სურა ან-ნაჰლი არაბულად და ქართულად
წაიკითხეთ სურა ან-ნაჰლი სრული ქართული თარგმანით, გამოთქმით და აუდიო წაკითხვით. თითოეული აიათის მნიშვნელობა. (128 აია — مكية). ან-ნაჰლი მოსმენა, ან-ნაჰლი თარგმანი, ან-ნაჰლი mp3, ან-ნაჰლი pdf.სურა ან-ნაჰლი წაკითხვა და მოსმენა
🎧 აია
M
Mishary Rashid Alafasy
✓
Mishary Rashid Alafasy
✓
M
Mahmoud Khalil Al-Husary
✓
Mahmoud Khalil Al-Husary
✓
A
Abdurrahman As-Sudais
✓
Abdurrahman As-Sudais
✓
M
Mohamed Siddiq Al-Minshawi
✓
Mohamed Siddiq Al-Minshawi
✓
A
Abdul Basit Abdul Samad
✓
Abdul Basit Abdul Samad
✓
A
Ali Al-Hudhaify
✓
Ali Al-Hudhaify
✓
A
Ahmed ibn Ali al-Ajamy
✓
Ahmed ibn Ali al-Ajamy
✓
A
Abu Bakr Ash-Shaatree
✓
Abu Bakr Ash-Shaatree
✓
M
Muhammad Ayyoub
✓
Muhammad Ayyoub
✓
A
Abdullah Basfar
✓
Abdullah Basfar
✓
A
Abdullah Al-Juhani
✓
Abdullah Al-Juhani
✓
M
Maher Al Muaiqly
✓
Maher Al Muaiqly
✓
—
x1
أَتَىٰ أَمْرُ اللَّهِ فَلَا تَسْتَعْجِلُوهُ ۚ سُبْحَانَهُ وَتَعَالَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ ١
📖 თარგმანი
აია 1
მოვიდა ალლაჰის ბრძანება, ნუ დააჩქარებთ მას; დიდება მას! მაღლაა იგი იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ.
يُنَزِّلُ الْمَلَائِكَةَ بِالرُّوحِ مِنْ أَمْرِهِ عَلَىٰ مَن يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ أَنْ أَنذِرُوا أَنَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا أَنَا فَاتَّقُونِ ٢
📖 თარგმანი
აია 2
გარდმოავლენს თავისი ბრძანებით ანგელოზებს სულით [გამოცხადებით], ვისზეც ინებებს თავის მსახურთაგან, რათა გააფრთხილონ [ხალხი], რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, ამიტომ გეშინოდეთ ჩემი [დაემორჩილეთ ჩემს ბრძანებებს და აკრძალვებს].
خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ بِالْحَقِّ ۚ تَعَالَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ ٣
📖 თარგმანი
აია 3
გააჩინა ცანი და დედამიწა ჭეშმარიტებით. ამაღლებულია იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ.
خَلَقَ الْإِنسَانَ مِن نُّطْفَةٍ فَإِذَا هُوَ خَصِيمٌ مُّبِينٌ ٤
📖 თარგმანი
აია 4
მან (ალლაჰმა) შექმნა ადამიანი წვეთისგან (სპერმისგან) და აი, იგი – აშკარად პრეტენზიულია, [ჯიუტად დაობს] (ამტკიცებს, რომ აღდგომა შეუძლებელია)!
وَالْأَنْعَامَ خَلَقَهَا ۗ لَكُمْ فِيهَا دِفْءٌ وَمَنَافِعُ وَمِنْهَا تَأْكُلُونَ ٥
📖 თარგმანი
აია 5
და პირუტყვიც მან (ალლაჰმა) შექმნა; თქვენთვის (ო, ხალხო) მასში [პირუტყვში] (არის) სითბო [მის ბეწვში] და (სხვა) სარგებელი [რძეში და ტყავის გამოყენებაში], და მათით იკვებებით.
وَلَكُمْ فِيهَا جَمَالٌ حِينَ تُرِيحُونَ وَحِينَ تَسْرَحُونَ ٦
📖 თარგმანი
აია 6
და თქვენთვის მათში [პირუტყვში] არის სილამაზე, როდესაც საღამოობით [ასვენებთ] მათ და როდესაც [დილით] უშვებთ [საძოვარზე].
وَتَحْمِلُ أَثْقَالَكُمْ إِلَىٰ بَلَدٍ لَّمْ تَكُونُوا بَالِغِيهِ إِلَّا بِشِقِّ الْأَنفُسِ ۚ إِنَّ رَبَّكُمْ لَرَءُوفٌ رَّحِيمٌ ٧
📖 თარგმანი
აია 7
და ზიდავენ თქვენს ტვირთს ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ვერ მიაღწევდით, უდიდესი წვალების გარეშე. უეჭველად, თქვენი ღმერთი მართლაც შემწყნარებელი, მწყალობელია.
وَالْخَيْلَ وَالْبِغَالَ وَالْحَمِيرَ لِتَرْكَبُوهَا وَزِينَةً ۚ وَيَخْلُقُ مَا لَا تَعْلَمُونَ ٨
📖 თარგმანი
აია 8
და გააჩინა ცხენები, ჯორები და ვირები, რათა ამხედრდეთ მათზე და სამშვენისად. და ქმნის იმას, რაც თქვენ არ იცით.
وَعَلَى اللَّهِ قَصْدُ السَّبِيلِ وَمِنْهَا جَائِرٌ ۚ وَلَوْ شَاءَ لَهَدَاكُمْ أَجْمَعِينَ ٩
📖 თარგმანი
აია 9
ალლაჰზეა (ვალდებულება) (ხალხისთვის განმარტოს) სწორი გზა [პირდაპირი გზა] (რათა ისინი ჭეშმარიტ გზაზე იყვნენ). მაგრამ (ასევე) არსებობს (გზები), რომლებიც გადაუხვევენ მას [პირდაპირი გზიდან]. და თუ ის [ალლაჰი] ისურვებდა, უეჭველად წარუძღვებოდა ჭეშმარიტ გზაზე თქვენ ყველას [გახდიდა მორწმუნეებად].
هُوَ الَّذِي أَنزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً ۖ لَّكُم مِّنْهُ شَرَابٌ وَمِنْهُ شَجَرٌ فِيهِ تُسِيمُونَ ١٠
📖 თარგმანი
აია 10
იგია, რომელმაც ზეციდან წყალი ჩამოავლინა; მისგან გაქვთ სასმელი [წყალი] და (ის აღმოაცენს) მისგან (მცენარეებსა და) ხეებს, სადაც თქვენ მწყემსავთ (თქვენს პირუტყვს).
يُنبِتُ لَكُم بِهِ الزَّرْعَ وَالزَّيْتُونَ وَالنَّخِيلَ وَالْأَعْنَابَ وَمِن كُلِّ الثَّمَرَاتِ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِّقَوْمٍ يَتَفَكَّرُونَ ١١
📖 თარგმანი
აია 11
მისით აღმოგიცენებთ ყანებს, ზეთისხილს, ფინიკს, ყურძენს და ყოველგვარ ნაყოფს. ჭეშმარიტად, ამაში მართლაც სასწაულია მოაზროვნე ხალხისთვის.
وَسَخَّرَ لَكُمُ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ وَالشَّمْسَ وَالْقَمَرَ ۖ وَالنُّجُومُ مُسَخَّرَاتٌ بِأَمْرِهِ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِّقَوْمٍ يَعْقِلُونَ ١٢
📖 თარგმანი
აია 12
და დაგიმორჩილათ ღამე და დღე, მზე და მთვარე. და ვარსკვლავებიც დამორჩილებულნი არიან მისი ბრძანებით. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია გონიერი ხალხისთვის.
وَمَا ذَرَأَ لَكُمْ فِي الْأَرْضِ مُخْتَلِفًا أَلْوَانُهُ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِّقَوْمٍ يَذَّكَّرُونَ ١٣
📖 თარგმანი
აია 13
და (ასევე დაგიმორჩილათ) ის, რაც თქვენთვის შექმნა მიწაზე სხვადასხვა ფერებში [ცხოველები, ნაყოფი და სასარგებლო წიაღები]. რა თქმა უნდა, ამაში [ფერების მრავალფეროვნებასა და სარგებლის სიუხვეში] — უეჭველად არის ნიშანი [ცხადი მტკიცებულება] იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიგონებენ (გაფრთხილებებს)!
وَهُوَ الَّذِي سَخَّرَ الْبَحْرَ لِتَأْكُلُوا مِنْهُ لَحْمًا طَرِيًّا وَتَسْتَخْرِجُوا مِنْهُ حِلْيَةً تَلْبَسُونَهَا وَتَرَى الْفُلْكَ مَوَاخِرَ فِيهِ وَلِتَبْتَغُوا مِن فَضْلِهِ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ ١٤
📖 თარგმანი
აია 14
და იგია, ვინც დაგიმორჩილათ ზღვა, რათა მისგან ჭამოთ ნედლი ხორცი და მოიპოვოთ სამკაული, რომელსაც ატარებთ; და შენ ხედავ გემებს, რომლებიც კვეთენ მას [ზღვის ზედაპირს], და რათა თქვენ მიიღოთ მისი წყალობისაგან [ყველა სასარგებლო რამ, რაც კი გემის მფლობელს შეუძლია გააკეთოს], რათა თქვენ იყოთ მადლიერნი [უზენაესის) (მისი დიდი წყალობებისათვის თქვენზე]!
وَأَلْقَىٰ فِي الْأَرْضِ رَوَاسِيَ أَن تَمِيدَ بِكُمْ وَأَنْهَارًا وَسُبُلًا لَّعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ ١٥
📖 თარგმანი
აია 15
და მან დაადგინა მიწაზე მტკიცე [მთები], რათა ის არ შეირყეს (თქვენთან ერთად), და (მან შექმნა მასზე) მდინარეები და გზები, რათა თქვენ შეძლოთ (ამ გზებით) მიჰყვეთ სწორ გზას (იმ ადგილებისკენ, საითკენაც მიდიხართ).
وَعَلَامَاتٍ ۚ وَبِالنَّجْمِ هُمْ يَهْتَدُونَ ١٦
📖 თარგმანი
აია 16
და (ასევე მან შექმნა) ნიშნები (რომლებიც გზებზეა, და რომლითაც თქვენ განსაზღვრავთ გზას), ხოლო ვარსკვლავით [ვარსკვლავებით] ისინი პოულობენ გზას (ღამით).
أَفَمَن يَخْلُقُ كَمَن لَّا يَخْلُقُ ۗ أَفَلَا تَذَكَّرُونَ ١٧
📖 თარგმანი
აია 17
განა შემოქმედი [ამ ყველაფრისა] იმის მსგავსია, ვინც არ ქმნის? ნუთუ არ დაფიქრდებით [ალლაჰის სიდიადეზე და მის ყოვლის შემძლეობაზე, და იმას რომ მისი თანასწორები არ არიან ცრუ ღმერთები, რომელნიც არაფერს არ ქმნიან]?!
وَإِن تَعُدُّوا نِعْمَةَ اللَّهِ لَا تُحْصُوهَا ۗ إِنَّ اللَّهَ لَغَفُورٌ رَّحِيمٌ ١٨
📖 თარგმანი
აია 18
და თუ დაითვლით ალლაჰის წყალობას, ვერ აღრიცხავთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია!
وَاللَّهُ يَعْلَمُ مَا تُسِرُّونَ وَمَا تُعْلِنُونَ ١٩
📖 თარგმანი
აია 19
ხოლო ალლაჰმა იცის ყველაფერი, რასაც მალავთ და რასაც ავლენთ [ის, რასაც აშკარად აკეთებთ].
وَالَّذِينَ يَدْعُونَ مِن دُونِ اللَّهِ لَا يَخْلُقُونَ شَيْئًا وَهُمْ يُخْلَقُونَ ٢٠
📖 თარგმანი
აია 20
ხოლო მათ, რომელთაც ისინი [მრავალღმერთიანები] ალლაჰის გარდა ევედრებიან, არაფერი შეუქმნიათ, არამედ თვითონ არიან შექმნილნი.
أَمْوَاتٌ غَيْرُ أَحْيَاءٍ ۖ وَمَا يَشْعُرُونَ أَيَّانَ يُبْعَثُونَ ٢١
📖 თარგმანი
აია 21
[ყალბი ღმერთები] – ისინი მკვდარნი არიან, არ არიან ცოცხლები და მათ არ იციან, როდის აღდგებიან [ისინი, ვინც თაყვანს სცემდნენ მათ].
إِلَٰهُكُمْ إِلَٰهٌ وَاحِدٌ ۚ فَالَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ قُلُوبُهُم مُّنكِرَةٌ وَهُم مُّسْتَكْبِرُونَ ٢٢
📖 თარგმანი
აია 22
ღმერთი თქვენი – ერთი ღმერთია. ხოლო ისინი, ვისაც არ სწამთ საიქიოსი, მათი გულები უარმყოფელია და ისინი ამპარტავნები არიან.
لَا جَرَمَ أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا يُسِرُّونَ وَمَا يُعْلِنُونَ ۚ إِنَّهُ لَا يُحِبُّ الْمُسْتَكْبِرِينَ ٢٣
📖 თარგმანი
აია 23
ეჭვგარეშეა, რომ ალლაჰმა იცის, რასაც მალავენ და რასაც აცხადებენ. ჭეშმარიტად, მას [ალლაჰს] არ უყვარს ამპარტავნები.
وَإِذَا قِيلَ لَهُم مَّاذَا أَنزَلَ رَبُّكُمْ ۙ قَالُوا أَسَاطِيرُ الْأَوَّلِينَ ٢٤
📖 თარგმანი
აია 24
და როდესაც ეკითხებიან მათ [მრავალღმერთიანებს] [ყურანის შესახებ]: «რა გარდმოავლინა თქვენმა უფალმა?» – ისინი პასუხობენ: «ძველი ხალხების [გამოგონილი] ლეგენდები!»
لِيَحْمِلُوا أَوْزَارَهُمْ كَامِلَةً يَوْمَ الْقِيَامَةِ ۙ وَمِنْ أَوْزَارِ الَّذِينَ يُضِلُّونَهُم بِغَيْرِ عِلْمٍ ۗ أَلَا سَاءَ مَا يَزِرُونَ ٢٥
📖 თარგმანი
აია 25
(და თქვეს ეს სიცრუე), რათა იტვირთონ თავიანთი ტვირთები [ცოდვები] სრულად აღდგომის დღეს და ტვირთები [ცოდვები] მათი, ვინც მათ შეცდომაში შეიყვანეს [თავიანთი მიმდევრები] ყოველგვარი (ცოდნის) გარეშე. რა ამაზრზენია ის, რასაც ისინი იტვირთავენ!
قَدْ مَكَرَ الَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ فَأَتَى اللَّهُ بُنْيَانَهُم مِّنَ الْقَوَاعِدِ فَخَرَّ عَلَيْهِمُ السَّقْفُ مِن فَوْقِهِمْ وَأَتَاهُمُ الْعَذَابُ مِنْ حَيْثُ لَا يَشْعُرُونَ ٢٦
📖 თარგმანი
აია 26
უკვე ხრიკებს აწყობდნენ (თავიანთი წინასწარმეტყველების წინააღმდეგ) ისინი (ურწმუნონი), რომლებიც მათამდე იყვნენ [ამ მრავალღმერთიანებამდე], და ალლაჰმა მოგლიჯა მათი შენობა საფუძვლიდან. და დაეცა მათ ზემოდან სახურავი, და მოაღწია მათ სასჯელმა იქიდან, საიდანაც ისინი არც კი გრძნობდნენ [ვერც კი მოელოდნენ].
ثُمَّ يَوْمَ الْقِيَامَةِ يُخْزِيهِمْ وَيَقُولُ أَيْنَ شُرَكَائِيَ الَّذِينَ كُنتُمْ تُشَاقُّونَ فِيهِمْ ۚ قَالَ الَّذِينَ أُوتُوا الْعِلْمَ إِنَّ الْخِزْيَ الْيَوْمَ وَالسُّوءَ عَلَى الْكَافِرِينَ ٢٧
📖 თარგმანი
აია 27
შემდეგ, აღდგომის დღეს, მათ შეარცხვენს და ეტყვის: «სად არიან ჩემი თანაზიარნი, რომელთა გამოც ურჩობას იჩენდით?» იტყვიან ცოდნის მქონენი: «ჭეშმარიტად, სირცხვილი და ბოროტება ამ დღეს ურწმუნოთა თავსაა».
الَّذِينَ تَتَوَفَّاهُمُ الْمَلَائِكَةُ ظَالِمِي أَنفُسِهِمْ ۖ فَأَلْقَوُا السَّلَمَ مَا كُنَّا نَعْمَلُ مِن سُوءٍ ۚ بَلَىٰ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ ٢٨
📖 თარგმანი
აია 28
ისინი, რომელთაც მიიბარებენ ანგელოზები, [იმ მდგომარეობაში] როცა თავიანთი სულების მიმართ უსამართლონი არიან [თავიანთი ურწმუნოებით], [სიკვდილის დანახვისას] მორჩილებას გამოხატავენ [და იტყვიან]: «ჩვენ არანაირ ბოროტებას არ ჩავდიოდით». [მათ ეტყვიან]: «პირიქით! ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა იმისა, რასაც თქვენ სჩადიოდით».
فَادْخُلُوا أَبْوَابَ جَهَنَّمَ خَالِدِينَ فِيهَا ۖ فَلَبِئْسَ مَثْوَى الْمُتَكَبِّرِينَ ٢٩
📖 თარგმანი
აია 29
«შედით ჯოჯოხეთის კარიბჭეებში, სადაც მარადჟამს დარჩებით! რა საზარელია ამპარტავანთა სამყოფელი!»
۞ وَقِيلَ لِلَّذِينَ اتَّقَوْا مَاذَا أَنزَلَ رَبُّكُمْ ۚ قَالُوا خَيْرًا ۗ لِّلَّذِينَ أَحْسَنُوا فِي هَٰذِهِ الدُّنْيَا حَسَنَةٌ ۚ وَلَدَارُ الْآخِرَةِ خَيْرٌ ۚ وَلَنِعْمَ دَارُ الْمُتَّقِينَ ٣٠
📖 თარგმანი
აია 30
და შეეკითხებიან ღვთისმოშიშთ: «რა გარდმოავლინა თქვენმა ღმერთმა?» მიუგებენ: «სიკეთე». კეთილისმქმნელთათვის ამქვეყნად სიკეთეა, ხოლო იმქვეყნიური სამყოფელი უკეთესია. და რაოდენ მშვენიერია სამყოფელი ღვთისმოშიშთა.
جَنَّاتُ عَدْنٍ يَدْخُلُونَهَا تَجْرِي مِن تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۖ لَهُمْ فِيهَا مَا يَشَاءُونَ ۚ كَذَٰلِكَ يَجْزِي اللَّهُ الْمُتَّقِينَ ٣١
📖 თარგმანი
აია 31
ედემის სამოთხეები, რომელშიც შევლენ, და რომელთა ქვეშაც მიედინებიან მდინარენი; იქ ექნებათ, რასაც ინებებენ. ასე მიაგებს საზღაურს ალლაჰი ღვთისმოშიშთ.
الَّذِينَ تَتَوَفَّاهُمُ الْمَلَائِكَةُ طَيِّبِينَ ۙ يَقُولُونَ سَلَامٌ عَلَيْكُمُ ادْخُلُوا الْجَنَّةَ بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ ٣٢
📖 თარგმანი
აია 32
იმ კეთილებს [ურწმუნოებისგან სუფთა], რომელთაც ანგელოზები მიიბარებენ, ეტყვიან: «მშვიდობა თქვენ! შედით სამოთხეში იმის გამო, რასაც აკეთებდით».
هَلْ يَنظُرُونَ إِلَّا أَن تَأْتِيَهُمُ الْمَلَائِكَةُ أَوْ يَأْتِيَ أَمْرُ رَبِّكَ ۚ كَذَٰلِكَ فَعَلَ الَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۚ وَمَا ظَلَمَهُمُ اللَّهُ وَلَٰكِن كَانُوا أَنفُسَهُمْ يَظْلِمُونَ ٣٣
📖 თარგმანი
აია 33
ნუთუ მხოლოდ იმას ელოდებიან [ეს კერპთაყვანისმცემლები], რომ ანგელოზები მივიდნენ მათთან [რათა სულები ახადონ მათ ცემით], ან შენი ღმერთის ბრძანება მოვიდეს [მრავალღმერთიანთა გასანადგურებლად]? ასევე მოიქცნენ ისინი, ვინც მათზე უწინ იყვნენ [მექქელ ურწმონოებზე წინ]. და ალლაჰი უსამართლოდ არ მოქცევია მათ [როცა მათ უბედურებას დაატეხს თავს, მათი განადგურებით], არამედ თავიანთ თავს ექცეოდნენ უსამართლოდ.
فَأَصَابَهُمْ سَيِّئَاتُ مَا عَمِلُوا وَحَاقَ بِهِم مَّا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ ٣٤
📖 თარგმანი
აია 34
და მათ თავს დაატყდათ თავიანთი ნამოქმედარის სიავე და იმითვე იქმნენ შეპყრობილნი [სასჯელით რომლისაც არ სწამდათ], რასაც აბუჩად იგდებდნენ.
وَقَالَ الَّذِينَ أَشْرَكُوا لَوْ شَاءَ اللَّهُ مَا عَبَدْنَا مِن دُونِهِ مِن شَيْءٍ نَّحْنُ وَلَا آبَاؤُنَا وَلَا حَرَّمْنَا مِن دُونِهِ مِن شَيْءٍ ۚ كَذَٰلِكَ فَعَلَ الَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۚ فَهَلْ عَلَى الرُّسُلِ إِلَّا الْبَلَاغُ الْمُبِينُ ٣٥
📖 თარგმანი
აია 35
და თქვეს მრავალღმერთიანებმა: «თუ ალლაჰს მოესურვებოდა, არც ჩვენ და არც ჩვენი მამები მის გარდა არაფერს არ ვცემდით თაყვანს, და მისი ნებართვის გარეშე არაფერს არ ავკრძალავდით». სწორედ ასე იქცეოდნენ ისინი, ვინც მათამდე [მექელ ურწმონოების წინ] იყვნენ. ნუთუ მოციქულებს ეკისრებათ რამე სხვა, გარდა ნათელი უწყების გადმოცემისა?
وَلَقَدْ بَعَثْنَا فِي كُلِّ أُمَّةٍ رَّسُولًا أَنِ اعْبُدُوا اللَّهَ وَاجْتَنِبُوا الطَّاغُوتَ ۖ فَمِنْهُم مَّنْ هَدَى اللَّهُ وَمِنْهُم مَّنْ حَقَّتْ عَلَيْهِ الضَّلَالَةُ ۚ فَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَانظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الْمُكَذِّبِينَ ٣٦
📖 თარგმანი
აია 36
და ჩვენ უკვე მივავლინეთ ყოველი თემისათვის (ვინც იყო ადრე) (თავისი) მოციქული (მივეცით მას ბრძანება, რომ ეთქვა მათთვის): «თაყვანი ეცით (მხოლოდ ერთ) ალლაჰს და ერიდეთ ცრუ ღვთაებებს [ტაღუთს] [ნუ სცემთ თაყვანს კერპებს, მკვდრებს და არავის და არაფერს, გარდა ალლაჰისა]». და მათ შორის იყვნენ ისინი, ვისაც ალლაჰმა წარუძღვა (ჭეშმარიტ გზაზე), და მათ შორის იყვნენ ისინი, ვისაც დაეწერა გზა შეცდომისა [ვინც აჩვენეს ქედმაღლობა და ზურგი უბრუნეს ჭეშმარიტებას]. მაშ, იმოგზაურეთ მიწაზე და შეხედეთ [მიიღეთ შეგონება], როგორი იყო დასასრული [რა სასჯელი მოუწია] სიცრუის მომგონებლებს!
إِن تَحْرِصْ عَلَىٰ هُدَاهُمْ فَإِنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي مَن يُضِلُّ ۖ وَمَا لَهُم مِّن نَّاصِرِينَ ٣٧
📖 თარგმანი
აია 37
შენ რომც ეცადო მათ სწორ გზაზე დაყენებას [ო, მოციქულო], ჭეშმარიტად, ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე იმას, ვისაც ის აუბნევს გზას, და მათ არ ეყოლებათ შემწეები.
وَأَقْسَمُوا بِاللَّهِ جَهْدَ أَيْمَانِهِمْ ۙ لَا يَبْعَثُ اللَّهُ مَن يَمُوتُ ۚ بَلَىٰ وَعْدًا عَلَيْهِ حَقًّا وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ ٣٨
📖 თარგმანი
აია 38
და დაიფიცეს ალლაჰს მათ [მრავალღმერთიანებმა] ყველაზე ძლიერი ფიცით, რომ ალლაჰი არ აღადგენს იმას, ვინც მოკვდა. პირიქით, (ის აღადგენს მკვდრებს) თავისი ჭეშმარიტი აღთქმის მიხედვით, მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის.
لِيُبَيِّنَ لَهُمُ الَّذِي يَخْتَلِفُونَ فِيهِ وَلِيَعْلَمَ الَّذِينَ كَفَرُوا أَنَّهُمْ كَانُوا كَاذِبِينَ ٣٩
📖 თარგმანი
აია 39
რათა ცხადად განუმარტოს მათ ის, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ და რათა იცოდნენ მათ, ვინც არ ირწმუნეს, რომ ისინი მატყუარები იყვნენ.
إِنَّمَا قَوْلُنَا لِشَيْءٍ إِذَا أَرَدْنَاهُ أَن نَّقُولَ لَهُ كُن فَيَكُونُ ٤٠
📖 თარგმანი
აია 40
ჩვენი სიტყვა (იმისთვის, რომ შევქმნათ) რაიმე, როცა ჩვენ ვინებებთ (რომ) ის (შეიქმნას), არის მხოლოდ ის, რომ ვამბობთ მას (ერთჯერ): «იყავ» – და ის (მაშინვე) იქმნება [მოხდება].
وَالَّذِينَ هَاجَرُوا فِي اللَّهِ مِن بَعْدِ مَا ظُلِمُوا لَنُبَوِّئَنَّهُمْ فِي الدُّنْيَا حَسَنَةً ۖ وَلَأَجْرُ الْآخِرَةِ أَكْبَرُ ۚ لَوْ كَانُوا يَعْلَمُونَ ٤١
📖 თარგმანი
აია 41
ხოლო ისინი, ვინც გადასახლდნენ ალლაჰის გზაზე, მას შემდეგ, რაც ჩაგრულ იქნენ, უეჭველად, ჩვენ მათ ვუბოძებთ კეთილ სამყოფელს ამქვეყნად; ხოლო იმქვეყნიური საზღაური უფრო დიდია, რომ იცოდნენ,
الَّذِينَ صَبَرُوا وَعَلَىٰ رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ ٤٢
📖 თარგმანი
აია 42
[ალლაჰისთვის გადასახლებულნი ისინი არიან] რომლებმაც მოითმინეს და რომლებიც საკუთარ უფალს ეყრდნობიან [სრულიად მასზე იმედოვნებენ].
وَمَا أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ إِلَّا رِجَالًا نُّوحِي إِلَيْهِمْ ۚ فَاسْأَلُوا أَهْلَ الذِّكْرِ إِن كُنتُمْ لَا تَعْلَمُونَ ٤٣
📖 თარგმანი
აია 43
და შენამდე (ო, მოციქულო) ჩვენ მივავლინეთ (წინათ არსებულ თემებს) მხოლოდ მამაკაცები (და არა ქალები ან ანგელოზები), რომლებსაც ვაძლევდით გამოცხადებას. ჰკითხეთ (ო, მრავალღმერთიანებო) შეგონების ადამიანებს [მათ, ვისაც აქვს ცოდნა თორადან და ინჯილიდან], თუ თქვენ თვითონ არ იცით (ამის შესახებ).
بِالْبَيِّنَاتِ وَالزُّبُرِ ۗ وَأَنزَلْنَا إِلَيْكَ الذِّكْرَ لِتُبَيِّنَ لِلنَّاسِ مَا نُزِّلَ إِلَيْهِمْ وَلَعَلَّهُمْ يَتَفَكَّرُونَ ٤٤
📖 თარგმანი
აია 44
[წარმოვაგზავნეთ წინა მოციქულები] ცხადი მტკიცებულებებითა და წერილებით. და გარდმოგივლინეთ შენ შეხსენება [ყურანი], რათა განუმარტო ხალხს ის, რაც გარდმოევლინათ მათ [რათა ყურანი განუმარტო ხალხს ყურანითვე], და ეგების ისინი დაფიქრდნენ.
أَفَأَمِنَ الَّذِينَ مَكَرُوا السَّيِّئَاتِ أَن يَخْسِفَ اللَّهُ بِهِمُ الْأَرْضَ أَوْ يَأْتِيَهُمُ الْعَذَابُ مِنْ حَيْثُ لَا يَشْعُرُونَ ٤٥
📖 თარგმანი
აია 45
ნუთუ დარწმუნებულნი არიან ისინი, რომლებიც აწყობდნენ ბოროტ ინტრიგებს (მოციქულის წინააღმდეგ), რომ ალლაჰი არ აიძულებს მიწას შთანთქას ისინი, ან არ მოაწევს მათ სასჯელი იქიდან, საიდანაც ისინი არც გრძნობენ [არ ელიან]?
أَوْ يَأْخُذَهُمْ فِي تَقَلُّبِهِمْ فَمَا هُم بِمُعْجِزِينَ ٤٦
📖 თარგმანი
აია 46
ან შეიპყროს ისინი მათი მიმოსვლისას, და ისინი ვერასგზით ვერ დააღწევენ თავს.
أَوْ يَأْخُذَهُمْ عَلَىٰ تَخَوُّفٍ فَإِنَّ رَبَّكُمْ لَرَءُوفٌ رَّحِيمٌ ٤٧
📖 თარგმანი
აია 47
ან შეიპყრობს მათ შიშის ჟამს, რამეთუ, ჭეშმარიტად, თქვენი უფალი ლმობიერია, მწყალობელია [და არ ჩქარობს საჯელით, ეგების მოინანიონ, და გახდნენ მორწმუნენი].
أَوَلَمْ يَرَوْا إِلَىٰ مَا خَلَقَ اللَّهُ مِن شَيْءٍ يَتَفَيَّأُ ظِلَالُهُ عَنِ الْيَمِينِ وَالشَّمَائِلِ سُجَّدًا لِّلَّهِ وَهُمْ دَاخِرُونَ ٤٨
📖 თარგმანი
აია 48
ნუთუ არ უნახავთ მათ [უღმერთოებს], რომ იმას, რასაც ალლაჰი ქმნის [მთებს, ხეებს…], მათი ჩრდილი გადაიხრება (ერთი დროის განმავლობაში) მარჯვნივ და (სხვა დროის განმავლობაში) მარცხნივ, დამხობილნი [საჯდაზე] და მორჩილნი ალლაჰის წინაშე?
وَلِلَّهِ يَسْجُدُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ مِن دَابَّةٍ وَالْمَلَائِكَةُ وَهُمْ لَا يَسْتَكْبِرُونَ ٤٩
📖 თარგმანი
აია 49
ალლაჰის წინაშე ქედს იხრის ცაში არსებული ყოველივე და მიწაზე ყოველი მოძრავი არსება [ცხოველი], და ანგელოზნიც; და ისინი არ ამპარტავნობენ.
يَخَافُونَ رَبَّهُم مِّن فَوْقِهِمْ وَيَفْعَلُونَ مَا يُؤْمَرُونَ ۩ ٥٠
📖 თარგმანი
აია 50
ეშინიათ [ანგელოზებს[ თავიანთი უფლის, რომელიც მათ ზემოთაა, და აკეთებენ იმას, რაც მათ ებრძანათ ۩.
۞ وَقَالَ اللَّهُ لَا تَتَّخِذُوا إِلَٰهَيْنِ اثْنَيْنِ ۖ إِنَّمَا هُوَ إِلَٰهٌ وَاحِدٌ ۖ فَإِيَّايَ فَارْهَبُونِ ٥١
📖 თარგმანი
აია 51
და თქვა ალლაჰმა: «არ გაიჩინოთ ორი ღვთაება; ჭეშმარიტად, იგია ერთადერთი ღვთაება, და ამიტომ მხოლოდ ჩემი გეშინოდეთ!»
وَلَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَلَهُ الدِّينُ وَاصِبًا ۚ أَفَغَيْرَ اللَّهِ تَتَّقُونَ ٥٢
📖 თარგმანი
აია 52
და მას [ალლაჰს] ეკუთვნის ის, რაც ცაშია და მიწაზე [ის არის ყველაფრის შემოქმედი, მფლობელი და ღმერთი], და მისია (მას უნდა ეძღვნებოდეს) თაყვანისცემა განუწყვეტლად. ნუთუ ვინმესგან, ალლაჰის გარდა, შეგეშინდებათ?
وَمَا بِكُم مِّن نِّعْمَةٍ فَمِنَ اللَّهِ ۖ ثُمَّ إِذَا مَسَّكُمُ الضُّرُّ فَإِلَيْهِ تَجْأَرُونَ ٥٣
📖 თარგმანი
აია 53
და როგორი წყალობაც არ უნდა გქონდეთ (იქნება ეს რწმენა, ჯანმრთელობა, სიუხვე, შვილები,…), (ეს) – (მხოლოდ) ალლაჰისგანაა. შემდეგ, როდესაც უბედურება [სენი, შიმშილი,…] შეგეხებათ, მაშინ (მხოლოდ) მას მიმართავთ მუდარით.
ثُمَّ إِذَا كَشَفَ الضُّرَّ عَنكُمْ إِذَا فَرِيقٌ مِّنكُم بِرَبِّهِمْ يُشْرِكُونَ ٥٤
📖 თარგმანი
აია 54
შემდეგ კი, როცა უბედურებას მოგაშორებთ, მაშინ თქვენგან ნაწილი [ხელახლა] თავიანთ უფალს თანაზიარს უჩენს.
لِيَكْفُرُوا بِمَا آتَيْنَاهُمْ ۚ فَتَمَتَّعُوا ۖ فَسَوْفَ تَعْلَمُونَ ٥٥
📖 თარგმანი
აია 55
იმისთვის, რომ უარყონ (აღიარება) იმისა, რაც ჩვენ მივეცით მათ. (ჯერ-ჯერობით) ისარგებლეთ (ამ წუთისოფლით), მერე კი შეიტყობთ (თქვენი ურწმუნოების შედეგს)!
وَيَجْعَلُونَ لِمَا لَا يَعْلَمُونَ نَصِيبًا مِّمَّا رَزَقْنَاهُمْ ۗ تَاللَّهِ لَتُسْأَلُنَّ عَمَّا كُنتُمْ تَفْتَرُونَ ٥٦
📖 თარგმანი
აია 56
და იმას, რაც არ იციან, წილს უნაწილებენ იმისგან, რითიც ჩვენ ვასაზრდოეთ. ალლაჰს ვფიცავ, აუცილებლად მოგეკითხებათ [განკითხვის დღეს] იმის გამო, რასაც თხზავდით [ალლაჰის წინააღმდეგ].
وَيَجْعَلُونَ لِلَّهِ الْبَنَاتِ سُبْحَانَهُ ۙ وَلَهُم مَّا يَشْتَهُونَ ٥٧
📖 თარგმანი
აია 57
და ისინი [ურწმუნონი] ალლაჰს მიაწერენ ქალიშვილებს [ამბობენ, რომ თითქოს ანგელოზები ალლაჰის ქალიშვილები არიან]. უზენაესია ის [ალლაჰი არის ამაღლებული იმათზე, რასაც ისინი მის შესახებ ამბობენ]! ხოლო მათთვის იმას, რასაც ისინი ისურვებენ [მათთვის ასულები სირცხვილია, და საკუთარ თავს ძეებს მიაწერენ].
وَإِذَا بُشِّرَ أَحَدُهُم بِالْأُنثَىٰ ظَلَّ وَجْهُهُ مُسْوَدًّا وَهُوَ كَظِيمٌ ٥٨
📖 თარგმანი
აია 58
და როცა რომელიმე მათგანს ასულს ახარებენ, სახე უშავდება და ის მწუხარებით ივსება [რაც ალლაჰს აკადრეს, თავისთვის სასირცხვილოდ მიიჩნიეს],
يَتَوَارَىٰ مِنَ الْقَوْمِ مِن سُوءِ مَا بُشِّرَ بِهِ ۚ أَيُمْسِكُهُ عَلَىٰ هُونٍ أَمْ يَدُسُّهُ فِي التُّرَابِ ۗ أَلَا سَاءَ مَا يَحْكُمُونَ ٥٩
📖 თარგმანი
აია 59
იმალება ხალხისგან იმ სევდის გამო, რითაც გაახარეს [ახალი ამბით, რომ მას ქალიშვილი შეეძინა]: შეინარჩუნოს ეს [ის, რითაც გაახარეს] დამცირებით [შერცხვენილად იგრძნეს თავი თანამოძმეებს შორის] თუ დამალოს [დამარხოს] იგი (ცოცხალი) მიწაში? ო, რა ამაზრზენად მსჯელობენ ისინი (ალლაჰს ქალიშვილებს მიაწერენ, ხოლო საკუთარ თავს ძეებს)!
لِلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ مَثَلُ السَّوْءِ ۖ وَلِلَّهِ الْمَثَلُ الْأَعْلَىٰ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ ٦٠
📖 თარგმანი
აია 60
ვისაც არ სწამს საიქიო ცხოვრების, (მათთვის არის) ცუდი აღწერა, ხოლო ალლაჰს ეკუთვნის უმაღლესი აღწერა ცაში და მიწაზე [ის არის ამაღლებული ყველაფერზე თავისი არსებით, თავისი სახელებითა და აღწერილობებით]. და ის არის დიდებული, ბრძენი!
وَلَوْ يُؤَاخِذُ اللَّهُ النَّاسَ بِظُلْمِهِم مَّا تَرَكَ عَلَيْهَا مِن دَابَّةٍ وَلَٰكِن يُؤَخِّرُهُمْ إِلَىٰ أَجَلٍ مُّسَمًّى ۖ فَإِذَا جَاءَ أَجَلُهُمْ لَا يَسْتَأْخِرُونَ سَاعَةً ۖ وَلَا يَسْتَقْدِمُونَ ٦١
📖 თარგმანი
აია 61
და თუ ალლაჰი შეიპყრობდა ადამიანებს [ურწმუნოებსა და ურჩებს] მათი ბოროტების გამო [ურწმუნოებისა და ალლაჰზე ცრუ ამბების შეთხზვის გამო], მაშინ არ დატოვებდა მასზე [მიწაზე] არც ერთ ცხოველს [ურწმუნოს]. მაგრამ ის აძლევს მათ გადავადებას გარკვეულ ვადამდე. ხოლო როცა მოვა მათი ვადა (რომელიც ალლაჰმა განუსაზღვრა), ისინი ვერ დაიგვიანებენ (ამ ვადაზე) არც ერთი საათით [არ მიეცემათ გადავადება] და ვერ დააჩქარებენ (ვადას ერთი საათითაც კი) [ის არ დადგება უფრო ადრე, ვიდრე დადგენილია].
وَيَجْعَلُونَ لِلَّهِ مَا يَكْرَهُونَ وَتَصِفُ أَلْسِنَتُهُمُ الْكَذِبَ أَنَّ لَهُمُ الْحُسْنَىٰ ۖ لَا جَرَمَ أَنَّ لَهُمُ النَّارَ وَأَنَّهُم مُّفْرَطُونَ ٦٢
📖 თარგმანი
აია 62
და ისინი ალლაჰს მიაწერენ იმას, რასაც თვითონ სძულთ [ქალიშვილებს], და მათი ენები აღწერენ სიცრუეს, რომ მათთვის (მზად არის) საუკეთესო [მშვენიერი დასასრული]. უეჭველად, მათთვისაა ცეცხლი. და ისინი იქ მიტოვებულნი [დავიწყებულნი] იქნებიან!
تَاللَّهِ لَقَدْ أَرْسَلْنَا إِلَىٰ أُمَمٍ مِّن قَبْلِكَ فَزَيَّنَ لَهُمُ الشَّيْطَانُ أَعْمَالَهُمْ فَهُوَ وَلِيُّهُمُ الْيَوْمَ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ ٦٣
📖 თარგმანი
აია 63
ვფიცავ ალლაჰს, ნამდვილად ჩვენ გავგზავნეთ (შუამავლები და მოციქულები) თემებთან, რომლებიც შენამდე იყვნენ (ო, მუჰამმად), და სატანამ შეულამაზა მათ მათი საქმეები [ურწმუნოება, მრავალღმერთიანობა და მოციქულებთან მტრობა]. და ის [სატანა] არის მათი მფარველი დღეს [ამქვეყნად], ხოლო მათთვისაა მტანჯველი სასჯელი!
وَمَا أَنزَلْنَا عَلَيْكَ الْكِتَابَ إِلَّا لِتُبَيِّنَ لَهُمُ الَّذِي اخْتَلَفُوا فِيهِ ۙ وَهُدًى وَرَحْمَةً لِّقَوْمٍ يُؤْمِنُونَ ٦٤
📖 თარგმანი
აია 64
და არ გარდმოგვივლენია შენზე წიგნი, თუ არა იმისთვის, რომ განუმარტო მათ ის, რაზეც იდავეს, ხელმძღვანელობად და წყალობად მორწმუნე ხალხისთვის.
وَاللَّهُ أَنزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَأَحْيَا بِهِ الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِّقَوْمٍ يَسْمَعُونَ ٦٥
📖 თარგმანი
აია 65
და ალლაჰმა გარდმოავლინა ციდან წყალი, და გააცოცხლა მასით [წყლით] მიწა მას შემდეგ, რაც იგი მკვდარი იყო. ჭეშმარიტად, ამაში უეჭველად სასწაულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ისმენენ (და შემდეგ ფიქრობენ, ემორჩილებიან ალლაჰს და უფრთხილდებიან მის სასჯელს)!
وَإِنَّ لَكُمْ فِي الْأَنْعَامِ لَعِبْرَةً ۖ نُّسْقِيكُم مِّمَّا فِي بُطُونِهِ مِن بَيْنِ فَرْثٍ وَدَمٍ لَّبَنًا خَالِصًا سَائِغًا لِّلشَّارِبِينَ ٦٦
📖 თარგმანი
აია 66
და, ჭეშმარიტად, თქვენთვის თქვენს პირუტყვებში ერთმნიშვნელოვნად არის შეგონება. ჩვენ გასმევთ იმიდან, რაც მათ მუცლებში წარმოიქმნება, შიგთავსსა და სისხლს შორის, – რძეს სუფთას, სასიამოვნოს მსმელთათვის.
وَمِن ثَمَرَاتِ النَّخِيلِ وَالْأَعْنَابِ تَتَّخِذُونَ مِنْهُ سَكَرًا وَرِزْقًا حَسَنًا ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِّقَوْمٍ يَعْقِلُونَ ٦٧
📖 თარგმანი
აია 67
და ფინიკისა და ვაზის ნაყოფისგან იღებთ [აკეთებთ] მათრობელა სასმელს და კეთილ საზრდოს. ჭეშმარიტად, ამაში მართლაც სასწაულია გონიერი ხალხისთვის.
وَأَوْحَىٰ رَبُّكَ إِلَى النَّحْلِ أَنِ اتَّخِذِي مِنَ الْجِبَالِ بُيُوتًا وَمِنَ الشَّجَرِ وَمِمَّا يَعْرِشُونَ ٦٨
📖 თარგმანი
აია 68
და შთააგონა შენმა უფალმა ფუტკარს: «დაიდე საცხოვრებელი მთებში, ხეებსა და იმაში, რასაც ისინი [ადამიანები] აშენებენ.
ثُمَّ كُلِي مِن كُلِّ الثَّمَرَاتِ فَاسْلُكِي سُبُلَ رَبِّكِ ذُلُلًا ۚ يَخْرُجُ مِن بُطُونِهَا شَرَابٌ مُّخْتَلِفٌ أَلْوَانُهُ فِيهِ شِفَاءٌ لِّلنَّاسِ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِّقَوْمٍ يَتَفَكَّرُونَ ٦٩
📖 თარგმანი
აია 69
შემდეგ იკვებე ყველანაირი ნაყოფით და იარე შენი უფლის გზებზე მორჩილად». მათი [ფუტკრების] მუცლებიდან გამოდის სხვადასხვა ფერის სასმელი, რომელშიც განკურნებაა ხალხისთვის. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულია მოაზროვნე ხალხისთვის.
وَاللَّهُ خَلَقَكُمْ ثُمَّ يَتَوَفَّاكُمْ ۚ وَمِنكُم مَّن يُرَدُّ إِلَىٰ أَرْذَلِ الْعُمُرِ لِكَيْ لَا يَعْلَمَ بَعْدَ عِلْمٍ شَيْئًا ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ قَدِيرٌ ٧٠
📖 თარგმანი
აია 70
ალლაჰმა გაგაჩინათ თქვენ, შემდეგ კი მოგაკვდინებთ. და თქვენს შორის არიან ისეთნიც, ვისაც დააბრუნებენ უძლურ ცხოვრებაში [ღრმა სიბერეში], რათა აღარ იცოდეს [მას შემდეგ რაც ჰქონდა (ახალგაზრდობისას) გარკვეული ცოდნა] არაფერი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლეა.
وَاللَّهُ فَضَّلَ بَعْضَكُمْ عَلَىٰ بَعْضٍ فِي الرِّزْقِ ۚ فَمَا الَّذِينَ فُضِّلُوا بِرَادِّي رِزْقِهِمْ عَلَىٰ مَا مَلَكَتْ أَيْمَانُهُمْ فَهُمْ فِيهِ سَوَاءٌ ۚ أَفَبِنِعْمَةِ اللَّهِ يَجْحَدُونَ ٧١
📖 თარგმანი
აია 71
და ალლაჰმა მიანიჭა უპირატესობა ზოგიერთ თქვენგანს სხვებზე (სასიცოცხლო) საზრდოში [ზოგი გაამდიდრა, ხოლო სხვები გააღარიბა; ზოგი მფლობელი გახადა, ხოლო სხვები მონებად აქცია]. და სწორედ ისინი, ვისაც უპირატესობა მიენიჭათ, არ აბრუნებენ საკუთარ საზრდოს [არ აძლევენ იმას, რაც ალლაჰმა უბოძა მათ] მათ, ვინც დაიპყრო მათმა მარჯვენაა [საკუთარ მონებს], რომ ისინი (შემდეგ) ამაში გათანაბრებულიყვნენ [სიმდიდრეში]. ნუთუ ისინი უარყოფენ ალლაჰის [მათთვის ნაბოძებ] წყალობას?
وَاللَّهُ جَعَلَ لَكُم مِّنْ أَنفُسِكُمْ أَزْوَاجًا وَجَعَلَ لَكُم مِّنْ أَزْوَاجِكُم بَنِينَ وَحَفَدَةً وَرَزَقَكُم مِّنَ الطَّيِّبَاتِ ۚ أَفَبِالْبَاطِلِ يُؤْمِنُونَ وَبِنِعْمَتِ اللَّهِ هُمْ يَكْفُرُونَ ٧٢
📖 თარგმანი
აია 72
და ალლაჰმა შექმნა თქვენთვის მეუღლეები თქვენგანვე და გიბოძათ თქვენი მეუღლეებისგან შვილები და შვილიშვილნი და დაგაპურათ სიკეთენით. ნუთუ სიცრუეს [ურწმუნოებას] ირწმუნებენ, ხოლო ალლაჰის წყალობას [ნამდვილ რწმენას] უარყოფენ?!
وَيَعْبُدُونَ مِن دُونِ اللَّهِ مَا لَا يَمْلِكُ لَهُمْ رِزْقًا مِّنَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ شَيْئًا وَلَا يَسْتَطِيعُونَ ٧٣
📖 თარგმანი
აია 73
და ისინი [მრავალღმერთიანები] თაყვანს სცემენ ალლაჰის გარდა იმას [კერპებსა და სხვა ცრუ ღვთაებებს], რაც არაფრით არ ფლობს მათთვის (სასიცოცხლო) საზრდოს (იმისათვის, რომ მისცენ მათ) ზეციდან [არ შეუძლიათ წვიმის მოვლენა] და მიწიდან [არ შეუძლიათ ნათესი გაზარდონ], და არ ძალუძთ მათ (არაფრის გაკეთება) (თუნდაც რომ მოისურვონ).
فَلَا تَضْرِبُوا لِلَّهِ الْأَمْثَالَ ۚ إِنَّ اللَّهَ يَعْلَمُ وَأَنتُمْ لَا تَعْلَمُونَ ٧٤
📖 თარგმანი
აია 74
(ჰეი, ადამიანებო,) ნუ უტოლებთ ალლაჰს [ნუ აყენებთ მას რომელიმე მის ქმნილებასთან თანასწორად] (მსახურებითა და თაყვანისცემით მასთან ერთად). ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის (რასაც თქვენ აკეთებთ), ხოლო თქვენ არ იცით (რა ცოდვას სჩადიხართ ამით და რა სასჯელი გეკუთვნით ამის გამო)!
۞ ضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا عَبْدًا مَّمْلُوكًا لَّا يَقْدِرُ عَلَىٰ شَيْءٍ وَمَن رَّزَقْنَاهُ مِنَّا رِزْقًا حَسَنًا فَهُوَ يُنفِقُ مِنْهُ سِرًّا وَجَهْرًا ۖ هَلْ يَسْتَوُونَ ۚ الْحَمْدُ لِلَّهِ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ ٧٥
📖 თარგმანი
აია 75
ალლაჰს იგავად მოჰყავს მონა, რომელიც სხვის საკუთრებაშია და არაფრის ძალა არ შესწევს [უფლება შეზღუდული], და ის, ვისაც ჩვენ ვუბოძეთ კეთილი სარჩო, საიდანაც იგი ხარჯავს ფარულად და ცხადად. განა თანასწორნი არიან? ქება-დიდება ალლაჰს! მაგრამ მათგან უმეტესობამ არ იცის.
وَضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا رَّجُلَيْنِ أَحَدُهُمَا أَبْكَمُ لَا يَقْدِرُ عَلَىٰ شَيْءٍ وَهُوَ كَلٌّ عَلَىٰ مَوْلَاهُ أَيْنَمَا يُوَجِّههُّ لَا يَأْتِ بِخَيْرٍ ۖ هَلْ يَسْتَوِي هُوَ وَمَن يَأْمُرُ بِالْعَدْلِ ۙ وَهُوَ عَلَىٰ صِرَاطٍ مُّسْتَقِيمٍ ٧٦
📖 თარგმანი
აია 76
და ალლაჰს მოჰყავს იგავი ორ კაცზე: ერთი მათგანი მუნჯია, რომელსაც არაფერი ძალუძს და ტვირთად აწევს თავის პატრონს; სადაც არ უნდა გაგზავნოს, სიკეთეს არ მოიტანს. განა თანასწორია იგი იმასთან, ვინც სამართლიანობას ბრძანებს და თავადაც სწორ გზაზე დგას?
وَلِلَّهِ غَيْبُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَمَا أَمْرُ السَّاعَةِ إِلَّا كَلَمْحِ الْبَصَرِ أَوْ هُوَ أَقْرَبُ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ ٧٧
📖 თარგმანი
აია 77
ალლაჰს ეკუთვნის დაფარული [ცოდნა] ზეცაში და მიწაზე. ხოლო შეკითხვა საათის შესახებ [როდის დადგება სამსჯავროს დღე] – (ის მოხდება ისეთივე სისწრაფით,) როგორც თვალის დახამხამება, ან კიდევ უფრო ახლოს [უფრო სწრაფად]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოველი საქმის ძალმოსილია.
وَاللَّهُ أَخْرَجَكُم مِّن بُطُونِ أُمَّهَاتِكُمْ لَا تَعْلَمُونَ شَيْئًا وَجَعَلَ لَكُمُ السَّمْعَ وَالْأَبْصَارَ وَالْأَفْئِدَةَ ۙ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ ٧٨
📖 თარგმანი
აია 78
ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენ დედათა მუცლებიდან მაშინ, როცა არაფერი გაგეგებოდათ, მან კი მოგცათ სმენა, მხედველობა და გულნი, რათა ეგების მადლიერნი იყოთ.
أَلَمْ يَرَوْا إِلَى الطَّيْرِ مُسَخَّرَاتٍ فِي جَوِّ السَّمَاءِ مَا يُمْسِكُهُنَّ إِلَّا اللَّهُ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِّقَوْمٍ يُؤْمِنُونَ ٧٩
📖 თარგმანი
აია 79
ნუთუ ისინი [ურწმუნონი] ვერ ხედავენ ფრინველებს, (რომლებიც) დამორჩილებულნი არიან (ალლაჰის მიერ) (იმისათვის, რომ იფრინონ) ციურ ჰაერში? არავინ იკავებს მათ (ჰაერში), გარდა ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ამაში უდაოდ, სასწაულებია მორწმუნე ხალხისთვის!
وَاللَّهُ جَعَلَ لَكُم مِّن بُيُوتِكُمْ سَكَنًا وَجَعَلَ لَكُم مِّن جُلُودِ الْأَنْعَامِ بُيُوتًا تَسْتَخِفُّونَهَا يَوْمَ ظَعْنِكُمْ وَيَوْمَ إِقَامَتِكُمْ ۙ وَمِنْ أَصْوَافِهَا وَأَوْبَارِهَا وَأَشْعَارِهَا أَثَاثًا وَمَتَاعًا إِلَىٰ حِينٍ ٨٠
📖 თარგმანი
აია 80
და ალლაჰმა შეგიქმნათ თქვენთვის თქვენს სახლებში სამყოფელი [ადგილი, სადაც ისვენებთ თქვენს ოჯახთან ერთად]. და (აგრეთვე) მან შეგიქმნათ თქვენთვის პირუტყვის ტყავებიდან სახლები [კარვები და ბანაკის საცხოვრებლები], რომლებიც იოლია თქვენთვის (რათა გადაიტანოთ ისინი) თქვენი გასვლის დღეს (გზაში) და თქვენი გაჩერების დღეს. (და მოგიმზადათ მან თქვენთვის) მათი მატყლიდან, მათი ბალნიდან და მათი ბეწვიდან (სასარგებლო) ნივთები [ტანსაცმელი, საწოლი, სამკაული…] და სარგებლობა (ამით) განსაზღვრული დროის განმავლობაში [მანამ, სანამ ისინი არ გაცვდება].
وَاللَّهُ جَعَلَ لَكُم مِّمَّا خَلَقَ ظِلَالًا وَجَعَلَ لَكُم مِّنَ الْجِبَالِ أَكْنَانًا وَجَعَلَ لَكُمْ سَرَابِيلَ تَقِيكُمُ الْحَرَّ وَسَرَابِيلَ تَقِيكُم بَأْسَكُمْ ۚ كَذَٰلِكَ يُتِمُّ نِعْمَتَهُ عَلَيْكُمْ لَعَلَّكُمْ تُسْلِمُونَ ٨١
📖 თარგმანი
აია 81
და ალლაჰმა გაგიჩინათ ჩრდილები იმისგან, რაც შექმნა [ხეებიდან, მთებიდან..], და გაგიჩინათ მთებში თავშესაფრები, და გაგიჩინათ სამოსელი, რომელიც გიცავთ სიცხისგან და მოგიმზადათ თქვენთვის სამოსელი [სამხედრო ჯავშნები], რომელიც გიცავთ თქვენივე [ადამიანური] რისხვისგან. ამგვარად სრულყოფს იგი თავის წყალობას თქვენადმი, ეგების თქვენ დაემორჩილოთ.
فَإِن تَوَلَّوْا فَإِنَّمَا عَلَيْكَ الْبَلَاغُ الْمُبِينُ ٨٢
📖 თარგმანი
აია 82
ხოლო თუ პირი იბრუნეს, ჭეშმარიტად, შენი მოვალეობა [ო, მოციქულო] მხოლოდ ცხადი გზავნილის მიტანაა [მათამდე].
يَعْرِفُونَ نِعْمَتَ اللَّهِ ثُمَّ يُنكِرُونَهَا وَأَكْثَرُهُمُ الْكَافِرُونَ ٨٣
📖 თარგმანი
აია 83
ისინი [მრავალღმერთიანები] ცნობენ (უამრავ) წყალობას ალლაჰისას, ხოლო შემდეგ უარყოფენ მას, და მათი უმრავლესობა ურწმუნონი არიან [კვდებიან ურწმუნოებად].
وَيَوْمَ نَبْعَثُ مِن كُلِّ أُمَّةٍ شَهِيدًا ثُمَّ لَا يُؤْذَنُ لِلَّذِينَ كَفَرُوا وَلَا هُمْ يُسْتَعْتَبُونَ ٨٤
📖 თარგმანი
აია 84
და იმ დღეს [სასჯელის დღეს] ჩვენ გამოვგზავნით [გამოვიყვანთ] ყოველი თემიდან მოწმედ [მათ შუამავალს], (რომელიც დაამოწმებს მორწმუნეთა რწმენას და ურწმუნოთა ურწმუნოებას). შემდეგ კი არ მიეცემა ნებართვა იმათ, ვინც გახდა ურწმუნო, (რათა თავი იმართლოს) და არ მოითხოვენ მათგან გამართლებას.
وَإِذَا رَأَى الَّذِينَ ظَلَمُوا الْعَذَابَ فَلَا يُخَفَّفُ عَنْهُمْ وَلَا هُمْ يُنظَرُونَ ٨٥
📖 თარგმანი
აია 85
და როცა იხილავენ ისინი, რომლებმაც ჩაიდინეს უსამართლობა [ურწმუნოება], ალლაჰის სასჯელს (მარადიულ ცხოვრებაში), ის არ შეემსუბუქებათ მათთვის და არ მიეცემათ მათ გადავადება (სასჯელის).
وَإِذَا رَأَى الَّذِينَ أَشْرَكُوا شُرَكَاءَهُمْ قَالُوا رَبَّنَا هَٰؤُلَاءِ شُرَكَاؤُنَا الَّذِينَ كُنَّا نَدْعُو مِن دُونِكَ ۖ فَأَلْقَوْا إِلَيْهِمُ الْقَوْلَ إِنَّكُمْ لَكَاذِبُونَ ٨٦
📖 თარგმანი
აია 86
და როცა იხილავენ ისინი, რომლებმაც ჩაიდინეს მრავალღმერთიანობა, თავიანთ თანამონაწილეებს [ცრუ ღვთაებებს], იტყვიან: «მოგვხედე, უფალო! აი – ჩვენი თანამონაწილეები [ღმერთები], რომელთაც ვუხმობდით [ვეთაყვანებოდით] შენს გარდა». მაგრამ ისინი [ღმერთებად მიჩნეულნი] მოისროლებენ მათ [მრავალღმერთიანებს] სიტყვას (და ეტყვიან): «ჭეშმარიტად, თქვენ – უეჭველად, მატყუარები ხართ!» (ვინაიდან ჩვენ არ გიბრძანებდით, რომ თაყვანი გეცათ ჩვენთვის ალლაჰთან ერთად და არც ვამტკიცებდით, რომ ჩვენ ვიმსახურებდით თაყვანისცემას)
وَأَلْقَوْا إِلَى اللَّهِ يَوْمَئِذٍ السَّلَمَ ۖ وَضَلَّ عَنْهُم مَّا كَانُوا يَفْتَرُونَ ٨٧
📖 თარგმანი
აია 87
იმ დღეს ისინი ალლაჰს მორჩილებას გამოუცხადებენ და გაუქრებათ ყოველივე, რასაც თხზავდნენ.
الَّذِينَ كَفَرُوا وَصَدُّوا عَن سَبِيلِ اللَّهِ زِدْنَاهُمْ عَذَابًا فَوْقَ الْعَذَابِ بِمَا كَانُوا يُفْسِدُونَ ٨٨
📖 თარგმანი
აია 88
ვინც არ ირწმუნეს და (სხვებსაც) აბრკოლებდნენ ალლაჰის გზაზე, სასჯელს სასჯელზე დავუმატებთ, რადგანაც უკეთურებას სჩადიოდნენ.
وَيَوْمَ نَبْعَثُ فِي كُلِّ أُمَّةٍ شَهِيدًا عَلَيْهِم مِّنْ أَنفُسِهِمْ ۖ وَجِئْنَا بِكَ شَهِيدًا عَلَىٰ هَٰؤُلَاءِ ۚ وَنَزَّلْنَا عَلَيْكَ الْكِتَابَ تِبْيَانًا لِّكُلِّ شَيْءٍ وَهُدًى وَرَحْمَةً وَبُشْرَىٰ لِلْمُسْلِمِينَ ٨٩
📖 თარგმანი
აია 89
და იმ დღეს [სასჯელის დღეს], როდესაც ჩვენ გამოვგზავნით ყოველი თემისათვის მოწმედ (რომელიც დაამოწმებს მათ სასარგებლოდ, თუ მათ ირწმუნეს, და) მათ წინააღმდეგ (თუ ისინი გახდნენ ურწმუნონი) რომელიც იქნება მათგანვე [ეს იქნება მათთან გამოგზავნილი შუამავალი], და მოგიყვანთ შენ (ო, მუჰამმედ) მოწმედ მათზე [შენი თემის]. და ჩვენ გარდმოგივლინეთ წიგნი [ყურანი], რათა განუმარტო ყველაფერი და იყოს მართალი გზამკვლევი, წყალობა და სასიხარულო უწყება მორჩილთათვის.
۞ إِنَّ اللَّهَ يَأْمُرُ بِالْعَدْلِ وَالْإِحْسَانِ وَإِيتَاءِ ذِي الْقُرْبَىٰ وَيَنْهَىٰ عَنِ الْفَحْشَاءِ وَالْمُنكَرِ وَالْبَغْيِ ۚ يَعِظُكُمْ لَعَلَّكُمْ تَذَكَّرُونَ ٩٠
📖 თარგმანი
აია 90
ჭეშმარიტად, ალლაჰი მოგიწოდებთ სამართლიანობას, სიკეთესა და ქველმოქმედებას ახლობელთა მიმართ, და გიკრძალავთ მრუშობას, გასაკიცხ ქმედებასა და შურს, ის შეგაგონებთ თქვენ, რათა გახსოვდეთ (ალლაჰის ბრძანებები) (და შეასრულოთ ისინი)!
وَأَوْفُوا بِعَهْدِ اللَّهِ إِذَا عَاهَدتُّمْ وَلَا تَنقُضُوا الْأَيْمَانَ بَعْدَ تَوْكِيدِهَا وَقَدْ جَعَلْتُمُ اللَّهَ عَلَيْكُمْ كَفِيلًا ۚ إِنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا تَفْعَلُونَ ٩١
📖 თარგმანი
აია 91
და მტკიცედ შეასრულეთ აღთქმა ალლაჰთან, როცა თქვენ (ჰეი, ადამიანებო) იგი დადეთ, და ნუ დაარღვევთ ფიცებს მას შემდეგ, რაც მათ დაადასტურებთ, ვინაიდან თქვენ ალლაჰი გაიხადეთ თქვენს ზედამხედველად. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, რასაც თქვენ აკეთებთ!
وَلَا تَكُونُوا كَالَّتِي نَقَضَتْ غَزْلَهَا مِن بَعْدِ قُوَّةٍ أَنكَاثًا تَتَّخِذُونَ أَيْمَانَكُمْ دَخَلًا بَيْنَكُمْ أَن تَكُونَ أُمَّةٌ هِيَ أَرْبَىٰ مِنْ أُمَّةٍ ۚ إِنَّمَا يَبْلُوكُمُ اللَّهُ بِهِ ۚ وَلَيُبَيِّنَنَّ لَكُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ مَا كُنتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ ٩٢
📖 თარგმანი
აია 92
და (თქვენი აღთქმების დარღვევით) ნუ იქნებით იმ (გონებაშეზღუდულ) ქალივით, რომელმაც დაშალა [გახსნა] თავისი ძაფი მას შემდეგ, რაც ის მტკიცე ქსოვილად იყო შეკრული. აქცევდით რა თქვენს ფიცებს მოტყუებად ერთმანეთშორის, (როდესაც) ერთი ჯგუფი უფრო მრავალრიცხოვანია ვიდრე მეორე [როდესაც ეყრდნობიან თავიანთ სიმრავლეს]. ალლაჰი მხოლოდ გამოგცდით ამით [ბრძანებით, რომ დაიცვათ აღთქმები], და აუცილებლად განგიმარტავთ თქვენ აღდგომის დღეს იმას, რაზეც თქვენ სხვადასხვაგვარად ფიქრობდით.
وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَجَعَلَكُمْ أُمَّةً وَاحِدَةً وَلَٰكِن يُضِلُّ مَن يَشَاءُ وَيَهْدِي مَن يَشَاءُ ۚ وَلَتُسْأَلُنَّ عَمَّا كُنتُمْ تَعْمَلُونَ ٩٣
📖 თარგმანი
აია 93
და რომ ალლაჰს ესურვა, ჭეშმარიტად, ერთ თემად გაგხდიდათ [ერთიან რწმენაზე და ერთსა და იმავე კანონზე]. თუმცა, იგი აცილებს გზიდან, ვისაც ისურვებს [ვინც ურწმუნოებას აირჩევს] და წარუძღვება სწორ გზაზე, ვისაც ისურვებს [ვინც რწმენას აირჩევს]. და თქვენ (ყველანი), უეჭველად, (სასჯელის დღეს) გამოეკითხებით იმაზე, რასაც სჩადიოდით.
وَلَا تَتَّخِذُوا أَيْمَانَكُمْ دَخَلًا بَيْنَكُمْ فَتَزِلَّ قَدَمٌ بَعْدَ ثُبُوتِهَا وَتَذُوقُوا السُّوءَ بِمَا صَدَدتُّمْ عَن سَبِيلِ اللَّهِ ۖ وَلَكُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ ٩٤
📖 თარგმანი
აია 94
და ნუ გამოიყენებთ თქვენს ფიცებს ერთმანეთის მოსატყუებლად, თორემ დაგიცდებათ ფეხი გამყარების შემდეგ და იგემებთ ბოროტებას იმის გამო, რომ (ხალხს) აცდენდით ალლაჰის გზიდან; და თქვენთვისაა სასჯელი უდიდესი.
وَلَا تَشْتَرُوا بِعَهْدِ اللَّهِ ثَمَنًا قَلِيلًا ۚ إِنَّمَا عِندَ اللَّهِ هُوَ خَيْرٌ لَّكُمْ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ ٩٥
📖 თარგმანი
აია 95
და ნუ იყიდით ალლაჰთან დადებული აღთქმით უმნიშვნელო ფასს [ნუ გაცვლით ათქმას, ფიცს, ხელშეკრულებას დროებით მიწიერ სარგებელზე]! ჭეშმარიტად, ის, რაც ალლაჰთანაა, უკეთესია თქვენთვის, თქვენ რომ იცოდეთ!
مَا عِندَكُمْ يَنفَدُ ۖ وَمَا عِندَ اللَّهِ بَاقٍ ۗ وَلَنَجْزِيَنَّ الَّذِينَ صَبَرُوا أَجْرَهُم بِأَحْسَنِ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ ٩٦
📖 თარგმანი
აია 96
რაც თქვენთანაა, წარმავალია, ხოლო რაც ალლაჰთანაა, მარადიულია. და ჩვენ, უეჭველად, მივაგებთ მათ, ვინც ითმენდა მათ საზღაურს საუკეთესოდ იმაზე, რასაც აკეთებდნენ.
مَنْ عَمِلَ صَالِحًا مِّن ذَكَرٍ أَوْ أُنثَىٰ وَهُوَ مُؤْمِنٌ فَلَنُحْيِيَنَّهُ حَيَاةً طَيِّبَةً ۖ وَلَنَجْزِيَنَّهُمْ أَجْرَهُم بِأَحْسَنِ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ ٩٧
📖 თარგმანი
აია 97
ვინც კარგი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაც აკეთებდნენ.
فَإِذَا قَرَأْتَ الْقُرْآنَ فَاسْتَعِذْ بِاللَّهِ مِنَ الشَّيْطَانِ الرَّجِيمِ ٩٨
📖 თარგმანი
აია 98
და როცა წაიკითხავ ყურანს შეეფარე ალლაჰს ქვით ჩაქოლილი სატანისგან [მისი ბოროტებისგან].
إِنَّهُ لَيْسَ لَهُ سُلْطَانٌ عَلَى الَّذِينَ آمَنُوا وَعَلَىٰ رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ ٩٩
📖 თარგმანი
აია 99
ჭეშმარიტად, მას [სატანას] არ აქვს ძალაუფლება მათზე, რომელთაც ირწმუნეს და თავიანთ ღმერთს მიენდობიან.
إِنَّمَا سُلْطَانُهُ عَلَى الَّذِينَ يَتَوَلَّوْنَهُ وَالَّذِينَ هُم بِهِ مُشْرِكُونَ ١٠٠
📖 თარგმანი
აია 100
ჭეშმარიტად, მისი [სატანის] ძალაუფლება მხოლოდ იმათზეა, ვინც აირჩია იგი მფარველად და ვინც მის გამო არიან მრავალღმერთიანნი.
وَإِذَا بَدَّلْنَا آيَةً مَّكَانَ آيَةٍ ۙ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِمَا يُنَزِّلُ قَالُوا إِنَّمَا أَنتَ مُفْتَرٍ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ ١٠١
📖 თარგმანი
აია 101
და როდესაც ჩვენ ვცვლით (ყურანში) ერთ აიათს მეორით (როდესაც გაუქმდება ერთი აიათის კითხვა ან დებულება), – ხოლო ჭეშმარიტად ალლაჰმა უკეთ იცის, რას ავლენს [მან იცის, რა არის უკეთესი მისი მონებისთვის], – ისინი [ურწმუნონი] ამბობენ: «შენ (ო, მუჰამმად) მხოლოდ მომგონებელი ხარ (რომელიც იგონებს იმას, რაც ალლაჰს არ უთქვამს)!» (მაგრამ) მათმა უმრავლესობამ არ იცის [ალლაჰმა კი იცის ამ ცვლილების მიზეზი და სიბრძნე]!
قُلْ نَزَّلَهُ رُوحُ الْقُدُسِ مِن رَّبِّكَ بِالْحَقِّ لِيُثَبِّتَ الَّذِينَ آمَنُوا وَهُدًى وَبُشْرَىٰ لِلْمُسْلِمِينَ ١٠٢
📖 თარგმანი
აია 102
უთხარი: «ჩამოავლინა იგი წმინდა სულმა შენი უფლისგან ჭეშმარიტებით, მორწმუნეთა განსამტკიცებლად, ხელმძღვანელობად და სამახარობლოდ მუსლიმთათვის».
وَلَقَدْ نَعْلَمُ أَنَّهُمْ يَقُولُونَ إِنَّمَا يُعَلِّمُهُ بَشَرٌ ۗ لِّسَانُ الَّذِي يُلْحِدُونَ إِلَيْهِ أَعْجَمِيٌّ وَهَٰذَا لِسَانٌ عَرَبِيٌّ مُّبِينٌ ١٠٣
📖 თარგმანი
აია 103
და ჩვენ უკვე ვიცით, რომ ისინი [მრავალღმერთიანები] ამბობენ: «მართლაც, მას [მოციქულს] ასწავლის (ყურანს) (მხოლოდ) (ჩვეულებრივი) ადამიანი». თუმცა, ენა იმისა (ადამიანისა), ვისზეც ისინი [მრავალღმერთიანები] მიუთითებენ, უცხოა [არაბული არ არის], ხოლო ეს [ყურანის ენა] – ცხადი არაბული ენაა.
إِنَّ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِآيَاتِ اللَّهِ لَا يَهْدِيهِمُ اللَّهُ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ ١٠٤
📖 თარგმანი
აია 104
ჭეშმარიტად, მათ, ვისაც არ სწამთ ალლაჰის აიათები, ალლაჰი არ უწინამძღვრებს და მათთვისაა მწარე სასჯელი.
إِنَّمَا يَفْتَرِي الْكَذِبَ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِآيَاتِ اللَّهِ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْكَاذِبُونَ ١٠٥
📖 თარგმანი
აია 105
სიცრუეს მხოლოდ ისინი თხზავენ, რომელთაც არ სწამთ ალლაჰის აიათები, და სწორედ ისინი არიან ცრუმეტყველნი. [და არა მუჰამედი ალლაჰის მოციქული]
مَن كَفَرَ بِاللَّهِ مِن بَعْدِ إِيمَانِهِ إِلَّا مَنْ أُكْرِهَ وَقَلْبُهُ مُطْمَئِنٌّ بِالْإِيمَانِ وَلَٰكِن مَّن شَرَحَ بِالْكُفْرِ صَدْرًا فَعَلَيْهِمْ غَضَبٌ مِّنَ اللَّهِ وَلَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ ١٠٦
📖 თარგმანი
აია 106
ვინც უარყოფს ალლაჰს, მას შემდეგ, რაც ირწმუნა, – გარდა იმისა, ვინც იძულებული იყო, გული კი რწმენით ჰქონდა დამშვიდებული, – ხოლო ვინც ურწმუნოებას გაუხსნის გულს, მათზეა ალლაჰის რისხვა და მათთვისაა დიდი სასჯელი.
ذَٰلِكَ بِأَنَّهُمُ اسْتَحَبُّوا الْحَيَاةَ الدُّنْيَا عَلَى الْآخِرَةِ وَأَنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الْكَافِرِينَ ١٠٧
📖 თარგმანი
აია 107
ეს იმიტომ, რომ მათ ამქვეყნიური ცხოვრება ამჯობინეს იმქვეყნიურს და რომ ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე ურწმუნო ხალხს.
أُولَٰئِكَ الَّذِينَ طَبَعَ اللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ وَسَمْعِهِمْ وَأَبْصَارِهِمْ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْغَافِلُونَ ١٠٨
📖 თარგმანი
აია 108
აი, ისინი, რომელთა გულები, სმენა და მხედველობა დაბეჭდა ალლაჰმა; და სწორედ ისინი არიან უგულისყურონი.
لَا جَرَمَ أَنَّهُمْ فِي الْآخِرَةِ هُمُ الْخَاسِرُونَ ١٠٩
📖 თარგმანი
აია 109
ეჭვგარეშეა, რომ საიქიოში სწორედ ისინი იქნებიან წაგებულნი.
ثُمَّ إِنَّ رَبَّكَ لِلَّذِينَ هَاجَرُوا مِن بَعْدِ مَا فُتِنُوا ثُمَّ جَاهَدُوا وَصَبَرُوا إِنَّ رَبَّكَ مِن بَعْدِهَا لَغَفُورٌ رَّحِيمٌ ١١٠
📖 თარგმანი
აია 110
შემდეგ, ჭეშმარიტად, შენი ღმერთი მათთვის ვინც გადასახლდენენ მას შემდეგ, რაც გამოიცადნენ [გადაიტანეს წამება] (მრავალღმერთიანთა მხრიდან), შემდეგ იბრძოლეს და მოითმინეს, – ჭეშმარიტად, შენი უფალი ამის შემდგომ უსაზღვროდ მპატიებელი, მწყალობელია.
۞ يَوْمَ تَأْتِي كُلُّ نَفْسٍ تُجَادِلُ عَن نَّفْسِهَا وَتُوَفَّىٰ كُلُّ نَفْسٍ مَّا عَمِلَتْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ ١١١
📖 თარგმანი
აია 111
იმ დღეს, როცა ყოველი სული მოვა და საკუთარ თავს გამოესარჩლება, და სრულად მიეზღვება ყოველ სულს, რაც უქმნია, და მათ არ შეეხებათ უსამართლობა.
وَضَرَبَ اللَّهُ مَثَلًا قَرْيَةً كَانَتْ آمِنَةً مُّطْمَئِنَّةً يَأْتِيهَا رِزْقُهَا رَغَدًا مِّن كُلِّ مَكَانٍ فَكَفَرَتْ بِأَنْعُمِ اللَّهِ فَأَذَاقَهَا اللَّهُ لِبَاسَ الْجُوعِ وَالْخَوْفِ بِمَا كَانُوا يَصْنَعُونَ ١١٢
📖 თარგმანი
აია 112
და ალლაჰს მოჰყავს მაგალითად სოფელი (ანუ მექქა), რომელიც იყო უსაფრთხო, მშვიდი; მოდიოდა მასთან მისი საზრდო უსაფრთხოდ [უხვად და იოლად] ყველა მხრიდან, მაგრამ ისინი [ამ სოფლის მცხოვრებნი] არ ცნობდნენ ალლაჰის წყალობებს (რომლითაც ის ანიჭებდა მათ) (უთანაზიარებდნენ ალლაჰს თანამონაწილეებს და არ გამოხატავდნენ მადლიერებას), და მაშინ ალლაჰმა დააგემოვნებინა მას [მექქას მცხოვრებთ] შიმშილის სამოსი და შიში (იმის გამო, რომ მათ ქარავნებზე, რომლებიც მიდიოდნენ შამში, ალლაჰის მოციქულის რაზმები დაესხმებოდნენ თავს) იმის გამო, რასაც ისინი [მექქელები] სჩადიოდნენ [მათი ურწმუნოებისა და მტრობის გამო].
وَلَقَدْ جَاءَهُمْ رَسُولٌ مِّنْهُمْ فَكَذَّبُوهُ فَأَخَذَهُمُ الْعَذَابُ وَهُمْ ظَالِمُونَ ١١٣
📖 თარგმანი
აია 113
უეჭველად, მათ მიუვიდათ შუამავალი მათგანვე, მაგრამ მათ ცრუდ შერაცხეს იგი, და მოიცვა ისინი სასჯელმა [შიმშილმა, შიშმა, მათი წინამძღოლების დაღუპვამ ბადრში…], და იყვნენ ისინი უსამართლონი (თავიანთივე თავების მიმართ).
فَكُلُوا مِمَّا رَزَقَكُمُ اللَّهُ حَلَالًا طَيِّبًا وَاشْكُرُوا نِعْمَتَ اللَّهِ إِن كُنتُمْ إِيَّاهُ تَعْبُدُونَ ١١٤
📖 თარგმანი
აია 114
მაშ, მიირთვით იქიდან, რაც ჰალალ და სუფთა საზრდოდ გიწყალობათ ალლაჰმა და მადლიერნი იყავით ალლაჰის წყალობისა, თუკი მხოლოდ მას ეთაყვანებით.
إِنَّمَا حَرَّمَ عَلَيْكُمُ الْمَيْتَةَ وَالدَّمَ وَلَحْمَ الْخِنزِيرِ وَمَا أُهِلَّ لِغَيْرِ اللَّهِ بِهِ ۖ فَمَنِ اضْطُرَّ غَيْرَ بَاغٍ وَلَا عَادٍ فَإِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ ١١٥
📖 თარგმანი
აია 115
მან თქვენთვის აკრძალა მხოლოდ ლეში [ის ცხოველი, რომელიც მოკვდა და არაა დაკლული], და (ცხოველიდან გამოღვრილი) სისხლი, და ღორის ხორცი, და იმ ცხოველის ხორცი, (რომელიც) დაკლულია ალლაჰის გარდა სხვისთვის. ხოლო ვინც იძულებული გახდება (შიმშილის დროს, რათა არ მოკვდეს), სურვილისა და ზედმეტობის გარეშე [არ განიცდის სიამოვნებას და არ ნაყრდება], – მაშინ (ჭეშმარიტად) ალლაჰი მპატიობელი, შემწყალებელია!
وَلَا تَقُولُوا لِمَا تَصِفُ أَلْسِنَتُكُمُ الْكَذِبَ هَٰذَا حَلَالٌ وَهَٰذَا حَرَامٌ لِّتَفْتَرُوا عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ ۚ إِنَّ الَّذِينَ يَفْتَرُونَ عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ لَا يُفْلِحُونَ ١١٦
📖 თარგმანი
აია 116
და ნუ იტყვით იმაზე, რასაც თქვენი ენები აღწერს, სიცრუეს: «ეს [რაც ალლაჰმა აკრძალა] – ნებადართულია, ხოლო ეს [რაც ალლაჰმა ნებადართული გახადა] – აკრძალულია», რათა (ამით) ალლაჰზე სიცრუე მოიგონოთ. ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ალლაჰზე იგონებს სიცრუეს, ვერ მიაღწევენ წარმატებას (არც ამქვეყნად და არც მარადიულ ცხოვრებაში)!
مَتَاعٌ قَلِيلٌ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ ١١٧
📖 თარგმანი
აია 117
(ეს არის მხოლოდ) მცირე სარგებლობა (ამქვეყნიურ ცხოვრებაში), ხოლო მათთვის (მარადიულ ცხოვრებაში) (მომზადებულია) მტანჯველი სასჯელი.
وَعَلَى الَّذِينَ هَادُوا حَرَّمْنَا مَا قَصَصْنَا عَلَيْكَ مِن قَبْلُ ۖ وَمَا ظَلَمْنَاهُمْ وَلَٰكِن كَانُوا أَنفُسَهُمْ يَظْلِمُونَ ١١٨
📖 თარგმანი
აია 118
და მათ, ვინც გახდა იუდეველი, ჩვენ ავუკრძალეთ ის, რაც უკვე გიამბეთ შენ (ო, მოციქულო) ადრე [იხ. სურა ალ-ან'აამ: 146]. და არ მოვქცეულვართ ჩვენ უსამართლოდ მათ მიმართ, არამედ ისინი თვითონ მოიქცნენ უსამართლოდ თავიანთივე თავების მიმართ (ურწმუნოებითა და ბოროტებით, რითაც დაიმსახურეს ეს აკრძალვა).
ثُمَّ إِنَّ رَبَّكَ لِلَّذِينَ عَمِلُوا السُّوءَ بِجَهَالَةٍ ثُمَّ تَابُوا مِن بَعْدِ ذَٰلِكَ وَأَصْلَحُوا إِنَّ رَبَّكَ مِن بَعْدِهَا لَغَفُورٌ رَّحِيمٌ ١١٩
📖 თარგმანი
აია 119
შემდეგ, ჭეშმარიტად, შენი ღმერთი იმათთვის, რომელთაც უმეცრებით ჩაიდინეს უკეთურება, მერე კი მოინანიეს ამის შემდგომ და გამოასწორეს, - ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ამის შემდგომ უსაზღვროდ მპატიებელი, მწყალობელია.
إِنَّ إِبْرَاهِيمَ كَانَ أُمَّةً قَانِتًا لِّلَّهِ حَنِيفًا وَلَمْ يَكُ مِنَ الْمُشْرِكِينَ ١٢٠
📖 თარგმანი
აია 120
ჭეშმარიტად, იბრაჰიმი იყო წინამძღოლი, ღვთისმოშიში [სრულიად დამორჩილებული და მორჩილი] ალლაჰის წინაშე, ჰანიფი [ერთი ღმერთის მორწმუნე], და არ ყოფილა იგი მრავალღმერთიანთაგან.
شَاكِرًا لِّأَنْعُمِهِ ۚ اجْتَبَاهُ وَهَدَاهُ إِلَىٰ صِرَاطٍ مُّسْتَقِيمٍ ١٢١
📖 თარგმანი
აია 121
მადლიერი მისი წყალობებისთვის; მან აირჩია იგი (რათა ყოფილიყო ერთ-ერთი მოციქულთაგანი) და დააგინა იგი სწორ გზაზე.
وَآتَيْنَاهُ فِي الدُّنْيَا حَسَنَةً ۖ وَإِنَّهُ فِي الْآخِرَةِ لَمِنَ الصَّالِحِينَ ١٢٢
📖 თარგმანი
აია 122
და ვუბოძეთ მას ამქვეყნად სიკეთე, და ჭეშმარიტად, იგი საიქიოს მართალთაგან იქნება.
ثُمَّ أَوْحَيْنَا إِلَيْكَ أَنِ اتَّبِعْ مِلَّةَ إِبْرَاهِيمَ حَنِيفًا ۖ وَمَا كَانَ مِنَ الْمُشْرِكِينَ ١٢٣
📖 თარგმანი
აია 123
შემდგომ ზეშთაგაგონეთ შენ [მოციქულო მუჰამმად], რომ გაჰყოლოდი ჰანიფი იბრაჰიმის რელიგიას, და იგი არ ყოფილა წარმართთაგანი.
إِنَّمَا جُعِلَ السَّبْتُ عَلَى الَّذِينَ اخْتَلَفُوا فِيهِ ۚ وَإِنَّ رَبَّكَ لَيَحْكُمُ بَيْنَهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ فِيمَا كَانُوا فِيهِ يَخْتَلِفُونَ ١٢٤
📖 თარგმანი
აია 124
შაბათი განისაზღვრა მხოლოდ მათთვის [იუდეველთათვის], რომლებმაც უთანხმოება გამოავლინეს მასთან დაკავშირებით (და აირჩიეს ეს დღე პარასკევის ნაცვლად). და, ჭეშმარიტად, შენი უფალი განიკითხავს მათ აღდგომის დღეს იმასთან დაკავშირებით, რაშიც [რწმენის საკითხებში] ისინი განასხვავდნენ.
ادْعُ إِلَىٰ سَبِيلِ رَبِّكَ بِالْحِكْمَةِ وَالْمَوْعِظَةِ الْحَسَنَةِ ۖ وَجَادِلْهُم بِالَّتِي هِيَ أَحْسَنُ ۚ إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعْلَمُ بِمَن ضَلَّ عَن سَبِيلِهِ ۖ وَهُوَ أَعْلَمُ بِالْمُهْتَدِينَ ١٢٥
📖 თარგმანი
აია 125
მოუწოდე შენი ღმერთის გზისკენ სიბრძნითა და კეთილი შეგონებით, და ეკამათე მათ იმით, რაც უკეთესია [რბილად და კეთილგანწყობით]. ჭეშმარიტად, შენმა ღმერთმა უკეთ იცის, თუ ვინ აცდა მის გზას, და მან უკეთ უწყის ჭეშმარიტ გზაზე მყოფნი.
وَإِنْ عَاقَبْتُمْ فَعَاقِبُوا بِمِثْلِ مَا عُوقِبْتُم بِهِ ۖ وَلَئِن صَبَرْتُمْ لَهُوَ خَيْرٌ لِّلصَّابِرِينَ ١٢٦
📖 თარგმანი
აია 126
და თუ სამაგიეროს მიაგებთ, მიაგეთ იმის მსგავსად, რითაც დაისაჯეთ. ხოლო თუ მოითმენთ, ეს უთუოდ უკეთესია მომთმენთათვის.
وَاصْبِرْ وَمَا صَبْرُكَ إِلَّا بِاللَّهِ ۚ وَلَا تَحْزَنْ عَلَيْهِمْ وَلَا تَكُ فِي ضَيْقٍ مِّمَّا يَمْكُرُونَ ١٢٧
📖 თარგმანი
აია 127
მოითმინე და შენი მოთმინება მხოლოდ ალლაჰისგანაა. ნუ დამწუხრდები მათ გამო და ნურც შევიწროვდები იმისგან, რასაც ისინი მზაკვრობენ.
إِنَّ اللَّهَ مَعَ الَّذِينَ اتَّقَوا وَّالَّذِينَ هُم مُّحْسِنُونَ ١٢٨
📖 თარგმანი
აია 128
ჭეშმარიტად, ალლაჰი იმათთანაა, ვისაც ღმერთის შიში აქვს და ვინც არიან სიკეთისმქნელნი.
წაკითხვა სურა ან-ნაჰლი ქართულად – თარგმანი და აუდიო
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers

