📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 11
ალ-ბაქარა

ალ-ბაქარა

2:70
قَالُواْ ٱدۡعُ لَنَا رَبَّكَ يُبَيِّن لَّنَا مَا هِيَ إِنَّ ٱلۡبَقَرَ تَشَٰبَهَ عَلَيۡنَا وَإِنَّآ إِن شَآءَ ٱللَّهُ لَمُهۡتَدُونَ ٧٠
მათ თქვეს: «მიმართე თხოვნით შენს უფალს, რათა აგვიხსნას, – როგორია იგი, რადგანაც ბევრია ჩვენთვის ერთნაირი ძროხა და, ალლაჰი თუ ინებებს, უეჭველად, ჩვენ ვიქნებით ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი».
2:71
قَالَ إِنَّهُۥ يَقُولُ إِنَّهَا بَقَرَةٌ لَّا ذَلُولٌ تُثِيرُ ٱلۡأَرۡضَ وَلَا تَسۡقِي ٱلۡحَرۡثَ مُسَلَّمَةٌ لَّا شِيَةَ فِيهَاۚ قَالُواْ ٱلۡـَٰٔنَ جِئۡتَ بِٱلۡحَقِّۚ فَذَبَحُوهَا وَمَا كَادُواْ يَفۡعَلُونَ ٧١
მან (მუსამ): «ჭეშმარიტად, ის (ალლაჰი) ამბობს: "იგია ძროხა: არა დამცრობილი – მიწის ხვნასა და ნათესის რწყვაში; ყოვლად უნაკლო, რომელსაც რაიმე თვალსაჩინო ლაქა არ გააჩნია"». მათ თქვეს: «აი, ახლა მოხვედი ჭეშმარიტებით». და მათ დაკლეს იგი [ძროხა], თუმცა თითქმის მზად იყვნენ, რომ ეს არ გაეკეთებინათ.
2:72
وَإِذۡ قَتَلۡتُمۡ نَفۡسًا فَٱدَّٰرَٰٔتُمۡ فِيهَاۖ وَٱللَّهُ مُخۡرِجٌ مَّا كُنتُمۡ تَكۡتُمُونَ ٧٢
და აი, თქვენ (ო, ისრაილის შთამომავლებო) მოკალით სული [ადამიანი] და ერთმანეთს ედავებოდით მის გამო, ხოლო ალლაჰი ამხელს იმას, რასაც თქვენ მალავდით.
2:73
فَقُلۡنَا ٱضۡرِبُوهُ بِبَعۡضِهَاۚ كَذَٰلِكَ يُحۡيِ ٱللَّهُ ٱلۡمَوۡتَىٰ وَيُرِيكُمۡ ءَايَٰتِهِۦ لَعَلَّكُمۡ تَعۡقِلُونَ ٧٣
და ჩვენ [ალლაჰი] ვთქვით: «დაარტყით მას [მოკლულს] რომელიმე ნაწილით მისგან [დაკლული ძროხისგან]». (და მოკლული, მასზე დარტყმის შემდეგ, გაცოცხლდა და მკვლელის სახელი განაცხადა.) ასე გააცოცხლებს ალლაჰი მკვდრებს (აღდგომის დღეს) და გიჩვენებთ თავის ნიშნებს, რათა დაფიქრდეთ.
2:74
ثُمَّ قَسَتۡ قُلُوبُكُم مِّنۢ بَعۡدِ ذَٰلِكَ فَهِيَ كَٱلۡحِجَارَةِ أَوۡ أَشَدُّ قَسۡوَةًۚ وَإِنَّ مِنَ ٱلۡحِجَارَةِ لَمَا يَتَفَجَّرُ مِنۡهُ ٱلۡأَنۡهَٰرُۚ وَإِنَّ مِنۡهَا لَمَا يَشَّقَّقُ فَيَخۡرُجُ مِنۡهُ ٱلۡمَآءُۚ وَإِنَّ مِنۡهَا لَمَا يَهۡبِطُ مِنۡ خَشۡيَةِ ٱللَّهِۗ وَمَا ٱللَّهُ بِغَٰفِلٍ عَمَّا تَعۡمَلُونَ ٧٤
მას შემდეგ, [რაც ალლაჰმა გიჩვენათ სასწაულები], თქვენი გულები გამკაცრდა; ისინი აღარ რბილდებიან, [თუნდაც საოცარი ნიშნები ეჩვენებოდეთ]. ისინი [გულები] ქვას ჰგვანან ან კი კიდევ უფრო მკაცრია, ვიდრე ქვა. და ჭეშმარიტად, ქვებს შორის არიან ისეთები, რომლებიდანაც მდინარეები ამოხეთქავს, რომლებიდანაც ადამიანები სვამენ წყალს და რწყავენ ბაღებსა და ნათესებს; და მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც იბზარება და იქიდან წყალი გამოედინება; და მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ალლაჰის შიშით ეცემიან.
2:75
۞ أَفَتَطۡمَعُونَ أَن يُؤۡمِنُواْ لَكُمۡ وَقَدۡ كَانَ فَرِيقٌ مِّنۡهُمۡ يَسۡمَعُونَ كَلَٰمَ ٱللَّهِ ثُمَّ يُحَرِّفُونَهُۥ مِنۢ بَعۡدِ مَا عَقَلُوهُ وَهُمۡ يَعۡلَمُونَ ٧٥
ნუთუ თქვენ [ო, მორწმუნენო] იმედოვნებთ, რომ ისინი [იუდეველები] დაგიჯერებენ, როდესაც მათ შორის იყო ჯგუფი [მათი სწავლულები], რომლებიც ისმენდნენ ალლაჰის სიტყვას (თორადან), შემდეგ კი ამახინჯებდნენ მას [ცვლიდნენ მის ნამდვილ მნიშვნელობას], მას შემდეგ, რაც იგი გააზრებული ჰქონდათ [იცოდნენ, რომ ეს ჭეშმარიტება იყო], და ამას აკეთებდნენ შეგნებულად?
2:76
وَإِذَا لَقُواْ ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ قَالُوٓاْ ءَامَنَّا وَإِذَا خَلَا بَعۡضُهُمۡ إِلَىٰ بَعۡضٍ قَالُوٓاْ أَتُحَدِّثُونَهُم بِمَا فَتَحَ ٱللَّهُ عَلَيۡكُمۡ لِيُحَآجُّوكُم بِهِۦ عِندَ رَبِّكُمۡۚ أَفَلَا تَعۡقِلُونَ ٧٦
და როცა ისინი [იუდეველები] შეხვდებოდნენ მათ, ვინც ირწმუნა, ამბობდნენ: «ჩვენც ვირწმუნეთ (თქვენს მსგავსად)!» ხოლო როცა ისინი [თვალთმაქცი იუდეველები] ერთმანეთში მარტო დარჩებოდნენ, ამბობდნენ: «ნუთუ მოუყვებით მათ [მორწმუნეებს] იმას, რაც ალლაჰმა გაგიმხილათ (თორაში), რათა მათ [მორწმუნეებმა] ამით შეგედავონ და ეს თქვენ წინააღმდეგ მტკიცებად იქცეს თქვენს უფალთან (სასჯელის დღეს)? ნუთუ არ დაფიქრდებით?»
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Wednesday, August 19, 2026
Don't forget us in your sincere prayers







