📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 553
სურა ალ-ჯუმუა
bismillah
يُسَبِّحُ لِلَّهِ مَا فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ وَمَا فِي ٱلۡأَرۡضِ ٱلۡمَلِكِ ٱلۡقُدُّوسِ ٱلۡعَزِيزِ ٱلۡحَكِيمِ  ۝١ هُوَ ٱلَّذِي بَعَثَ فِي ٱلۡأُمِّيِّـۧنَ رَسُولًا مِّنۡهُمۡ يَتۡلُواْ عَلَيۡهِمۡ ءَايَٰتِهِۦ وَيُزَكِّيهِمۡ وَيُعَلِّمُهُمُ ٱلۡكِتَٰبَ وَٱلۡحِكۡمَةَ وَإِن كَانُواْ مِن قَبۡلُ لَفِي ضَلَٰلٍ مُّبِينٍ  ۝٢ وَءَاخَرِينَ مِنۡهُمۡ لَمَّا يَلۡحَقُواْ بِهِمۡۚ وَهُوَ ٱلۡعَزِيزُ ٱلۡحَكِيمُ  ۝٣ ذَٰلِكَ فَضۡلُ ٱللَّهِ يُؤۡتِيهِ مَن يَشَآءُۚ وَٱللَّهُ ذُو ٱلۡفَضۡلِ ٱلۡعَظِيمِ  ۝٤ مَثَلُ ٱلَّذِينَ حُمِّلُواْ ٱلتَّوۡرَىٰةَ ثُمَّ لَمۡ يَحۡمِلُوهَا كَمَثَلِ ٱلۡحِمَارِ يَحۡمِلُ أَسۡفَارَۢاۚ بِئۡسَ مَثَلُ ٱلۡقَوۡمِ ٱلَّذِينَ كَذَّبُواْ بِـَٔايَٰتِ ٱللَّهِۚ وَٱللَّهُ لَا يَهۡدِي ٱلۡقَوۡمَ ٱلظَّٰلِمِينَ  ۝٥ قُلۡ يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ هَادُوٓاْ إِن زَعَمۡتُمۡ أَنَّكُمۡ أَوۡلِيَآءُ لِلَّهِ مِن دُونِ ٱلنَّاسِ فَتَمَنَّوُاْ ٱلۡمَوۡتَ إِن كُنتُمۡ صَٰدِقِينَ  ۝٦ وَلَا يَتَمَنَّوۡنَهُۥٓ أَبَدَۢا بِمَا قَدَّمَتۡ أَيۡدِيهِمۡۚ وَٱللَّهُ عَلِيمُۢ بِٱلظَّٰلِمِينَ  ۝٧ قُلۡ إِنَّ ٱلۡمَوۡتَ ٱلَّذِي تَفِرُّونَ مِنۡهُ فَإِنَّهُۥ مُلَٰقِيكُمۡۖ ثُمَّ تُرَدُّونَ إِلَىٰ عَٰلِمِ ٱلۡغَيۡبِ وَٱلشَّهَٰدَةِ فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمۡ تَعۡمَلُونَ  ۝٨
სურა ალ-ჯუმუა
bismillah
62:1
يُسَبِّحُ لِلَّهِ مَا فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ وَمَا فِي ٱلۡأَرۡضِ ٱلۡمَلِكِ ٱلۡقُدُّوسِ ٱلۡعَزِيزِ ٱلۡحَكِيمِ  ۝١
ადიდებს ალლაჰს ყოველივე, რაც ცათა შინაა და რაც დედამიწაზეა, მეუფეს, უწმინდესს, ძლევამოსილს, ბრძენს.
62:2
هُوَ ٱلَّذِي بَعَثَ فِي ٱلۡأُمِّيِّـۧنَ رَسُولًا مِّنۡهُمۡ يَتۡلُواْ عَلَيۡهِمۡ ءَايَٰتِهِۦ وَيُزَكِّيهِمۡ وَيُعَلِّمُهُمُ ٱلۡكِتَٰبَ وَٱلۡحِكۡمَةَ وَإِن كَانُواْ مِن قَبۡلُ لَفِي ضَلَٰلٍ مُّبِينٍ  ۝٢
იგია [ალლაჰი], ვინც უწიგნურ [არაბებთან] გამოგზავნა მოციქული მათი წრიდან [მუჰამმადი] (მთელი კაცობრიობისთვის), რომელიც უკითხავს მათ მის აიათებს [ყურანს], ასუფთავებს მათ (ცრუ რწმენებისა და ცუდი ზნეობრივი თვისებებისგან), და ასწავლის მათ წიგნს [ყურანს] და სიბრძნეს [სუნნას], თუმცა ისინი მანამდე [მის მოსვლამდე] აშკარა ცდომილებაში იყვნენ (კერპებს თაყვანს სცემდნენ, სისხლს ღვრიდნენ, და ნათესაურ კავშირებს წყვეტდნენ).
62:3
وَءَاخَرِينَ مِنۡهُمۡ لَمَّا يَلۡحَقُواْ بِهِمۡۚ وَهُوَ ٱلۡعَزِيزُ ٱلۡحَكِيمُ  ۝٣
და ასევე (იგი გამოგზავნილია) სხვებთანაც მათგან, რომლებიც ჯერ არ შეუერთდნენ მათ [შემდგომ თაობებსა და სხვა ხალხებს]. და ჭეშმარიტად, ის არის ძლევამოსილი, ბრძენი!
62:4
ذَٰلِكَ فَضۡلُ ٱللَّهِ يُؤۡتِيهِ مَن يَشَآءُۚ وَٱللَّهُ ذُو ٱلۡفَضۡلِ ٱلۡعَظِيمِ  ۝٤
ეს ალლაჰის წყალობაა, რომელსაც უბოძებს იმას, ვისაც ინებებს. და ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია.
62:5
مَثَلُ ٱلَّذِينَ حُمِّلُواْ ٱلتَّوۡرَىٰةَ ثُمَّ لَمۡ يَحۡمِلُوهَا كَمَثَلِ ٱلۡحِمَارِ يَحۡمِلُ أَسۡفَارَۢاۚ بِئۡسَ مَثَلُ ٱلۡقَوۡمِ ٱلَّذِينَ كَذَّبُواْ بِـَٔايَٰتِ ٱللَّهِۚ وَٱللَّهُ لَا يَهۡدِي ٱلۡقَوۡمَ ٱلظَّٰلِمِينَ  ۝٥
მაგალითი იმათი, ვისაც თორის (შესრულება) დაეკისრა [იუდეველები], მაგრამ არ იტვირთეს იგი [არ დაიწყეს მისი შესრულება], ჰგავს ვირს, რომელსაც წიგნები მიაქვს ზურგით. რა ცუდი მაგალითია იმ ხალხისა, რომლებმაც ალლაჰის აიათები უარყვეს! და ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე არ დააყენებს იმ ხალხს, რომლებიც უსამართლონი არიან.
62:6
قُلۡ يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ هَادُوٓاْ إِن زَعَمۡتُمۡ أَنَّكُمۡ أَوۡلِيَآءُ لِلَّهِ مِن دُونِ ٱلنَّاسِ فَتَمَنَّوُاْ ٱلۡمَوۡتَ إِن كُنتُمۡ صَٰدِقِينَ  ۝٦
უთხარი (ო, მოციქულო): «ჰეი, თქვენ, რომლებიც იუდეველები გახდით! თუ ამტკიცებთ, რომ თქვენ ალლაჰის ახლობლები ხართ (და მისი საყვარლები) — სხვა ადამიანების გამოკლებით, მაშინ უსურვეთ საკუთარ თავს სიკვდილი, თუ მართლები ხართ (თქვენს მტკიცებაში)!»
62:7
وَلَا يَتَمَنَّوۡنَهُۥٓ أَبَدَۢا بِمَا قَدَّمَتۡ أَيۡدِيهِمۡۚ وَٱللَّهُ عَلِيمُۢ بِٱلظَّٰلِمِينَ  ۝٧
მაგრამ ისინი [იუდეველები] არასოდეს ისურვებენ მას [სიკვდილს], იმის გამო, რაც ადრე მათი ხელებით იქნა ჩადენილი. და ალლაჰმა უწყის უსამართლონი [ბოროტმოქმედნი]!
62:8
قُلۡ إِنَّ ٱلۡمَوۡتَ ٱلَّذِي تَفِرُّونَ مِنۡهُ فَإِنَّهُۥ مُلَٰقِيكُمۡۖ ثُمَّ تُرَدُّونَ إِلَىٰ عَٰلِمِ ٱلۡغَيۡبِ وَٱلشَّهَٰدَةِ فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمۡ تَعۡمَلُونَ  ۝٨
უთხარი: «ჭეშმარიტად, სიკვდილი, რომელსაც გაურბიხართ, უთუოდ შეგხვდებათ. შემდეგ დაბრუნდებით უხილავისა და ხილულის მცოდნესთან და ის გამცნობთ იმას, რასაც სჩადიოდით».


📚Juz 28 📄553 / 604



Mishary Rashid Alafasy
Mahmoud Khalil Al-Husary
Abdurrahman As-Sudais
Mohamed Siddiq Al-Minshawi
Abdul Basit Abdul Samad
Ali Al-Hudhaify
Ahmed ibn Ali al-Ajamy
Abu Bakr Ash-Shaatree
Muhammad Ayyoub
Abdullah Basfar
Abdullah Al-Juhani
Maher Al Muaiqly
0:00
0:00
-

წმინდა ყურანი


Monday, August 31, 2026

Don't forget us in your sincere prayers