📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 411
სურა ლუქმანი

სურა ლუქმანი

31:4
ٱلَّذِينَ يُقِيمُونَ ٱلصَّلَوٰةَ وَيُؤۡتُونَ ٱلزَّكَوٰةَ وَهُم بِٱلۡأٓخِرَةِ هُمۡ يُوقِنُونَ ٤
რომლებიც ასრულებენ ლოცვას [სავალდებულო ლოცვას], გასცემენ მოწყალებას [ზაქათს] და მტკიცედ სწამთ საიქიოსი.
31:5
أُوْلَٰٓئِكَ عَلَىٰ هُدًى مِّن رَّبِّهِمۡۖ وَأُوْلَٰٓئِكَ هُمُ ٱلۡمُفۡلِحُونَ ٥
ისინი არიან თავიანთი უფლის მიერ მითითებულ ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი, და ისინი არიან წარმატებულნი.
31:6
وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَشۡتَرِي لَهۡوَ ٱلۡحَدِيثِ لِيُضِلَّ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ بِغَيۡرِ عِلۡمٍ وَيَتَّخِذَهَا هُزُوًاۚ أُوْلَٰٓئِكَ لَهُمۡ عَذَابٌ مُّهِينٌ ٦
და ადამიანთაგან არიან ისეთნი, რომლებიც იძენენ გასართობ საუბარს [ყველაფერს, რაც ადამიანს ალლაჰის მორჩილებას აშორებს], რათა ცოდნის გარეშე ააცდინონ ალლაჰის გზიდან და აქციონ ის [ალლაჰის აიათები] სასაცილოდ. აი ისინი, მათთვისაა გამზადებული დამამცირებელი სასჯელი.
31:7
وَإِذَا تُتۡلَىٰ عَلَيۡهِ ءَايَٰتُنَا وَلَّىٰ مُسۡتَكۡبِرًا كَأَن لَّمۡ يَسۡمَعۡهَا كَأَنَّ فِيٓ أُذُنَيۡهِ وَقۡرًاۖ فَبَشِّرۡهُ بِعَذَابٍ أَلِيمٍ ٧
როცა ჩვენს აიათებს უკითხავენ, იგი ამპარტავნულად იბრუნებს ზურგს, თითქოს არ მოესმინა, თითქოს ყურებში სიყრუე ჰქონდეს [არ ესმის]. მაშ, ახარე [ო, მოციქულო] მას მტანჯველი სასჯელი.
31:8
إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَعَمِلُواْ ٱلصَّٰلِحَٰتِ لَهُمۡ جَنَّٰتُ ٱلنَّعِيمِ ٨
ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, მათთვის არის ნეტარების ბაღები.
31:9
خَٰلِدِينَ فِيهَاۖ وَعۡدَ ٱللَّهِ حَقًّاۚ وَهُوَ ٱلۡعَزِيزُ ٱلۡحَكِيمُ ٩
ისინი მასში მარადიულად დარჩებიან. ალლაჰმა ჭეშმარიტება აღთქმა აღუთქვა [მათ]. და იგი ყოვლისშემძლე, ყოვლადბრძენია.
31:10
خَلَقَ ٱلسَّمَٰوَٰتِ بِغَيۡرِ عَمَدٍ تَرَوۡنَهَاۖ وَأَلۡقَىٰ فِي ٱلۡأَرۡضِ رَوَٰسِيَ أَن تَمِيدَ بِكُمۡ وَبَثَّ فِيهَا مِن كُلِّ دَآبَّةٍۚ وَأَنزَلۡنَا مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءً فَأَنۢبَتۡنَا فِيهَا مِن كُلِّ زَوۡجٍ كَرِيمٍ ١٠
მან [ალლაჰმა] შექმნა ცანი [და აღამაღლა ისინი] საყრდენის გარეშე, როგორც თქვენ ხედავთ, და დაადგინა მიწაზე მტკიცე [მთები], რათა იგი [დედამიწა] არ შერყეულიყო თქვენთან ერთად. და გაავრცელა მასზე [დედამიწაზე] ყველა სახის ცხოველი. და გარდმოვავლინეთ ციდან წყალი და აღმოვაცენეთ მასზე ყველა მშვენიერი წყვილი [მცენარე].
31:11
هَٰذَا خَلۡقُ ٱللَّهِ فَأَرُونِي مَاذَا خَلَقَ ٱلَّذِينَ مِن دُونِهِۦۚ بَلِ ٱلظَّٰلِمُونَ فِي ضَلَٰلٍ مُّبِينٍ ١١
ეს არის ალლაჰის ქმნილება. მაშ, მაჩვენეთ, რა შექმნეს მის გარდა სხვებმა?! [ ვისაც მის გარდა თაყვანს სცემთ] მაგრამ უსამართლონი აშკარა ცდომილებაში არიან.
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Thursday, August 27, 2026
Don't forget us in your sincere prayers







