📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 556
სურა ატ-ტაღაბუნი

სურა ატ-ტაღაბუნი

64:1
يُسَبِّحُ لِلَّهِ مَا فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ وَمَا فِي ٱلۡأَرۡضِۖ لَهُ ٱلۡمُلۡكُ وَلَهُ ٱلۡحَمۡدُۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ قَدِيرٌ ١
ადიდებს ალლაჰს ყოველივე, რაც ცათა შინაა და ყოველივე, რაც მიწაზეა. მისია მეუფება და მისია ქება-დიდება. და იგი ყოვლისშემძლეა.
64:2
هُوَ ٱلَّذِي خَلَقَكُمۡ فَمِنكُمۡ كَافِرٌ وَمِنكُم مُّؤۡمِنٌۚ وَٱللَّهُ بِمَا تَعۡمَلُونَ بَصِيرٌ ٢
ის — ალლაჰია, რომელმაც თქვენ (ო, ადამიანებო) (არარსებობიდან) შეგქმნათ; თქვენ შორის არიან ურწმუნონი და თქვენ შორის არიან მორწმუნენიც. და ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ (და ამის მიხედვით მოგაგებთ).
64:3
خَلَقَ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضَ بِٱلۡحَقِّ وَصَوَّرَكُمۡ فَأَحۡسَنَ صُوَرَكُمۡۖ وَإِلَيۡهِ ٱلۡمَصِيرُ ٣
მან ჭეშმარიტებით შექმნა ცანი და მიწა (და ყველაფერი, რაც მათშია), თქვენ (ო, ადამიანებო ადამიანური) სახე მოგანიჭათ და საუკეთესო ფორმა მისცა [ადამიანი ბევრ სხვა ქმნილებაზე უფრო ლამაზად შექმნა]. და მასთან არის დაბრუნება.
64:4
يَعۡلَمُ مَا فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِ وَيَعۡلَمُ مَا تُسِرُّونَ وَمَا تُعۡلِنُونَۚ وَٱللَّهُ عَلِيمُۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ ٤
მან იცის, რაც არის ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, და იცის, რასაც მალავთ და რასაც აცხადებთ. და ალლაჰმა იცის, რაც გულებშია (კარგი განზრახვა იქნება თუ ცუდი).
64:5
أَلَمۡ يَأۡتِكُمۡ نَبَؤُاْ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ مِن قَبۡلُ فَذَاقُواْ وَبَالَ أَمۡرِهِمۡ وَلَهُمۡ عَذَابٌ أَلِيمٌ ٥
განა არ მოსულა თქვენამდე ამბავი იმათი, ვინც უწინ უარყო? და იგემეს თავიანთი საქმის სიმძიმე და მათთვისაა მწარე სასჯელი.
64:6
ذَٰلِكَ بِأَنَّهُۥ كَانَت تَّأۡتِيهِمۡ رُسُلُهُم بِٱلۡبَيِّنَٰتِ فَقَالُوٓاْ أَبَشَرٌ يَهۡدُونَنَا فَكَفَرُواْ وَتَوَلَّواْۖ وَّٱسۡتَغۡنَى ٱللَّهُۚ وَٱللَّهُ غَنِيٌّ حَمِيدٌ ٦
ეს იმიტომ, რომ მათთან თავიანთი შუამავლები ცხადი მტკიცებულებებით მოდიოდნენ, მაგრამ მათ თქვეს: «ნუთუ ადამიანმა უნდა დაგვადგინოს სწორ გზაზე?!» მათ უარყვეს და ზურგი აქციეს. ალლაჰს კი მათი რწმენა არ სჭირდება — რადგან ალლაჰი მდიდარია და ქების ღირსი.
64:7
زَعَمَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓاْ أَن لَّن يُبۡعَثُواْۚ قُلۡ بَلَىٰ وَرَبِّي لَتُبۡعَثُنَّ ثُمَّ لَتُنَبَّؤُنَّ بِمَا عَمِلۡتُمۡۚ وَذَٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ يَسِيرٌ ٧
ურწმუნონი ამტკიცებენ, რომ ისინი არასდროს არ იქნებიან აღსდგენილნი. უთხარი: «პირიქით! ვფიცავ ჩემს უფალს, თქვენ უეჭველად აღსდგენილნი იქნებით, შემდეგ კი გეუწყებათ, რაც ჩაიდინეთ. და ეს ალლაჰისთვის იოლია».
64:8
فَـَٔامِنُواْ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ وَٱلنُّورِ ٱلَّذِيٓ أَنزَلۡنَاۚ وَٱللَّهُ بِمَا تَعۡمَلُونَ خَبِيرٌ ٨
მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი, მისი შუამავალი და სინათლე (ყურანი), რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ. და ალლაჰმა უწყის, რასაც თქვენ აკეთებთ.
64:9
يَوۡمَ يَجۡمَعُكُمۡ لِيَوۡمِ ٱلۡجَمۡعِۖ ذَٰلِكَ يَوۡمُ ٱلتَّغَابُنِۗ وَمَن يُؤۡمِنۢ بِٱللَّهِ وَيَعۡمَلۡ صَٰلِحًا يُكَفِّرۡ عَنۡهُ سَيِّـَٔاتِهِۦ وَيُدۡخِلۡهُ جَنَّٰتٍ تَجۡرِي مِن تَحۡتِهَا ٱلۡأَنۡهَٰرُ خَٰلِدِينَ فِيهَآ أَبَدًاۚ ذَٰلِكَ ٱلۡفَوۡزُ ٱلۡعَظِيمُ ٩
(გახსოვდეთ) ის დღე, როცა ის შეგკრებთ თქვენ ყველას საერთო შეკრების დღისთვის [სამსჯავროს დღე] — ეს არის თვითმოტყუების გამჟღავნების დღე. [ამ დღეს ურწმუნონი მიხვდებიან, რამდენად მოიტყუეს თავი] და ვინც ირწმუნებს ალლაჰს და კეთილ საქმეებს აღასრულებს, ის (ალლაჰი) გაასუფთავებს მას მისი ცუდი საქმეებისგან და შეიყვანს ბაღებში (სამოთხეში), რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინება, და ისინი იქ დარჩებიან მარად, სამუდამოდ. სწორედ ეს არის უდიდესი წარმატება!
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Monday, August 31, 2026
Don't forget us in your sincere prayers







