📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 6
ალ-ბაქარა

ალ-ბაქარა

2:30
وَإِذۡ قَالَ رَبُّكَ لِلۡمَلَٰٓئِكَةِ إِنِّي جَاعِلٌ فِي ٱلۡأَرۡضِ خَلِيفَةًۖ قَالُوٓاْ أَتَجۡعَلُ فِيهَا مَن يُفۡسِدُ فِيهَا وَيَسۡفِكُ ٱلدِّمَآءَ وَنَحۡنُ نُسَبِّحُ بِحَمۡدِكَ وَنُقَدِّسُ لَكَۖ قَالَ إِنِّيٓ أَعۡلَمُ مَا لَا تَعۡلَمُونَ ٣٠
და აი, უთხრა შენმა უფალმა ანგელოზებს: «მე დავადგენ დედამიწაზე ხალიფას [ადამიანებს, რომლებიც მასზე იცხოვრებენ]». (ანგელოზებმა) თქვეს: «(ო, ჩვენო უფალო, გვამცნე, რა სიბრძნეა იმაში, რომ) შენ დაადგენ მასზე მათ, ვინც იქ უწესრიგობას დათესავენ და სისხლს დაღვრიან, ხოლო ჩვენ (შენ გემორჩილებით და) გადიდებთ შენ ქებით და ვაღიარებთ შენს სიწმინდეს?» მან [ალლაჰმა] თქვა: «ჭეშმარიტად, მე ვიცი ის [სიბრძნე, რატომაც ვქმნი ადამიანებს], რაც თქვენ არ იცით!»
2:31
وَعَلَّمَ ءَادَمَ ٱلۡأَسۡمَآءَ كُلَّهَا ثُمَّ عَرَضَهُمۡ عَلَى ٱلۡمَلَٰٓئِكَةِ فَقَالَ أَنۢبِـُٔونِي بِأَسۡمَآءِ هَٰٓؤُلَآءِ إِن كُنتُمۡ صَٰدِقِينَ ٣١
და (იმის საჩვენებლად, რომ ადამი ანგელოზებზე აღმატებულია) მან [ალლაჰმა] ასწავლა ადამს ყველა [ნივთის] სახელი, შემდეგ წარუდგინა ისინი [ნივთები] ანგელოზებს და თქვა: «მამცნეთ ამათი [ნივთების] სახელები, თუ მართალნი ხართ».
2:32
قَالُواْ سُبۡحَٰنَكَ لَا عِلۡمَ لَنَآ إِلَّا مَا عَلَّمۡتَنَآۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلۡعَلِيمُ ٱلۡحَكِيمُ ٣٢
(ანგელოზებმა) თქვეს: «შენ (ო, ალლაჰ) წმინდახარ და ყოვლადდიდებული! ჩვენ არ გვაქვს ცოდნა გარდა (მხოლოდ) იმისა, რაც შენ გვასწავლე. ჭეშმარიტად, შენ ხარ ყოვლისმცოდნე, ყოვლადბრძენი!»
2:33
قَالَ يَٰٓـَٔادَمُ أَنۢبِئۡهُم بِأَسۡمَآئِهِمۡۖ فَلَمَّآ أَنۢبَأَهُم بِأَسۡمَآئِهِمۡ قَالَ أَلَمۡ أَقُل لَّكُمۡ إِنِّيٓ أَعۡلَمُ غَيۡبَ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِ وَأَعۡلَمُ مَا تُبۡدُونَ وَمَا كُنتُمۡ تَكۡتُمُونَ ٣٣
(ალლაჰმა) თქვა: «ო, ადამ, ამცნე მათ [ანგელოზებს] მათი [ამ ნივთების] სახელები!» და როცა მან [ადამმა] ამცნო მათი სახელები, მან [ალლაჰმა] თქვა: «განა არ გითხარით თქვენ, რომ მე ვიცი ცათა და მიწის დაფარული, და ვიცი ის, რასაც თქვენ ამჟღავნებთ, და ისიც, რასაც მალავთ [თქვენს ფიქრებში]?»
2:34
وَإِذۡ قُلۡنَا لِلۡمَلَٰٓئِكَةِ ٱسۡجُدُواْ لِأٓدَمَ فَسَجَدُوٓاْ إِلَّآ إِبۡلِيسَ أَبَىٰ وَٱسۡتَكۡبَرَ وَكَانَ مِنَ ٱلۡكَٰفِرِينَ ٣٤
და აი, ვუთხარით ჩვენ ანგელოზებს: «დაემხეთ პირქვე (საჯდაზე) ადამის წინაშე (რათა ამით პატივი მიაგოთ მას და აჩვენოთ მისი აღმატებულობა!)» და დაემხნენ საჯდაზე ისინი [ყველა ანგელოზი], გარდა იბლისისა, (რომელმაც) (შურის გამო) უარი თქვა და ქედმაღლობა გამოავლინა, და აღმოჩნდა ურწმუნოთა შორის (ალლაჰისადმი დაუმორჩილებლობის გამო).
2:35
وَقُلۡنَا يَٰٓـَٔادَمُ ٱسۡكُنۡ أَنتَ وَزَوۡجُكَ ٱلۡجَنَّةَ وَكُلَا مِنۡهَا رَغَدًا حَيۡثُ شِئۡتُمَا وَلَا تَقۡرَبَا هَٰذِهِ ٱلشَّجَرَةَ فَتَكُونَا مِنَ ٱلظَّٰلِمِينَ ٣٥
და ვუთხარით: «ო, ადამ! შენ და შენი ცოლი (ჰავა) სამოთხეში დასახლდით და უხვად მიირთვით, სადაც რა გენებოთ, თუმცა ამ ხეს არ მიუახლოვდეთ, და არ გახდეთ უსამართლოთაგანი (ალლაჰის ურჩნი)».
2:36
فَأَزَلَّهُمَا ٱلشَّيۡطَٰنُ عَنۡهَا فَأَخۡرَجَهُمَا مِمَّا كَانَا فِيهِۖ وَقُلۡنَا ٱهۡبِطُواْ بَعۡضُكُمۡ لِبَعۡضٍ عَدُوٌّۖ وَلَكُمۡ فِي ٱلۡأَرۡضِ مُسۡتَقَرٌّ وَمَتَٰعٌ إِلَىٰ حِينٍ ٣٦
და სატანამ შეაცდინა ისინი მისით [ამ ხით], (ჩააგონა მათ, რომ ამ ხისგან ეჭამათ), და გამოაძევა ისინი ორნი [ადამი და ევა] იმ ადგილიდან, სადაც იყვნენ [სამოთხიდან]. და ჩვენ [ალლაჰმა] ვუთხარით (ადამს, ევას და იბლისს): «დაეშვით (დედამიწაზე), ერთმანეთის მტრებად! თქვენთვის დედამიწაზე იქნება საცხოვრებელი ადგილი და სარგებლობა (მისი სიკეთეებით) განსაზღვრულ ვადამდე [განკითხვის დღემდე]».
2:37
فَتَلَقَّىٰٓ ءَادَمُ مِن رَّبِّهِۦ كَلِمَٰتٍ فَتَابَ عَلَيۡهِۚ إِنَّهُۥ هُوَ ٱلتَّوَّابُ ٱلرَّحِيمُ ٣٧
და ადამმა მიიღო თავისი უფლისგან სიტყვები (შთაგონებით)(რათა მათით ალლაჰს მონანიებით მიმართოს და მისგან მიტევება ითხოვოს), და მან [ალლაჰმა] მიიღო მისი მონანიება, რადგან იგია მონანიების მიმღები, შემწყალებელი!
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







