ან-ნაჰლი · 60/128
თარგმანი გამოთქმა — ან-ნაჰლი
لِلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ مَثَلُ السَّوْءِ ۖ وَلِلَّهِ الْمَثَلُ الْأَعْلَىٰ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ ۝٦٠
Lillazeena laa yu`minoona bil Aakhirati masalus saw`i wa lillaahil masalul a`laa; wa Huwal `Azeezul Hakeem
📖 ქართული მნიშვნელობა
ვისაც არ სწამს საიქიო ცხოვრების, (მათთვის არის) ცუდი აღწერა, ხოლო ალლაჰს ეკუთვნის უმაღლესი აღწერა ცაში და მიწაზე [ის არის ამაღლებული ყველაფერზე თავისი არსებით, თავისი სახელებითა და აღწერილობებით]. და ის არის დიდებული, ბრძენი!
🎧 მოსმენა

📜 აია 58-62 — ან-ნაჰლი

58وَإِذَا بُشِّرَ أَحَدُهُم بِالْأُنثَىٰ ظَلَّ وَجْهُهُ مُسْوَدًّا وَهُوَ كَظِيمٌ
და როცა რომელიმე მათგანს ასულს ახარებენ, სახე უშავდება და ის მწუხარებით ივსება [რაც ალლაჰს აკადრეს, თავისთვის სასირცხვილოდ მიიჩნიეს],
59يَتَوَارَىٰ مِنَ الْقَوْمِ مِن سُوءِ مَا بُشِّرَ بِهِ ۚ أَيُمْسِكُهُ عَلَىٰ هُونٍ أَمْ يَدُسُّهُ فِي التُّرَابِ ۗ أَلَا سَاءَ مَا يَحْكُمُونَ
იმალება ხალხისგან იმ სევდის გამო, რითაც გაახარეს [ახალი ამბით, რომ მას ქალიშვილი შეეძინა]: შეინარჩუნოს ეს [ის, რითაც გაახარეს] დამცირებით [შერცხვენილად იგრძნეს თავი თანამოძმეებს შორის] თუ დამალოს [დამარხოს] იგი (ცოცხალი) მიწაში? ო, რა ამაზრზენად მსჯელობენ ისინი (ალლაჰს ქალიშვილებს მიაწერენ, ხოლო საკუთარ თავს ძეებს)!
60لِلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ مَثَلُ السَّوْءِ ۖ وَلِلَّهِ الْمَثَلُ الْأَعْلَىٰ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ
ვისაც არ სწამს საიქიო ცხოვრების, (მათთვის არის) ცუდი აღწერა, ხოლო ალლაჰს ეკუთვნის უმაღლესი აღწერა ცაში და მიწაზე [ის არის ამაღლებული ყველაფერზე თავისი არსებით, თავისი სახელებითა და აღწერილობებით]. და ის არის დიდებული, ბრძენი!
61وَلَوْ يُؤَاخِذُ اللَّهُ النَّاسَ بِظُلْمِهِم مَّا تَرَكَ عَلَيْهَا مِن دَابَّةٍ وَلَٰكِن يُؤَخِّرُهُمْ إِلَىٰ أَجَلٍ مُّسَمًّى ۖ فَإِذَا جَاءَ أَجَلُهُمْ لَا يَسْتَأْخِرُونَ سَاعَةً ۖ وَلَا يَسْتَقْدِمُونَ
და თუ ალლაჰი შეიპყრობდა ადამიანებს [ურწმუნოებსა და ურჩებს] მათი ბოროტების გამო [ურწმუნოებისა და ალლაჰზე ცრუ ამბების შეთხზვის გამო], მაშინ არ დატოვებდა მასზე [მიწაზე] არც ერთ ცხოველს [ურწმუნოს]. მაგრამ ის აძლევს მათ გადავადებას გარკვეულ ვადამდე. ხოლო როცა მოვა მათი ვადა (რომელიც ალლაჰმა განუსაზღვრა), ისინი ვერ დაიგვიანებენ (ამ ვადაზე) არც ერთი საათით [არ მიეცემათ გადავადება] და ვერ დააჩქარებენ (ვადას ერთი საათითაც კი) [ის არ დადგება უფრო ადრე, ვიდრე დადგენილია].
62وَيَجْعَلُونَ لِلَّهِ مَا يَكْرَهُونَ وَتَصِفُ أَلْسِنَتُهُمُ الْكَذِبَ أَنَّ لَهُمُ الْحُسْنَىٰ ۖ لَا جَرَمَ أَنَّ لَهُمُ النَّارَ وَأَنَّهُم مُّفْرَطُونَ
და ისინი ალლაჰს მიაწერენ იმას, რასაც თვითონ სძულთ [ქალიშვილებს], და მათი ენები აღწერენ სიცრუეს, რომ მათთვის (მზად არის) საუკეთესო [მშვენიერი დასასრული]. უეჭველად, მათთვისაა ცეცხლი. და ისინი იქ მიტოვებულნი [დავიწყებულნი] იქნებიან!
ან-ნაჰლიყურანის საძიებელი
128აია
MeccanRevelation
60აია

თარგმანი — ან-ნაჰლი 60

სურა ან-ნაჰლი აია 60 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ვისაც არ სწამს საიქიო ცხოვრების, (მათთვის არის) ცუდი აღწერა, ხოლო…

სურა აია 60/128 — ან-ნაჰლი النحل (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ან-ნაჰლი მოსმენა, ან-ნაჰლი თარგმანი, ან-ნაჰლი mp3, ან-ნაჰლი pdf. აია 58–62. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers