ან-ნაჰლი · 82/128
თარგმანი გამოთქმა — ან-ნაჰლი
فَإِن تَوَلَّوْا فَإِنَّمَا عَلَيْكَ الْبَلَاغُ الْمُبِينُ ۝٨٢
Fa in tawallaw fa innamaa `alaikal balaaghul mubeen
📖 ქართული მნიშვნელობა
ხოლო თუ პირი იბრუნეს, ჭეშმარიტად, შენი მოვალეობა [ო, მოციქულო] მხოლოდ ცხადი გზავნილის მიტანაა [მათამდე].
🎧 მოსმენა

📜 აია 80-84 — ან-ნაჰლი

80وَاللَّهُ جَعَلَ لَكُم مِّن بُيُوتِكُمْ سَكَنًا وَجَعَلَ لَكُم مِّن جُلُودِ الْأَنْعَامِ بُيُوتًا تَسْتَخِفُّونَهَا يَوْمَ ظَعْنِكُمْ وَيَوْمَ إِقَامَتِكُمْ ۙ وَمِنْ أَصْوَافِهَا وَأَوْبَارِهَا وَأَشْعَارِهَا أَثَاثًا وَمَتَاعًا إِلَىٰ حِينٍ
და ალლაჰმა შეგიქმნათ თქვენთვის თქვენს სახლებში სამყოფელი [ადგილი, სადაც ისვენებთ თქვენს ოჯახთან ერთად]. და (აგრეთვე) მან შეგიქმნათ თქვენთვის პირუტყვის ტყავებიდან სახლები [კარვები და ბანაკის საცხოვრებლები], რომლებიც იოლია თქვენთვის (რათა გადაიტანოთ ისინი) თქვენი გასვლის დღეს (გზაში) და თქვენი გაჩერების დღეს. (და მოგიმზადათ მან თქვენთვის) მათი მატყლიდან, მათი ბალნიდან და მათი ბეწვიდან (სასარგებლო) ნივთები [ტანსაცმელი, საწოლი, სამკაული…] და სარგებლობა (ამით) განსაზღვრული დროის განმავლობაში [მანამ, სანამ ისინი არ გაცვდება].
81وَاللَّهُ جَعَلَ لَكُم مِّمَّا خَلَقَ ظِلَالًا وَجَعَلَ لَكُم مِّنَ الْجِبَالِ أَكْنَانًا وَجَعَلَ لَكُمْ سَرَابِيلَ تَقِيكُمُ الْحَرَّ وَسَرَابِيلَ تَقِيكُم بَأْسَكُمْ ۚ كَذَٰلِكَ يُتِمُّ نِعْمَتَهُ عَلَيْكُمْ لَعَلَّكُمْ تُسْلِمُونَ
და ალლაჰმა გაგიჩინათ ჩრდილები იმისგან, რაც შექმნა [ხეებიდან, მთებიდან..], და გაგიჩინათ მთებში თავშესაფრები, და გაგიჩინათ სამოსელი, რომელიც გიცავთ სიცხისგან და მოგიმზადათ თქვენთვის სამოსელი [სამხედრო ჯავშნები], რომელიც გიცავთ თქვენივე [ადამიანური] რისხვისგან. ამგვარად სრულყოფს იგი თავის წყალობას თქვენადმი, ეგების თქვენ დაემორჩილოთ.
82فَإِن تَوَلَّوْا فَإِنَّمَا عَلَيْكَ الْبَلَاغُ الْمُبِينُ
ხოლო თუ პირი იბრუნეს, ჭეშმარიტად, შენი მოვალეობა [ო, მოციქულო] მხოლოდ ცხადი გზავნილის მიტანაა [მათამდე].
83يَعْرِفُونَ نِعْمَتَ اللَّهِ ثُمَّ يُنكِرُونَهَا وَأَكْثَرُهُمُ الْكَافِرُونَ
ისინი [მრავალღმერთიანები] ცნობენ (უამრავ) წყალობას ალლაჰისას, ხოლო შემდეგ უარყოფენ მას, და მათი უმრავლესობა ურწმუნონი არიან [კვდებიან ურწმუნოებად].
84وَيَوْمَ نَبْعَثُ مِن كُلِّ أُمَّةٍ شَهِيدًا ثُمَّ لَا يُؤْذَنُ لِلَّذِينَ كَفَرُوا وَلَا هُمْ يُسْتَعْتَبُونَ
და იმ დღეს [სასჯელის დღეს] ჩვენ გამოვგზავნით [გამოვიყვანთ] ყოველი თემიდან მოწმედ [მათ შუამავალს], (რომელიც დაამოწმებს მორწმუნეთა რწმენას და ურწმუნოთა ურწმუნოებას). შემდეგ კი არ მიეცემა ნებართვა იმათ, ვინც გახდა ურწმუნო, (რათა თავი იმართლოს) და არ მოითხოვენ მათგან გამართლებას.
ან-ნაჰლიყურანის საძიებელი
128აია
MeccanRevelation
82აია

თარგმანი — ან-ნაჰლი 82

სურა ან-ნაჰლი აია 82 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ხოლო თუ პირი იბრუნეს, ჭეშმარიტად, შენი მოვალეობა [ო, მოციქულო] მხოლოდ…

სურა აია 82/128 — ან-ნაჰლი النحل (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ან-ნაჰლი მოსმენა, ან-ნაჰლი თარგმანი, ან-ნაჰლი mp3, ან-ნაჰლი pdf. აია 80–84. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers