📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 18
ალ-ბაქარა

ალ-ბაქარა

2:113
وَقَالَتِ ٱلۡيَهُودُ لَيۡسَتِ ٱلنَّصَٰرَىٰ عَلَىٰ شَيۡءٍ وَقَالَتِ ٱلنَّصَٰرَىٰ لَيۡسَتِ ٱلۡيَهُودُ عَلَىٰ شَيۡءٍ وَهُمۡ يَتۡلُونَ ٱلۡكِتَٰبَۗ كَذَٰلِكَ قَالَ ٱلَّذِينَ لَا يَعۡلَمُونَ مِثۡلَ قَوۡلِهِمۡۚ فَٱللَّهُ يَحۡكُمُ بَيۡنَهُمۡ يَوۡمَ ٱلۡقِيَٰمَةِ فِيمَا كَانُواْ فِيهِ يَخۡتَلِفُونَ ١١٣
და ამბობენ იუდეველები: «ქრისტიანები არაფერზე არიან [ჭეშმარიტებაზე არ დგანან]!» და ამბობენ ქრისტიანები: «იუდეველები არაფერზე არიან»! მაშინ, როცა ისინი კითხულობენ წერილს [თორას და სახარებას], (რომელშიც ნაბრძანებია ყველა შუამავლის რწმენა). ასევე ამბობენ ისინი, ვინც არ იციან, მათი სიტყვების მსგავსს. და ალლაჰი განსჯის მათ აღდგომის დღეს იმასთან დაკავშირებით, რაშიც ისინი ვერ თანხმდებოდნენ.
2:114
وَمَنۡ أَظۡلَمُ مِمَّن مَّنَعَ مَسَٰجِدَ ٱللَّهِ أَن يُذۡكَرَ فِيهَا ٱسۡمُهُۥ وَسَعَىٰ فِي خَرَابِهَآۚ أُوْلَٰٓئِكَ مَا كَانَ لَهُمۡ أَن يَدۡخُلُوهَآ إِلَّا خَآئِفِينَۚ لَهُمۡ فِي ٱلدُّنۡيَا خِزۡيٌ وَلَهُمۡ فِي ٱلۡأٓخِرَةِ عَذَابٌ عَظِيمٌ ١١٤
და ვინ არის უფრო უსამართლო და ცოდვილი, ვიდრე ის, ვინც ხელს უშლის, რომ ალლაჰის მეჩეთებში მისი სახელი იხსენიებოდეს, და ცდილობს მათ დანგრევას? ასეთებს არ ეკადრებათ იქ შესვლა გარდა შიშით [იმის შიშით, რომ ამისთვის სასჯელი დაატყდებათ]. მათთვის ამქვეყნიურ ცხოვრებაში არის დამცირება, ხოლო მარადიულ ცხოვრებაში — უდიდესი სასჯელი.
2:115
وَلِلَّهِ ٱلۡمَشۡرِقُ وَٱلۡمَغۡرِبُۚ فَأَيۡنَمَا تُوَلُّواْ فَثَمَّ وَجۡهُ ٱللَّهِۚ إِنَّ ٱللَّهَ وَٰسِعٌ عَلِيمٌ ١١٥
და მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის აღმოსავლეთიც და დასავლეთიც და სადაც არ უნდა მიმართოთ, იქ არის (ჭეშმარიტად) ალლაჰის სახე. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმომცველი, ყოვლისმცოდნეა.
2:116
وَقَالُواْ ٱتَّخَذَ ٱللَّهُ وَلَدًاۗ سُبۡحَٰنَهُۥۖ بَل لَّهُۥ مَا فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۖ كُلٌّ لَّهُۥ قَٰنِتُونَ ١١٦
და თქვეს მათ (ურწმუნოებმა): «ალლაჰმა შვილი იყოლია ». ის (ალლაჰი) ყოვლად უნაკლოა! პირიქით, მას ეკუთვნის ყველაფერი, რაცა არის ცათა შინა და რაც დედამიწაზეა; და ყოველივე მას ემორჩილება.
2:117
بَدِيعُ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۖ وَإِذَا قَضَىٰٓ أَمۡرًا فَإِنَّمَا يَقُولُ لَهُۥ كُن فَيَكُونُ ١١٧
ის არის ცათა და დედამიწის შემოქმედი, ხოლო როცა იგი (ინებებს) რაიმე საქმის შესრულებას, ის მხოლოდ ეტყვის მას: «იყავ!» — და ის (მაშინვე) ხდება.
2:118
وَقَالَ ٱلَّذِينَ لَا يَعۡلَمُونَ لَوۡلَا يُكَلِّمُنَا ٱللَّهُ أَوۡ تَأۡتِينَآ ءَايَةٌۗ كَذَٰلِكَ قَالَ ٱلَّذِينَ مِن قَبۡلِهِم مِّثۡلَ قَوۡلِهِمۡۘ تَشَٰبَهَتۡ قُلُوبُهُمۡۗ قَدۡ بَيَّنَّا ٱلۡأٓيَٰتِ لِقَوۡمٍ يُوقِنُونَ ١١٨
ხოლო მათ, ვინც არაფერი იციან (შუამავალთა მისიის შესახებ), თქვეს: «ნეტავ ალლაჰმა გაგვესაუბროს (და თქვას, რომ ეს კაცი ნამდვილად მისი შუამავალია) ან მოგვივლინოს ნიშანი!» მათ წინაპრებმაც იგივე თქვეს, მათი სიტყვების მსგავსად, მათი გულები ერთნაირია [წინანდელი და ამჟამინდელი ურწმუნოებისა]. ჩვენ უკვე განვუმარტეთ ნიშნები იმ ხალხისთვის, ვინც დარწმუნებულია [რწმენაში].
2:119
إِنَّآ أَرۡسَلۡنَٰكَ بِٱلۡحَقِّ بَشِيرًا وَنَذِيرًاۖ وَلَا تُسۡـَٔلُ عَنۡ أَصۡحَٰبِ ٱلۡجَحِيمِ ١١٩
ჭეშმარიტად, ჩვენ წარგგზავნეთ შენ (ო, მუჰამმად) ჭეშმარიტებით როგორც მახარობელი (რომელიც მორწმუნეებს სამოთხით ახარებს) და გამაფრთხილებელი (რომელიც ურწმუნოებს ჯოჯოხეთის სასჯელის შესახებ აფრთხილებს), და შენ (მათთვის ჭეშმარიტების მიტანის შემდეგ) არ იქნები გამოკითხული [პასუხისმგებელი] ჯოჯოხეთის მკვიდრებზე.
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Wednesday, August 19, 2026
Don't forget us in your sincere prayers







