📖 0/604 წაკითხული გვერდები
შრიფტის ზომა
📝 ამ გვერდის დამახსოვრება
📄 8
ალ-ბაქარა
bismillah
وَإِذۡ نَجَّيۡنَٰكُم مِّنۡ ءَالِ فِرۡعَوۡنَ يَسُومُونَكُمۡ سُوٓءَ ٱلۡعَذَابِ يُذَبِّحُونَ أَبۡنَآءَكُمۡ وَيَسۡتَحۡيُونَ نِسَآءَكُمۡۚ وَفِي ذَٰلِكُم بَلَآءٌ مِّن رَّبِّكُمۡ عَظِيمٌ  ۝٤٩ وَإِذۡ فَرَقۡنَا بِكُمُ ٱلۡبَحۡرَ فَأَنجَيۡنَٰكُمۡ وَأَغۡرَقۡنَآ ءَالَ فِرۡعَوۡنَ وَأَنتُمۡ تَنظُرُونَ  ۝٥٠ وَإِذۡ وَٰعَدۡنَا مُوسَىٰٓ أَرۡبَعِينَ لَيۡلَةً ثُمَّ ٱتَّخَذۡتُمُ ٱلۡعِجۡلَ مِنۢ بَعۡدِهِۦ وَأَنتُمۡ ظَٰلِمُونَ  ۝٥١ ثُمَّ عَفَوۡنَا عَنكُم مِّنۢ بَعۡدِ ذَٰلِكَ لَعَلَّكُمۡ تَشۡكُرُونَ  ۝٥٢ وَإِذۡ ءَاتَيۡنَا مُوسَى ٱلۡكِتَٰبَ وَٱلۡفُرۡقَانَ لَعَلَّكُمۡ تَهۡتَدُونَ  ۝٥٣ وَإِذۡ قَالَ مُوسَىٰ لِقَوۡمِهِۦ يَٰقَوۡمِ إِنَّكُمۡ ظَلَمۡتُمۡ أَنفُسَكُم بِٱتِّخَاذِكُمُ ٱلۡعِجۡلَ فَتُوبُوٓاْ إِلَىٰ بَارِئِكُمۡ فَٱقۡتُلُوٓاْ أَنفُسَكُمۡ ذَٰلِكُمۡ خَيۡرٌ لَّكُمۡ عِندَ بَارِئِكُمۡ فَتَابَ عَلَيۡكُمۡۚ إِنَّهُۥ هُوَ ٱلتَّوَّابُ ٱلرَّحِيمُ  ۝٥٤ وَإِذۡ قُلۡتُمۡ يَٰمُوسَىٰ لَن نُّؤۡمِنَ لَكَ حَتَّىٰ نَرَى ٱللَّهَ جَهۡرَةً فَأَخَذَتۡكُمُ ٱلصَّٰعِقَةُ وَأَنتُمۡ تَنظُرُونَ  ۝٥٥ ثُمَّ بَعَثۡنَٰكُم مِّنۢ بَعۡدِ مَوۡتِكُمۡ لَعَلَّكُمۡ تَشۡكُرُونَ  ۝٥٦ وَظَلَّلۡنَا عَلَيۡكُمُ ٱلۡغَمَامَ وَأَنزَلۡنَا عَلَيۡكُمُ ٱلۡمَنَّ وَٱلسَّلۡوَىٰۖ كُلُواْ مِن طَيِّبَٰتِ مَا رَزَقۡنَٰكُمۡۚ وَمَا ظَلَمُونَا وَلَٰكِن كَانُوٓاْ أَنفُسَهُمۡ يَظۡلِمُونَ  ۝٥٧
ალ-ბაქარა
bismillah
2:49
وَإِذۡ نَجَّيۡنَٰكُم مِّنۡ ءَالِ فِرۡعَوۡنَ يَسُومُونَكُمۡ سُوٓءَ ٱلۡعَذَابِ يُذَبِّحُونَ أَبۡنَآءَكُمۡ وَيَسۡتَحۡيُونَ نِسَآءَكُمۡۚ وَفِي ذَٰلِكُم بَلَآءٌ مِّن رَّبِّكُمۡ عَظِيمٌ  ۝٤٩
და (კიდევ გაიხსენეთ ჩვენი ის მადლი), როდესაც ჩვენ გადაგარჩინეთ ფარაონის ხალხისგან, რომლებიც გაკისრებდნენ სასტიკ სასჯელს, ხოცავდნენ თქვენს ვაჟებს და ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალებს [რათა ისინი მსახურებად გამოეყენებინათ]. და ამაში თქვენთვის დიდი გამოცდა იყო თქვენი უფლისგან!
2:50
وَإِذۡ فَرَقۡنَا بِكُمُ ٱلۡبَحۡرَ فَأَنجَيۡنَٰكُمۡ وَأَغۡرَقۡنَآ ءَالَ فِرۡعَوۡنَ وَأَنتُمۡ تَنظُرُونَ  ۝٥٠
და (კიდევ გაიხსენეთ), როდესაც ერთხელ ჩვენ თქვენს გამო გავყავით ზღვა, და გადაგარჩინეთ [ფარაონისგან და მისი ლაშქრისგან], და დავახრჩეთ ფარაონის ხალხი, ხოლო თქვენ უყურებდით [როგორ ეწიათ მათ დაღუპვა].
2:51
وَإِذۡ وَٰعَدۡنَا مُوسَىٰٓ أَرۡبَعِينَ لَيۡلَةً ثُمَّ ٱتَّخَذۡتُمُ ٱلۡعِجۡلَ مِنۢ بَعۡدِهِۦ وَأَنتُمۡ ظَٰلِمُونَ  ۝٥١
და როდესაც ჩვენ (წინასწარმეტყველ) მუსას დავუდეთ აღთქმა ორმოცი ღამის განმავლობაში [რათა თქვენთვის ხელმძღვანელობად ჩამოგვევლინა თორა], და შემდეგ თქვენ მის შემდეგ [რაც მუსა წავიდა], აიყვანეთ თქვენთვის (ღმერთად) (ოქროს) ხბო , და თქვენ იყავით უსამართლონი.
2:52
ثُمَّ عَفَوۡنَا عَنكُم مِّنۢ بَعۡدِ ذَٰلِكَ لَعَلَّكُمۡ تَشۡكُرُونَ  ۝٥٢
ამის შემდეგ გაპატიეთ, რომ იქნებ მადლიერნი ყოფილიყავით.
2:53
وَإِذۡ ءَاتَيۡنَا مُوسَى ٱلۡكِتَٰبَ وَٱلۡفُرۡقَانَ لَعَلَّكُمۡ تَهۡتَدُونَ  ۝٥٣
და (კიდევ გაიხსენეთ ჩვენი ის წყალობა), როდესაც ჩვენ მუსას ვუბოძეთ წიგნი [თორა] და ფურყანი [სხვადასხვა სასწაულები , რომლითაც ალლაჰმა მხარი დაუჭირა მუსას], რათა თქვენ შეგძლებოდათ ჭეშმარიტ გზაზე სვლა,
2:54
وَإِذۡ قَالَ مُوسَىٰ لِقَوۡمِهِۦ يَٰقَوۡمِ إِنَّكُمۡ ظَلَمۡتُمۡ أَنفُسَكُم بِٱتِّخَاذِكُمُ ٱلۡعِجۡلَ فَتُوبُوٓاْ إِلَىٰ بَارِئِكُمۡ فَٱقۡتُلُوٓاْ أَنفُسَكُمۡ ذَٰلِكُمۡ خَيۡرٌ لَّكُمۡ عِندَ بَارِئِكُمۡ فَتَابَ عَلَيۡكُمۡۚ إِنَّهُۥ هُوَ ٱلتَّوَّابُ ٱلرَّحِيمُ  ۝٥٤
და აი, მიმართა მუსამ თავის ხალხს: «ო, ჩემო ხალხო! თქვენ თავადვე ჩაიდინეთ უსამართლობა საკუთარი თავის მიმართ, როდესაც (ღვთაებად) დაიდგინეთ (ოქროს) ხბო. მოინანიეთ თქვენი შემოქმედის წინაშე და მოკალით ერთმანეთი [თქვენგან მათ, ვინც ხბოს არ სცემდა თაყვანს — უნდა მოეკლათ ისინი, ვინც თაყვანს სცემდა მას]; ეს თქვენთვის უკეთესია თქვენი შემოქმედის წინაშე (ვიდრე ჯოჯოხეთში სამუდამოდ მოხვედრა) . და მან მიიღო თქვენი მონანიება, რადგან ის არის მონანიების მიმღები, შემწყალებელი!»
2:55
وَإِذۡ قُلۡتُمۡ يَٰمُوسَىٰ لَن نُّؤۡمِنَ لَكَ حَتَّىٰ نَرَى ٱللَّهَ جَهۡرَةً فَأَخَذَتۡكُمُ ٱلصَّٰعِقَةُ وَأَنتُمۡ تَنظُرُونَ  ۝٥٥
და (გაიხსენეთ, როგორ) თქვით: «ო, მუსა! ჩვენ არ დაგიჯერებთ (რომ ალლაჰი შენს მეშვეობით გადასცემს გამოცხადებას), სანამ ალლაჰს ცხადად არ დავინახავთ». და დაგატყდათ მეხი, მაშინ, როცა თქვენ უყურებდით (და თქვენ დაიღუპეთ).
2:56
ثُمَّ بَعَثۡنَٰكُم مِّنۢ بَعۡدِ مَوۡتِكُمۡ لَعَلَّكُمۡ تَشۡكُرُونَ  ۝٥٦
შემდეგ ჩვენ აღგადგინეთ [ხელახლა გაგაცოცხლეთ] თქვენ თქვენი სიკვდილის შემდეგ (მეხის დარტყმის შედეგად), რათა თქვენ მადლიერნი ყოფილიყავით!
2:57
وَظَلَّلۡنَا عَلَيۡكُمُ ٱلۡغَمَامَ وَأَنزَلۡنَا عَلَيۡكُمُ ٱلۡمَنَّ وَٱلسَّلۡوَىٰۖ كُلُواْ مِن طَيِّبَٰتِ مَا رَزَقۡنَٰكُمۡۚ وَمَا ظَلَمُونَا وَلَٰكِن كَانُوٓاْ أَنفُسَهُمۡ يَظۡلِمُونَ  ۝٥٧
და (გაიხსენეთ ჩვენი წყალობა, როდესაც თქვენ დაიარებოდით მიწაზე), და ჩვენ დაგიფარეთ ღრუბელით და ჩამოგივლინეთ თქვენ მანანა [თაფლის მსგავი რამე, რომელიც ხეებზე ჩნდება] და მწყერი. (და ჩვენ გითხარით ): «იკვებეთ იმ სიკეთეებით, რომლებიც ჩვენ გიწყალობეთ!» (მაგრამ მათ დაიწყეს ალლაჰის ბრძანების დაუმორჩილებლობა, არ იყვნენ მადლიერნი მიღებული წყალობებისთვის) და (ამით) ჩვენ კი არ მოგვაყენეს უსამართლობა [ზიანი], არამედ თავად საკუთარ თავს ავნეს.


📚Juz 1 📄8 / 604



Mishary Rashid Alafasy
Mahmoud Khalil Al-Husary
Abdurrahman As-Sudais
Mohamed Siddiq Al-Minshawi
Abdul Basit Abdul Samad
Ali Al-Hudhaify
Ahmed ibn Ali al-Ajamy
Abu Bakr Ash-Shaatree
Muhammad Ayyoub
Abdullah Basfar
Abdullah Al-Juhani
Maher Al Muaiqly
0:00
0:00
-

წმინდა ყურანი


Wednesday, August 19, 2026

Don't forget us in your sincere prayers