📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 549
სურა ალ-მუმთაჰინა

სურა ალ-მუმთაჰინა

60:1
يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ لَا تَتَّخِذُواْ عَدُوِّي وَعَدُوَّكُمۡ أَوۡلِيَآءَ تُلۡقُونَ إِلَيۡهِم بِٱلۡمَوَدَّةِ وَقَدۡ كَفَرُواْ بِمَا جَآءَكُم مِّنَ ٱلۡحَقِّ يُخۡرِجُونَ ٱلرَّسُولَ وَإِيَّاكُمۡ أَن تُؤۡمِنُواْ بِٱللَّهِ رَبِّكُمۡ إِن كُنتُمۡ خَرَجۡتُمۡ جِهَٰدًا فِي سَبِيلِي وَٱبۡتِغَآءَ مَرۡضَاتِيۚ تُسِرُّونَ إِلَيۡهِم بِٱلۡمَوَدَّةِ وَأَنَا۠ أَعۡلَمُ بِمَآ أَخۡفَيۡتُمۡ وَمَآ أَعۡلَنتُمۡۚ وَمَن يَفۡعَلۡهُ مِنكُمۡ فَقَدۡ ضَلَّ سَوَآءَ ٱلسَّبِيلِ ١
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ გაიხდით ჩემს მტერსა და თქვენს მტერს მეგობრებად , რომელთაც სიყვარულს უცხადებთ, მაშინ, როცა მათ უარყვეს ჭეშმარიტება, რომელიც გეცხადათ. ისინი დევნიან შუამავალსა და თქვენც, იმის გამო, რომ ირწმუნეთ ალლაჰი, თქვენი უფალი. თუ თქვენ გამოხვედით ჩემს გზაზე საბრძოლველად და ჩემი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, თქვენ ფარულად უცხადებთ მათ სიყვარულს, მაგრამ მე ყველაზე უკეთ ვიცი, რასაც მალავთ და რასაც აცხადებთ. და ვინც თქვენგან ამას ჩაიდენს, ის ნამდვილად ასცდა სწორ გზას.
60:2
إِن يَثۡقَفُوكُمۡ يَكُونُواْ لَكُمۡ أَعۡدَآءً وَيَبۡسُطُوٓاْ إِلَيۡكُمۡ أَيۡدِيَهُمۡ وَأَلۡسِنَتَهُم بِٱلسُّوٓءِ وَوَدُّواْ لَوۡ تَكۡفُرُونَ ٢
თუ ისინი [ურწმუნოები] შეგხვდებიან თქვენ, თქვენი მტრები იქნებიან და თქვენკენ გაიწვდიან თავიანთ ხელებს (რათა მოგკლან ან ტყვედ ჩაგიგდონ), და ასევე თავიანთ ენებსაც ბოროტებით (შეურაცხყოფით) მოგაწვდიან. და მათ სურთ, რომ თქვენც გახდეთ ისევე ურწმუნონი, როგორც თავად არიან.
60:3
لَن تَنفَعَكُمۡ أَرۡحَامُكُمۡ وَلَآ أَوۡلَٰدُكُمۡۚ يَوۡمَ ٱلۡقِيَٰمَةِ يَفۡصِلُ بَيۡنَكُمۡۚ وَٱللَّهُ بِمَا تَعۡمَلُونَ بَصِيرٌ ٣
ვერც თქვენი ნათესავები და ვერც თქვენი შვილები ვერ გიშველიან. განკითხვის დღეს ის განგაცალკევებთ თქვენ. ალლაჰი ხედავს, რასაც თქვენ სჩადიხართ.
60:4
قَدۡ كَانَتۡ لَكُمۡ أُسۡوَةٌ حَسَنَةٌ فِيٓ إِبۡرَٰهِيمَ وَٱلَّذِينَ مَعَهُۥٓ إِذۡ قَالُواْ لِقَوۡمِهِمۡ إِنَّا بُرَءَٰٓؤُاْ مِنكُمۡ وَمِمَّا تَعۡبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ كَفَرۡنَا بِكُمۡ وَبَدَا بَيۡنَنَا وَبَيۡنَكُمُ ٱلۡعَدَٰوَةُ وَٱلۡبَغۡضَآءُ أَبَدًا حَتَّىٰ تُؤۡمِنُواْ بِٱللَّهِ وَحۡدَهُۥٓ إِلَّا قَوۡلَ إِبۡرَٰهِيمَ لِأَبِيهِ لَأَسۡتَغۡفِرَنَّ لَكَ وَمَآ أَمۡلِكُ لَكَ مِنَ ٱللَّهِ مِن شَيۡءٍۖ رَّبَّنَا عَلَيۡكَ تَوَكَّلۡنَا وَإِلَيۡكَ أَنَبۡنَا وَإِلَيۡكَ ٱلۡمَصِيرُ ٤
ჭეშმარიტად, თქვენთვის შესანიშნავი მაგალითი იყო იბრაჰიმსა და მასთან მყოფებში, როცა მათ თავიანთ ხალხს უთხრეს: «ჩვენ უარს ვამბობთ თქვენზე და იმაზე, რასაც თქვენ ეთაყვანებით ალლაჰის გარდა. ჩვენ უარგყავით თქვენ, და ჩვენსა და თქვენს შორის გაჩნდა მტრობა და სიძულვილი სამუდამოდ, სანამ არ ირწმუნებთ მხოლოდ ერთადერთ ალლაჰს». გარდა იბრაჰიმის სიტყვებისა მამამისისადმი: «მე შენთვის პატიებას შევთხოვ, მაგრამ მე არაფერი შემიძლია შენთვის ალლაჰის წინაშე. უფალო ჩვენო! შენზე ვართ მინდობილნი, შენკენ მოვიქეცით (მონანიებით) და შენთანაა დაბრუნება».
60:5
رَبَّنَا لَا تَجۡعَلۡنَا فِتۡنَةً لِّلَّذِينَ كَفَرُواْ وَٱغۡفِرۡ لَنَا رَبَّنَآۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلۡعَزِيزُ ٱلۡحَكِيمُ ٥
უფალო ჩვენო! ნუ გვაქცევ ურწმუნოთა საცდურად და შეგვინდე ჩვენ, უფალო ჩვენო! ჭეშმარიტად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Monday, August 31, 2026
Don't forget us in your sincere prayers







