სურა ალ-ჯუმუა არაბულად და ქართულად
წაიკითხეთ სურა ალ-ჯუმუა სრული ქართული თარგმანით, გამოთქმით და აუდიო წაკითხვით. თითოეული აიათის მნიშვნელობა. (11 აია — مدنية). ალ-ჯუმუა მოსმენა, ალ-ჯუმუა თარგმანი, ალ-ჯუმუა mp3, ალ-ჯუმუა pdf.სურა ალ-ჯუმუა წაკითხვა და მოსმენა
🎧 აია
M
Mishary Rashid Alafasy
✓
Mishary Rashid Alafasy
✓
M
Mahmoud Khalil Al-Husary
✓
Mahmoud Khalil Al-Husary
✓
A
Abdurrahman As-Sudais
✓
Abdurrahman As-Sudais
✓
M
Mohamed Siddiq Al-Minshawi
✓
Mohamed Siddiq Al-Minshawi
✓
A
Abdul Basit Abdul Samad
✓
Abdul Basit Abdul Samad
✓
A
Ali Al-Hudhaify
✓
Ali Al-Hudhaify
✓
A
Ahmed ibn Ali al-Ajamy
✓
Ahmed ibn Ali al-Ajamy
✓
A
Abu Bakr Ash-Shaatree
✓
Abu Bakr Ash-Shaatree
✓
M
Muhammad Ayyoub
✓
Muhammad Ayyoub
✓
A
Abdullah Basfar
✓
Abdullah Basfar
✓
A
Abdullah Al-Juhani
✓
Abdullah Al-Juhani
✓
M
Maher Al Muaiqly
✓
Maher Al Muaiqly
✓
—
x1
يُسَبِّحُ لِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ الْمَلِكِ الْقُدُّوسِ الْعَزِيزِ الْحَكِيمِ ١
📖 თარგმანი
აია 1
ადიდებს ალლაჰს ყოველივე, რაც ცათა შინაა და რაც დედამიწაზეა, მეუფეს, უწმინდესს, ძლევამოსილს, ბრძენს.
هُوَ الَّذِي بَعَثَ فِي الْأُمِّيِّينَ رَسُولًا مِّنْهُمْ يَتْلُو عَلَيْهِمْ آيَاتِهِ وَيُزَكِّيهِمْ وَيُعَلِّمُهُمُ الْكِتَابَ وَالْحِكْمَةَ وَإِن كَانُوا مِن قَبْلُ لَفِي ضَلَالٍ مُّبِينٍ ٢
📖 თარგმანი
აია 2
იგია [ალლაჰი], ვინც უწიგნურ [არაბებთან] გამოგზავნა მოციქული მათი წრიდან [მუჰამმადი] (მთელი კაცობრიობისთვის), რომელიც უკითხავს მათ მის აიათებს [ყურანს], ასუფთავებს მათ (ცრუ რწმენებისა და ცუდი ზნეობრივი თვისებებისგან), და ასწავლის მათ წიგნს [ყურანს] და სიბრძნეს [სუნნას], თუმცა ისინი მანამდე [მის მოსვლამდე] აშკარა ცდომილებაში იყვნენ (კერპებს თაყვანს სცემდნენ, სისხლს ღვრიდნენ, და ნათესაურ კავშირებს წყვეტდნენ).
وَآخَرِينَ مِنْهُمْ لَمَّا يَلْحَقُوا بِهِمْ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ ٣
📖 თარგმანი
აია 3
და ასევე (იგი გამოგზავნილია) სხვებთანაც მათგან, რომლებიც ჯერ არ შეუერთდნენ მათ [შემდგომ თაობებსა და სხვა ხალხებს]. და ჭეშმარიტად, ის არის ძლევამოსილი, ბრძენი!
ذَٰلِكَ فَضْلُ اللَّهِ يُؤْتِيهِ مَن يَشَاءُ ۚ وَاللَّهُ ذُو الْفَضْلِ الْعَظِيمِ ٤
📖 თარგმანი
აია 4
ეს ალლაჰის წყალობაა, რომელსაც უბოძებს იმას, ვისაც ინებებს. და ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია.
مَثَلُ الَّذِينَ حُمِّلُوا التَّوْرَاةَ ثُمَّ لَمْ يَحْمِلُوهَا كَمَثَلِ الْحِمَارِ يَحْمِلُ أَسْفَارًا ۚ بِئْسَ مَثَلُ الْقَوْمِ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِ اللَّهِ ۚ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الظَّالِمِينَ ٥
📖 თარგმანი
აია 5
მაგალითი იმათი, ვისაც თორის (შესრულება) დაეკისრა [იუდეველები], მაგრამ არ იტვირთეს იგი [არ დაიწყეს მისი შესრულება], ჰგავს ვირს, რომელსაც წიგნები მიაქვს ზურგით. რა ცუდი მაგალითია იმ ხალხისა, რომლებმაც ალლაჰის აიათები უარყვეს! და ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე არ დააყენებს იმ ხალხს, რომლებიც უსამართლონი არიან.
قُلْ يَا أَيُّهَا الَّذِينَ هَادُوا إِن زَعَمْتُمْ أَنَّكُمْ أَوْلِيَاءُ لِلَّهِ مِن دُونِ النَّاسِ فَتَمَنَّوُا الْمَوْتَ إِن كُنتُمْ صَادِقِينَ ٦
📖 თარგმანი
აია 6
უთხარი (ო, მოციქულო): «ჰეი, თქვენ, რომლებიც იუდეველები გახდით! თუ ამტკიცებთ, რომ თქვენ ალლაჰის ახლობლები ხართ (და მისი საყვარლები) — სხვა ადამიანების გამოკლებით, მაშინ უსურვეთ საკუთარ თავს სიკვდილი, თუ მართლები ხართ (თქვენს მტკიცებაში)!»
وَلَا يَتَمَنَّوْنَهُ أَبَدًا بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيهِمْ ۚ وَاللَّهُ عَلِيمٌ بِالظَّالِمِينَ ٧
📖 თარგმანი
აია 7
მაგრამ ისინი [იუდეველები] არასოდეს ისურვებენ მას [სიკვდილს], იმის გამო, რაც ადრე მათი ხელებით იქნა ჩადენილი. და ალლაჰმა უწყის უსამართლონი [ბოროტმოქმედნი]!
قُلْ إِنَّ الْمَوْتَ الَّذِي تَفِرُّونَ مِنْهُ فَإِنَّهُ مُلَاقِيكُمْ ۖ ثُمَّ تُرَدُّونَ إِلَىٰ عَالِمِ الْغَيْبِ وَالشَّهَادَةِ فَيُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ ٨
📖 თარგმანი
აია 8
უთხარი: «ჭეშმარიტად, სიკვდილი, რომელსაც გაურბიხართ, უთუოდ შეგხვდებათ. შემდეგ დაბრუნდებით უხილავისა და ხილულის მცოდნესთან და ის გამცნობთ იმას, რასაც სჩადიოდით».
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا نُودِيَ لِلصَّلَاةِ مِن يَوْمِ الْجُمُعَةِ فَاسْعَوْا إِلَىٰ ذِكْرِ اللَّهِ وَذَرُوا الْبَيْعَ ۚ ذَٰلِكُمْ خَيْرٌ لَّكُمْ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ ٩
📖 თარგმანი
აია 9
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როდესაც მოგიწოდებენ პარასკევის ლოცვაზე, ისწრაფეთ ალლაჰის ხსენებისკენ და მიატოვეთ ვაჭრობა. ეს თქვენთვის უკეთესია, რომ იცოდეთ.
فَإِذَا قُضِيَتِ الصَّلَاةُ فَانتَشِرُوا فِي الْأَرْضِ وَابْتَغُوا مِن فَضْلِ اللَّهِ وَاذْكُرُوا اللَّهَ كَثِيرًا لَّعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ ١٠
📖 თარგმანი
აია 10
და როცა (პარასკევის ჯუმა) ლოცვა დასრულდება, მაშინ გაიფანტეთ დედამიწაზე და ეძიეთ ალლაჰის წყალობა და ხშირად გაიხსენეთ ალლაჰი, რათა წარმატებას მიაღწიოთ.
وَإِذَا رَأَوْا تِجَارَةً أَوْ لَهْوًا انفَضُّوا إِلَيْهَا وَتَرَكُوكَ قَائِمًا ۚ قُلْ مَا عِندَ اللَّهِ خَيْرٌ مِّنَ اللَّهْوِ وَمِنَ التِّجَارَةِ ۚ وَاللَّهُ خَيْرُ الرَّازِقِينَ ١١
📖 თარგმანი
აია 11
და როცა ისინი ხედავენ ვაჭრობას ან გართობას, მისკენ ისწრაფვიან და მიგატოვეს ფეხზე მდგომი (მინბარზე ქადაგებისას). თქვი (ო, მოციქულო): «ის, რაც ალლაჰთანაა, უმჯობესია გართობაზე და ვაჭრობაზე. და ალლაჰი საუკეთესოა მბოძებელთა შორის».
წაკითხვა სურა ალ-ჯუმუა ქართულად – თარგმანი და აუდიო
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers

