📖 0/604 წაკითხული გვერდები
შრიფტის ზომა
📝 ამ გვერდის დამახსოვრება
📄 3
ალ-ბაქარა
bismillah
إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ سَوَآءٌ عَلَيۡهِمۡ ءَأَنذَرۡتَهُمۡ أَمۡ لَمۡ تُنذِرۡهُمۡ لَا يُؤۡمِنُونَ  ۝٦ خَتَمَ ٱللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِهِمۡ وَعَلَىٰ سَمۡعِهِمۡۖ وَعَلَىٰٓ أَبۡصَٰرِهِمۡ غِشَٰوَةٌۖ وَلَهُمۡ عَذَابٌ عَظِيمٌ  ۝٧ وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَقُولُ ءَامَنَّا بِٱللَّهِ وَبِٱلۡيَوۡمِ ٱلۡأٓخِرِ وَمَا هُم بِمُؤۡمِنِينَ  ۝٨ يُخَٰدِعُونَ ٱللَّهَ وَٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَمَا يَخۡدَعُونَ إِلَّآ أَنفُسَهُمۡ وَمَا يَشۡعُرُونَ  ۝٩ فِي قُلُوبِهِم مَّرَضٌ فَزَادَهُمُ ٱللَّهُ مَرَضًاۖ وَلَهُمۡ عَذَابٌ أَلِيمُۢ بِمَا كَانُواْ يَكۡذِبُونَ  ۝١٠ وَإِذَا قِيلَ لَهُمۡ لَا تُفۡسِدُواْ فِي ٱلۡأَرۡضِ قَالُوٓاْ إِنَّمَا نَحۡنُ مُصۡلِحُونَ  ۝١١ أَلَآ إِنَّهُمۡ هُمُ ٱلۡمُفۡسِدُونَ وَلَٰكِن لَّا يَشۡعُرُونَ  ۝١٢ وَإِذَا قِيلَ لَهُمۡ ءَامِنُواْ كَمَآ ءَامَنَ ٱلنَّاسُ قَالُوٓاْ أَنُؤۡمِنُ كَمَآ ءَامَنَ ٱلسُّفَهَآءُۗ أَلَآ إِنَّهُمۡ هُمُ ٱلسُّفَهَآءُ وَلَٰكِن لَّا يَعۡلَمُونَ  ۝١٣ وَإِذَا لَقُواْ ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ قَالُوٓاْ ءَامَنَّا وَإِذَا خَلَوۡاْ إِلَىٰ شَيَٰطِينِهِمۡ قَالُوٓاْ إِنَّا مَعَكُمۡ إِنَّمَا نَحۡنُ مُسۡتَهۡزِءُونَ  ۝١٤ ٱللَّهُ يَسۡتَهۡزِئُ بِهِمۡ وَيَمُدُّهُمۡ فِي طُغۡيَٰنِهِمۡ يَعۡمَهُونَ  ۝١٥ أُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ٱشۡتَرَوُاْ ٱلضَّلَٰلَةَ بِٱلۡهُدَىٰ فَمَا رَبِحَت تِّجَٰرَتُهُمۡ وَمَا كَانُواْ مُهۡتَدِينَ  ۝١٦
ალ-ბაქარა
bismillah
2:6
إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ سَوَآءٌ عَلَيۡهِمۡ ءَأَنذَرۡتَهُمۡ أَمۡ لَمۡ تُنذِرۡهُمۡ لَا يُؤۡمِنُونَ  ۝٦
უეჭველად, რომელთაც არ ირწმუნეს, მათთვის სულ ერთია, გააფრთხილებ თუ არ გააფრთხილებ, მაინც არ ირწმუნებენ.
2:7
خَتَمَ ٱللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِهِمۡ وَعَلَىٰ سَمۡعِهِمۡۖ وَعَلَىٰٓ أَبۡصَٰرِهِمۡ غِشَٰوَةٌۖ وَلَهُمۡ عَذَابٌ عَظِيمٌ  ۝٧
(იმის გამო, რომ მათ ზურგი აქციეს ჭეშმარიტებას), ალლაჰმა დაადო ბეჭედი მათ გულებსა და მათ სმენას, ხოლო მათ თვალებზე — საფარველი. და მათთვის არის უდიდესი სასჯელი (ჯოჯოხეთში)!
2:8
وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَقُولُ ءَامَنَّا بِٱللَّهِ وَبِٱلۡيَوۡمِ ٱلۡأٓخِرِ وَمَا هُم بِمُؤۡمِنِينَ  ۝٨
ადამიანთა შორის არიან ისეთნიც, რომლებიც ამბობენ: «ვირწმუნეთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი», მაგრამ ისინი არ არიან მორწმუნენი.
2:9
يُخَٰدِعُونَ ٱللَّهَ وَٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَمَا يَخۡدَعُونَ إِلَّآ أَنفُسَهُمۡ وَمَا يَشۡعُرُونَ  ۝٩
ისინი [თვალთმაქცები] ცდილობენ მოატყუონ ალლაჰი და ისინი, ვინც ირწმუნეს, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებენ და ამას თვითონაც ვერ გრძნობენ.
2:10
فِي قُلُوبِهِم مَّرَضٌ فَزَادَهُمُ ٱللَّهُ مَرَضًاۖ وَلَهُمۡ عَذَابٌ أَلِيمُۢ بِمَا كَانُواْ يَكۡذِبُونَ  ۝١٠
მათ გულებში სნეულებაა [ეჭვია]. და დაე, ალლაჰმა გაუზარდოს მათ ეს სნეულება! და მათთვისაა მტანჯველი სასჯელი იმის გამო, რომ ისინი სიცრუეს ამბობდნენ.
2:11
وَإِذَا قِيلَ لَهُمۡ لَا تُفۡسِدُواْ فِي ٱلۡأَرۡضِ قَالُوٓاْ إِنَّمَا نَحۡنُ مُصۡلِحُونَ  ۝١١
და როცა მათ ეუბნებიან: «ნუ თესავთ უწესრიგობას [ურწმუნოებას] დედამიწაზე!» — ისინი ამბობენ: «ჩვენ მხოლოდ კეთილის მოქმედნი ვართ».
2:12
أَلَآ إِنَّهُمۡ هُمُ ٱلۡمُفۡسِدُونَ وَلَٰكِن لَّا يَشۡعُرُونَ  ۝١٢
განა არა? ჭეშმარიტად, სწორედ ისინი არიან [თვალთმაქცნი], უწესრიგობის მთესავნი, მაგრამ ამას ვერ გრძნობენ (ვერც აცნობიერებენ).
2:13
وَإِذَا قِيلَ لَهُمۡ ءَامِنُواْ كَمَآ ءَامَنَ ٱلنَّاسُ قَالُوٓاْ أَنُؤۡمِنُ كَمَآ ءَامَنَ ٱلسُّفَهَآءُۗ أَلَآ إِنَّهُمۡ هُمُ ٱلسُّفَهَآءُ وَلَٰكِن لَّا يَعۡلَمُونَ  ۝١٣
და როცა მათ (თვალთმაქცებს) უთხრეს: «ირწმუნეთ ისე, როგორც ირწმუნა ხალხმა (საჰაბებმა)», მათ მიუგეს: «ნუთუ ვირწმუნებთ ისე, როგორც ირწმუნეს ჭკუასუსტებმა?»... მაგრამ არა, ჭეშმარიტად, სწორედ ისინი არიან ჭკუასუსტები, თუმცა მათ არ იციან (თუ როგორ ცდომილებაში იმყოფებიან).
2:14
وَإِذَا لَقُواْ ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ قَالُوٓاْ ءَامَنَّا وَإِذَا خَلَوۡاْ إِلَىٰ شَيَٰطِينِهِمۡ قَالُوٓاْ إِنَّا مَعَكُمۡ إِنَّمَا نَحۡنُ مُسۡتَهۡزِءُونَ  ۝١٤
და როდესაც ისინი შეხვდებიან მათ, ვინც ირწმუნა, ამბობენ: «ჩვენ ვირწმუნეთ!» მაგრამ როცა მარტონი რჩებიან თავიანთ ეშმაკებთან [თავიანთ წინამძღოლებთან, მრავალღმერთიან მეგობრებთან და მკითხავებთან], ამბობენ: «ჩვენ თქვენთან ვართ [მორწმუნეების წინააღმდეგ]; ჩვენ მხოლოდ დავცინით».
2:15
ٱللَّهُ يَسۡتَهۡزِئُ بِهِمۡ وَيَمُدُّهُمۡ فِي طُغۡيَٰنِهِمۡ يَعۡمَهُونَ  ۝١٥
ალლაჰი (თვითონ) დასცინებს მათ (მათზე დამცირების მოვლენით) და გაახანგრძლივებს მათ ხეტიალს საკუთარ ზღვარგადასულობაში [გზააბნეულობასა და ეჭვებში].
2:16
أُوْلَٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ٱشۡتَرَوُاْ ٱلضَّلَٰلَةَ بِٱلۡهُدَىٰ فَمَا رَبِحَت تِّجَٰرَتُهُمۡ وَمَا كَانُواْ مُهۡتَدِينَ  ۝١٦
ისინი არიან, რომელთაც გზააცდენილობა იყიდეს ჭეშმარიტი გზის ფასად, მაგრამ არ მოიგო მათმა ვაჭრობამ და არც ჭეშმარიტ გზაზე მდგარნი ყოფილან.


📚Juz 1 📄3 / 604



Mishary Rashid Alafasy
Mahmoud Khalil Al-Husary
Abdurrahman As-Sudais
Mohamed Siddiq Al-Minshawi
Abdul Basit Abdul Samad
Ali Al-Hudhaify
Ahmed ibn Ali al-Ajamy
Abu Bakr Ash-Shaatree
Muhammad Ayyoub
Abdullah Basfar
Abdullah Al-Juhani
Maher Al Muaiqly
0:00
0:00
-

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers