სურა არ-რუმი არაბულად და ქართულად

წაიკითხეთ სურა არ-რუმი სრული ქართული თარგმანით, გამოთქმით და აუდიო წაკითხვით. თითოეული აიათის მნიშვნელობა. (60 აია — مكية). არ-რუმი მოსმენა, არ-რუმი თარგმანი, არ-რუმი mp3, არ-რუმი pdf.

სურა არ-რუმი წაკითხვა და მოსმენა

🎧 აია
M Mishary Rashid Alafasy
M Mahmoud Khalil Al-Husary
A Abdurrahman As-Sudais
M Mohamed Siddiq Al-Minshawi
A Abdul Basit Abdul Samad
A Ali Al-Hudhaify
A Ahmed ibn Ali al-Ajamy
A Abu Bakr Ash-Shaatree
M Muhammad Ayyoub
A Abdullah Basfar
A Abdullah Al-Juhani
M Maher Al Muaiqly
x1
الم ۝١
📖 თარგმანი აია 1
ალიფ ლაამ მიიმ
غُلِبَتِ الرُّومُ ۝٢
📖 თარგმანი აია 2
მარცხი განიცადეს რომაელებმა.
فِي أَدْنَى الْأَرْضِ وَهُم مِّن بَعْدِ غَلَبِهِمْ سَيَغْلِبُونَ ۝٣
📖 თარგმანი აია 3
უახლოეს მიწაზე [სპარსებსა და არაბებთან ახლოს მდებარე ქვეყანაში, პალესტინაში], მაგრამ ისინი [რომაელები] მათი [სპარსთა] გამარჯვების შემდეგ [ისევ] გაიმარჯვებენ.
فِي بِضْعِ سِنِينَ ۗ لِلَّهِ الْأَمْرُ مِن قَبْلُ وَمِن بَعْدُ ۚ وَيَوْمَئِذٍ يَفْرَحُ الْمُؤْمِنُونَ ۝٤
📖 თარგმანი აია 4
რამდენიმე წლის შემდეგ. ალლაჰს ეკუთვნის [მთელი] ძალაუფლება, როგორც მანამდე, ასევე მის შემდეგაც. და იმ დღეს [როცა რომაელები გაიმარჯვებენ სპარსელებზე] მორწმუნენი გაიხარებენ.
بِنَصْرِ اللَّهِ ۚ يَنصُرُ مَن يَشَاءُ ۖ وَهُوَ الْعَزِيزُ الرَّحِيمُ ۝٥
📖 თარგმანი აია 5
ალლაჰის დახმარებით. ის ეხმარება, ვისაც ისურვებს და ის არის ყოვლისშემძლე, შემწყალებელი.
وَعْدَ اللَّهِ ۖ لَا يُخْلِفُ اللَّهُ وَعْدَهُ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ ۝٦
📖 თარგმანი აია 6
[და რომაელები გაიმარჯვებენ სპარსელებზე] ალლაჰის დაპირებისამებრ [რომელიც მან მუჰამმად შუამავალს და მორწმუნეებს მისცა]. ალლაჰი არასდროს არ ცვლის თავის დანაპირებს, მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის.
يَعْلَمُونَ ظَاهِرًا مِّنَ الْحَيَاةِ الدُّنْيَا وَهُمْ عَنِ الْآخِرَةِ هُمْ غَافِلُونَ ۝٧
📖 თარგმანი აია 7
ისინი იცნობენ მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების გარეგნულ მხარეს, ხოლო საიქიოს შესახებ დაუდევარნი არიან [არ ფიქრობენ მასზე].
أَوَلَمْ يَتَفَكَّرُوا فِي أَنفُسِهِم ۗ مَّا خَلَقَ اللَّهُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَا إِلَّا بِالْحَقِّ وَأَجَلٍ مُّسَمًّى ۗ وَإِنَّ كَثِيرًا مِّنَ النَّاسِ بِلِقَاءِ رَبِّهِمْ لَكَافِرُونَ ۝٨
📖 თარგმანი აია 8
ნუთუ ისინი საკუთარ თავებში არ დაფიქრდნენ?! ალლაჰმა შექმნა ცა, მიწა და ის, რაც მათ შორისაა, ჭეშმარიტებითა და განსაზღვრული ვადით, სინამდვილეში მრავალი ადამიანი ურწმუნოა თავის უფალთან შეხვედრის მიმართ.
أَوَلَمْ يَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَيَنظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۚ كَانُوا أَشَدَّ مِنْهُمْ قُوَّةً وَأَثَارُوا الْأَرْضَ وَعَمَرُوهَا أَكْثَرَ مِمَّا عَمَرُوهَا وَجَاءَتْهُمْ رُسُلُهُم بِالْبَيِّنَاتِ ۖ فَمَا كَانَ اللَّهُ لِيَظْلِمَهُمْ وَلَٰكِن كَانُوا أَنفُسَهُمْ يَظْلِمُونَ ۝٩
📖 თარგმანი აია 9
ნუთუ ისინი არ დადიოდნენ დედამიწაზე, რათა ეხილათ, როგორი აღსასრული ჰქონდა მათზე წინ მცხოვრებთ [რომლებიც არ დაემორჩილნენ ალლაჰს]?! ისინი მათზე ძლიერები იყვნენ ძალით, უფრო მეტად ამუშავებდნენ მიწას და აშენებდნენ მასზე [სასახლეებს], ვიდრე ესენი [მექქელები] აშენებენ. და მოვიდნენ მათთან მოციქულები ცხადი სასწაულებით, ალლაჰი არ მოექცეოდა მათ უსამართლოდ, არამედ ისინი თვითონვე იქცეოდნენ უსამართლოდ საკუთარი თავის მიმართ.
ثُمَّ كَانَ عَاقِبَةَ الَّذِينَ أَسَاءُوا السُّوأَىٰ أَن كَذَّبُوا بِآيَاتِ اللَّهِ وَكَانُوا بِهَا يَسْتَهْزِئُونَ ۝١٠
📖 თარგმანი აია 10
ბოლოს, მათ, ვინც ცუდ ქმედებას სჩადიოდნენ [შირქსა და სხვა ცოდვებს], დასასრულიც ბოროტი მოუვიდათ იმის გამო, რომ უარყვეს ალლაჰის ნიშნები [არ ირწმუნეს ისინი] და დასცინოდნენ მათზე [ალლაჰის ნიშნებზე].
اللَّهُ يَبْدَأُ الْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُ ثُمَّ إِلَيْهِ تُرْجَعُونَ ۝١١
📖 თარგმანი აია 11
ალლაჰი იწყებს გაჩენას [არარაობიდან ქმნის], შემდეგ კვლავ იმეორებს მას [ხელახლა ქმნის], ხოლო ბოლოს თქვენ მასთანვე დაბრუნდებით!
وَيَوْمَ تَقُومُ السَّاعَةُ يُبْلِسُ الْمُجْرِمُونَ ۝١٢
📖 თარგმანი აია 12
იმ დღეს, როცა დადგება საათი [განკითხვის დღე], დამნაშავენი სასოწარკვეთილნი დარჩებიან.
وَلَمْ يَكُن لَّهُم مِّن شُرَكَائِهِمْ شُفَعَاءُ وَكَانُوا بِشُرَكَائِهِمْ كَافِرِينَ ۝١٣
📖 თარგმანი აია 13
და არ ეყოლებათ მათ [მრავალღმერთიანებს] იმ დღეს თავიანთ თანამოზიარეებს შორის [ვისაც თაყვანს სცემდნენ] მფარველები და შუამდგომლები. და [თავად იმ] თანამოზიარეებს, რომლებიც მათ თაყვანს სცემდნენ - უარყოფენ [და მათგან განუდგებიან].
وَيَوْمَ تَقُومُ السَّاعَةُ يَوْمَئِذٍ يَتَفَرَّقُونَ ۝١٤
📖 თარგმანი აია 14
და იმ დღეს, როცა დადგება საათი, ისინი [მორწმუნენიც და ურწმუნონიც] განცალკევდებიან. [ერთნი გაემართებიან სამოთხისკენ, ხოლო მეორენი — ჯოჯოხეთისკენ].
فَأَمَّا الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ فَهُمْ فِي رَوْضَةٍ يُحْبَرُونَ ۝١٥
📖 თარგმანი აია 15
ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც ირწმუნა და აკეთებდა კეთილ საქმეებს, ისინი სამოთხის ბაღებში ნეტარ იქნებიან.
وَأَمَّا الَّذِينَ كَفَرُوا وَكَذَّبُوا بِآيَاتِنَا وَلِقَاءِ الْآخِرَةِ فَأُولَٰئِكَ فِي الْعَذَابِ مُحْضَرُونَ ۝١٦
📖 თარგმანი აია 16
ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც არ ირწმუნეს და უარყვეს ჩვენი ნიშნები და შეხვედრა მარადიულ ცხოვრებაში [არ ირწმუნეს სასჯელის დღე, ჯოჯოხეთი და სამოთხე], ისინი ჩაყრილნი იქნებიან მარადიულ სატანჯველში.
فَسُبْحَانَ اللَّهِ حِينَ تُمْسُونَ وَحِينَ تُصْبِحُونَ ۝١٧
📖 თარგმანი აია 17
ამგვარად [ადიდეთ თქვენი უფალი], და თქვით: «დიდებულია ალლაჰი!» [იგი წმინდაა ყოველგვარი ნაკლისგან და აღმატებულია ყოველივეზე] როცა თქვენზე საღამო ჩამოეფინება და როცა გაგითენდებათ.
وَلَهُ الْحَمْدُ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَعَشِيًّا وَحِينَ تُظْهِرُونَ ۝١٨
📖 თარგმანი აია 18
მისია დიდება და ქება ცათა სივრცეშიც და მიწაზეც, ღამითაც და მაშინაც, როცა თქვენზე შუადღე დადგება!
يُخْرِجُ الْحَيَّ مِنَ الْمَيِّتِ وَيُخْرِجُ الْمَيِّتَ مِنَ الْحَيِّ وَيُحْيِي الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ وَكَذَٰلِكَ تُخْرَجُونَ ۝١٩
📖 თარგმანი აია 19
მას [ალლაჰს] გამოჰყავს ცოცხალი მკვდარიდან [ადამიანი წვეთიდან, ფრინველი კვერცხიდან, მცენარე თესლიდან] და გამოჰყავს მკვდარი ცოცხლიდან [თესლი ადამიანიდან, კვერცხი ფრინველიდან]. და ის აცოცხლებს მიწას მას შემდეგ, რაც იგი უსიცოცხლო გახდება [წვიმით და მცენარეებით აცოცხლებს და ამშვენებს მას]. სწორედ ასე, [ამგვარი გაცოცხლებით] თქვენც აღგადგენენ თქვენი სამარხებიდან აღდგომის დღეს!
وَمِنْ آيَاتِهِ أَنْ خَلَقَكُم مِّن تُرَابٍ ثُمَّ إِذَا أَنتُم بَشَرٌ تَنتَشِرُونَ ۝٢٠
📖 თარგმანი აია 20
და მის სასწაულებს შორის არის ის, რომ მან შეგქმნათ თქვენ მიწისგან. შემდეგ, როცა ადამიანები გახდით მოდგმა, თქვენ მიმოიფანტეთ მიწაზე.
وَمِنْ آيَاتِهِ أَنْ خَلَقَ لَكُم مِّنْ أَنفُسِكُمْ أَزْوَاجًا لِّتَسْكُنُوا إِلَيْهَا وَجَعَلَ بَيْنَكُم مَّوَدَّةً وَرَحْمَةً ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِّقَوْمٍ يَتَفَكَّرُونَ ۝٢١
📖 თარგმანი აია 21
და მის სასწაულებს შორის არის ის, რომ თქვენთვის [ო, მამაკაცნო] თქვენივე არსებიდან შექმნა წყვილი [ქალი], რათა სიმშვიდე ჰპოვოთ მათთან. და დაამკვიდრა თქვენს შორის სიყვარული და გულმოწყალება. ჭეშმარიტად, ამაში არის ნიშნები მათთვის, ვინც ფიქრობს [მსჯელობს]!
وَمِنْ آيَاتِهِ خَلْقُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَاخْتِلَافُ أَلْسِنَتِكُمْ وَأَلْوَانِكُمْ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِّلْعَالِمِينَ ۝٢٢
📖 თარგმანი აია 22
და მის სასწაულებს შორისაა ცათა და მიწის შექმნა, ასევე თქვენი ენების სხვადასხვაობა და თქვენი ფერების [კანის] მრავალფეროვნება. ჭეშმარიტად, ამაში უდავოდ არის ნიშნები მცოდნეთათვის.
وَمِنْ آيَاتِهِ مَنَامُكُم بِاللَّيْلِ وَالنَّهَارِ وَابْتِغَاؤُكُم مِّن فَضْلِهِ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِّقَوْمٍ يَسْمَعُونَ ۝٢٣
📖 თარგმანი აია 23
და (ასევე) მის სასწაულებს შორისაა თქვენი ძილი ღამითაც და დღისითაც და თქვენი შრომა, რომ მოიძიოთ ის წყალობანი, რასაც იგი გასცემს. ჭეშმარიტად, ამაში უდავოდ არის სასწაულები მათთვის, ვინც ისმენს [და იღებს შეგონებას].
وَمِنْ آيَاتِهِ يُرِيكُمُ الْبَرْقَ خَوْفًا وَطَمَعًا وَيُنَزِّلُ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَيُحْيِي بِهِ الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِّقَوْمٍ يَعْقِلُونَ ۝٢٤
📖 თარგმანი აია 24
და მის ნიშნებს შორისაა ისიც, რომ ის გაჩვენებთ ელვას [და თქვენ ხედავთ მას] შიშითაც [მეხის დაცემის შიში] და იმედითაც [რომ ნოყიერი წვიმა მოიტანოს]. და იგი ციდან წყალს გადმოავლენს და მისით აცოცხლებს მიწას მას შემდეგ, რაც იგი უსიცოცხლო იყო. ჭეშმარიტად, ამაში უდავოდ არის სასწაულები მოაზროვნე ხალხთათვის.
وَمِنْ آيَاتِهِ أَن تَقُومَ السَّمَاءُ وَالْأَرْضُ بِأَمْرِهِ ۚ ثُمَّ إِذَا دَعَاكُمْ دَعْوَةً مِّنَ الْأَرْضِ إِذَا أَنتُمْ تَخْرُجُونَ ۝٢٥
📖 თარგმანი აია 25
მისი სასწავლებიდანაა ის, რომ ცა და მიწა დგანან მისი ბრძანებით. შემდეგ კი, როცა ის მოგიხმობთ მიწიდან ძახილით, მაშინვე გამოხვალთ [სასაფლაოებიდან] [გაცოცხლებულნი].
وَلَهُ مَن فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ كُلٌّ لَّهُ قَانِتُونَ ۝٢٦
📖 თარგმანი აია 26
მას [ალლაჰს] ეკუთვნის ის, რაც ცაშია და მიწაზე. ყველანი მორჩილნი არიან მისი .
وَهُوَ الَّذِي يَبْدَأُ الْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُ وَهُوَ أَهْوَنُ عَلَيْهِ ۚ وَلَهُ الْمَثَلُ الْأَعْلَىٰ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ ۝٢٧
📖 თარგმანი აია 27
ის არის, ვინც იწყებს შექმნას, შემდეგ კი მას კვლავ აღადგენს. და ეს მისთვის [ალლაჰისთვის] კიდევ უფრო ადვილია. მას ეკუთვნის უმაღლესი აღწერა [სრულყოფილება] ცასა და მიწაზე. ის ყოვლისშემძლე, ყოვლადბრძენია.
ضَرَبَ لَكُم مَّثَلًا مِّنْ أَنفُسِكُمْ ۖ هَل لَّكُم مِّن مَّا مَلَكَتْ أَيْمَانُكُم مِّن شُرَكَاءَ فِي مَا رَزَقْنَاكُمْ فَأَنتُمْ فِيهِ سَوَاءٌ تَخَافُونَهُمْ كَخِيفَتِكُمْ أَنفُسَكُمْ ۚ كَذَٰلِكَ نُفَصِّلُ الْآيَاتِ لِقَوْمٍ يَعْقِلُونَ ۝٢٨
📖 თარგმანი აია 28
მან მაგალითი მოგიყვანათ [კერპთაყვანისმცემლებო] თქვენივე თავებიდანვე: «ნუთუ გყავთ ისინი, ვისაც თქვენი მარჯვენა ფლობს [თქვენი მონები], თანამონაწილედ იმაში, რაც ჩვენ გიბოძეთ, ისე რომ თქვენ თანასწორუფლებიანნი იყოთ მათთან? და გეშინიათ მათი [თქვენი მონებისა] ისე, როგორც გეშინიათ საკუთარი თავებისა [ერთმანეთისა ქონების გაყოფაში] ?! ამგვარად ვხსნით სასწაულებს მოაზროვნე ხალხისთვის.
بَلِ اتَّبَعَ الَّذِينَ ظَلَمُوا أَهْوَاءَهُم بِغَيْرِ عِلْمٍ ۖ فَمَن يَهْدِي مَنْ أَضَلَّ اللَّهُ ۖ وَمَا لَهُم مِّن نَّاصِرِينَ ۝٢٩
📖 თარგმანი აია 29
პირიქით, ისინი, ვინც უსამართლონი არიან [მრავალღმერთიანნი], მიჰყვნენ საკუთარ ვნებებს ცოდნის გარეშე, ხოლო ვისაც ალლაჰი გზას ააცდენს, ვინ დაადგენს მას სწორ გზაზე?! და მათ არ ეყოლებათ დამხმარენი.
فَأَقِمْ وَجْهَكَ لِلدِّينِ حَنِيفًا ۚ فِطْرَتَ اللَّهِ الَّتِي فَطَرَ النَّاسَ عَلَيْهَا ۚ لَا تَبْدِيلَ لِخَلْقِ اللَّهِ ۚ ذَٰلِكَ الدِّينُ الْقَيِّمُ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ ۝٣٠
📖 თარგმანი აია 30
მიმართე შენი სახე [მხოლოდ] ჭეშმარიტ სარწმუნოებას, [იყავი] ჰანიფი [ერთღმერთიანი], [რაც შეესაბამება] მოწყობას/ბუნებას [ადამიანისა], რომლითაც ალლაჰმა შექმნა ხალხი თავიდანვე. არ შეიძლება ალლაჰის ქმნილების შეცვლა. ეს არის სწორი [მართალი] სარწმუნოება, მაგრამ ხალხთა უმეტესობა ამას ვერ ხვდება.
۞ مُنِيبِينَ إِلَيْهِ وَاتَّقُوهُ وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَلَا تَكُونُوا مِنَ الْمُشْرِكِينَ ۝٣١
📖 თარგმანი აია 31
მიმართეთ მას [მონანიებით] და ერიდეთ მას [მის სასჯელს], აღასრულეთ ლოცვა [სწორად] და ნუ იქნებით მრავალღმერთიანთაგანი.
مِنَ الَّذِينَ فَرَّقُوا دِينَهُمْ وَكَانُوا شِيَعًا ۖ كُلُّ حِزْبٍ بِمَا لَدَيْهِمْ فَرِحُونَ ۝٣٢
📖 თარგმანი აია 32
იმათგან, ვინც დაანაწევრეს თავიანთი სარწმუნოება [შეცვალეს იგი] და იქცნენ დაჯგუფებებად. ყოველი დაჯგუფება ხარობს იმით, რაც მასთანაა [თვლის, რომ მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტებაზე, ხოლო სხვანი — შეცდომაში].
وَإِذَا مَسَّ النَّاسَ ضُرٌّ دَعَوْا رَبَّهُم مُّنِيبِينَ إِلَيْهِ ثُمَّ إِذَا أَذَاقَهُم مِّنْهُ رَحْمَةً إِذَا فَرِيقٌ مِّنْهُم بِرَبِّهِمْ يُشْرِكُونَ ۝٣٣
📖 თარგმანი აია 33
და როცა ხალხს უბედურება შეეხებათ [სიძნელე ან ზარალი], ისინი მიმართავენ თავიანთ უფალს და მხოლოდ მას ევედრებიან [ტოვებენ სხვას, ვისაც ადრე თაყვანს სცემდნენ]. ხოლო როცა იგი დააგემოვნებინებს თავის წყალობას, — მაშინვე მათგან ნაწილი თავის უფალს თანამოზიარეს უჩენს.
لِيَكْفُرُوا بِمَا آتَيْنَاهُمْ ۚ فَتَمَتَّعُوا فَسَوْفَ تَعْلَمُونَ ۝٣٤
📖 თარგმანი აია 34
რათა უგულვებელყონ და უმადურობა გამოხატონ იმ წყალობის მიმართ, რაც ჩვენ ვარგუნეთ მათ. ისარგებლეთ (ო, მრავალღმერთიანებო) [ამ წუთისოფლის სიამოვნებით], მაგრამ მერე თავად შეიტყობთ [რა სასჯელი დაგეწევათ]!
أَمْ أَنزَلْنَا عَلَيْهِمْ سُلْطَانًا فَهُوَ يَتَكَلَّمُ بِمَا كَانُوا بِهِ يُشْرِكُونَ ۝٣٥
📖 თარგმანი აია 35
ან ნუთუ ჩვენ მივგზავნეთ მათ [მრავალღმერთიანებს] რაიმე მტკიცებულება [საბუთი და გამართლება], რომელიც აუწყებდა მათ იმას, რომ ნებადართულია ალლაჰს სხვა შეადარონ [თანამოზიარებად მიიჩნიონ]?
وَإِذَا أَذَقْنَا النَّاسَ رَحْمَةً فَرِحُوا بِهَا ۖ وَإِن تُصِبْهُمْ سَيِّئَةٌ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيهِمْ إِذَا هُمْ يَقْنَطُونَ ۝٣٦
📖 თარგმანი აია 36
და როცა ჩვენ ვაგემოვნებინებთ ადამიანებს ჩვენს წყალობას [ჯანმრთელობას, მშვიდ ცხოვრებას, ნაყოფიერებას...], ისინი ხარობენ მასზე ამპარტავნულად [მადლიერების ნაცვლად]. ხოლო თუ უბედურება შეემთხვევათ [დაავადება, სიღარიბე, შიში] იმ ყველაფრის გამო, რაც მათმა ხელებმა მოიმოქმედეს [ცოდვების გამო], — მაშინვე სასოწარკვეთილნი ხდებიან [ალლაჰის წყალობის მიმართ]!
أَوَلَمْ يَرَوْا أَنَّ اللَّهَ يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَن يَشَاءُ وَيَقْدِرُ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِّقَوْمٍ يُؤْمِنُونَ ۝٣٧
📖 თარგმანი აია 37
ნუთუ ვერ ხედავენ, რომ ალლაჰი ვისაც ისურვებს თავის მსახურთაგან, იმას ფართო საზრდოს აძლევს, ხოლო ვისაც ისურვებს უზღუდავს? ჭეშმარიტად, ამაში [საზრდოს გაფართოებასა და შეზღუდვაში] უდავოდ არის სააწაული მორწმუნეთათვის.
فَآتِ ذَا الْقُرْبَىٰ حَقَّهُ وَالْمِسْكِينَ وَابْنَ السَّبِيلِ ۚ ذَٰلِكَ خَيْرٌ لِّلَّذِينَ يُرِيدُونَ وَجْهَ اللَّهِ ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُفْلِحُونَ ۝٣٨
📖 თარგმანი აია 38
მაშ, მიეცი ნათესავს მისი უფლება [შეინარჩუნე მასთან ნათესაური კავშირი, გაუწიე დახმარება], ასევე მიეცი ღარიბს და მგზავრს [მისი უფლება]. ეს უმჯობესი საქმეა მათთვის, ვისაც ალლაჰის სახე [ხილვა] სურს. და სწორედ ასეთნი არიან ნეტარნი [ამ ქვეყანაშიც და მარადიულ ცხოვრებაშიც].
وَمَا آتَيْتُم مِّن رِّبًا لِّيَرْبُوَ فِي أَمْوَالِ النَّاسِ فَلَا يَرْبُو عِندَ اللَّهِ ۖ وَمَا آتَيْتُم مِّن زَكَاةٍ تُرِيدُونَ وَجْهَ اللَّهِ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُضْعِفُونَ ۝٣٩
📖 თარგმანი აია 39
და ის, რასაც თქვენ გაასესხებთ [გააპროცენტებთ] იმისთვის, რომ გამრავლდეს, — ალლაჰთან იგი არ გამრავლდება. ხოლო ის, რასაც თქვენ იძლევით ზაქათიდან, ალლაჰის სახის [მისი კეთილგანწყობისა და ხსნის] სურვილით, — სწორედ ისინი არიან, ვინც მართლა ამრავლებენ [საკუთარ ქონებას და ჯილდოს].
اللَّهُ الَّذِي خَلَقَكُمْ ثُمَّ رَزَقَكُمْ ثُمَّ يُمِيتُكُمْ ثُمَّ يُحْيِيكُمْ ۖ هَلْ مِن شُرَكَائِكُم مَّن يَفْعَلُ مِن ذَٰلِكُم مِّن شَيْءٍ ۚ سُبْحَانَهُ وَتَعَالَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ ۝٤٠
📖 თარგმანი აია 40
ალლაჰია ის, ვინც შეგქმნათ თქვენ [ადამიანნო], შემდეგ გამოგკვებათ, მერე მოგაკვდინებთ და კვლავაც გაგაცოცხლებთ. ნუთუ თქვენს თანამოზიარებში [ვისაც თაყვანს სცემთ ალლაჰის გარდა] არის ვინმე, ვინც ამ საქმეებიდან რამეს გააკეთებს თქვენთვის? დიდებულია იგი და აღმატებულია იმაზე, რასაც ისინი თანაზიარებად უდგენენ!
ظَهَرَ الْفَسَادُ فِي الْبَرِّ وَالْبَحْرِ بِمَا كَسَبَتْ أَيْدِي النَّاسِ لِيُذِيقَهُم بَعْضَ الَّذِي عَمِلُوا لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ ۝٤١
📖 თარგმანი აია 41
მიწაზე და ზღვაზე გაჩნდა არეულობა [გვალვა, სენები და ავადმყოფობანი] იმის გამო, რაც ადამიანთა ხელებმა მოიმოქმედეს [მათ ცოდვათა გამო]. რათა აგემოვნებინოთ მათ მცირე ნაწილი იმიდან, რასაც თავადვე სჩადიოდნენ, რათა დაუბრუნდნენ ალლაჰის მორჩილებას!
قُلْ سِيرُوا فِي الْأَرْضِ فَانظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الَّذِينَ مِن قَبْلُ ۚ كَانَ أَكْثَرُهُم مُّشْرِكِينَ ۝٤٢
📖 თარგმანი აია 42
უთხარი [ო, მუჰამმად, (ურწმუნოებს)]: «მოიარეთ დედამიწა და შეხედეთ, როგორი დასასრული ეწიათ მათ, ვინც თქვენამდე იყო [ნუჰის ხალხი, ადი, სამუდი და სხვანი]! უმეტესობა მათგანი მრავალღმერთიანი იყო».
فَأَقِمْ وَجْهَكَ لِلدِّينِ الْقَيِّمِ مِن قَبْلِ أَن يَأْتِيَ يَوْمٌ لَّا مَرَدَّ لَهُ مِنَ اللَّهِ ۖ يَوْمَئِذٍ يَصَّدَّعُونَ ۝٤٣
📖 თარგმანი აია 43
და მიმართე შენი სახე [გული და მთელი არსება] მხოლოდ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, სანამ დადგება ის დღე, რომელსაც არ ჰყავს გამბრუნებელი ალლაჰისაგან [ვერავინ ვერ შეაჩერებს მის მოსვლას]. იმ დღეს გაიყოფიან (ორ ბანაკად).
مَن كَفَرَ فَعَلَيْهِ كُفْرُهُ ۖ وَمَنْ عَمِلَ صَالِحًا فَلِأَنفُسِهِمْ يَمْهَدُونَ ۝٤٤
📖 თარგმანი აია 44
ვინც ურწმუნო გახდა — მის წინააღმდეგვე შემოუტრიალდება მისი ურწმუნოება. ხოლო ვინც კეთილ საქმეს სჩადიოდა, მათ მოიმზადეს თავიანთთვის სამყოფელი სამოთხეში.
لِيَجْزِيَ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ مِن فَضْلِهِ ۚ إِنَّهُ لَا يُحِبُّ الْكَافِرِينَ ۝٤٥
📖 თარგმანი აია 45
(ეს მოხდება იმისათვის,) რომ ალლაჰმა დააჯილდოს ისინი, ვინც ირწმუნეს და კეთილ საქმეებს სჩადიოდნენ, თავისი უდიდესი წყალობით. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ურწმუნონი!
وَمِنْ آيَاتِهِ أَن يُرْسِلَ الرِّيَاحَ مُبَشِّرَاتٍ وَلِيُذِيقَكُم مِّن رَّحْمَتِهِ وَلِتَجْرِيَ الْفُلْكُ بِأَمْرِهِ وَلِتَبْتَغُوا مِن فَضْلِهِ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ ۝٤٦
📖 თარგმანი აია 46
და მისი ნიშნებიდანაა ისიც, რომ ალლაჰი [წვიმამდე] გზავნის ქარებს [ღრუბლიან ტალღებს მიაქროლებენ] კეთილი უწყების მახარობლად, რათა აგემოვნებინოთ მისი წყალობა; რათა ხომალდები მის ბრძანებას დაემორჩილონ და ზღვებზე დაიარონ; რათა თქვენ იპოვოთ საზრდო მისი უდიდესი წყალობიდან და რათა ეგების მადლიერნი იყოთ.
وَلَقَدْ أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ رُسُلًا إِلَىٰ قَوْمِهِمْ فَجَاءُوهُم بِالْبَيِّنَاتِ فَانتَقَمْنَا مِنَ الَّذِينَ أَجْرَمُوا ۖ وَكَانَ حَقًّا عَلَيْنَا نَصْرُ الْمُؤْمِنِينَ ۝٤٧
📖 თარგმანი აია 47
ჩვენ უკვე წარმოვგზავნეთ შენამდე (ო, მუჰამმად) მოციქულნი თავიანთ ხალხებთან. ისინი მოდიოდნენ მათთან ნათელი ნიშნებით (და მოუწოდებდნენ ერთღმერთიანობისკენ). (მაგრამ ბევრმა მათგანმა არ ირწმუნეს) და ჩვენ შური ვიძიეთ მათზე, რომლებმაც არ ირწმუნეს. და ჩვენზეა (ვალდებულებაა), დახმარება მორწმუნეთათვის.
اللَّهُ الَّذِي يُرْسِلُ الرِّيَاحَ فَتُثِيرُ سَحَابًا فَيَبْسُطُهُ فِي السَّمَاءِ كَيْفَ يَشَاءُ وَيَجْعَلُهُ كِسَفًا فَتَرَى الْوَدْقَ يَخْرُجُ مِنْ خِلَالِهِ ۖ فَإِذَا أَصَابَ بِهِ مَن يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ إِذَا هُمْ يَسْتَبْشِرُونَ ۝٤٨
📖 თარგმანი აია 48
ალლაჰია, ვინც გზავნის ქარებს [და არა სხვა ვინმე], (რომლებიც) შემდეგ აღამაღლებენ ღრუბლებს. იგი განფენს მათ [ღრუბლებს] ცაზე, როგორც ის ინებებს, და აქცევს მათ ნაწილებად. და შენ ხედავ, როგორ გამოდის წვიმის წვეთები ღრუბლებიდან. ხოლო როცა იგი უგზავნის მას [წვიმას] თავის მსახურთაგან იმას, ვისაც ისურვებს, – მაშინ, ისინი ხარობენ.
وَإِن كَانُوا مِن قَبْلِ أَن يُنَزَّلَ عَلَيْهِم مِّن قَبْلِهِ لَمُبْلِسِينَ ۝٤٩
📖 თარგმანი აია 49
თუმცა მანამდე, ვიდრე ეს მათზე მოივლინებოდა [მანამდე, ვიდრე წვიმა გადმოვიდოდა], ისინი სასოწარკვეთილნი იყვნენ.
فَانظُرْ إِلَىٰ آثَارِ رَحْمَتِ اللَّهِ كَيْفَ يُحْيِي الْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ إِنَّ ذَٰلِكَ لَمُحْيِي الْمَوْتَىٰ ۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ ۝٥٠
📖 თარგმანი აია 50
და შეხედე (ო, ადამიანო) ალლაჰის წყალობის კვალს [იმას, რაც წვიმის შემდეგ ხდება]: როგორ აცოცხლებს მას [მიწას] (მცენარეთა ამოყვანით) მისი უსიცოცხლობის შემდეგ! ჭეშმარიტად, ის აცოცხლებს მკვდრებსაც (აღდგომის დღეს), და იგი ყოვლისშემძლეა!
وَلَئِنْ أَرْسَلْنَا رِيحًا فَرَأَوْهُ مُصْفَرًّا لَّظَلُّوا مِن بَعْدِهِ يَكْفُرُونَ ۝٥١
📖 თარგმანი აია 51
და თუ ჩვენ გავაგზავნით ქარს (მავნებელს მათი ნათესებისთვის), და ისინი დაინახავენ ამას [თავიანთ ნათესებს] გაყვითლებულად [გამხმარად], (მაშინ) ისინი, უეჭველად, ამის შემდეგ უმადურები აღმოჩნდებიან.
فَإِنَّكَ لَا تُسْمِعُ الْمَوْتَىٰ وَلَا تُسْمِعُ الصُّمَّ الدُّعَاءَ إِذَا وَلَّوْا مُدْبِرِينَ ۝٥٢
📖 თარგმანი აია 52
ვინაიდან, ჭეშმარიტად, შენ (ო, მოციქულო) ვერ შეასმენ მკვდრებს, და ვერ შეასმენ ყრუებს ძახილს, როცა ისინი ზურგს აქცევენ.
وَمَا أَنتَ بِهَادِ الْعُمْيِ عَن ضَلَالَتِهِمْ ۖ إِن تُسْمِعُ إِلَّا مَن يُؤْمِنُ بِآيَاتِنَا فَهُم مُّسْلِمُونَ ۝٥٣
📖 თარგმანი აია 53
და შენ (ო, მოციქულო) არ ხარ ის, [ვინც შეძლებს] ბრმების თავიანთ გზააბნეულობიდან გამოყვანას. შენ შეძლებ ალლაჰის სიტყვა გააგონო მხოლოდ მათ, ვინც ირწმუნებს ჩვენს ნიშნებს და (ამასთანავე) (არის) სრულად მინდობილი (ალლაჰს).
۞ اللَّهُ الَّذِي خَلَقَكُم مِّن ضَعْفٍ ثُمَّ جَعَلَ مِن بَعْدِ ضَعْفٍ قُوَّةً ثُمَّ جَعَلَ مِن بَعْدِ قُوَّةٍ ضَعْفًا وَشَيْبَةً ۚ يَخْلُقُ مَا يَشَاءُ ۖ وَهُوَ الْعَلِيمُ الْقَدِيرُ ۝٥٤
📖 თარგმანი აია 54
ალლაჰია ის, ვინც შეგქმნათ თქვენ სისუსტიდან [სპერმის წვეთისგან], შემდეგ სისუსტის (ბავშვობის) შემდეგ მოგანიჭათ ძალა (სრულწლოვნობისა), მერე კი ძალის შემდეგ გაძლევთ სისუსტეს [მოხუცებულობას] და ჭაღარას. ის ქმნის, რასაც ინებებს. და ის არის ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე!
وَيَوْمَ تَقُومُ السَّاعَةُ يُقْسِمُ الْمُجْرِمُونَ مَا لَبِثُوا غَيْرَ سَاعَةٍ ۚ كَذَٰلِكَ كَانُوا يُؤْفَكُونَ ۝٥٥
📖 თარგმანი აია 55
იმ დღეს, როცა დადგება საათი, ბოროტმოქმედნი [ურწმუნოები] დაიფიცებენ, რომ მათ (სამარხებში) ერთი საათიც არ დაუყოვნებიათ [ძალიან მოკლედ მოეჩვენებათ საფლავებში გატარებული დრო]. სწორედ ასე იყვნენ ისინი გადახრილნი (ჭეშმარიტებისგან) (მიწიერ ცხოვრებაში)!
وَقَالَ الَّذِينَ أُوتُوا الْعِلْمَ وَالْإِيمَانَ لَقَدْ لَبِثْتُمْ فِي كِتَابِ اللَّهِ إِلَىٰ يَوْمِ الْبَعْثِ ۖ فَهَٰذَا يَوْمُ الْبَعْثِ وَلَٰكِنَّكُمْ كُنتُمْ لَا تَعْلَمُونَ ۝٥٦
📖 თარგმანი აია 56
და ეტყვიან ისინი, ვისაც ნაბოძები ჰქონდათ ცოდნა და რწმენა [ანგელოზები და წინასწარმეტყველნი]: «თქვენ იყავით (თქვენს სამარხებში) (შესაბამისად) ალლაჰის განგებისა აღდგომის დღემდე. აი – ეს არის აღდგომის დღე, მაგრამ თქვენ (მიწიერ ცხოვრებაში) არ იცოდით (იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად დადგებოდა)».
فَيَوْمَئِذٍ لَّا يَنفَعُ الَّذِينَ ظَلَمُوا مَعْذِرَتُهُمْ وَلَا هُمْ يُسْتَعْتَبُونَ ۝٥٧
📖 თარგმანი აია 57
და იმ დღეს არ შეეწევათ მათ, ვინც უსამართლობას სჩადიოდა, მათი მტკიცება (გამართლება), და არც მოეთხოვებათ მათ რაიმე მონანიება.
وَلَقَدْ ضَرَبْنَا لِلنَّاسِ فِي هَٰذَا الْقُرْآنِ مِن كُلِّ مَثَلٍ ۚ وَلَئِن جِئْتَهُم بِآيَةٍ لَّيَقُولَنَّ الَّذِينَ كَفَرُوا إِنْ أَنتُمْ إِلَّا مُبْطِلُونَ ۝٥٨
📖 თარგმანი აია 58
და აჰა, ჩვენ უკვე მოვუყვანეთ ადამიანებს ამ ყურანში ყველანაირი მაგალითი. და თუ შენ (ო, მოციქულო) მათ [ხალხს] მიუახლოვდები (რომელიმე) ნიშნით, უეჭველად იტყვიან ისინი, ვინც ურწმუნონი გახდა: «თქვენ მხოლოდ სიცრუის მიმდევარნი ხართ!»
كَذَٰلِكَ يَطْبَعُ اللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِ الَّذِينَ لَا يَعْلَمُونَ ۝٥٩
📖 თარგმანი აია 59
ასე დალუქავს ალლაჰი იმათ გულებს, რომელთაც არ იციან!
فَاصْبِرْ إِنَّ وَعْدَ اللَّهِ حَقٌّ ۖ وَلَا يَسْتَخِفَّنَّكَ الَّذِينَ لَا يُوقِنُونَ ۝٦٠
📖 თარგმანი აია 60
და მოითმინე (ო, მოციქულო) (ის წყენა, რასაც შენი ხალხი გაყენებს), ვინაიდან, ჭეშმარიტად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა (და ამაში ეჭვი არ არის). და ნუ დაგასუსტებენ ისინი, ვინც არ არიან დარწმუნებულნი.
← 29 არ-რუმი (30/114) 31 →
წაკითხვა სურა არ-რუმი ქართულად – თარგმანი და აუდიო

30الروم Ar-Rum 📚 60 აია مكية



წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers