📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 32
۞ وَٱذۡكُرُواْ ٱللَّهَ فِيٓ أَيَّامٍ مَّعۡدُودَٰتٍۚ فَمَن تَعَجَّلَ فِي يَوۡمَيۡنِ فَلَآ إِثۡمَ عَلَيۡهِ وَمَن تَأَخَّرَ فَلَآ إِثۡمَ عَلَيۡهِۖ لِمَنِ ٱتَّقَىٰۗ وَٱتَّقُواْ ٱللَّهَ وَٱعۡلَمُوٓاْ أَنَّكُمۡ إِلَيۡهِ تُحۡشَرُونَ  ۝٢٠٣ وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يُعۡجِبُكَ قَوۡلُهُۥ فِي ٱلۡحَيَوٰةِ ٱلدُّنۡيَا وَيُشۡهِدُ ٱللَّهَ عَلَىٰ مَا فِي قَلۡبِهِۦ وَهُوَ أَلَدُّ ٱلۡخِصَامِ  ۝٢٠٤ وَإِذَا تَوَلَّىٰ سَعَىٰ فِي ٱلۡأَرۡضِ لِيُفۡسِدَ فِيهَا وَيُهۡلِكَ ٱلۡحَرۡثَ وَٱلنَّسۡلَۚ وَٱللَّهُ لَا يُحِبُّ ٱلۡفَسَادَ  ۝٢٠٥ وَإِذَا قِيلَ لَهُ ٱتَّقِ ٱللَّهَ أَخَذَتۡهُ ٱلۡعِزَّةُ بِٱلۡإِثۡمِۚ فَحَسۡبُهُۥ جَهَنَّمُۖ وَلَبِئۡسَ ٱلۡمِهَادُ  ۝٢٠٦ وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَشۡرِي نَفۡسَهُ ٱبۡتِغَآءَ مَرۡضَاتِ ٱللَّهِۚ وَٱللَّهُ رَءُوفُۢ بِٱلۡعِبَادِ  ۝٢٠٧ يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ ٱدۡخُلُواْ فِي ٱلسِّلۡمِ كَآفَّةً وَلَا تَتَّبِعُواْ خُطُوَٰتِ ٱلشَّيۡطَٰنِۚ إِنَّهُۥ لَكُمۡ عَدُوٌّ مُّبِينٌ  ۝٢٠٨ فَإِن زَلَلۡتُم مِّنۢ بَعۡدِ مَا جَآءَتۡكُمُ ٱلۡبَيِّنَٰتُ فَٱعۡلَمُوٓاْ أَنَّ ٱللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌ  ۝٢٠٩ هَلۡ يَنظُرُونَ إِلَّآ أَن يَأۡتِيَهُمُ ٱللَّهُ فِي ظُلَلٍ مِّنَ ٱلۡغَمَامِ وَٱلۡمَلَٰٓئِكَةُ وَقُضِيَ ٱلۡأَمۡرُۚ وَإِلَى ٱللَّهِ تُرۡجَعُ ٱلۡأُمُورُ  ۝٢١٠
2:203
۞ وَٱذۡكُرُواْ ٱللَّهَ فِيٓ أَيَّامٍ مَّعۡدُودَٰتٍۚ فَمَن تَعَجَّلَ فِي يَوۡمَيۡنِ فَلَآ إِثۡمَ عَلَيۡهِ وَمَن تَأَخَّرَ فَلَآ إِثۡمَ عَلَيۡهِۖ لِمَنِ ٱتَّقَىٰۗ وَٱتَّقُواْ ٱللَّهَ وَٱعۡلَمُوٓاْ أَنَّكُمۡ إِلَيۡهِ تُحۡشَرُونَ  ۝٢٠٣
და ახსენეთ ალლაჰი განსაზღვრულ დღეებში [ათ-თაშრიყის დღეებში]. ვინც იჩქარებს ორ დღეში , მასზე ცოდვა არ არის. და ვინც დაყოვნდება , მასზეც ცოდვა არ არის, ეს არის იმათთვის, ვინც ერიდება ალლაჰის სასჯელს (იქნება ეს დაჩქარებით დასრულება თუ დაყოვნება). და ერიდეთ ალლაჰის სასჯელს, და იცოდეთ, რომ თქვენ მის წინაშე შეიკრიბებით.
2:204
وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يُعۡجِبُكَ قَوۡلُهُۥ فِي ٱلۡحَيَوٰةِ ٱلدُّنۡيَا وَيُشۡهِدُ ٱللَّهَ عَلَىٰ مَا فِي قَلۡبِهِۦ وَهُوَ أَلَدُّ ٱلۡخِصَامِ  ۝٢٠٤
და ხალხიდან არის ისეთიც [საუბარია თვალთმაქცზე], ვისი სიტყვებიც ამქვეყნიურ ცხოვრებაზე აღგაფრთოვანებს შენ , და ის ალლაჰს იხმობს მოწმედ იმაზე, რაც მის გულშია, მაგრამ ის ჯიუტია კამათსა და დაპირისპირებაში.
2:205
وَإِذَا تَوَلَّىٰ سَعَىٰ فِي ٱلۡأَرۡضِ لِيُفۡسِدَ فِيهَا وَيُهۡلِكَ ٱلۡحَرۡثَ وَٱلنَّسۡلَۚ وَٱللَّهُ لَا يُحِبُّ ٱلۡفَسَادَ  ۝٢٠٥
ხოლო როდესაც ის ზურგს შეგაქცევს [როცა შენგან წავა] მიწაზე დადის იმისათვის, რომ იქ გაავრცელოს არეულობა [ფითნა, ურწმუნოება და ცოდვები], და გაანადგუროს ნათესები (ხალხის მოსავალი) და პირუტყვი, და ალლაჰს არ უყვარს არეულობა.
2:206
وَإِذَا قِيلَ لَهُ ٱتَّقِ ٱللَّهَ أَخَذَتۡهُ ٱلۡعِزَّةُ بِٱلۡإِثۡمِۚ فَحَسۡبُهُۥ جَهَنَّمُۖ وَلَبِئۡسَ ٱلۡمِهَادُ  ۝٢٠٦
ხოლო როდესაც მას [ასეთ თვალთმაქცს] ეუბნებიან: «ერიდე ალლაჰის სასჯელს (და შეწყვიტე მიწაზე ზიანის მიყენება!)». ამპარტავნება და ქედმაღლობა ცოდვისკენ უბიძგებს მას. საკმარისია მისთვის ჯოჯოხეთი, და რა საშინელი საწოლია იგი!
2:207
وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَشۡرِي نَفۡسَهُ ٱبۡتِغَآءَ مَرۡضَاتِ ٱللَّهِۚ وَٱللَّهُ رَءُوفُۢ بِٱلۡعِبَادِ  ۝٢٠٧
და ხალხიდან არის ისეთიც, ვინც საკუთარ სულს ყიდის ალლაჰის კმაყოფილების ძიებაში , ხოლო ალლაჰი მოწყალეა თავისი მსახურების მიმართ.
2:208
يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ ٱدۡخُلُواْ فِي ٱلسِّلۡمِ كَآفَّةً وَلَا تَتَّبِعُواْ خُطُوَٰتِ ٱلشَّيۡطَٰنِۚ إِنَّهُۥ لَكُمۡ عَدُوٌّ مُّبِينٌ  ۝٢٠٨
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სრულად შედით მორჩილებაში და ნუ გაჰყვებით სატანის კვალს, როდესაც ის ურჩობისკენ მოგიწოდებთ! ჭეშმარიტად, ის თქვენთვის აშკარა მტერია.
2:209
فَإِن زَلَلۡتُم مِّنۢ بَعۡدِ مَا جَآءَتۡكُمُ ٱلۡبَيِّنَٰتُ فَٱعۡلَمُوٓاْ أَنَّ ٱللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌ  ۝٢٠٩
ხოლო თუ გადაუხვევთ (ჭეშმარიტ გზას) მას შემდეგ, რაც თქვენთან მოვიდა ნათელი სასწაულები [ცხადი მტკიცებულებები ყურანიდან და სუნნადან], მაშინ იცოდეთ, რომ ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია.
2:210
هَلۡ يَنظُرُونَ إِلَّآ أَن يَأۡتِيَهُمُ ٱللَّهُ فِي ظُلَلٍ مِّنَ ٱلۡغَمَامِ وَٱلۡمَلَٰٓئِكَةُ وَقُضِيَ ٱلۡأَمۡرُۚ وَإِلَى ٱللَّهِ تُرۡجَعُ ٱلۡأُمُورُ  ۝٢١٠
ნუთუ ისინი ელოდებიან მხოლოდ იმას, რომ მათთან მოვიდეს თავად ალლაჰი ღრუბლების ჩრდილში, და ანგელოზები? და მაშინ უკვე საქმე გადაწყვეტილი იქნება [ალლაჰი გამოიტანს თავის განაჩენს], და მხოლოდ ალლაჰთან ბრუნდება ყოველი საქმე.


📚Juz 2 📄32 / 604



Mishary Rashid Alafasy
Mahmoud Khalil Al-Husary
Abdurrahman As-Sudais
Mohamed Siddiq Al-Minshawi
Abdul Basit Abdul Samad
Ali Al-Hudhaify
Ahmed ibn Ali al-Ajamy
Abu Bakr Ash-Shaatree
Muhammad Ayyoub
Abdullah Basfar
Abdullah Al-Juhani
Maher Al Muaiqly
0:00
0:00
-

წმინდა ყურანი


Friday, August 21, 2026

Don't forget us in your sincere prayers