📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 536
ثُمَّ إِنَّكُمۡ أَيُّهَا ٱلضَّآلُّونَ ٱلۡمُكَذِّبُونَ  ۝٥١ لَأٓكِلُونَ مِن شَجَرٍ مِّن زَقُّومٍ  ۝٥٢ فَمَالِـُٔونَ مِنۡهَا ٱلۡبُطُونَ  ۝٥٣ فَشَٰرِبُونَ عَلَيۡهِ مِنَ ٱلۡحَمِيمِ  ۝٥٤ فَشَٰرِبُونَ شُرۡبَ ٱلۡهِيمِ  ۝٥٥ هَٰذَا نُزُلُهُمۡ يَوۡمَ ٱلدِّينِ  ۝٥٦ نَحۡنُ خَلَقۡنَٰكُمۡ فَلَوۡلَا تُصَدِّقُونَ  ۝٥٧ أَفَرَءَيۡتُم مَّا تُمۡنُونَ  ۝٥٨ ءَأَنتُمۡ تَخۡلُقُونَهُۥٓ أَمۡ نَحۡنُ ٱلۡخَٰلِقُونَ  ۝٥٩ نَحۡنُ قَدَّرۡنَا بَيۡنَكُمُ ٱلۡمَوۡتَ وَمَا نَحۡنُ بِمَسۡبُوقِينَ  ۝٦٠ عَلَىٰٓ أَن نُّبَدِّلَ أَمۡثَٰلَكُمۡ وَنُنشِئَكُمۡ فِي مَا لَا تَعۡلَمُونَ  ۝٦١ وَلَقَدۡ عَلِمۡتُمُ ٱلنَّشۡأَةَ ٱلۡأُولَىٰ فَلَوۡلَا تَذَكَّرُونَ  ۝٦٢ أَفَرَءَيۡتُم مَّا تَحۡرُثُونَ  ۝٦٣ ءَأَنتُمۡ تَزۡرَعُونَهُۥٓ أَمۡ نَحۡنُ ٱلزَّٰرِعُونَ  ۝٦٤ لَوۡ نَشَآءُ لَجَعَلۡنَٰهُ حُطَٰمًا فَظَلۡتُمۡ تَفَكَّهُونَ  ۝٦٥ إِنَّا لَمُغۡرَمُونَ  ۝٦٦ بَلۡ نَحۡنُ مَحۡرُومُونَ  ۝٦٧ أَفَرَءَيۡتُمُ ٱلۡمَآءَ ٱلَّذِي تَشۡرَبُونَ  ۝٦٨ ءَأَنتُمۡ أَنزَلۡتُمُوهُ مِنَ ٱلۡمُزۡنِ أَمۡ نَحۡنُ ٱلۡمُنزِلُونَ  ۝٦٩ لَوۡ نَشَآءُ جَعَلۡنَٰهُ أُجَاجًا فَلَوۡلَا تَشۡكُرُونَ  ۝٧٠ أَفَرَءَيۡتُمُ ٱلنَّارَ ٱلَّتِي تُورُونَ  ۝٧١ ءَأَنتُمۡ أَنشَأۡتُمۡ شَجَرَتَهَآ أَمۡ نَحۡنُ ٱلۡمُنشِـُٔونَ  ۝٧٢ نَحۡنُ جَعَلۡنَٰهَا تَذۡكِرَةً وَمَتَٰعًا لِّلۡمُقۡوِينَ  ۝٧٣ فَسَبِّحۡ بِٱسۡمِ رَبِّكَ ٱلۡعَظِيمِ  ۝٧٤ ۞ فَلَآ أُقۡسِمُ بِمَوَٰقِعِ ٱلنُّجُومِ  ۝٧٥ وَإِنَّهُۥ لَقَسَمٌ لَّوۡ تَعۡلَمُونَ عَظِيمٌ  ۝٧٦
56:51
ثُمَّ إِنَّكُمۡ أَيُّهَا ٱلضَّآلُّونَ ٱلۡمُكَذِّبُونَ  ۝٥١
მაშინ, ჭეშმარიტად, თქვენ გზააბნეულნო (ჭეშმარიტი გზიდან) სიცრუედ მიიჩნევთ (იმას, რაც ალლაჰმა და შემდეგ მისმა შუამავალმა გაცნობათ),
56:52
لَأٓكِلُونَ مِن شَجَرٍ مِّن زَقُّومٍ  ۝٥٢
აუცილებლად შეჭამთ (ნაყოფს) ხიდან, სახელად ზაყყუუმი, (რომელიც ყველაზე საზიზღარია, ის ჯოჯოხეთის ფსკერზე იზრდება).
56:53
فَمَالِـُٔونَ مِنۡهَا ٱلۡبُطُونَ  ۝٥٣
და (საშინელი შიმშილისგან) გაივსებენ (თავიანთი) მუცლებს მისგან (ზაყყუუმის ნაყოფით),
56:54
فَشَٰرِبُونَ عَلَيۡهِ مِنَ ٱلۡحَمِيمِ  ۝٥٤
და (ძლიერი წყურვილით) დალევენ (ჯოჯოხეთის) მდუღარე წყალს,
56:55
فَشَٰرِبُونَ شُرۡبَ ٱلۡهِيمِ  ۝٥٥
და სვამენ (ისე ბევრს), როგორც წყურვილით გამხდარნი,
56:56
هَٰذَا نُزُلُهُمۡ يَوۡمَ ٱلدِّينِ  ۝٥٦
ეს [ყველა ეს სახის სასჯელი] იქნება მათი [ურწმუნოთა] საზღაური სამსჯავრო დღეს.
56:57
نَحۡنُ خَلَقۡنَٰكُمۡ فَلَوۡلَا تُصَدِّقُونَ  ۝٥٧
ჩვენ შეგქმენით თქვენ (ო, ადამიანნო) (არაფრისგან), მაშ, რატომ არ ირწმუნებთ (აღდგომას)?
56:58
أَفَرَءَيۡتُم مَّا تُمۡنُونَ  ۝٥٨
ხომ გინახავთ, რასაც თქვენ გამოყოფთ (მამაკაცის თესლს)?
56:59
ءَأَنتُمۡ تَخۡلُقُونَهُۥٓ أَمۡ نَحۡنُ ٱلۡخَٰلِقُونَ  ۝٥٩
თქვენ ქმნით მას [ადამიანის თესლს], თუ ჩვენ ვართ შემქმნელნი?!
56:60
نَحۡنُ قَدَّرۡنَا بَيۡنَكُمُ ٱلۡمَوۡتَ وَمَا نَحۡنُ بِمَسۡبُوقِينَ  ۝٦٠
ჩვენ განვსაზღვრეთ თქვენ შორის სიკვდილი და ჩვენ ისეთები არ ვართ, რომ ვინმემ გაგვასწროს [ვინც ჩვენ შეგვაჩერებს]!
56:61
عَلَىٰٓ أَن نُّبَدِّلَ أَمۡثَٰلَكُمۡ وَنُنشِئَكُمۡ فِي مَا لَا تَعۡلَمُونَ  ۝٦١
რომ ჩვენ შევცვლით თქვენს იერს (განკითხვის დღეს) და აღგადგენთ (ისეთი სახითა და მდგომარეობაში) ისე, რომ თქვენ ის არ იცით.
56:62
وَلَقَدۡ عَلِمۡتُمُ ٱلنَّشۡأَةَ ٱلۡأُولَىٰ فَلَوۡلَا تَذَكَّرُونَ  ۝٦٢
და ნამდვილად იცოდით პირველი შექმნის შესახებ, მაშ, რატომ არ დაფიქრდებით?
56:63
أَفَرَءَيۡتُم مَّا تَحۡرُثُونَ  ۝٦٣
განა დაფიქრებულხართ, რას ხნავთ (რასაც თესავთ)?
56:64
ءَأَنتُمۡ تَزۡرَعُونَهُۥٓ أَمۡ نَحۡنُ ٱلزَّٰرِعُونَ  ۝٦٤
თქვენ ზრდით მას, თუ ჩვენ ვართ მისი გამზრდელნი?
56:65
لَوۡ نَشَآءُ لَجَعَلۡنَٰهُ حُطَٰمًا فَظَلۡتُمۡ تَفَكَّهُونَ  ۝٦٥
ჩვენ რომ გვენება, ნამდვილად ვაქცევდით მას მოფანტულ ჩალად [მოგწყვეტდით მოსავალს], და გაგიკვირდებოდათ (თქვენი მოსავლის ბედზე).
56:66
إِنَّا لَمُغۡرَمُونَ  ۝٦٦
(ამბობთ): «ჭეშმარიტად, ჩვენ ნამდვილად განვიცადეთ დანაკარგი».
56:67
بَلۡ نَحۡنُ مَحۡرُومُونَ  ۝٦٧
«უფრო მეტიც, ჩვენ ასევე მოკლებულნი ვართ (სარჩოს)».
56:68
أَفَرَءَيۡتُمُ ٱلۡمَآءَ ٱلَّذِي تَشۡرَبُونَ  ۝٦٨
ხომ გიხილავთ წყალი, რომელსაც სვამთ?
56:69
ءَأَنتُمۡ أَنزَلۡتُمُوهُ مِنَ ٱلۡمُزۡنِ أَمۡ نَحۡنُ ٱلۡمُنزِلُونَ  ۝٦٩
თქვენ გარდმოავლენთ მას ღრუბლებიდან, თუ ჩვენ ვართ გარდმომვლენნი?
56:70
لَوۡ نَشَآءُ جَعَلۡنَٰهُ أُجَاجًا فَلَوۡلَا تَشۡكُرُونَ  ۝٧٠
ჩვენ რომ გვინდოდეს, მლაშედ ვაქცევდით მას. მაშ, რატომ არ ხართ მადლიერნი?
56:71
أَفَرَءَيۡتُمُ ٱلنَّارَ ٱلَّتِي تُورُونَ  ۝٧١
ნუთუ არ გინახავთ ის ცეცხლი, რომელსაც ანთებთ?
56:72
ءَأَنتُمۡ أَنشَأۡتُمۡ شَجَرَتَهَآ أَمۡ نَحۡنُ ٱلۡمُنشِـُٔونَ  ۝٧٢
თქვენ აღმოაცენეთ მისი ხე თუ ჩვენ ვართ აღმომცენებელნი?
56:73
نَحۡنُ جَعَلۡنَٰهَا تَذۡكِرَةً وَمَتَٰعًا لِّلۡمُقۡوِينَ  ۝٧٣
ჩვენ ის შეხსენებად დავადგინეთ (რათა შეგახსენოთ ჯოჯოხეთის ცეცხლი) და სარგებლად მგზავრთათვის.
56:74
فَسَبِّحۡ بِٱسۡمِ رَبِّكَ ٱلۡعَظِيمِ  ۝٧٤
მაშ, ადიდე შენი დიდებული უფლის სახელი!
56:75
۞ فَلَآ أُقۡسِمُ بِمَوَٰقِعِ ٱلنُّجُومِ  ۝٧٥
არა (მცდარნი არიან ურწმუნონი, როდესაც ყურანზე ცუდს ამბობენ)! (მე, ალლაჰი) ვფიცავ ვარსკვლავების ჩასვენების ადგილებს!
56:76
وَإِنَّهُۥ لَقَسَمٌ لَّوۡ تَعۡلَمُونَ عَظِيمٌ  ۝٧٦
და ჭეშმარიტად, ეს დიადი ფიცია, თქვენ რომ იცოდეთ!


📚Juz 27 📄536 / 604



Mishary Rashid Alafasy
Mahmoud Khalil Al-Husary
Abdurrahman As-Sudais
Mohamed Siddiq Al-Minshawi
Abdul Basit Abdul Samad
Ali Al-Hudhaify
Ahmed ibn Ali al-Ajamy
Abu Bakr Ash-Shaatree
Muhammad Ayyoub
Abdullah Basfar
Abdullah Al-Juhani
Maher Al Muaiqly
0:00
0:00
-

წმინდა ყურანი


Monday, August 31, 2026

Don't forget us in your sincere prayers