📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 17
ალ-ბაქარა

ალ-ბაქარა

2:106
۞ مَا نَنسَخۡ مِنۡ ءَايَةٍ أَوۡ نُنسِهَا نَأۡتِ بِخَيۡرٍ مِّنۡهَآ أَوۡ مِثۡلِهَآۗ أَلَمۡ تَعۡلَمۡ أَنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ قَدِيرٌ ١٠٦
თუ ჩვენ გავაუქმებთ რომელიმე აიათს (ყურანიდან) ან დავავიწყებთ მას (მუჰამმადს), მაშინ ჩვენ მოვიყვანთ მასზე უკეთესს ან მის თანასწორს. ნუთუ არ იცი (ო, მოციქულო), რომ ალლაჰი ყოველივეზე ყოვლისშემძლეა?
2:107
أَلَمۡ تَعۡلَمۡ أَنَّ ٱللَّهَ لَهُۥ مُلۡكُ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۗ وَمَا لَكُم مِّن دُونِ ٱللَّهِ مِن وَلِيٍّ وَلَا نَصِيرٍ ١٠٧
ნუთუ არ იცოდი (ო, მოციქულო), რომ მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის სრული ძალაუფლება ცათა და მიწაზე? და თქვენ არ გყავთ, ალლაჰის გარდა, არც მფარველი და არც შემწე.
2:108
أَمۡ تُرِيدُونَ أَن تَسۡـَٔلُواْ رَسُولَكُمۡ كَمَا سُئِلَ مُوسَىٰ مِن قَبۡلُۗ وَمَن يَتَبَدَّلِ ٱلۡكُفۡرَ بِٱلۡإِيمَٰنِ فَقَدۡ ضَلَّ سَوَآءَ ٱلسَّبِيلِ ١٠٨
ნუთუ გსურთ თქვენი მოციქულის მიმართ მოთხოვნებით მიმართვა [მისთვის ზედმეტი კითხვების დასმა და მისგან სასწაულების თხოვნა], როგორც ადრე ისრაილის შთამომავლები სთხოვდნენ მუსას? და იცოდეთ, რომ ვინც რწმენას ურწმუნოებით ჩაანაცვლებს, ის სწორი გზიდან გადაუხვევს.
2:109
وَدَّ كَثِيرٌ مِّنۡ أَهۡلِ ٱلۡكِتَٰبِ لَوۡ يَرُدُّونَكُم مِّنۢ بَعۡدِ إِيمَٰنِكُمۡ كُفَّارًا حَسَدًا مِّنۡ عِندِ أَنفُسِهِم مِّنۢ بَعۡدِ مَا تَبَيَّنَ لَهُمُ ٱلۡحَقُّۖ فَٱعۡفُواْ وَٱصۡفَحُواْ حَتَّىٰ يَأۡتِيَ ٱللَّهُ بِأَمۡرِهِۦٓۗ إِنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيۡءٍ قَدِيرٌ ١٠٩
ბევრია მსურველი წიგნბოძებულთაგან, რომ თქვენი რწმენის შემდგომ (ისევ) ურწმუნოებად გაქციონ, თავიანთ სულებში დამკვიდრებული შურის გამო – ჭეშმარიტება რომ გაუცხადდათ. მაშ, მიუტევეთ და განერიდეთ, ვიდრე არ მოვა ბრძანება ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
2:110
وَأَقِيمُواْ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتُواْ ٱلزَّكَوٰةَۚ وَمَا تُقَدِّمُواْ لِأَنفُسِكُم مِّنۡ خَيۡرٍ تَجِدُوهُ عِندَ ٱللَّهِۗ إِنَّ ٱللَّهَ بِمَا تَعۡمَلُونَ بَصِيرٌ ١١٠
და აღასრულეთ ლოცვა (სათანადო წესით) და გაიღეთ სავალდებულო მოწყალება — ზაქათი, და რაც სიკეთეს მოამზადებთ საკუთარი თავისთვის, იმას ალლაჰთან იპოვით [მისთვის ჯილდოს მიიღებთ მარადიულ ცხოვრებაში]; რადგან ალლაჰი ხედავს ყველაფერს, რასაც აკეთებთ.
2:111
وَقَالُواْ لَن يَدۡخُلَ ٱلۡجَنَّةَ إِلَّا مَن كَانَ هُودًا أَوۡ نَصَٰرَىٰۗ تِلۡكَ أَمَانِيُّهُمۡۗ قُلۡ هَاتُواْ بُرۡهَٰنَكُمۡ إِن كُنتُمۡ صَٰدِقِينَ ١١١
და ამბობენ ისინი [იუდეველები და ქრისტიანები]: «ვერავინ შევა სამოთხეში, გარდა იმათისა, ვინც იუდეველია ან ქრისტიანი». ეს მათი ოცნებებია (ცარიელი მტკიცებები). უთხარი (ო, მოციქულო): «მოიტანეთ თქვენი მტკიცებულებები, თუ მართალნი ხართ (თქვენს განცხადებებში)!»
2:112
بَلَىٰۚ مَنۡ أَسۡلَمَ وَجۡهَهُۥ لِلَّهِ وَهُوَ مُحۡسِنٌ فَلَهُۥٓ أَجۡرُهُۥ عِندَ رَبِّهِۦ وَلَا خَوۡفٌ عَلَيۡهِمۡ وَلَا هُمۡ يَحۡزَنُونَ ١١٢
არა, (ასე არ არის, როგორც ისინი ამტკიცებენ!) ვინც საკუთარ სახეს (თავს) ალლაჰს მიანდობს, და ამასთან გულწრფელია და სიკეთეს სჩადის, მას მისი ჯილდო მიეცემა თავის უფალთან და მათზე არ იქნება შიში და არც დამწუხრდებიან.
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Wednesday, August 19, 2026
Don't forget us in your sincere prayers







