ალ-ბაქარა · 56/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
ثُمَّ بَعَثْنَاكُم مِّن بَعْدِ مَوْتِكُمْ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ ۝٥٦
Summa ba`asnaakum mim ba`di mawtikum la`allakum tashkuroon
📖 ქართული მნიშვნელობა
შემდეგ ჩვენ აღგადგინეთ [ხელახლა გაგაცოცხლეთ] თქვენ თქვენი სიკვდილის შემდეგ (მეხის დარტყმის შედეგად), რათა თქვენ მადლიერნი ყოფილიყავით!
🎧 მოსმენა

📜 აია 54-58 — ალ-ბაქარა

54وَإِذْ قَالَ مُوسَىٰ لِقَوْمِهِ يَا قَوْمِ إِنَّكُمْ ظَلَمْتُمْ أَنفُسَكُم بِاتِّخَاذِكُمُ الْعِجْلَ فَتُوبُوا إِلَىٰ بَارِئِكُمْ فَاقْتُلُوا أَنفُسَكُمْ ذَٰلِكُمْ خَيْرٌ لَّكُمْ عِندَ بَارِئِكُمْ فَتَابَ عَلَيْكُمْ ۚ إِنَّهُ هُوَ التَّوَّابُ الرَّحِيمُ
და აი, მიმართა მუსამ თავის ხალხს: «ო, ჩემო ხალხო! თქვენ თავადვე ჩაიდინეთ უსამართლობა საკუთარი თავის მიმართ, როდესაც (ღვთაებად) დაიდგინეთ (ოქროს) ხბო. მოინანიეთ თქვენი შემოქმედის წინაშე და მოკალით ერთმანეთი [თქვენგან მათ, ვინც ხბოს არ სცემდა თაყვანს — უნდა მოეკლათ ისინი, ვინც თაყვანს სცემდა მას]; ეს თქვენთვის უკეთესია თქვენი შემოქმედის წინაშე (ვიდრე ჯოჯოხეთში სამუდამოდ მოხვედრა) . და მან მიიღო თქვენი მონანიება, რადგან ის არის მონანიების მიმღები, შემწყალებელი!»
55وَإِذْ قُلْتُمْ يَا مُوسَىٰ لَن نُّؤْمِنَ لَكَ حَتَّىٰ نَرَى اللَّهَ جَهْرَةً فَأَخَذَتْكُمُ الصَّاعِقَةُ وَأَنتُمْ تَنظُرُونَ
და (გაიხსენეთ, როგორ) თქვით: «ო, მუსა! ჩვენ არ დაგიჯერებთ (რომ ალლაჰი შენს მეშვეობით გადასცემს გამოცხადებას), სანამ ალლაჰს ცხადად არ დავინახავთ». და დაგატყდათ მეხი, მაშინ, როცა თქვენ უყურებდით (და თქვენ დაიღუპეთ).
56ثُمَّ بَعَثْنَاكُم مِّن بَعْدِ مَوْتِكُمْ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
შემდეგ ჩვენ აღგადგინეთ [ხელახლა გაგაცოცხლეთ] თქვენ თქვენი სიკვდილის შემდეგ (მეხის დარტყმის შედეგად), რათა თქვენ მადლიერნი ყოფილიყავით!
57وَظَلَّلْنَا عَلَيْكُمُ الْغَمَامَ وَأَنزَلْنَا عَلَيْكُمُ الْمَنَّ وَالسَّلْوَىٰ ۖ كُلُوا مِن طَيِّبَاتِ مَا رَزَقْنَاكُمْ ۖ وَمَا ظَلَمُونَا وَلَٰكِن كَانُوا أَنفُسَهُمْ يَظْلِمُونَ
და (გაიხსენეთ ჩვენი წყალობა, როდესაც თქვენ დაიარებოდით მიწაზე), და ჩვენ დაგიფარეთ ღრუბელით და ჩამოგივლინეთ თქვენ მანანა [თაფლის მსგავი რამე, რომელიც ხეებზე ჩნდება] და მწყერი. (და ჩვენ გითხარით ): «იკვებეთ იმ სიკეთეებით, რომლებიც ჩვენ გიწყალობეთ!» (მაგრამ მათ დაიწყეს ალლაჰის ბრძანების დაუმორჩილებლობა, არ იყვნენ მადლიერნი მიღებული წყალობებისთვის) და (ამით) ჩვენ კი არ მოგვაყენეს უსამართლობა [ზიანი], არამედ თავად საკუთარ თავს ავნეს.
58وَإِذْ قُلْنَا ادْخُلُوا هَٰذِهِ الْقَرْيَةَ فَكُلُوا مِنْهَا حَيْثُ شِئْتُمْ رَغَدًا وَادْخُلُوا الْبَابَ سُجَّدًا وَقُولُوا حِطَّةٌ نَّغْفِرْ لَكُمْ خَطَايَاكُمْ ۚ وَسَنَزِيدُ الْمُحْسِنِينَ
და (გაიხსენეთ) ჩვენი წყალობა, როცა ვთქვით: «შედით ამ დასახლებაში [იერუსალიმში] და მიირთვით იქ, სადაც გნებავთ, და შედით ამ ქალაქის კარიბჭეში მუხლმოდრეკით (საჯდაზე დაცემით), და თქვით: "მიტევება!" [ო ალლაჰ, გვაპატიე!] — და ჩვენ მოგიტევებთ თქვენს ცოდვებს და გავუმრავლებთ სიკეთის მოქმედთ [ჯილდოს]».
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
56აია

თარგმანი — ალ-ბაქარა 56

სურა ალ-ბაქარა აია 56 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : შემდეგ ჩვენ აღგადგინეთ [ხელახლა გაგაცოცხლეთ] თქვენ თქვენი სიკვდილის შემდეგ (მეხის…

სურა აია 56/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 54–58. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers