ღაფირი · 19/85
თარგმანი გამოთქმა — ღაფირი
يَعْلَمُ خَائِنَةَ الْأَعْيُنِ وَمَا تُخْفِي الصُّدُورُ ۝١٩
Ya`lamu khaaa`inatal a`yuni wa maa tukhfis sudoor
📖 ქართული მნიშვნელობა
მან იცის თვალთა ღალატი [უწყის, როდის შეჰყურებს ადამიანი აკრძალულს] და რასაც მალავენ გულები.
🎧 მოსმენა

📜 აია 17-21 — ღაფირი

17الْيَوْمَ تُجْزَىٰ كُلُّ نَفْسٍ بِمَا كَسَبَتْ ۚ لَا ظُلْمَ الْيَوْمَ ۚ إِنَّ اللَّهَ سَرِيعُ الْحِسَابِ
დღეს ყოველი სული მიიღებს (სრულ და სამართლიან) საზღაურს იმისთვის, რაც მოიხვეჭა [მიწიერ ცხოვრებაში]. და დღეს უსამართლობა არ იქნება. ჭეშმარიტად, ალლაჰი სწრაფია ანგარიშსწორებაში!
18وَأَنذِرْهُمْ يَوْمَ الْآزِفَةِ إِذِ الْقُلُوبُ لَدَى الْحَنَاجِرِ كَاظِمِينَ ۚ مَا لِلظَّالِمِينَ مِنْ حَمِيمٍ وَلَا شَفِيعٍ يُطَاعُ
და შეახსენე მათ [ო, შუამავალო] მომავალი დღე, როდესაც გულები (მისი სასჯელის შიშით) მიუახლოვდებიან მათ ყელებს, (და) ისინი შეიკავებენ (თავიანთ რისხვას, შიშსა და სევდას) საკუთარ თავში. უსამართლოებს [მრავალღმერთიანებს] არც ახლობელი ჰყავთ, რომელიც დაეხმარებათ, და არც შუამავალი, რომლის სიტყვასაც დაემორჩილებოდნენ.
19يَعْلَمُ خَائِنَةَ الْأَعْيُنِ وَمَا تُخْفِي الصُّدُورُ
მან იცის თვალთა ღალატი [უწყის, როდის შეჰყურებს ადამიანი აკრძალულს] და რასაც მალავენ გულები.
20وَاللَّهُ يَقْضِي بِالْحَقِّ ۖ وَالَّذِينَ يَدْعُونَ مِن دُونِهِ لَا يَقْضُونَ بِشَيْءٍ ۗ إِنَّ اللَّهَ هُوَ السَّمِيعُ الْبَصِيرُ
ალლაჰი კი განსჯის (ადამიანებს შორის) ჭეშმარიტებით [სამართლიანად], ხოლო ისინი, ვისკენაც მიმართავენ (ევედრებიან), არაფერს წყვეტენ. ნამდვილად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია!
21۞ أَوَلَمْ يَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَيَنظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الَّذِينَ كَانُوا مِن قَبْلِهِمْ ۚ كَانُوا هُمْ أَشَدَّ مِنْهُمْ قُوَّةً وَآثَارًا فِي الْأَرْضِ فَأَخَذَهُمُ اللَّهُ بِذُنُوبِهِمْ وَمَا كَانَ لَهُم مِّنَ اللَّهِ مِن وَاقٍ
განა არ იმოგზაურეს მათ [მექქის ურწმუნოებმა და სხვებმა] მიწაზე [განა არ იყვნენ ისინი იემენში და შამში] და განა არ დაინახეს, რა ეწიათ მათ, ვინც მათ უწინ იყვნენ ['ადს, სამუდს და სხვებს]? ნუთუ ისინი [ადები და სამუდელები] უფრო ძლიერები არ იყვნენ მათზე [მექქელებზე] (ფიზიკური) ძალითა და მიწაზე დატოვებული კვალებით [თავიანთი შენობებით]? და ალლაჰმა მოიცვა (დასაჯა) ისინი მათი ცოდვების გამო. და მათ არ ჰყავდათ მფარველი (რომელიც იხსნიდა მათ) ალლაჰისგან.
ღაფირიყურანის საძიებელი
85აია
MeccanRevelation
19აია

თარგმანი — ღაფირი 19

სურა ღაფირი აია 19 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : მან იცის თვალთა ღალატი [უწყის, როდის შეჰყურებს ადამიანი აკრძალულს] და…

სურა აია 19/85 — ღაფირი غافر (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ღაფირი მოსმენა, ღაფირი თარგმანი, ღაფირი mp3, ღაფირი pdf. აია 17–21. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers