PDF —
11 აია Medinan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ჯუმუა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ჯუმუა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ჯუმუა თარგმანი. სურა ალ-ჯუმუა (Medinan) 11 აია.



11 აია · Medinan · ქართული
bismillah
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
62:1 ადიდებს ალლაჰს ყოველივე, რაც ცათა შინაა და რაც დედამიწაზეა, მეუფეს, უწმინდესს, ძლევამოსილს, ბრძენს.
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
62:2 იგია [ალლაჰი], ვინც უწიგნურ [არაბებთან] გამოგზავნა მოციქული მათი წრიდან [მუჰამმადი] (მთელი კაცობრიობისთვის), რომელიც უკითხავს მათ მის აიათებს [ყურანს], ასუფთავებს მათ (ცრუ რწმენებისა და ცუდი ზნეობრივი თვისებებისგან), და ასწავლის მათ წიგნს [ყურანს] და სიბრძნეს [სუნნას], თუმცა ისინი მანამდე [მის მოსვლამდე] აშკარა ცდომილებაში იყვნენ (კერპებს თაყვანს სცემდნენ, სისხლს ღვრიდნენ, და ნათესაურ კავშირებს წყვეტდნენ).
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
62:3 და ასევე (იგი გამოგზავნილია) სხვებთანაც მათგან, რომლებიც ჯერ არ შეუერთდნენ მათ [შემდგომ თაობებსა და სხვა ხალხებს]. და ჭეშმარიტად, ის არის ძლევამოსილი, ბრძენი!
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
62:4 ეს ალლაჰის წყალობაა, რომელსაც უბოძებს იმას, ვისაც ინებებს. და ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
62:5 მაგალითი იმათი, ვისაც თორის (შესრულება) დაეკისრა [იუდეველები], მაგრამ არ იტვირთეს იგი [არ დაიწყეს მისი შესრულება], ჰგავს ვირს, რომელსაც წიგნები მიაქვს ზურგით. რა ცუდი მაგალითია იმ ხალხისა, რომლებმაც ალლაჰის აიათები უარყვეს! და ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე არ დააყენებს იმ ხალხს, რომლებიც უსამართლონი არიან.
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
62:6 უთხარი (ო, მოციქულო): «ჰეი, თქვენ, რომლებიც იუდეველები გახდით! თუ ამტკიცებთ, რომ თქვენ ალლაჰის ახლობლები ხართ (და მისი საყვარლები) — სხვა ადამიანების გამოკლებით, მაშინ უსურვეთ საკუთარ თავს სიკვდილი, თუ მართლები ხართ (თქვენს მტკიცებაში)!»
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
62:7 მაგრამ ისინი [იუდეველები] არასოდეს ისურვებენ მას [სიკვდილს], იმის გამო, რაც ადრე მათი ხელებით იქნა ჩადენილი. და ალლაჰმა უწყის უსამართლონი [ბოროტმოქმედნი]!
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵ
62:8 უთხარი: «ჭეშმარიტად, სიკვდილი, რომელსაც გაურბიხართ, უთუოდ შეგხვდებათ. შემდეგ დაბრუნდებით უხილავისა და ხილულის მცოდნესთან და ის გამცნობთ იმას, რასაც სჩადიოდით».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
62:9 ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როდესაც მოგიწოდებენ პარასკევის ლოცვაზე, ისწრაფეთ ალლაჰის ხსენებისკენ და მიატოვეთ ვაჭრობა. ეს თქვენთვის უკეთესია, რომ იცოდეთ.
ﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
62:10 და როცა (პარასკევის ჯუმა) ლოცვა დასრულდება, მაშინ გაიფანტეთ დედამიწაზე და ეძიეთ ალლაჰის წყალობა და ხშირად გაიხსენეთ ალლაჰი, რათა წარმატებას მიაღწიოთ.
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
62:11 და როცა ისინი ხედავენ ვაჭრობას ან გართობას, მისკენ ისწრაფვიან და მიგატოვეს ფეხზე მდგომი (მინბარზე ქადაგებისას). თქვი (ო, მოციქულო): «ის, რაც ალლაჰთანაა, უმჯობესია გართობაზე და ვაჭრობაზე. და ალლაჰი საუკეთესოა მბოძებელთა შორის».

წმინდა ყურანი


Wednesday, September 9, 2026

Don't forget us in your sincere prayers