📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 15
ალ-ბაქარა

ალ-ბაქარა

2:94
قُلۡ إِن كَانَتۡ لَكُمُ ٱلدَّارُ ٱلۡأٓخِرَةُ عِندَ ٱللَّهِ خَالِصَةً مِّن دُونِ ٱلنَّاسِ فَتَمَنَّوُاْ ٱلۡمَوۡتَ إِن كُنتُمۡ صَٰدِقِينَ ٩٤
უთხარი: «თუკი ალლაჰთან, სხვა ხალხის გარეშე, – (მხოლოდ) თქვენთვისაა განკუთვნილი იმქვეყნიური სამკვიდრებელი, მაშინ სიკვდილი ისურვეთ, თუ ხართ ნამდვილად გულწრფელნი».
2:95
وَلَن يَتَمَنَّوۡهُ أَبَدَۢا بِمَا قَدَّمَتۡ أَيۡدِيهِمۡۚ وَٱللَّهُ عَلِيمُۢ بِٱلظَّٰلِمِينَ ٩٥
მაგრამ ისინი არასოდეს მოისურვებენ მას [სიკვდილს], იმის გამო, რაც მათი ხელებით მოამზადეს (და იმის შიშით, რომ ალლაჰის სასჯელს დაექვემდებარებიან). და ალლაჰი იცნობს უსამართლოებს!
2:96
وَلَتَجِدَنَّهُمۡ أَحۡرَصَ ٱلنَّاسِ عَلَىٰ حَيَوٰةٍ وَمِنَ ٱلَّذِينَ أَشۡرَكُواْۚ يَوَدُّ أَحَدُهُمۡ لَوۡ يُعَمَّرُ أَلۡفَ سَنَةٍ وَمَا هُوَ بِمُزَحۡزِحِهِۦ مِنَ ٱلۡعَذَابِ أَن يُعَمَّرَۗ وَٱللَّهُ بَصِيرُۢ بِمَا يَعۡمَلُونَ ٩٦
და, რა თქმა უნდა, შენ (ო, მოციქულო) იპოვი [დაინახავ], რომ ისინი [იუდეველები] ყველაზე მეტად არიან სიცოცხლის მოყვარულნი, თუნდაც უფრო მეტად, ვიდრე ისინი, რომლებიც მრავალღმერთიანები გახდნენ, თითოეულ მათგანს სურს, რომ მისთვის სიცოცხლე მიეცეს ათასი წლის განმავლობაში. მაგრამ ვერ დააშორებს მას (მარადიულ სასჯელს) ის, რომ მას ხანგრძლივი სიცოცხლე მიეცემა; რადგან ალლაჰი ხედავს, რასაც ისინი აკეთებენ!
2:97
قُلۡ مَن كَانَ عَدُوًّا لِّـجِبۡرِيلَ فَإِنَّهُۥ نَزَّلَهُۥ عَلَىٰ قَلۡبِكَ بِإِذۡنِ ٱللَّهِ مُصَدِّقًا لِّمَا بَيۡنَ يَدَيۡهِ وَهُدًى وَبُشۡرَىٰ لِلۡمُؤۡمِنِينَ ٩٧
უთხარი (ო, მოციქულო) (იუდეველებს, როცა ისინი ამბობენ, რომ ჯიბრილი მათი მტერია ანგელოზთაგან): «ვინ არის ჯიბრილის მტერი?» – რადგან მან ჩამოავლინა იგი [ყურანი] შენს გულზე ალლაჰის ნებართვით, იმის დასადასტურებლად, რაც მისამდე იყო [ალლაჰის წიგნები, რომლებიც ყურანამდე იქნა გარდმოსული], როგორც გზამკვლევი (ჭეშმარიტებისკენ) და სასიხარულო ამბავი მორწმუნეთათვის.
2:98
مَن كَانَ عَدُوًّا لِّلَّهِ وَمَلَٰٓئِكَتِهِۦ وَرُسُلِهِۦ وَجِبۡرِيلَ وَمِيكَىٰلَ فَإِنَّ ٱللَّهَ عَدُوٌّ لِّلۡكَٰفِرِينَ ٩٨
ვინც არის ალლაჰის მტერი, და მისი ანგელოზების, და მისი მოციქულების, და ასევე ჯიბრილისა და მიიქაილის — [ვინც მტრად მიიჩნევს ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთს, იგი ურწმუნო ხდება], — მაშინ იცოდეს, რომ ალლაჰიც არის ურწმუნოთა მტერი!
2:99
وَلَقَدۡ أَنزَلۡنَآ إِلَيۡكَ ءَايَٰتِۭ بَيِّنَٰتٍۖ وَمَا يَكۡفُرُ بِهَآ إِلَّا ٱلۡفَٰسِقُونَ ٩٩
და (ვფიცავ) უკვე მოვავლინეთ ჩვენ შენ ცხადი აიათები (სასწაულები), და მათ მიმართ ურწმუნოებას ამჟღავნებენ მხოლოდ ურჩნი.
2:100
أَوَكُلَّمَا عَٰهَدُواْ عَهۡدًا نَّبَذَهُۥ فَرِيقٌ مِّنۡهُمۚ بَلۡ أَكۡثَرُهُمۡ لَا يُؤۡمِنُونَ ١٠٠
ნუთუ ყოველ ჯერზე, როცა ისინი [ისრაელის შთამომავლები] დადებენ შეთანხმებას (ალლაჰთან ან ადამიანებთან), მათი ნაწილი უარყოფს მას? მაგრამ არა! მათ უმეტესობას არ სწამს (იმისა, რაც ალლაჰმა მოავლინა)!
2:101
وَلَمَّا جَآءَهُمۡ رَسُولٌ مِّنۡ عِندِ ٱللَّهِ مُصَدِّقٌ لِّمَا مَعَهُمۡ نَبَذَ فَرِيقٌ مِّنَ ٱلَّذِينَ أُوتُواْ ٱلۡكِتَٰبَ كِتَٰبَ ٱللَّهِ وَرَآءَ ظُهُورِهِمۡ كَأَنَّهُمۡ لَا يَعۡلَمُونَ ١٠١
და როცა მათთან მოვიდა ალლაჰისგან მოციქული [მუჰამმადი (ყურანით)], რომელიც ადასტურებდა იმ ჭეშმარიტებას, რაც მათთან [იუდეველებთან] იყო, მათგან ნაწილმა, ვისაც მიეცა წიგნი, ალლაჰის წიგნი ზურგს უკან მოისროლეს, თითქოს მათ არ იცოდნენ.
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Wednesday, August 19, 2026
Don't forget us in your sincere prayers







