📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 20
ალ-ბაქარა

ალ-ბაქარა

2:127
وَإِذۡ يَرۡفَعُ إِبۡرَٰهِـۧمُ ٱلۡقَوَاعِدَ مِنَ ٱلۡبَيۡتِ وَإِسۡمَٰعِيلُ رَبَّنَا تَقَبَّلۡ مِنَّآۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلسَّمِيعُ ٱلۡعَلِيمُ ١٢٧
და (შეახსენე მათ ისე, რომ მათ თვალწინ წარმოიდგინონ), როგორ აღმართავს იბრაჰიმი სახლის [ქააბის] საძირკვლებს, და ისმაილი. (და ორივემ მიმართა ალლაჰს ვედრებით): «უფალო ჩვენო! მიიღე ჩვენგან (ეს საქმე), რადგან ჭეშმარიტად, შენ ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე ხარ!»
2:128
رَبَّنَا وَٱجۡعَلۡنَا مُسۡلِمَيۡنِ لَكَ وَمِن ذُرِّيَّتِنَآ أُمَّةً مُّسۡلِمَةً لَّكَ وَأَرِنَا مَنَاسِكَنَا وَتُبۡ عَلَيۡنَآۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلتَّوَّابُ ٱلرَّحِيمُ ١٢٨
(ო,) უფალო ჩვენო! და გვაქციე ჩვენ ორნი შენდამი დამორჩილებულებად, და ჩვენი შთამომავლობის ნაწილიდან — შენდამი დამორჩილებულ თემად, და გვაჩვენე ჩვენი თაყვანისცემის ადგილები (და წესები), და მიიღე ჩვენი მონანიება, რადგან, ჭეშმარიტად, შენ ხარ მონანიების მიმღები, ყოვლადმოწყალე!»
2:129
رَبَّنَا وَٱبۡعَثۡ فِيهِمۡ رَسُولًا مِّنۡهُمۡ يَتۡلُواْ عَلَيۡهِمۡ ءَايَٰتِكَ وَيُعَلِّمُهُمُ ٱلۡكِتَٰبَ وَٱلۡحِكۡمَةَ وَيُزَكِّيهِمۡۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلۡعَزِيزُ ٱلۡحَكِيمُ ١٢٩
უფალო ჩვენო! წარგზავნე მათთან შუამავალი მათივე წრიდან, ვინც წაუკითხავს შენს აიათებს, ასწავლის წიგნს (ყურანს) და სიბრძნეს (სუნნას) და განწმინდავს მათ. ჭეშმარიტად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.
2:130
وَمَن يَرۡغَبُ عَن مِّلَّةِ إِبۡرَٰهِـۧمَ إِلَّا مَن سَفِهَ نَفۡسَهُۥۚ وَلَقَدِ ٱصۡطَفَيۡنَٰهُ فِي ٱلدُّنۡيَاۖ وَإِنَّهُۥ فِي ٱلۡأٓخِرَةِ لَمِنَ ٱلصَّٰلِحِينَ ١٣٠
და ვინ განუდგება იბრაჰიმის რელიგიას, თუ არა ის, ვინც უგუნურად მოექცა საკუთარ სულს? ჩვენ უკვე ამოვარჩიეთ ის ამქვეყნად და ჭეშმარიტად, ის იმქვეყნადაც მართალთაგან იქნება.
2:131
إِذۡ قَالَ لَهُۥ رَبُّهُۥٓ أَسۡلِمۡۖ قَالَ أَسۡلَمۡتُ لِرَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ ١٣١
და აი, უთხრა მას [იბრაჰიმს] მისი უფალმა: «დამორჩილდი! [გახდი ერთღმერთიანი და სრულად დაემორჩილე ალლაჰს]» იბრაჰიმმა თქვა: «მე დავემორჩილე სამყაროთა უფალს!»
2:132
وَوَصَّىٰ بِهَآ إِبۡرَٰهِـۧمُ بَنِيهِ وَيَعۡقُوبُ يَٰبَنِيَّ إِنَّ ٱللَّهَ ٱصۡطَفَىٰ لَكُمُ ٱلدِّينَ فَلَا تَمُوتُنَّ إِلَّا وَأَنتُم مُّسۡلِمُونَ ١٣٢
და ეს (სიტყვები) უანდერძა იბრაჰიმმა თავისი შვილებისთვის და ია'ყუბმაც: «ო, ჩემო შვილებო! ჭეშმარიტად, ალლაჰმა აირჩია თქვენთვის კანონი; ნუ მოკვდებით ისე, რომ არ იყოთ (ალლაჰის) მორჩილნი (მუსლიმები)»
2:133
أَمۡ كُنتُمۡ شُهَدَآءَ إِذۡ حَضَرَ يَعۡقُوبَ ٱلۡمَوۡتُ إِذۡ قَالَ لِبَنِيهِ مَا تَعۡبُدُونَ مِنۢ بَعۡدِيۖ قَالُواْ نَعۡبُدُ إِلَٰهَكَ وَإِلَٰهَ ءَابَآئِكَ إِبۡرَٰهِـۧمَ وَإِسۡمَٰعِيلَ وَإِسۡحَٰقَ إِلَٰهًا وَٰحِدًا وَنَحۡنُ لَهُۥ مُسۡلِمُونَ ١٣٣
ნუთუ თქვენ (ო, ხალხო) იყავით მოწმენი [დაესწარით], როდესაც ია'ყუბს სიკვდილი ეწვია, (და) როდესაც მან თავის ძეებს უთხრა: «ვის სცემთ თაყვანს ჩემს შემდეგ [ჩემი სიკვდილის შემდეგ]?» მათ თქვეს: «ჩვენ ვემსახურებით შენს ღმერთს და შენი მამების ღმერთს – იბრაჰიმის, ისმაილის და ისჰაყის. ერთადერთ ღმერთს და მისი მორჩილნი ვართ».
2:134
تِلۡكَ أُمَّةٌ قَدۡ خَلَتۡۖ لَهَا مَا كَسَبَتۡ وَلَكُم مَّا كَسَبۡتُمۡۖ وَلَا تُسۡـَٔلُونَ عَمَّا كَانُواْ يَعۡمَلُونَ ١٣٤
ეგ არის თემი – აწ გარდასული. მათია ის, რაც მოიხვეჭეს და თქვენია ის, რაც მოიხვეჭეთ. არ მოგეკითხებათ თქვენ ის, რასაც ისინი აკეთებდნენ.
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Wednesday, August 19, 2026
Don't forget us in your sincere prayers







