📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 128
ალ-ანამი
bismillah
ٱلۡحَمۡدُ لِلَّهِ ٱلَّذِي خَلَقَ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضَ وَجَعَلَ ٱلظُّلُمَٰتِ وَٱلنُّورَۖ ثُمَّ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ بِرَبِّهِمۡ يَعۡدِلُونَ  ۝١ هُوَ ٱلَّذِي خَلَقَكُم مِّن طِينٍ ثُمَّ قَضَىٰٓ أَجَلًاۖ وَأَجَلٌ مُّسَمًّى عِندَهُۥۖ ثُمَّ أَنتُمۡ تَمۡتَرُونَ  ۝٢ وَهُوَ ٱللَّهُ فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ وَفِي ٱلۡأَرۡضِ يَعۡلَمُ سِرَّكُمۡ وَجَهۡرَكُمۡ وَيَعۡلَمُ مَا تَكۡسِبُونَ  ۝٣ وَمَا تَأۡتِيهِم مِّنۡ ءَايَةٍ مِّنۡ ءَايَٰتِ رَبِّهِمۡ إِلَّا كَانُواْ عَنۡهَا مُعۡرِضِينَ  ۝٤ فَقَدۡ كَذَّبُواْ بِٱلۡحَقِّ لَمَّا جَآءَهُمۡ فَسَوۡفَ يَأۡتِيهِمۡ أَنۢبَٰٓؤُاْ مَا كَانُواْ بِهِۦ يَسۡتَهۡزِءُونَ  ۝٥ أَلَمۡ يَرَوۡاْ كَمۡ أَهۡلَكۡنَا مِن قَبۡلِهِم مِّن قَرۡنٍ مَّكَّنَّٰهُمۡ فِي ٱلۡأَرۡضِ مَا لَمۡ نُمَكِّن لَّكُمۡ وَأَرۡسَلۡنَا ٱلسَّمَآءَ عَلَيۡهِم مِّدۡرَارًا وَجَعَلۡنَا ٱلۡأَنۡهَٰرَ تَجۡرِي مِن تَحۡتِهِمۡ فَأَهۡلَكۡنَٰهُم بِذُنُوبِهِمۡ وَأَنشَأۡنَا مِنۢ بَعۡدِهِمۡ قَرۡنًا ءَاخَرِينَ  ۝٦ وَلَوۡ نَزَّلۡنَا عَلَيۡكَ كِتَٰبًا فِي قِرۡطَاسٍ فَلَمَسُوهُ بِأَيۡدِيهِمۡ لَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓاْ إِنۡ هَٰذَآ إِلَّا سِحۡرٌ مُّبِينٌ  ۝٧ وَقَالُواْ لَوۡلَآ أُنزِلَ عَلَيۡهِ مَلَكٌۖ وَلَوۡ أَنزَلۡنَا مَلَكًا لَّقُضِيَ ٱلۡأَمۡرُ ثُمَّ لَا يُنظَرُونَ  ۝٨
ალ-ანამი
bismillah
6:1
ٱلۡحَمۡدُ لِلَّهِ ٱلَّذِي خَلَقَ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضَ وَجَعَلَ ٱلظُّلُمَٰتِ وَٱلنُّورَۖ ثُمَّ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ بِرَبِّهِمۡ يَعۡدِلُونَ  ۝١
(ყოველი) ქება — ალლაჰს, რომელმაც შექმნა ცანი და მიწა (და ყველაფერი, რაც მათშია) და დაადგინა სიბნელეები და სინათლე! შემდეგ კი, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი თავიანთ უფალს უთანასწორებენ (ვინმეს ან რაიმეს).
6:2
هُوَ ٱلَّذِي خَلَقَكُم مِّن طِينٍ ثُمَّ قَضَىٰٓ أَجَلًاۖ وَأَجَلٌ مُّسَمًّى عِندَهُۥۖ ثُمَّ أَنتُمۡ تَمۡتَرُونَ  ۝٢
(მხოლოდ) იგია [ალლაჰი], რომელმაც შეგქმნათ თქვენ [თქვენი წინაპარი ადამი] თიხისგან, შემდეგ დაადგინა ვადა [სიცოცხლის ხანგრძლივობა ქმნილებებისთვის], და კიდევ სხვა ვადა [სამსჯავროს დღის დადგომა] მასთანაა განსაზღვრული. შემდეგ კი თქვენ, [ურწმუნოებო], ეჭვობთ (იმაში, რომ იგი მკვდრებს აღადგენს)!
6:3
وَهُوَ ٱللَّهُ فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ وَفِي ٱلۡأَرۡضِ يَعۡلَمُ سِرَّكُمۡ وَجَهۡرَكُمۡ وَيَعۡلَمُ مَا تَكۡسِبُونَ  ۝٣
იგია ალლაჰი, (ერთადერთი ღმერთი) ცათა და მიწაზე [ვინც ცათა და მიწაზე არიან, აღიარებენ მას ერთადერთ ღმერთად და ეთაყვანებიან მას]. და მან იცის თქვენი საიდუმლო და თქვენი აშკარა, და მან იცის ის, რასაც თქვენ იძენთ [რა საქმეებს ასრულებთ], და იგი აგინაზღაურებთ მათთვის.
6:4
وَمَا تَأۡتِيهِم مِّنۡ ءَايَةٍ مِّنۡ ءَايَٰتِ رَبِّهِمۡ إِلَّا كَانُواْ عَنۡهَا مُعۡرِضِينَ  ۝٤
და რა სასწაულიც არ უნდა მოვიდეს მათთან ალლაჰის სასწაულებიდან, ისინი მისგან ზურგს იქცევდნენ [არ იღებდნენ და არ სწამდათ იგი].
6:5
فَقَدۡ كَذَّبُواْ بِٱلۡحَقِّ لَمَّا جَآءَهُمۡ فَسَوۡفَ يَأۡتِيهِمۡ أَنۢبَٰٓؤُاْ مَا كَانُواْ بِهِۦ يَسۡتَهۡزِءُونَ  ۝٥
და უკვე უარყვეს მათ [ურწმუნოებმა] ჭეშმარიტება, როცა იგი მათთან მოვიდა. და მალე მოვა მათთან ცნობები იმაზე, რაზეც ისინი დასცინოდნენ!
6:6
أَلَمۡ يَرَوۡاْ كَمۡ أَهۡلَكۡنَا مِن قَبۡلِهِم مِّن قَرۡنٍ مَّكَّنَّٰهُمۡ فِي ٱلۡأَرۡضِ مَا لَمۡ نُمَكِّن لَّكُمۡ وَأَرۡسَلۡنَا ٱلسَّمَآءَ عَلَيۡهِم مِّدۡرَارًا وَجَعَلۡنَا ٱلۡأَنۡهَٰرَ تَجۡرِي مِن تَحۡتِهِمۡ فَأَهۡلَكۡنَٰهُم بِذُنُوبِهِمۡ وَأَنشَأۡنَا مِنۢ بَعۡدِهِمۡ قَرۡنًا ءَاخَرِينَ  ۝٦
ნუთუ მათ არ უნახავთ [ან ნუთუ არ იციან], რამდენი თაობა დავღუპეთ მათამდე? ჩვენ დავამყარეთ ისინი [წინა თაობები] დედამიწაზე ისე, როგორც თქვენ არ დაგიმყარებიათ (ო, ურწმუნოებო); და ჩვენ მათზე მოვავლენდით ციდან უხვ წვიმას და გავაკეთეთ ისე, რომ მდინარეები მათ ქვემოთ მიედინებოდა. შემდეგ კი ჩვენ ისინი დავღუპეთ მათი ცოდვების გამო და მათ შემდეგ სხვა თაობები აღვადგინეთ [შევქმენით].
6:7
وَلَوۡ نَزَّلۡنَا عَلَيۡكَ كِتَٰبًا فِي قِرۡطَاسٍ فَلَمَسُوهُ بِأَيۡدِيهِمۡ لَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓاْ إِنۡ هَٰذَآ إِلَّا سِحۡرٌ مُّبِينٌ  ۝٧
თუნდაც ჩვენ შენთვის (ო, მოციქულო) ზეციდან ფურცლებზე დაწერილი წერილი ჩამოგვევლინა და ისინი ხელებით შეხებოდნენ მას, მაშინ ისინი, ვინც ურწმუნოებად იქცნენ, უეჭველად იტყოდნენ: «ეს, რითაც შენ მოხვედი,— მხოლოდ აშკარა ჯადოქრობაა!»
6:8
وَقَالُواْ لَوۡلَآ أُنزِلَ عَلَيۡهِ مَلَكٌۖ وَلَوۡ أَنزَلۡنَا مَلَكًا لَّقُضِيَ ٱلۡأَمۡرُ ثُمَّ لَا يُنظَرُونَ  ۝٨
და თქვეს მათ [მრავალღმერთიანებმა]: «ნეტავ მასთან [მუჰამმადთან] ალლაჰს ანგელოზი ჩამოეგზავნა ზეციდან!» ხოლო თუ ჩვენ ანგელოზს ჩამოვგზავნიდით, მაშინ საქმე აუცილებლად გადაწყვეტილი იქნებოდა, და შემდეგ მათ აღარ მიეცემოდათ ვადა (მოსანანიებლად)!


📚Juz 7 📄128 / 604



Mishary Rashid Alafasy
Mahmoud Khalil Al-Husary
Abdurrahman As-Sudais
Mohamed Siddiq Al-Minshawi
Abdul Basit Abdul Samad
Ali Al-Hudhaify
Ahmed ibn Ali al-Ajamy
Abu Bakr Ash-Shaatree
Muhammad Ayyoub
Abdullah Basfar
Abdullah Al-Juhani
Maher Al Muaiqly
0:00
0:00
-

წმინდა ყურანი


Saturday, August 22, 2026

Don't forget us in your sincere prayers