📖 0/604 წაკითხული გვერდები
შრიფტის ზომა
📝 ამ გვერდის დამახსოვრება
📄 4
ალ-ბაქარა
bismillah
مَثَلُهُمۡ كَمَثَلِ ٱلَّذِي ٱسۡتَوۡقَدَ نَارًا فَلَمَّآ أَضَآءَتۡ مَا حَوۡلَهُۥ ذَهَبَ ٱللَّهُ بِنُورِهِمۡ وَتَرَكَهُمۡ فِي ظُلُمَٰتٍ لَّا يُبۡصِرُونَ  ۝١٧ صُمُّۢ بُكۡمٌ عُمۡيٌ فَهُمۡ لَا يَرۡجِعُونَ  ۝١٨ أَوۡ كَصَيِّبٍ مِّنَ ٱلسَّمَآءِ فِيهِ ظُلُمَٰتٌ وَرَعۡدٌ وَبَرۡقٌ يَجۡعَلُونَ أَصَٰبِعَهُمۡ فِيٓ ءَاذَانِهِم مِّنَ ٱلصَّوَٰعِقِ حَذَرَ ٱلۡمَوۡتِۚ وَٱللَّهُ مُحِيطُۢ بِٱلۡكَٰفِرِينَ  ۝١٩ يَكَادُ ٱلۡبَرۡقُ يَخۡطَفُ أَبۡصَٰرَهُمۡۖ كُلَّمَآ أَضَآءَ لَهُم مَّشَوۡاْ فِيهِ وَإِذَآ أَظۡلَمَ عَلَيۡهِمۡ قَامُواْۚ وَلَوۡ شَآءَ ٱللَّهُ لَذَهَبَ بِسَمۡعِهِمۡ وَأَبۡصَٰرِهِمۡۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ قَدِيرٌ  ۝٢٠ يَٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ ٱعۡبُدُواْ رَبَّكُمُ ٱلَّذِي خَلَقَكُمۡ وَٱلَّذِينَ مِن قَبۡلِكُمۡ لَعَلَّكُمۡ تَتَّقُونَ  ۝٢١ ٱلَّذِي جَعَلَ لَكُمُ ٱلۡأَرۡضَ فِرَٰشًا وَٱلسَّمَآءَ بِنَآءً وَأَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءً فَأَخۡرَجَ بِهِۦ مِنَ ٱلثَّمَرَٰتِ رِزۡقًا لَّكُمۡۖ فَلَا تَجۡعَلُواْ لِلَّهِ أَندَادًا وَأَنتُمۡ تَعۡلَمُونَ  ۝٢٢ وَإِن كُنتُمۡ فِي رَيۡبٍ مِّمَّا نَزَّلۡنَا عَلَىٰ عَبۡدِنَا فَأۡتُواْ بِسُورَةٍ مِّن مِّثۡلِهِۦ وَٱدۡعُواْ شُهَدَآءَكُم مِّن دُونِ ٱللَّهِ إِن كُنتُمۡ صَٰدِقِينَ  ۝٢٣ فَإِن لَّمۡ تَفۡعَلُواْ وَلَن تَفۡعَلُواْ فَٱتَّقُواْ ٱلنَّارَ ٱلَّتِي وَقُودُهَا ٱلنَّاسُ وَٱلۡحِجَارَةُۖ أُعِدَّتۡ لِلۡكَٰفِرِينَ  ۝٢٤
ალ-ბაქარა
bismillah
2:17
مَثَلُهُمۡ كَمَثَلِ ٱلَّذِي ٱسۡتَوۡقَدَ نَارًا فَلَمَّآ أَضَآءَتۡ مَا حَوۡلَهُۥ ذَهَبَ ٱللَّهُ بِنُورِهِمۡ وَتَرَكَهُمۡ فِي ظُلُمَٰتٍ لَّا يُبۡصِرُونَ  ۝١٧
მათი მაგალითი ჰგავს იმას, ვინც (ბნელ ღამეში) ცეცხლი დაანთო, [რათა სიბნელეში მიმავალ ადამიანებს გზა დაენახათ], და როცა მან გაანათა ყველაფერი მის გარშემო, ალლაჰმა წაართვა მათ სინათლე [ცეცხლი ჩაქრა], და დატოვა ისინი სიბნელეში ისე, რომ ვეღარ ხედავენ [საით წავიდნენ].
2:18
صُمُّۢ بُكۡمٌ عُمۡيٌ فَهُمۡ لَا يَرۡجِعُونَ  ۝١٨
(ის თვალთმაქცნი არიან) ყრუნი, მუნჯნი და ბრმანი - და ისინი ვერ დაბრუნდებიან (სწორ გზაზე).
2:19
أَوۡ كَصَيِّبٍ مِّنَ ٱلسَّمَآءِ فِيهِ ظُلُمَٰتٌ وَرَعۡدٌ وَبَرۡقٌ يَجۡعَلُونَ أَصَٰبِعَهُمۡ فِيٓ ءَاذَانِهِم مِّنَ ٱلصَّوَٰعِقِ حَذَرَ ٱلۡمَوۡتِۚ وَٱللَّهُ مُحِيطُۢ بِٱلۡكَٰفِرِينَ  ۝١٩
ან (მათი სხვა ნაწილი) ჰგვანან (იმ ადამიანებს, რომლებიც ღია სივრცეში მიდიოდნენ და ზემოდან დაემუქრათ ციდან წამოსული) წვიმის ღრუბელი. მასშია სრული სიბნელე, ქუხილი და ელვა. ისინი შიშისგან თითებს ყურებში იდებენ [ელვის გრიალის გამო], სიკვდილის შიშით, ხოლო ალლაჰი სრულად მოიცავს ურწმუნოებს [ისინი ვერ გაექცევიან მის ძალაუფლებას].
2:20
يَكَادُ ٱلۡبَرۡقُ يَخۡطَفُ أَبۡصَٰرَهُمۡۖ كُلَّمَآ أَضَآءَ لَهُم مَّشَوۡاْ فِيهِ وَإِذَآ أَظۡلَمَ عَلَيۡهِمۡ قَامُواْۚ وَلَوۡ شَآءَ ٱللَّهُ لَذَهَبَ بِسَمۡعِهِمۡ وَأَبۡصَٰرِهِمۡۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ قَدِيرٌ  ۝٢٠
ლამისაა წართვას ელვამ მხედველობა; როგორც კი გაიელვებს, მაშინვე ამოძრავდებიან მისით (ელვის სინათლეზე) და, სიბნელე რომ ჩამოწვება, ჩერდებიან. ალლაჰს რომ ენება, უეჭველად, წაართმევდა მათ სმენასაც და ხედვასაც. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
2:21
يَٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ ٱعۡبُدُواْ رَبَّكُمُ ٱلَّذِي خَلَقَكُمۡ وَٱلَّذِينَ مِن قَبۡلِكُمۡ لَعَلَّكُمۡ تَتَّقُونَ  ۝٢١
ჰეი, ადამიანებო! თაყვანი ეცით თქვენს უფალს, რომელმაც შეგქმნათ თქვენ და ისინი, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ! რათა ეგების ღმერთის გეშინოდეთ!
2:22
ٱلَّذِي جَعَلَ لَكُمُ ٱلۡأَرۡضَ فِرَٰشًا وَٱلسَّمَآءَ بِنَآءً وَأَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءً فَأَخۡرَجَ بِهِۦ مِنَ ٱلثَّمَرَٰتِ رِزۡقًا لَّكُمۡۖ فَلَا تَجۡعَلُواْ لِلَّهِ أَندَادًا وَأَنتُمۡ تَعۡلَمُونَ  ۝٢٢
(ემსახურეთ თქვენს უფალს), რომელმაც დედამიწა დაგიგოთ თქვენ სარეცელად [რათა ცხოვრება გაგიადვილოთ მასზე], ხოლო ცა — ნაგებობად [მოწყობილ და მოწესრიგებულ სტრუქტურად], და ჩამოავლინა ციდან წყალი, და მისით აღმოაცენა ნაყოფები თქვენს საზრდოდ. და ნუ გაუჩენთ ალლაჰს თანასწორებს [ნუ აიყვანთ ვინმეს ღმერთად მის გარდა], მაშინ როცა თქვენ იცით.
2:23
وَإِن كُنتُمۡ فِي رَيۡبٍ مِّمَّا نَزَّلۡنَا عَلَىٰ عَبۡدِنَا فَأۡتُواْ بِسُورَةٍ مِّن مِّثۡلِهِۦ وَٱدۡعُواْ شُهَدَآءَكُم مِّن دُونِ ٱللَّهِ إِن كُنتُمۡ صَٰدِقِينَ  ۝٢٣
და თუ თქვენ ეჭვი გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ჩამოვუვლინეთ ჩვენს მსახურს (მოციქულ მუჰამმადს), მაშინ მოიტანეთ ერთი სურა, მსგავსი მისი [ყურანის], და უხმეთ თქვენს მოწმეებს [დამხმარეებს — მათ, ვისაც] ალლაჰის გარდა [ღმერთებად მიიჩნევთ], თუ მართალნი ხართ (თქვენს სიტყვებსა და რწმენაში).
2:24
فَإِن لَّمۡ تَفۡعَلُواْ وَلَن تَفۡعَلُواْ فَٱتَّقُواْ ٱلنَّارَ ٱلَّتِي وَقُودُهَا ٱلنَّاسُ وَٱلۡحِجَارَةُۖ أُعِدَّتۡ لِلۡكَٰفِرِينَ  ۝٢٤
და თუ ამას ვერ გააკეთებთ — და თქვენ ამას ვერასოდეს გააკეთებთ — მაშინ გეშინოდეთ ცეცხლის, რომლის საწვავი ადამიანები და ქვებია, (რომელიც) გამზადებულია ურწმუნოთათვის.


📚Juz 1 📄4 / 604



Mishary Rashid Alafasy
Mahmoud Khalil Al-Husary
Abdurrahman As-Sudais
Mohamed Siddiq Al-Minshawi
Abdul Basit Abdul Samad
Ali Al-Hudhaify
Ahmed ibn Ali al-Ajamy
Abu Bakr Ash-Shaatree
Muhammad Ayyoub
Abdullah Basfar
Abdullah Al-Juhani
Maher Al Muaiqly
0:00
0:00
-

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers