📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 13
ალ-ბაქარა

ალ-ბაქარა

2:84
وَإِذۡ أَخَذۡنَا مِيثَٰقَكُمۡ لَا تَسۡفِكُونَ دِمَآءَكُمۡ وَلَا تُخۡرِجُونَ أَنفُسَكُم مِّن دِيَٰرِكُمۡ ثُمَّ أَقۡرَرۡتُمۡ وَأَنتُمۡ تَشۡهَدُونَ ٨٤
და აი, აღთქმა ავიღეთ თქვენგან, რომ არ დაღვრით თქვენს სისხლს და რომ არ გააძევებთ ერთმანეთს თქვენი საცხოვრებელი ადგილებიდან. ეს ყველაფერი შემდეგ აღიარეთ და თავადვე ხართ ამის მოწმეები.
2:85
ثُمَّ أَنتُمۡ هَٰٓؤُلَآءِ تَقۡتُلُونَ أَنفُسَكُمۡ وَتُخۡرِجُونَ فَرِيقًا مِّنكُم مِّن دِيَٰرِهِمۡ تَظَٰهَرُونَ عَلَيۡهِم بِٱلۡإِثۡمِ وَٱلۡعُدۡوَٰنِ وَإِن يَأۡتُوكُمۡ أُسَٰرَىٰ تُفَٰدُوهُمۡ وَهُوَ مُحَرَّمٌ عَلَيۡكُمۡ إِخۡرَاجُهُمۡۚ أَفَتُؤۡمِنُونَ بِبَعۡضِ ٱلۡكِتَٰبِ وَتَكۡفُرُونَ بِبَعۡضٍۚ فَمَا جَزَآءُ مَن يَفۡعَلُ ذَٰلِكَ مِنكُمۡ إِلَّا خِزۡيٌ فِي ٱلۡحَيَوٰةِ ٱلدُّنۡيَاۖ وَيَوۡمَ ٱلۡقِيَٰمَةِ يُرَدُّونَ إِلَىٰٓ أَشَدِّ ٱلۡعَذَابِۗ وَمَا ٱللَّهُ بِغَٰفِلٍ عَمَّا تَعۡمَلُونَ ٨٥
შემდეგ კი თქვენ (ო, იუდეველებო, მედინაში) ერთმანეთს კლავდით, და თქვენგან ერთ ნაწილს აძევებდით მათი საცხოვრებელი ადგილებიდან, მათზე აღმატებულობის მოპოვებით ცოდვითა და მტრობით. და (ომის შემდეგ), როცა ტყვეები მოდიოდნენ თქვენთან, თქვენ მათ გამოსყიდვას ახდენდით (ტყვეობიდან გასათავისუფლებლად), მაშინ როცა თქვენთვის აკრძალული იყო მათი გაძევებაც კი. ნუთუ თქვენ გწამთ წერილის [თორას] ერთი ნაწილისა (რომ ტყვეთა გამოსყიდვა დასაშვებია) და უარყოფთ მის სხვა ნაწილს (არ თვლით ცოდვად თანამოძმეების მკვლელობას და მათ გაძევებას)? და რა არის საზღაური იმათთვის თქვენგან, ვინც ამას სჩადის თუ არა სირცხვილი და დამცირება ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ხოლო აღდგომის დღეს ისინი დაბრუნებულნი იქნებიან უმკაცრეს სასჯელში [ჯოჯოხეთში]. და ალლაჰი არ არის უყურადღებო იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ!
2:86
أُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ٱشۡتَرَوُاْ ٱلۡحَيَوٰةَ ٱلدُّنۡيَا بِٱلۡأٓخِرَةِۖ فَلَا يُخَفَّفُ عَنۡهُمُ ٱلۡعَذَابُ وَلَا هُمۡ يُنصَرُونَ ٨٦
ისინი არიან, ვინც შეიძინეს [აირჩიეს] ამქვეყნიური ცხოვრება მარადიული ცხოვრების სანაცვლოდ. და არ შეუმსუბუქდებათ მათ სასჯელი და არც დახმარება გაეწევათ.
2:87
وَلَقَدۡ ءَاتَيۡنَا مُوسَى ٱلۡكِتَٰبَ وَقَفَّيۡنَا مِنۢ بَعۡدِهِۦ بِٱلرُّسُلِۖ وَءَاتَيۡنَا عِيسَى ٱبۡنَ مَرۡيَمَ ٱلۡبَيِّنَٰتِ وَأَيَّدۡنَٰهُ بِرُوحِ ٱلۡقُدُسِۗ أَفَكُلَّمَا جَآءَكُمۡ رَسُولُۢ بِمَا لَا تَهۡوَىٰٓ أَنفُسُكُمُ ٱسۡتَكۡبَرۡتُمۡ فَفَرِيقًا كَذَّبۡتُمۡ وَفَرِيقًا تَقۡتُلُونَ ٨٧
და (ვფიცავთ, რომ) უკვე ვუბოძეთ მუსას წერილი [თორა], და მას შემდეგ გავგზავნეთ მოციქულები ისრაილის შთამომავლებთან. და 'ისა, მარიამის ძეს, ვუბოძეთ ნათელი ნიშნები (რომლებიც მიანიშნებდა, რომ ის ალლაჰის ჭეშმარიტი მოციქული იყო), და გავაძლიერეთ იგი წმინდა სულით [ანგელოზი ჯიბრილით]. ნუთუ ყოველ ჯერზე, როცა თქვენთან მოდის რომელიმე მოციქული იმით [კანონით], რაც თქვენს სულებს არ სურთ, თქვენ ამპარტავნებას იჩენთ? ზოგიერთს უარყოფთ, ხოლო სხვებს კლავთ.
2:88
وَقَالُواْ قُلُوبُنَا غُلۡفُۢۚ بَل لَّعَنَهُمُ ٱللَّهُ بِكُفۡرِهِمۡ فَقَلِيلًا مَّا يُؤۡمِنُونَ ٨٨
და მათ თქვეს [ისრაილის შთამომავლებმა]: «ჩვენი გულები დაფარულია (და ამიტომ ჭეშმარიტება ჩვენამდე ვერ აღწევს)». მაგრამ არა! ალლაჰმა დაწყევლა ისინი მათი ურწმუნოების გამო და რაოდენ მცირედია მათი რწმენა!
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Wednesday, August 19, 2026
Don't forget us in your sincere prayers







