📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 10
ალ-ბაქარა

ალ-ბაქარა

2:62
إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ وَٱلَّذِينَ هَادُواْ وَٱلنَّصَٰرَىٰ وَٱلصَّٰبِـِٔينَ مَنۡ ءَامَنَ بِٱللَّهِ وَٱلۡيَوۡمِ ٱلۡأٓخِرِ وَعَمِلَ صَٰلِحًا فَلَهُمۡ أَجۡرُهُمۡ عِندَ رَبِّهِمۡ وَلَا خَوۡفٌ عَلَيۡهِمۡ وَلَا هُمۡ يَحۡزَنُونَ ٦٢
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ირწმუნეს [მუჰამმადის თემი], და ისინი, ვინც (მანამდე, ვიდრე ალლაჰმა კაცობრიობას თავისი უკანასკნელი მოციქული მოუვლინა) იუდაიზმს მისდევდნენ, და ქრისტიანები და საბიელები [ისინი, ვინც დაბადებიდან ბუნებრივ რწმენაში იმყოფებიან და რომელიმე განსაზღვრულ რელიგიას არ მისდევენ] , — ვინც მათგან ირწმუნებს ალლაჰს და უკანასკნელ დღეს და შეასრულებს მართალ საქმეებს, — მათთვის იქნება მათი ჯილდო მათი უფლის წინაშე, და არ იქნება მათზე შიში (აღდგომის დღეს), და ისინი არ იქნებიან დამწუხრებულნი (იმის გამო, რაც ამ ცხოვრებაში გაიარეს).
2:63
وَإِذۡ أَخَذۡنَا مِيثَٰقَكُمۡ وَرَفَعۡنَا فَوۡقَكُمُ ٱلطُّورَ خُذُواْ مَآ ءَاتَيۡنَٰكُم بِقُوَّةٍ وَٱذۡكُرُواْ مَا فِيهِ لَعَلَّكُمۡ تَتَّقُونَ ٦٣
და (გაიხსენეთ), როცა ერთ დროს ჩვენ თქვენგან ავიღეთ აღთქმა (ო, ისრაელის შთამომავლნო) (რომ ირწმუნებდით ალლაჰის და ემსახურებოდით და ეთაყვანებოდით მხოლოდ მას) და აღვმართეთ თქვენ ზემოთ (მთა) ტუურ, და ჩვენ გითხარით: «აიღეთ ის [თორა], რაც ჩვენ გაჩუქეთ, ძალით [მოწადინებით, გულმოდგინებით] (და დაიცავით იგი) და გაიხსენეთ ის, რაც იქ არის, ეგების გეშინოდეთ ალლაჰის (სასჯელის)!»
2:64
ثُمَّ تَوَلَّيۡتُم مِّنۢ بَعۡدِ ذَٰلِكَۖ فَلَوۡلَا فَضۡلُ ٱللَّهِ عَلَيۡكُمۡ وَرَحۡمَتُهُۥ لَكُنتُم مِّنَ ٱلۡخَٰسِرِينَ ٦٤
შემდეგ კი თქვენ პირი იბრუნეთ ამას (როგორც ამას ყოველთვის სჩადიოდით), და რომ არა ალლაჰის გულუხვობა თქვენ მიმართ და მისი წყალობა, მაშინ თქვენ აღმოჩნდებოდით წაგებულთა შორის (ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და მარადიულ ცხოვრებაშიც).
2:65
وَلَقَدۡ عَلِمۡتُمُ ٱلَّذِينَ ٱعۡتَدَوۡاْ مِنكُمۡ فِي ٱلسَّبۡتِ فَقُلۡنَا لَهُمۡ كُونُواْ قِرَدَةً خَٰسِـِٔينَ ٦٥
და (ვფიცავ, რომ) თქვენ (ო, ისრაელის შთამომავლნო) იცით მათ შესახებ თქვენგან, (რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ) და რომლებმაც შაბათი დაარღვიეს . და ამის შემდეგ ჩვენ ვუთხარით მათ: «იყავით ზიზღის ღირსი მაიმუნები [დამცირებულნი]!»
2:66
فَجَعَلۡنَٰهَا نَكَٰلًا لِّمَا بَيۡنَ يَدَيۡهَا وَمَا خَلۡفَهَا وَمَوۡعِظَةً لِّلۡمُتَّقِينَ ٦٦
და ჩვენ გავხადეთ ის [დასახლება] (საჩვენებელ) სასჯელად იმ (დასახლებებისთვის), რომლებიც მის წინ იყვნენ, და მათთვის, ვინც მის შემდეგ იქნებიან, და შეგონებად ღვთისმოშიშთათვის.
2:67
وَإِذۡ قَالَ مُوسَىٰ لِقَوۡمِهِۦٓ إِنَّ ٱللَّهَ يَأۡمُرُكُمۡ أَن تَذۡبَحُواْ بَقَرَةًۖ قَالُوٓاْ أَتَتَّخِذُنَا هُزُوًاۖ قَالَ أَعُوذُ بِٱللَّهِ أَنۡ أَكُونَ مِنَ ٱلۡجَٰهِلِينَ ٦٧
და აი, მუსამ თავის ხალხს უთხრა: «ჭეშმარიტად, ალლაჰი გიბრძანებთ, რომ დაკლათ (რომელიმე) ძროხა». (მაგრამ მათ) თქვეს: «ნუთუ დაგვცინი?» მან [მუსამ] თქვა: «ალლაჰს შევეფარები იმისგან, რომ ვიყო უმეცართაგანი!»
2:68
قَالُواْ ٱدۡعُ لَنَا رَبَّكَ يُبَيِّن لَّنَا مَا هِيَۚ قَالَ إِنَّهُۥ يَقُولُ إِنَّهَا بَقَرَةٌ لَّا فَارِضٌ وَلَا بِكۡرٌ عَوَانُۢ بَيۡنَ ذَٰلِكَۖ فَٱفۡعَلُواْ مَا تُؤۡمَرُونَ ٦٨
(მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება უკვე ნათელი იყო), მათ (მაინც) თქვეს: «მიმართე თხოვნით ჩვენთვის შენს უფალს, რათა აგვიხსნას, როგორია იგი». მან [მუსამ] თქვა: «აი, ის [ალლაჰი] ამბობს: «იგი არის ძროხა — არც მოხუცი და არც ხბო, არამედ შუა ასაკის ამ ორს შორის». (და მუსამ თქვა): «მაშ, შეასრულეთ ის, რაც გებრძანათ!»
2:69
قَالُواْ ٱدۡعُ لَنَا رَبَّكَ يُبَيِّن لَّنَا مَا لَوۡنُهَاۚ قَالَ إِنَّهُۥ يَقُولُ إِنَّهَا بَقَرَةٌ صَفۡرَآءُ فَاقِعٌ لَّوۡنُهَا تَسُرُّ ٱلنَّٰظِرِينَ ٦٩
მათ (კვლავ გამოიჩინეს ჯიუტობა და) თქვეს: «მიმართე თხოვნით შენს უფალს, რათა აგვიხსნას, როგორია მისი [ძროხის] ფერი». (მუსამ) თქვა: «აი, ის [ალლაჰი] ამბობს: "ის არის ყვითელი ძროხა, მისი ფერი ნათელი და სუფთაა [ყოველგვარი ლაქის გარეშე] და ეს ფერი სიხარულს ანიჭებს მნახველებს"».
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Wednesday, August 19, 2026
Don't forget us in your sincere prayers







