📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 111
وَقَالَتِ ٱلۡيَهُودُ وَٱلنَّصَٰرَىٰ نَحۡنُ أَبۡنَٰٓؤُاْ ٱللَّهِ وَأَحِبَّٰٓؤُهُۥۚ قُلۡ فَلِمَ يُعَذِّبُكُم بِذُنُوبِكُمۖ بَلۡ أَنتُم بَشَرٌ مِّمَّنۡ خَلَقَۚ يَغۡفِرُ لِمَن يَشَآءُ وَيُعَذِّبُ مَن يَشَآءُۚ وَلِلَّهِ مُلۡكُ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِ وَمَا بَيۡنَهُمَاۖ وَإِلَيۡهِ ٱلۡمَصِيرُ ١٨ يَٰٓأَهۡلَ ٱلۡكِتَٰبِ قَدۡ جَآءَكُمۡ رَسُولُنَا يُبَيِّنُ لَكُمۡ عَلَىٰ فَتۡرَةٍ مِّنَ ٱلرُّسُلِ أَن تَقُولُواْ مَا جَآءَنَا مِنۢ بَشِيرٍ وَلَا نَذِيرٍۖ فَقَدۡ جَآءَكُم بَشِيرٌ وَنَذِيرٌۗ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ قَدِيرٌ ١٩ وَإِذۡ قَالَ مُوسَىٰ لِقَوۡمِهِۦ يَٰقَوۡمِ ٱذۡكُرُواْ نِعۡمَةَ ٱللَّهِ عَلَيۡكُمۡ إِذۡ جَعَلَ فِيكُمۡ أَنۢبِيَآءَ وَجَعَلَكُم مُّلُوكًا وَءَاتَىٰكُم مَّا لَمۡ يُؤۡتِ أَحَدًا مِّنَ ٱلۡعَٰلَمِينَ ٢٠ يَٰقَوۡمِ ٱدۡخُلُواْ ٱلۡأَرۡضَ ٱلۡمُقَدَّسَةَ ٱلَّتِي كَتَبَ ٱللَّهُ لَكُمۡ وَلَا تَرۡتَدُّواْ عَلَىٰٓ أَدۡبَارِكُمۡ فَتَنقَلِبُواْ خَٰسِرِينَ ٢١ قَالُواْ يَٰمُوسَىٰٓ إِنَّ فِيهَا قَوۡمًا جَبَّارِينَ وَإِنَّا لَن نَّدۡخُلَهَا حَتَّىٰ يَخۡرُجُواْ مِنۡهَا فَإِن يَخۡرُجُواْ مِنۡهَا فَإِنَّا دَٰخِلُونَ ٢٢ قَالَ رَجُلَانِ مِنَ ٱلَّذِينَ يَخَافُونَ أَنۡعَمَ ٱللَّهُ عَلَيۡهِمَا ٱدۡخُلُواْ عَلَيۡهِمُ ٱلۡبَابَ فَإِذَا دَخَلۡتُمُوهُ فَإِنَّكُمۡ غَٰلِبُونَۚ وَعَلَى ٱللَّهِ فَتَوَكَّلُوٓاْ إِن كُنتُم مُّؤۡمِنِينَ ٢٣
5:18
وَقَالَتِ ٱلۡيَهُودُ وَٱلنَّصَٰرَىٰ نَحۡنُ أَبۡنَٰٓؤُاْ ٱللَّهِ وَأَحِبَّٰٓؤُهُۥۚ قُلۡ فَلِمَ يُعَذِّبُكُم بِذُنُوبِكُمۖ بَلۡ أَنتُم بَشَرٌ مِّمَّنۡ خَلَقَۚ يَغۡفِرُ لِمَن يَشَآءُ وَيُعَذِّبُ مَن يَشَآءُۚ وَلِلَّهِ مُلۡكُ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِ وَمَا بَيۡنَهُمَاۖ وَإِلَيۡهِ ٱلۡمَصِيرُ ١٨
იუდეველებმა და ქრისტიანებმა თქვეს: «ჩვენ ვართ ალლაჰის შვილები და მისი საყვარლები». უთხარი (მათ) (ო, მოციქულო): «მაშინ რატომ გსჯით იგი თქვენი ცოდვებისათვის? პირიქით, თქვენ ხართ ადამიანები იმათგან, ვინც მან შექმნა. ის პატიობს, ვისაც ინებებს, და სჯის, ვისაც ინებებს. და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის ძალაუფლება ცათა და მიწის და ყველაფრის, რაც მათ შორისაა, და მასთანაა დაბრუნება».
5:19
يَٰٓأَهۡلَ ٱلۡكِتَٰبِ قَدۡ جَآءَكُمۡ رَسُولُنَا يُبَيِّنُ لَكُمۡ عَلَىٰ فَتۡرَةٍ مِّنَ ٱلرُّسُلِ أَن تَقُولُواْ مَا جَآءَنَا مِنۢ بَشِيرٍ وَلَا نَذِيرٍۖ فَقَدۡ جَآءَكُم بَشِيرٌ وَنَذِيرٌۗ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ قَدِيرٌ ١٩
ჰეი, წიგნის ხალხო [იუდეველებო და ქრისტიანებო]! უკვე მოვიდა თქვენთან ჩვენი შუამავალი, რომელიც განგიმარტავთ ჭეშმარიტებას და სწორ გზას, მას შემდეგ რაც შუამავალთა მოსვლას შორის შესვენება იყო [დიდი დრო გავიდა შუამავალ 'ისას მოსვლის შემდეგ]. რათა თქვენ არ თქვათ: «ჩვენთან არ მოსულა არც მახარობელი და არც შემგონებელი!» და უკვე მოვიდა თქვენთან მახარობელი და გამაფრთხილებელი (მუჰამმად შუამავალი). და ალლაჰი ყოვლისშემძლეა ყოველივეზე.
5:20
وَإِذۡ قَالَ مُوسَىٰ لِقَوۡمِهِۦ يَٰقَوۡمِ ٱذۡكُرُواْ نِعۡمَةَ ٱللَّهِ عَلَيۡكُمۡ إِذۡ جَعَلَ فِيكُمۡ أَنۢبِيَآءَ وَجَعَلَكُم مُّلُوكًا وَءَاتَىٰكُم مَّا لَمۡ يُؤۡتِ أَحَدًا مِّنَ ٱلۡعَٰلَمِينَ ٢٠
და აი, უთხრა მუსამ თავის ხალხს [წინასწარმეტყველ იაყუბის შთამომავლებს]: «ო, ჩემო ხალხო! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე, როდესაც მან თქვენს შორის დააყენა მოციქულები, და გაგხადათ თქვენ მბრძანებლებად (თავისუფალ ადამიანებად) მას შემდეგ, რაც ფარაონის მონობაში იყავით, და გიბოძათ ის (სასწაულები), რაც არავისთვის უბოძებია სამყაროთა შორის».
5:21
يَٰقَوۡمِ ٱدۡخُلُواْ ٱلۡأَرۡضَ ٱلۡمُقَدَّسَةَ ٱلَّتِي كَتَبَ ٱللَّهُ لَكُمۡ وَلَا تَرۡتَدُّواْ عَلَىٰٓ أَدۡبَارِكُمۡ فَتَنقَلِبُواْ خَٰسِرِينَ ٢١
«ო, ჩემო ხალხო! შედით წმინდა [კერპებისგან გაწმენდილ] მიწაზე [იერუსალიმში], რომელიც ალლაჰმა დაგიწესათ. უკან არ გაბრუნდეთ [ალლაჰის გზაზე ბრძოლიდან არ დაიხიოთ], რათა არ გახდეთ წაგებულნი».
5:22
قَالُواْ يَٰمُوسَىٰٓ إِنَّ فِيهَا قَوۡمًا جَبَّارِينَ وَإِنَّا لَن نَّدۡخُلَهَا حَتَّىٰ يَخۡرُجُواْ مِنۡهَا فَإِن يَخۡرُجُواْ مِنۡهَا فَإِنَّا دَٰخِلُونَ ٢٢
მათ თქვეს: «ო, მუსა! ჭეშმარიტად, იქ ძლიერი ხალხი ცხოვრობს, და ჩვენ არ შევალთ მასში, სანამ ისინი იქიდან არ გამოვლენ. ხოლო თუ ისინი იქიდან გამოვლენ, მაშინ ჩვენ შევალთ მასში».
5:23
قَالَ رَجُلَانِ مِنَ ٱلَّذِينَ يَخَافُونَ أَنۡعَمَ ٱللَّهُ عَلَيۡهِمَا ٱدۡخُلُواْ عَلَيۡهِمُ ٱلۡبَابَ فَإِذَا دَخَلۡتُمُوهُ فَإِنَّكُمۡ غَٰلِبُونَۚ وَعَلَى ٱللَّهِ فَتَوَكَّلُوٓاْ إِن كُنتُم مُّؤۡمِنِينَ ٢٣
თქვა ორმა კაცმა იმათგან, ვისაც ეშინოდა ალლაჰის, და რომლებსაც ალლაჰმა თავისი წყალობა უბოძა: «შედით მათთან ქალაქის კარიბჭით. თუ თქვენ შეხვალთ, მაშინ აუცილებლად გამარჯვებულები იქნებით. და მხოლოდ ალლაჰს დაეყრდენით, თუ თქვენ ნამდვილად მორწმუნეები ხართ!»
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Saturday, August 22, 2026
Don't forget us in your sincere prayers







