📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 14
ალ-ბაქარა

ალ-ბაქარა

2:89
وَلَمَّا جَآءَهُمۡ كِتَٰبٌ مِّنۡ عِندِ ٱللَّهِ مُصَدِّقٌ لِّمَا مَعَهُمۡ وَكَانُواْ مِن قَبۡلُ يَسۡتَفۡتِحُونَ عَلَى ٱلَّذِينَ كَفَرُواْ فَلَمَّا جَآءَهُم مَّا عَرَفُواْ كَفَرُواْ بِهِۦۚ فَلَعۡنَةُ ٱللَّهِ عَلَى ٱلۡكَٰفِرِينَ ٨٩
და როცა მათთან [იუდეველებთან] მოვიდა ალლაჰისგან კიდევ ერთი წერილი [ყურანი], რომელიც ადასტურებდა იმას, რაც მათთან იყო [თორას], — მაშინ როცა ადრე ისინი ალლაჰისგან დახმარებას ითხოვდნენ ურწმუნოთა წინააღმდეგ, — და როცა მათთან მოვიდა ის, რაც მათ საკუთარი წიგნებიდან იცოდნენ, მათ ეს უარყვეს. და ალლაჰის წყევლა ურწმუნოებზეა!
2:90
بِئۡسَمَا ٱشۡتَرَوۡاْ بِهِۦٓ أَنفُسَهُمۡ أَن يَكۡفُرُواْ بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ بَغۡيًا أَن يُنَزِّلَ ٱللَّهُ مِن فَضۡلِهِۦ عَلَىٰ مَن يَشَآءُ مِنۡ عِبَادِهِۦۖ فَبَآءُو بِغَضَبٍ عَلَىٰ غَضَبٍۚ وَلِلۡكَٰفِرِينَ عَذَابٌ مُّهِينٌ ٩٠
რა ცუდია ის [ურწმუნოება], რის სანაცვლოდაც მათ საკუთარი სულები გაყიდეს [ისრაილის შთამომავლებმა] — რომ უარყვეს ის, რაც ალლაჰმა გარდმოუვლინა [ყურანი], შურით იმის გამო, რომ ალლაჰი თავისი წყალობიდან გარდმოუვლენს იმას, ვისაც ინებებს თავისი მსახურებიდან [მუჰამმადს] და ისინი დაბრუნდნენ ალლაჰის რისხვით უკვე არსებულ რისხვაზე (რომელიც მათზე იყო მათი წინა ურწმუნოების გამო). და ურწმუნოთათვის მომზადებულია დამამცირებელი სასჯელი!
2:91
وَإِذَا قِيلَ لَهُمۡ ءَامِنُواْ بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ قَالُواْ نُؤۡمِنُ بِمَآ أُنزِلَ عَلَيۡنَا وَيَكۡفُرُونَ بِمَا وَرَآءَهُۥ وَهُوَ ٱلۡحَقُّ مُصَدِّقًا لِّمَا مَعَهُمۡۗ قُلۡ فَلِمَ تَقۡتُلُونَ أَنۢبِيَآءَ ٱللَّهِ مِن قَبۡلُ إِن كُنتُم مُّؤۡمِنِينَ ٩١
და როცა მათ ეუბნებიან [იუდეველებს]: «ირწმუნეთ ის, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა [ყურანი]», ისინი ამბობენ: «ჩვენ ვირწმუნეთ ის, რაც ჩვენთვის არის გარდმოვლენილი [თორა]». მაგრამ ისინი უარყოფენ იმას, რაც ამის შემდეგ მოვიდა [ყურანს], მიუხედავად იმისა, რომ იგი ჭეშმარიტებაა და ადასტურებს იმას, რაც მათთან არის. უთხარი: «მაშ რატომ კლავდით ადრე ალლაჰის მოციქულებს, თუ თქვენ მართლაც მორწმუნენი იყავით?»
2:92
۞ وَلَقَدۡ جَآءَكُم مُّوسَىٰ بِٱلۡبَيِّنَٰتِ ثُمَّ ٱتَّخَذۡتُمُ ٱلۡعِجۡلَ مِنۢ بَعۡدِهِۦ وَأَنتُمۡ ظَٰلِمُونَ ٩٢
და (ვფიცავთ, რომ) უკვე მოვიდა თქვენთან მუსა ნათელი ნიშნებით; შემდეგ კი თქვენ დაიდგინეთ (სამკაულებისგან ჩამოსხმული) ხბო (თაყვანისცემად) მის შემდეგ (რაც მუსა წავიდა ალლაჰის მიერ დანიშნულ ადგილას), და თქვენ უსამართლონი იყავით.
2:93
وَإِذۡ أَخَذۡنَا مِيثَٰقَكُمۡ وَرَفَعۡنَا فَوۡقَكُمُ ٱلطُّورَ خُذُواْ مَآ ءَاتَيۡنَٰكُم بِقُوَّةٍ وَٱسۡمَعُواْۖ قَالُواْ سَمِعۡنَا وَعَصَيۡنَا وَأُشۡرِبُواْ فِي قُلُوبِهِمُ ٱلۡعِجۡلَ بِكُفۡرِهِمۡۚ قُلۡ بِئۡسَمَا يَأۡمُرُكُم بِهِۦٓ إِيمَٰنُكُمۡ إِن كُنتُم مُّؤۡمِنِينَ ٩٣
და აი, ჩვენ ავიღეთ თქვენგან აღთქმა (ო, ისრაილის შთამომავლებო), და აგიმაღლეთ თქვენს თავზე (მთა) ტური და ვთქვით: «აიღეთ ის [თორა], რაც ჩვენ თქვენთვის მოვანიჭეთ, მტკიცედ [მთელი ძალით, გულმოდგინებით] (და დაიცავით იგი), და მოისმინეთ (რაც მასშია ნაბრძანები — შეასრულეთ და დაემორჩილეთ ალლაჰს)!» მათ თქვეს: «ჩვენ მოვისმინეთ (ყურით) და არ დავემორჩილეთ (საქმით)». და მათი გულები გაჯერებული იყო ხბოთი მათი ურწმუნოების გამო. უთხარი: «რა ცუდია ის [ხბოს თაყვანისცემა], რასაც თქვენი რწმენა გიბრძანებთ, თუ თქვენ (საერთოდ) მორწმუნეები ხართ!»
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Wednesday, August 19, 2026
Don't forget us in your sincere prayers







