📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 483
სურა აშ-შურა

სურა აშ-შურა

42:3
كَذَٰلِكَ يُوحِيٓ إِلَيۡكَ وَإِلَى ٱلَّذِينَ مِن قَبۡلِكَ ٱللَّهُ ٱلۡعَزِيزُ ٱلۡحَكِيمُ ٣
ასე შთაგაგონებს შენ და მათ, რომელნიც შენამდე იყვნენ, ალლაჰი, ძლევამოსილი, ბრძენი.
42:4
لَهُۥ مَا فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ وَمَا فِي ٱلۡأَرۡضِۖ وَهُوَ ٱلۡعَلِيُّ ٱلۡعَظِيمُ ٤
მხოლოდ მას ეკუთვნის ყოველივე ცაში და დედამიწაზე; და ის უზენაესი, დიდებულია!
42:5
تَكَادُ ٱلسَّمَٰوَٰتُ يَتَفَطَّرۡنَ مِن فَوۡقِهِنَّۚ وَٱلۡمَلَٰٓئِكَةُ يُسَبِّحُونَ بِحَمۡدِ رَبِّهِمۡ وَيَسۡتَغۡفِرُونَ لِمَن فِي ٱلۡأَرۡضِۗ أَلَآ إِنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلۡغَفُورُ ٱلرَّحِيمُ ٥
ლამისაა ცანი გაიპოს მათ ზემოდან. ხოლო ანგელოზები ადიდებენ თავიანთ უფალს ქებით და შენდობას სთხოვენ მათთვის, ვინც დედამიწაზეა. უეჭველად, ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
42:6
وَٱلَّذِينَ ٱتَّخَذُواْ مِن دُونِهِۦٓ أَوۡلِيَآءَ ٱللَّهُ حَفِيظٌ عَلَيۡهِمۡ وَمَآ أَنتَ عَلَيۡهِم بِوَكِيلٍ ٦
ხოლო მათ, რომელთაც მის გარდა მფარველები გაიჩინეს, ალლაჰია მათზე ზედამხედველი. და შენ მათზე პასუხისმგებელი არ ხარ.
42:7
وَكَذَٰلِكَ أَوۡحَيۡنَآ إِلَيۡكَ قُرۡءَانًا عَرَبِيًّا لِّتُنذِرَ أُمَّ ٱلۡقُرَىٰ وَمَنۡ حَوۡلَهَا وَتُنذِرَ يَوۡمَ ٱلۡجَمۡعِ لَا رَيۡبَ فِيهِۚ فَرِيقٌ فِي ٱلۡجَنَّةِ وَفَرِيقٌ فِي ٱلسَّعِيرِ ٧
და ამგვარად [როგორც წინა წინასწარმეტყველებს], შენც შთაგაგონეთ (ო, მუჰამმად) ყურანი, არაბულ ენაზე, რათა შეახსენო ქალაქთა დედას [მექქას] და მის გარშემო მცხოვრებთ, და გააფრთხილო შეკრების დღის შესახებ, რომელშიც ეჭვი არ არის. (და როდესაც ყველა არსება შეგროვდება) ზოგი (იქნება) სამოთხეში, ზოგი კი – ცეცხლის ალში.
42:8
وَلَوۡ شَآءَ ٱللَّهُ لَجَعَلَهُمۡ أُمَّةً وَٰحِدَةً وَلَٰكِن يُدۡخِلُ مَن يَشَآءُ فِي رَحۡمَتِهِۦۚ وَٱلظَّٰلِمُونَ مَا لَهُم مِّن وَلِيٍّ وَلَا نَصِيرٍ ٨
და ალლაჰს რომ ენება, მათ ერთ საზოგადოებად აქცევდა [ყველა ადამიანი ერთ რწმენას იზიარებდა], მაგრამ თავის წყალობაში [რწმენაში] შეჰყავს, ვინც მას (ალლაჰს) სურს. და უსამართლოებს [ურწმუნოებს] არც მფარველი ჰყავთ და არც შემწე!
42:9
أَمِ ٱتَّخَذُواْ مِن دُونِهِۦٓ أَوۡلِيَآءَۖ فَٱللَّهُ هُوَ ٱلۡوَلِيُّ وَهُوَ يُحۡيِ ٱلۡمَوۡتَىٰ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ قَدِيرٌ ٩
ნუთუ მათ მის გარდა სხვა მფარველები გაიჩინეს? მაგრამ ალლაჰია ჭეშმარიტი მფარველი. ის აცოცხლებს მკვდრებს და ის ყოვლისშემძლეა.
42:10
وَمَا ٱخۡتَلَفۡتُمۡ فِيهِ مِن شَيۡءٍ فَحُكۡمُهُۥٓ إِلَى ٱللَّهِۚ ذَٰلِكُمُ ٱللَّهُ رَبِّي عَلَيۡهِ تَوَكَّلۡتُ وَإِلَيۡهِ أُنِيبُ ١٠
და ყველაფერი, რაშიც თქვენ ვერ თანხმდებით, გადაწყვეტა (უნდა ეძებოთ) ალლაჰთან. აი, ის ალლაჰი არის ჩემი უფალი, მას მივენდე (მასზეა ჩემი იმედები ყველაფერში) და მას ვუბრუნდები მონანიებით.
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Sunday, August 30, 2026
Don't forget us in your sincere prayers







