدۡعُونَ مِن دُونِهِۦ لَا يَقۡضُونَ بِشَيۡءٍۗ إِنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلۡبَصِيرُ ٢٠ ۞ أَوَلَمۡ يَسِيرُواْ فِي ٱلۡأَرۡضِ فَيَنظُرُواْ كَيۡفَ كَانَ عَٰقِبَةُ ٱلَّذِينَ كَانُواْ مِن قَبۡلِهِمۡۚ كَانُواْ هُمۡ أَشَدَّ مِنۡهُمۡ قُوَّةً وَءَاثَارًا فِي ٱلۡأَرۡضِ فَأَخَذَهُمُ ٱللَّهُ بِذُنُوبِهِمۡ وَمَا كَانَ لَهُم مِّنَ ٱللَّهِ مِن وَاقٍ ٢١ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمۡ كَانَت تَّأۡتِيهِمۡ رُسُلُهُم بِٱلۡبَيِّنَٰتِ فَكَفَرُواْ فَأَخَذَهُمُ ٱللَّهُۚ إِنَّهُۥ قَوِيٌّ شَدِيدُ ٱلۡعِقَابِ ٢٢ وَلَقَدۡ أَرۡسَلۡنَا مُوسَىٰ بِـَٔايَٰتِنَا وَسُلۡطَٰنٍ مُّبِينٍ ٢٣ إِلَىٰ فِرۡعَوۡنَ وَهَٰمَٰنَ وَقَٰرُونَ فَقَالُواْ سَٰحِرٌ كَذَّابٌ ٢٤ فَلَمَّا جَآءَهُم بِٱلۡحَقِّ مِنۡ عِندِنَا قَالُواْ ٱقۡتُلُوٓاْ أَبۡنَآءَ ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ مَعَهُۥ وَٱسۡتَحۡيُواْ نِسَآءَهُمۡۚ وَمَا كَيۡدُ ٱلۡكَٰفِرِينَ إِلَّا فِي ضَلَٰلٍ ٢٥
40:17
ٱلۡيَوۡمَ تُجۡزَىٰ كُلُّ نَفۡسِۭ بِمَا كَسَبَتۡۚ لَا ظُلۡمَ ٱلۡيَوۡمَۚ إِنَّ ٱللَّهَ سَرِيعُ ٱلۡحِسَابِ ١٧
დღეს ყოველი სული მიიღებს (სრულ და სამართლიან) საზღაურს იმისთვის, რაც მოიხვეჭა [მიწიერ ცხოვრებაში]. და დღეს უსამართლობა არ იქნება. ჭეშმარიტად, ალლაჰი სწრაფია ანგარიშსწორებაში!
40:18
وَأَنذِرۡهُمۡ يَوۡمَ ٱلۡأٓزِفَةِ إِذِ ٱلۡقُلُوبُ لَدَى ٱلۡحَنَاجِرِ كَٰظِمِينَۚ مَا لِلظَّٰلِمِينَ مِنۡ حَمِيمٍ وَلَا شَفِيعٍ يُطَاعُ ١٨
და შეახსენე მათ [ო, შუამავალო] მომავალი დღე, როდესაც გულები (მისი სასჯელის შიშით) მიუახლოვდებიან მათ ყელებს, (და) ისინი შეიკავებენ (თავიანთ რისხვას, შიშსა და სევდას) საკუთარ თავში. უსამართლოებს [მრავალღმერთიანებს] არც ახლობელი ჰყავთ, რომელიც დაეხმარებათ, და არც შუამავალი, რომლის სიტყვასაც დაემორჩილებოდნენ.
40:19
يَعۡلَمُ خَآئِنَةَ ٱلۡأَعۡيُنِ وَمَا تُخۡفِي ٱلصُّدُورُ ١٩
მან იცის თვალთა ღალატი [უწყის, როდის შეჰყურებს ადამიანი აკრძალულს] და რასაც მალავენ გულები.
40:20
وَٱللَّهُ يَقۡضِي بِٱلۡحَقِّۖ وَٱلَّذِينَ يَدۡعُونَ مِن دُونِهِۦ لَا يَقۡضُونَ بِشَيۡءٍۗ إِنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلۡبَصِيرُ ٢٠
ალლაჰი კი განსჯის (ადამიანებს შორის) ჭეშმარიტებით [სამართლიანად], ხოლო ისინი, ვისკენაც მიმართავენ (ევედრებიან), არაფერს წყვეტენ. ნამდვილად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია!
40:21
۞ أَوَلَمۡ يَسِيرُواْ فِي ٱلۡأَرۡضِ فَيَنظُرُواْ كَيۡفَ كَانَ عَٰقِبَةُ ٱلَّذِينَ كَانُواْ مِن قَبۡلِهِمۡۚ كَانُواْ هُمۡ أَشَدَّ مِنۡهُمۡ قُوَّةً وَءَاثَارًا فِي ٱلۡأَرۡضِ فَأَخَذَهُمُ ٱللَّهُ بِذُنُوبِهِمۡ وَمَا كَانَ لَهُم مِّنَ ٱللَّهِ مِن وَاقٍ ٢١
განა არ იმოგზაურეს მათ [მექქის ურწმუნოებმა და სხვებმა] მიწაზე [განა არ იყვნენ ისინი იემენში და შამში] და განა არ დაინახეს, რა ეწიათ მათ, ვინც მათ უწინ იყვნენ ['ადს, სამუდს და სხვებს]? ნუთუ ისინი [ადები და სამუდელები] უფრო ძლიერები არ იყვნენ მათზე [მექქელებზე] (ფიზიკური) ძალითა და მიწაზე დატოვებული კვალებით [თავიანთი შენობებით]? და ალლაჰმა მოიცვა (დასაჯა) ისინი მათი ცოდვების გამო. და მათ არ ჰყავდათ მფარველი (რომელიც იხსნიდა მათ) ალლაჰისგან.
40:22
ذَٰلِكَ بِأَنَّهُمۡ كَانَت تَّأۡتِيهِمۡ رُسُلُهُم بِٱلۡبَيِّنَٰتِ فَكَفَرُواْ فَأَخَذَهُمُ ٱللَّهُۚ إِنَّهُۥ قَوِيٌّ شَدِيدُ ٱلۡعِقَابِ ٢٢
ეს იმიტომ, რომ მათთან მათი შუამავლები ცხადი მტკიცებულებებით მოდიოდნენ, მაგრამ მათ უარყვეს, და შეიპყრო ისინი ალლაჰმა. უეჭველად, იგი ძლიერია, სასტიკია სასჯელით.
40:23
وَلَقَدۡ أَرۡسَلۡنَا مُوسَىٰ بِـَٔايَٰتِنَا وَسُلۡطَٰنٍ مُّبِينٍ ٢٣
და ასე გამოვგზავნეთ მუსა ჩვენი ნიშნებით [სასწაულებით] და ცხადი მტკიცებულებით.
40:24
إِلَىٰ فِرۡعَوۡنَ وَهَٰمَٰنَ وَقَٰرُونَ فَقَالُواْ سَٰحِرٌ كَذَّابٌ ٢٤
ფარაონს (ეგვიპტის მმართველს), და ჰამანს (ფარაონის მინდობილს), და ყარუნს (რომელიც უზარმაზარ სიმდიდრეს ფლობდა). (მაგრამ მათ, თავიანთი ამპარტავნებით, უარყვეს ალლაჰის შუამავლის, მუსას მოწოდება) და თქვეს: «(ის) (მუსა) ჯადოქარი (და) მატყუარაა!»
40:25
فَلَمَّا جَآءَهُم بِٱلۡحَقِّ مِنۡ عِندِنَا قَالُواْ ٱقۡتُلُوٓاْ أَبۡنَآءَ ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ مَعَهُۥ وَٱسۡتَحۡيُواْ نِسَآءَهُمۡۚ وَمَا كَيۡدُ ٱلۡكَٰفِرِينَ إِلَّا فِي ضَلَٰلٍ ٢٥
როდესაც ის [მუსა] მათთან ჩვენგან ჭეშმარიტებით მოვიდა, მათ (უარყვეს ეს სასწაულები და) თქვეს: «მოკალით მათი მორწმუნეთა ძენი და დატოვეთ მათი ქალები ცოცხლად (რათა მონებად იქცნენ და გვემსახურონ)!» მაგრამ ურწმუნოთა ზრახვები (მხოლოდ) ცდომილებაშია [მათივე მახე მათვე უბრუნდებათ]!
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Saturday, August 29, 2026
Don't forget us in your sincere prayers







