📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 567
وَجَآءَ فِرۡعَوۡنُ وَمَن قَبۡلَهُۥ وَٱلۡمُؤۡتَفِكَٰتُ بِٱلۡخَاطِئَةِ  ۝٩ فَعَصَوۡاْ رَسُولَ رَبِّهِمۡ فَأَخَذَهُمۡ أَخۡذَةً رَّابِيَةً  ۝١٠ إِنَّا لَمَّا طَغَا ٱلۡمَآءُ حَمَلۡنَٰكُمۡ فِي ٱلۡجَارِيَةِ  ۝١١ لِنَجۡعَلَهَا لَكُمۡ تَذۡكِرَةً وَتَعِيَهَآ أُذُنٌ وَٰعِيَةٌ  ۝١٢ فَإِذَا نُفِخَ فِي ٱلصُّورِ نَفۡخَةٌ وَٰحِدَةٌ  ۝١٣ وَحُمِلَتِ ٱلۡأَرۡضُ وَٱلۡجِبَالُ فَدُكَّتَا دَكَّةً وَٰحِدَةً  ۝١٤ فَيَوۡمَئِذٍ وَقَعَتِ ٱلۡوَاقِعَةُ  ۝١٥ وَٱنشَقَّتِ ٱلسَّمَآءُ فَهِيَ يَوۡمَئِذٍ وَاهِيَةٌ  ۝١٦ وَٱلۡمَلَكُ عَلَىٰٓ أَرۡجَآئِهَاۚ وَيَحۡمِلُ عَرۡشَ رَبِّكَ فَوۡقَهُمۡ يَوۡمَئِذٍ ثَمَٰنِيَةٌ  ۝١٧ يَوۡمَئِذٍ تُعۡرَضُونَ لَا تَخۡفَىٰ مِنكُمۡ خَافِيَةٌ  ۝١٨ فَأَمَّا مَنۡ أُوتِيَ كِتَٰبَهُۥ بِيَمِينِهِۦ فَيَقُولُ هَآؤُمُ ٱقۡرَءُواْ كِتَٰبِيَهۡ  ۝١٩ إِنِّي ظَنَنتُ أَنِّي مُلَٰقٍ حِسَابِيَهۡ  ۝٢٠ فَهُوَ فِي عِيشَةٍ رَّاضِيَةٍ  ۝٢١ فِي جَنَّةٍ عَالِيَةٍ  ۝٢٢ قُطُوفُهَا دَانِيَةٌ  ۝٢٣ كُلُواْ وَٱشۡرَبُواْ هَنِيٓـَٔۢا بِمَآ أَسۡلَفۡتُمۡ فِي ٱلۡأَيَّامِ ٱلۡخَالِيَةِ  ۝٢٤ وَأَمَّا مَنۡ أُوتِيَ كِتَٰبَهُۥ بِشِمَالِهِۦ فَيَقُولُ يَٰلَيۡتَنِي لَمۡ أُوتَ كِتَٰبِيَهۡ  ۝٢٥ وَلَمۡ أَدۡرِ مَا حِسَابِيَهۡ  ۝٢٦ يَٰلَيۡتَهَا كَانَتِ ٱلۡقَاضِيَةَ  ۝٢٧ مَآ أَغۡنَىٰ عَنِّي مَالِيَهۡۜ  ۝٢٨ هَلَكَ عَنِّي سُلۡطَٰنِيَهۡ  ۝٢٩ خُذُوهُ فَغُلُّوهُ  ۝٣٠ ثُمَّ ٱلۡجَحِيمَ صَلُّوهُ  ۝٣١ ثُمَّ فِي سِلۡسِلَةٍ ذَرۡعُهَا سَبۡعُونَ ذِرَاعًا فَٱسۡلُكُوهُ  ۝٣٢ إِنَّهُۥ كَانَ لَا يُؤۡمِنُ بِٱللَّهِ ٱلۡعَظِيمِ  ۝٣٣ وَلَا يَحُضُّ عَلَىٰ طَعَامِ ٱلۡمِسۡكِينِ  ۝٣٤
69:9
وَجَآءَ فِرۡعَوۡنُ وَمَن قَبۡلَهُۥ وَٱلۡمُؤۡتَفِكَٰتُ بِٱلۡخَاطِئَةِ  ۝٩
და ფარაონი და ისინი, ვინც მის წინ იყვნენ, და გადაბრუნებულნი [დასახლებები, სადაც ქადაგებდა მოციქული ლუტი], ჩადიოდნენ ცოდვებს (მრავალღმერთიანობასა და სხვა ცოდვებს).
69:10
فَعَصَوۡاْ رَسُولَ رَبِّهِمۡ فَأَخَذَهُمۡ أَخۡذَةً رَّابِيَةً  ۝١٠
და ეურჩნენ თავიანთი უფლის შუამავალს, და მანაც დასაჯა ისინი უმკაცრესი სასჯელით.
69:11
إِنَّا لَمَّا طَغَا ٱلۡمَآءُ حَمَلۡنَٰكُمۡ فِي ٱلۡجَارِيَةِ  ۝١١
ჭეშმარიტად, ჩვენ [ალლაჰმა], როდესაც წყალი ადიდდა (დიდი წარღვნის დროს), აგიყვანეთ თქვენ მცურავზე [კიდობანში].
69:12
لِنَجۡعَلَهَا لَكُمۡ تَذۡكِرَةً وَتَعِيَهَآ أُذُنٌ وَٰعِيَةٌ  ۝١٢
რათა ეს [წარღვნა] თქვენთვის (ო, ადამიანებო) შეხსენებად გვექცია, და რათა ეს ჩამწვდომმა ყურმა შეიმეცნოს .
69:13
فَإِذَا نُفِخَ فِي ٱلصُّورِ نَفۡخَةٌ وَٰحِدَةٌ  ۝١٣
ხოლო, როცა საყვირს ერთი ჩაბერვით ჩაჰბერავენ,
69:14
وَحُمِلَتِ ٱلۡأَرۡضُ وَٱلۡجِبَالُ فَدُكَّتَا دَكَّةً وَٰحِدَةً  ۝١٤
და (აღიმართება და) აღებული იქნება მიწა და მთები, და ერთბაშად მტვრად იქცევიან, –
69:15
فَيَوۡمَئِذٍ وَقَعَتِ ٱلۡوَاقِعَةُ  ۝١٥
აი, იმ დღეს მოხდება ეს მოვლენა [დადგება სამსჯავროს დღე],
69:16
وَٱنشَقَّتِ ٱلسَّمَآءُ فَهِيَ يَوۡمَئِذٍ وَاهِيَةٌ  ۝١٦
და ცა გაიპობა, და იმ დღეს იგი უძლური იქნება [მოკლებული სიმტკიცეს].
69:17
وَٱلۡمَلَكُ عَلَىٰٓ أَرۡجَآئِهَاۚ وَيَحۡمِلُ عَرۡشَ رَبِّكَ فَوۡقَهُمۡ يَوۡمَئِذٍ ثَمَٰنِيَةٌ  ۝١٧
და ანგელოზები იქნებიან მის [ცის] კიდეებთან, და იმ დღეს შენი უფლის ტახტს მათ ზემოთ რვა (დიადი ანგელოზი) იტვირთავს.
69:18
يَوۡمَئِذٍ تُعۡرَضُونَ لَا تَخۡفَىٰ مِنكُمۡ خَافِيَةٌ  ۝١٨
იმ დღეს თქვენ (ო, ადამიანებო) წარდგენილნი იქნებით (ალლაჰის წინაშე), და არც ერთი თქვენი საიდუმლო არ დარჩება (მის წინაშე) დაფარული.
69:19
فَأَمَّا مَنۡ أُوتِيَ كِتَٰبَهُۥ بِيَمِينِهِۦ فَيَقُولُ هَآؤُمُ ٱقۡرَءُواْ كِتَٰبِيَهۡ  ۝١٩
ხოლო ის, ვისაც მისი (საქმეთა) წიგნი მარჯვენა ხელში მიეცემა, (სიხარულით) იტყვის: «აჰა, წაიკითხეთ ჩემი წიგნი!»
69:20
إِنِّي ظَنَنتُ أَنِّي مُلَٰقٍ حِسَابِيَهۡ  ۝٢٠
«ჭეშმარიტად, მე ხომ ვფიქრობდი (ვიცოდი), რომ ჩემს ანგარიშს შევხვდებოდი».
69:21
فَهُوَ فِي عِيشَةٍ رَّاضِيَةٍ  ۝٢١
და ის აღმოჩნდება კმაყოფილ ცხოვრებაში,
69:22
فِي جَنَّةٍ عَالِيَةٍ  ۝٢٢
ამაღლებულ სამოთხეში,
69:23
قُطُوفُهَا دَانِيَةٌ  ۝٢٣
რომლის ნაყოფებიც ახლოსაა.
69:24
كُلُواْ وَٱشۡرَبُواْ هَنِيٓـَٔۢا بِمَآ أَسۡلَفۡتُمۡ فِي ٱلۡأَيَّامِ ٱلۡخَالِيَةِ  ۝٢٤
(და ეთქმებათ მათ): «ჭამეთ და სვით სიამოვნებით იმის გამო, რაც ადრე მოიმოქმედეთ წარსულ დღეებში [მიწიერ ცხოვრებაში]!»
69:25
وَأَمَّا مَنۡ أُوتِيَ كِتَٰبَهُۥ بِشِمَالِهِۦ فَيَقُولُ يَٰلَيۡتَنِي لَمۡ أُوتَ كِتَٰبِيَهۡ  ۝٢٥
ხოლო ის, ვისაც მისი (საქმეთა) წიგნი მარცხენა ხელში მიეცემა, (მწუხარებისგან) იტყვის: «ვაი, ნეტავ (საერთოდ) არ მომცემოდა ჩემი წიგნი!»
69:26
وَلَمۡ أَدۡرِ مَا حِسَابِيَهۡ  ۝٢٦
«და არც მცოდნოდა, როგორი იყო ჩემი ანგარიში!
69:27
يَٰلَيۡتَهَا كَانَتِ ٱلۡقَاضِيَةَ  ۝٢٧
ნეტავ, ეს (ჩემი სიკვდილი) ყოფილიყო აღსასრული (ნეტავ, ყველაფერი სიკვდილით სრულდებოდეს, და აღსდგომა და გასამართლება არ ყოფილიყო)!
69:28
مَآ أَغۡنَىٰ عَنِّي مَالِيَهۡۜ  ۝٢٨
ვერ მიხსნა (ალლაჰის სასჯელისგან) ჩემმა ქონებამ [სიმდიდრემ].
69:29
هَلَكَ عَنِّي سُلۡطَٰنِيَهۡ  ۝٢٩
დამეკარგა ჩემი ძალაუფლება (და მარტო და დამცირებული დავრჩი)!»
69:30
خُذُوهُ فَغُلُّوهُ  ۝٣٠
(ალლაჰის უბრძანებს ანგელოზებს): «შეიპყარით იგი და ბორკილები დაადეთ!
69:31
ثُمَّ ٱلۡجَحِيمَ صَلُّوهُ  ۝٣١
შემდეგ ჯოჯოხეთში შეიყვანეთ!
69:32
ثُمَّ فِي سِلۡسِلَةٍ ذَرۡعُهَا سَبۡعُونَ ذِرَاعًا فَٱسۡلُكُوهُ  ۝٣٢
შემდეგ გაატარეთ იგი ჯაჭვში, რომლის სიგრძეც სამოცდაათი წყრთაა!
69:33
إِنَّهُۥ كَانَ لَا يُؤۡمِنُ بِٱللَّهِ ٱلۡعَظِيمِ  ۝٣٣
ჭეშმარიტად, მას არ სწამდა ალლაჰი, დიადი!
69:34
وَلَا يَحُضُّ عَلَىٰ طَعَامِ ٱلۡمِسۡكِينِ  ۝٣٤
და არც ღატაკის დაპურებისკენ მოუწოდებდა!


📚Juz 29 📄567 / 604



Mishary Rashid Alafasy
Mahmoud Khalil Al-Husary
Abdurrahman As-Sudais
Mohamed Siddiq Al-Minshawi
Abdul Basit Abdul Samad
Ali Al-Hudhaify
Ahmed ibn Ali al-Ajamy
Abu Bakr Ash-Shaatree
Muhammad Ayyoub
Abdullah Basfar
Abdullah Al-Juhani
Maher Al Muaiqly
0:00
0:00
-

წმინდა ყურანი


Monday, August 31, 2026

Don't forget us in your sincere prayers