სურა საბა არაბულად და ქართულად
წაიკითხეთ სურა საბა სრული ქართული თარგმანით, გამოთქმით და აუდიო წაკითხვით. თითოეული აიათის მნიშვნელობა. (54 აია — مكية). საბა მოსმენა, საბა თარგმანი, საბა mp3, საბა pdf.სურა საბა წაკითხვა და მოსმენა
🎧 აია
M
Mishary Rashid Alafasy
✓
Mishary Rashid Alafasy
✓
M
Mahmoud Khalil Al-Husary
✓
Mahmoud Khalil Al-Husary
✓
A
Abdurrahman As-Sudais
✓
Abdurrahman As-Sudais
✓
M
Mohamed Siddiq Al-Minshawi
✓
Mohamed Siddiq Al-Minshawi
✓
A
Abdul Basit Abdul Samad
✓
Abdul Basit Abdul Samad
✓
A
Ali Al-Hudhaify
✓
Ali Al-Hudhaify
✓
A
Ahmed ibn Ali al-Ajamy
✓
Ahmed ibn Ali al-Ajamy
✓
A
Abu Bakr Ash-Shaatree
✓
Abu Bakr Ash-Shaatree
✓
M
Muhammad Ayyoub
✓
Muhammad Ayyoub
✓
A
Abdullah Basfar
✓
Abdullah Basfar
✓
A
Abdullah Al-Juhani
✓
Abdullah Al-Juhani
✓
M
Maher Al Muaiqly
✓
Maher Al Muaiqly
✓
—
x1
الْحَمْدُ لِلَّهِ الَّذِي لَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ وَلَهُ الْحَمْدُ فِي الْآخِرَةِ ۚ وَهُوَ الْحَكِيمُ الْخَبِيرُ ١
📖 თარგმანი
აია 1
ყოველი ქება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, რომელსაც ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცაშია და რაც მიწაზეა, მას ეკუთვნის ქება საიქიოშიც. და ჭეშმარიტად, იგი ბრძენი, ყოვლისმცოდნეა.
يَعْلَمُ مَا يَلِجُ فِي الْأَرْضِ وَمَا يَخْرُجُ مِنْهَا وَمَا يَنزِلُ مِنَ السَّمَاءِ وَمَا يَعْرُجُ فِيهَا ۚ وَهُوَ الرَّحِيمُ الْغَفُورُ ٢
📖 თარგმანი
აია 2
მან იცის (ყველაფერი), რაც მიწაში შედის [ყოველი თესლი, ყოველი წყლის წვეთი], და (ყველაფერი), რაც მისგან გამოდის [ყოველი აღმონაცენი, ყოველი მარცვალი, ...], (ყველაფერი), რაც ციდან ჩამოდის, და (ყველაფერი), რაც მასზე ადის [მისი მსახურების ყველა საქმე და სხვა]. და, ჭეშმარიტად, ის არის შემწყალებელი, შემნდობი!
وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لَا تَأْتِينَا السَّاعَةُ ۖ قُلْ بَلَىٰ وَرَبِّي لَتَأْتِيَنَّكُمْ عَالِمِ الْغَيْبِ ۖ لَا يَعْزُبُ عَنْهُ مِثْقَالُ ذَرَّةٍ فِي السَّمَاوَاتِ وَلَا فِي الْأَرْضِ وَلَا أَصْغَرُ مِن ذَٰلِكَ وَلَا أَكْبَرُ إِلَّا فِي كِتَابٍ مُّبِينٍ ٣
📖 თარგმანი
აია 3
და თქვეს მათ, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი: «არ დადგება ჩვენთვის აღსასრულის საათი», უთხარი [მათ] [ო, შუამავალო]: «პირიქით! ვფიცავ ჩემს უფალს, უხილავის მცოდნეს, იგი აუცილებლად მოგეწევათ! მისგან არ დაიფარება [არ დარჩება შეუმჩნეველი] წერტილისოდენა მტვრის წონა ცაში და მიწაზე, და არც უფრო მცირედი, არც უფრო დიდი, გარდა იმისა, რაც ცხად წიგნშია დაწერილ [ანუ ყველაფერი ლავჰულ მაჰფუზშია დაწერილი]».
لِّيَجْزِيَ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ ۚ أُولَٰئِكَ لَهُم مَّغْفِرَةٌ وَرِزْقٌ كَرِيمٌ ٤
📖 თარგმანი
აია 4
იმისათვის, რომ დააჯილდოვოს ისინი, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს. მათთვის არის მიტევება და გულუხვი საზრდო.
وَالَّذِينَ سَعَوْا فِي آيَاتِنَا مُعَاجِزِينَ أُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ مِّن رِّجْزٍ أَلِيمٌ ٥
📖 თარგმანი
აია 5
ხოლო ისინი, ვინც ისწრაფოდნენ ჩვენი სასწაულების [ყურანის აიათების] წინააღმდეგ, ცდილობდნენ მათ დასუსტებას, მათთვისაა მომზადებული სასჯელი მტკივნეულ სატანჯველში.
وَيَرَى الَّذِينَ أُوتُوا الْعِلْمَ الَّذِي أُنزِلَ إِلَيْكَ مِن رَّبِّكَ هُوَ الْحَقَّ وَيَهْدِي إِلَىٰ صِرَاطِ الْعَزِيزِ الْحَمِيدِ ٦
📖 თარგმანი
აია 6
და ხედავენ [იციან] ისინი, ვისაც ცოდნა მიეცა, რომ ის, რაც გარდმოგევლინა შენ [ო, მუჰამმად] უფლისგან [ყურანი], არის ჭეშმარიტება და [ის] წარმართავს ყოვლადძლიერის და ყოვლად ქებულის გზისკენ.
وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا هَلْ نَدُلُّكُمْ عَلَىٰ رَجُلٍ يُنَبِّئُكُمْ إِذَا مُزِّقْتُمْ كُلَّ مُمَزَّقٍ إِنَّكُمْ لَفِي خَلْقٍ جَدِيدٍ ٧
📖 თარგმანი
აია 7
და თქვეს ურწმუნოებმა [ერთმანეთში ქილიკით]: «მიგითითოთ თუ არა კაცზე [შუამავალ მუჰამმადზე], რომელიც გაცნობებთ, რომ თქვენი სიკვდილის შემდეგ, როცა სრულად დაიშლებით და გახდებით მტვერი, თქვენ კვლავ აღმოჩნდებით ახალ ქმნილებაში [აღდგებით]?
أَفْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ كَذِبًا أَم بِهِ جِنَّةٌ ۗ بَلِ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ فِي الْعَذَابِ وَالضَّلَالِ الْبَعِيدِ ٨
📖 თარგმანი
აია 8
ნუთუ მან [იგულისხმება მოციქული] ალლაჰზე სიცრუე მოიგონა, თუ მასში შეპყრობილობაა?» არა [სულაც არა ისეა, როგორც ურწმუნოები ამბობენ] (რადგან მუჰამმადი ყველაზე ჭეშმარიტია ჭეშმარიტთა შორის)! ისინი, რომელთაც არ სწამთ მარადიული სიცოცხლის, სასჯელში აღმოჩნდებიან, ხოლო (ამქვეყნად) (იმყოფებიან) (დიდ) გზაცდენაში!
أَفَلَمْ يَرَوْا إِلَىٰ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُم مِّنَ السَّمَاءِ وَالْأَرْضِ ۚ إِن نَّشَأْ نَخْسِفْ بِهِمُ الْأَرْضَ أَوْ نُسْقِطْ عَلَيْهِمْ كِسَفًا مِّنَ السَّمَاءِ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَةً لِّكُلِّ عَبْدٍ مُّنِيبٍ ٩
📖 თარგმანი
აია 9
ნუთუ ისინი [რომელთაც არ სწამთ მარადიული სიცოცხლე] არ ხედავენ იმას, რაც მათ წინ არის და რაც მათ უკანაა, ან ცას [რომელიც მათ შემოეხვია] და მიწას [რომელზეც ცხოვრობენ]? თუ ვისურვებთ, და ვუბრძანებთ მიწას, რომ შთანთქოს ისინი, ან ჩამოვუგზავნით მათ ციდან ნატეხს. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულია ყოველი მონისთვის, [რომელიც] ალლაჰს მიმართავს მონანიებით.
۞ وَلَقَدْ آتَيْنَا دَاوُودَ مِنَّا فَضْلًا ۖ يَا جِبَالُ أَوِّبِي مَعَهُ وَالطَّيْرَ ۖ وَأَلَنَّا لَهُ الْحَدِيدَ ١٠
📖 თარგმანი
აია 10
და აი, ჩვენ უკვე ვუბოძეთ [შუამავალ] დაუდს ჩვენგან განსაკუთრებული სიკეთე: «ჰეი, მთებო! ადიდეთ თქვენი უფალი მასთან ერთად [დაუდთან], და ჩიტებო, თქვენც ადიდეთ!» და რკინა დავურბილეთ მას [ისე, რომ მის ხელში იგი რბილი გახდა, როგორც ცომი].
أَنِ اعْمَلْ سَابِغَاتٍ وَقَدِّرْ فِي السَّرْدِ ۖ وَاعْمَلُوا صَالِحًا ۖ إِنِّي بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ ١١
📖 თარგმანი
აია 11
გააკეთე (ჯაჭვის პერანგები) გრძელი (რათა ისინი მეომრის სხეულს კარგად ფარავდნენ) და განსაზღვრე ზომა ჯაჭვის პერანგის რგოლებში. და აკეთეთ (ო, დაუდ) სიკეთე, რადგან, ჭეშმარიტად, მე ვხედავ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ!»
وَلِسُلَيْمَانَ الرِّيحَ غُدُوُّهَا شَهْرٌ وَرَوَاحُهَا شَهْرٌ ۖ وَأَسَلْنَا لَهُ عَيْنَ الْقِطْرِ ۖ وَمِنَ الْجِنِّ مَن يَعْمَلُ بَيْنَ يَدَيْهِ بِإِذْنِ رَبِّهِ ۖ وَمَن يَزِغْ مِنْهُمْ عَنْ أَمْرِنَا نُذِقْهُ مِنْ عَذَابِ السَّعِيرِ ١٢
📖 თარგმანი
აია 12
და სულეიმანს [დავუმორჩილეთ] ქარი, დილით წასვლა მისი ერთი თვის მანძილი იყო და საღამოს უკან მოსვლაც ერთი თვე იყო. და მისთვის სპილენძი წყაროსავით ვადინეთ. და ჯინთაგან იყვნენ ისეთებიც, ვინც შრომობდა მის თვალწინ, თავისი უფლის ნებით. ხოლო იმას, ვინც გადაუხვევს ჩვენს ბრძანებას, ვაგემებთ ცეცხლის სასჯელს.
يَعْمَلُونَ لَهُ مَا يَشَاءُ مِن مَّحَارِيبَ وَتَمَاثِيلَ وَجِفَانٍ كَالْجَوَابِ وَقُدُورٍ رَّاسِيَاتٍ ۚ اعْمَلُوا آلَ دَاوُودَ شُكْرًا ۚ وَقَلِيلٌ مِّنْ عِبَادِيَ الشَّكُورُ ١٣
📖 თარგმანი
აია 13
ისინი [ჯინები] აკეთებდნენ მისთვის, რაც კი ის მოესურვებოდა: ნაგებობები, ქანდაკებები, თასები თითქოს წყალსაცავები [რომლითაც ამოაქვთ წყალი ჭიდან] და უზარმაზარი, უძრავი ქვაბები. [ჩვენ ვუთხარით]: «აღასრულეთ [ალლაჰისადმი მორჩილების საქმეები] დაუდის მოდგმავ, მადლიერების ნიშნად!» მაგრამ ჩემს მონათაგან ცოტანი არიან მადლიერნი!
فَلَمَّا قَضَيْنَا عَلَيْهِ الْمَوْتَ مَا دَلَّهُمْ عَلَىٰ مَوْتِهِ إِلَّا دَابَّةُ الْأَرْضِ تَأْكُلُ مِنسَأَتَهُ ۖ فَلَمَّا خَرَّ تَبَيَّنَتِ الْجِنُّ أَن لَّوْ كَانُوا يَعْلَمُونَ الْغَيْبَ مَا لَبِثُوا فِي الْعَذَابِ الْمُهِينِ ١٤
📖 თარგმანი
აია 14
როცა ჩვენ მას [სულეიმანს] სიკვდილი განვუსაზღვრეთ, მის სიკვდილზე მათ [ჯინებს] ვერაფერმა მიანიშნა, გარდა მიწის ერთი ცხოველისა [ჭია], რომელიც მის კვერთხს ხრავდა. და როდესაც ის [სულეიმანი] დაეცა, მაშინ გაირკვა ჯინებისთვის, რომ სცოდნოდათ დაფარული, არ დარჩებოდნენ დამამცირებელ სატანჯველში.
لَقَدْ كَانَ لِسَبَإٍ فِي مَسْكَنِهِمْ آيَةٌ ۖ جَنَّتَانِ عَن يَمِينٍ وَشِمَالٍ ۖ كُلُوا مِن رِّزْقِ رَبِّكُمْ وَاشْكُرُوا لَهُ ۚ بَلْدَةٌ طَيِّبَةٌ وَرَبٌّ غَفُورٌ ١٥
📖 თარგმანი
აია 15
საბას (ტომისთვის) მათ დასახლებაში (იემენში) იყო ნიშანი (რომელიც ალლაჰის ძლიერებაზე მიუთითებდა): ორი ბაღი — (ერთი) მარჯვნივ და (მეორე) მარცხნივ: «იკვებეთ თქვენი უფლის მიერ ბოძებული საზრდოთი და მადლობა შესწირეთ მას! (რადგან ადგილი, სადაც ცხოვრობთ,) კეთილი ქვეყანაა [კარგი ჰავითა და ნაყოფიერი მიწით], ხოლო შემნდობი უფალია».
فَأَعْرَضُوا فَأَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ سَيْلَ الْعَرِمِ وَبَدَّلْنَاهُم بِجَنَّتَيْهِمْ جَنَّتَيْنِ ذَوَاتَيْ أُكُلٍ خَمْطٍ وَأَثْلٍ وَشَيْءٍ مِّن سِدْرٍ قَلِيلٍ ١٦
📖 თარგმანი
აია 16
და ზურგი აქციეს [არ ირწმუნეს და არც მადლიერნი იყვნენ] და ჩვენ წარვაგზავნეთ მათზე წყალდიდობა და შევუცვალეთ მათ ის ორი [ნაყოფიერი და ლამაზი] ბაღი ორ [სხვა] ბაღად, რომელთაც ჰქონდათ მწარე ნაყოფი, და ლოტოსი [ხე, რომელსაც ნაყოფი არ აქვს] და ცოტაოდენი სიდრის ხის მცენარით.
ذَٰلِكَ جَزَيْنَاهُم بِمَا كَفَرُوا ۖ وَهَلْ نُجَازِي إِلَّا الْكَفُورَ ١٧
📖 თარგმანი
აია 17
ამით [ამ შეცვლით] მივაგეთ მათ [საბაიელებს] იმის გამო, რომ ისინი გახდნენ ურწმუნონი [და უმადურნი]! განა ასე ვინმეს ვუზღავთ, გარდა ურწმუნოებისა (და უმადურისა)?
وَجَعَلْنَا بَيْنَهُمْ وَبَيْنَ الْقُرَى الَّتِي بَارَكْنَا فِيهَا قُرًى ظَاهِرَةً وَقَدَّرْنَا فِيهَا السَّيْرَ ۖ سِيرُوا فِيهَا لَيَالِيَ وَأَيَّامًا آمِنِينَ ١٨
📖 თარგმანი
აია 18
და მოვაწყვეთ ჩვენ მათ [საბას მცხოვრებლებს, იემენში] და იმ დასახლებებს შორის, რომლებზეც ჩვენ კურთხევა გარდმოვავლინეთ [შამის დასახლებებს], თვალსაჩინო დასახლებები; და განვსაზღვრეთ მათ შორის გზა [ისე მოვაწყვეთ, რომ ერთი დასახლებიდან მეორემდე დიდი დაღლის გარეშე შეიძლებოდა მისვლა]: «იარეთ მათ შორის ღამითაც და დღისითაც, უსაფრთხოდ».
فَقَالُوا رَبَّنَا بَاعِدْ بَيْنَ أَسْفَارِنَا وَظَلَمُوا أَنفُسَهُمْ فَجَعَلْنَاهُمْ أَحَادِيثَ وَمَزَّقْنَاهُمْ كُلَّ مُمَزَّقٍ ۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَآيَاتٍ لِّكُلِّ صَبَّارٍ شَكُورٍ ١٩
📖 თარგმანი
აია 19
და თქვეს მათ [საბაიელები] [როდესაც მობეზრდათ კეთილდღეობით ცხოვრების ერთფეროვნება]: «უფალო ჩვენო! გაზარდე მანძილი ჩვენს მოგზაურობებს შორის [დასახლებებს შორის]!» და უსამართლობა მიაყენეს საკუთარ თავს. და გავხადეთ ჩვენ ისინი იგავებად და დავგლიჯეთ ნაწილებად [გავფანტეთ მიწაზე ისე, რომ აღარ დაბრუნდნენ]. ჭეშმარიტად, ამაში უეჭველად, სასწაულებია ყოველი მოთმინების მქონესთვის, მადლიერისთვის.
وَلَقَدْ صَدَّقَ عَلَيْهِمْ إِبْلِيسُ ظَنَّهُ فَاتَّبَعُوهُ إِلَّا فَرِيقًا مِّنَ الْمُؤْمِنِينَ ٢٠
📖 თარგმანი
აია 20
და აი, იბლისმა დაამტკიცა მათში თავისი ვარაუდი [იმის შესახებ, რომ იგი შეცდომაში შეიყვანს ადამის შთამომავლობას და რომ ისინი დაემორჩილებიან მას], და ისინც გაჰყვნენ მას, გარდა ერთი ჯგუფისა მორწმუნეთაგან.
وَمَا كَانَ لَهُ عَلَيْهِم مِّن سُلْطَانٍ إِلَّا لِنَعْلَمَ مَن يُؤْمِنُ بِالْآخِرَةِ مِمَّنْ هُوَ مِنْهَا فِي شَكٍّ ۗ وَرَبُّكَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ حَفِيظٌ ٢١
📖 თარგმანი
აია 21
და არ ჰქონდა მას [იბლისს] მათზე [ურწმუნოებზე] [არანაირი] ძალაუფლება , მხოლოდ იმისათვის, რომ გაგვეცნო [გაგვერჩია] ისინი, ვისაც სწამს საიქიოსი მათგან, და ვინ ეჭვობს მასში. და შენი უფალი [ო, მუჰამმად] ყველაფრის დამცველია.
قُلِ ادْعُوا الَّذِينَ زَعَمْتُم مِّن دُونِ اللَّهِ ۖ لَا يَمْلِكُونَ مِثْقَالَ ذَرَّةٍ فِي السَّمَاوَاتِ وَلَا فِي الْأَرْضِ وَمَا لَهُمْ فِيهِمَا مِن شِرْكٍ وَمَا لَهُ مِنْهُم مِّن ظَهِيرٍ ٢٢
📖 თარგმანი
აია 22
უთხარი [ო, მოციქულო]: «მოუხმეთ მათ, ვისზეც ამტკიცებდით (რომ თაყვანისცემის ღირსნი არიან), ალლაჰის გარდა! ისინი არ ფლობენ [თუნდაც] მტვრის წონის სიმძიმეს ცაში და მიწაზე, და არ აქვთ მათ იქ [ცასა და მიწაზე] [არანაირი] წილი, და არც ერთი მათგანი [თქვენს ღვთაებათაგან] არ არის მისი დამხმარე.
وَلَا تَنفَعُ الشَّفَاعَةُ عِندَهُ إِلَّا لِمَنْ أَذِنَ لَهُ ۚ حَتَّىٰ إِذَا فُزِّعَ عَن قُلُوبِهِمْ قَالُوا مَاذَا قَالَ رَبُّكُمْ ۖ قَالُوا الْحَقَّ ۖ وَهُوَ الْعَلِيُّ الْكَبِيرُ ٢٣
📖 თარგმანი
აია 23
და არავის [არავითარი] შუამდგომლობა არ გამოადგება მის წინაშე, გარდა იმათისა, ვისაც ნებას დართავს იგი. ხოლო როცა შიში მოეხსნებათ მათ გულებს, ისინი [ანგელოზები] იტყვიან ერთმანეთში: «რა თქვა თქვენმა უფალმა?» ამბობენ: «ჭეშმარიტება, და იგია უზენაესი, დიადი».
۞ قُلْ مَن يَرْزُقُكُم مِّنَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ قُلِ اللَّهُ ۖ وَإِنَّا أَوْ إِيَّاكُمْ لَعَلَىٰ هُدًى أَوْ فِي ضَلَالٍ مُّبِينٍ ٢٤
📖 თარგმანი
აია 24
უთხარი [ო, შუამავალო]: «ვინ გაძლევთ საზრდოს ზეციდან და მიწიდან?» უთხარი: «ალლაჰი გაძლევთ საზრდოს. და ჭეშმარიტად, (ერთ-ერთი ჩვენგან —) ან ჩვენ, ან თქვენ, ან ჭეშმარიტ გზაზე ვართ, ან აშკარა გზააცდენაში!»
قُل لَّا تُسْأَلُونَ عَمَّا أَجْرَمْنَا وَلَا نُسْأَلُ عَمَّا تَعْمَلُونَ ٢٥
📖 თარგმანი
აია 25
უთხარი: «თქვენ [ო, მრავალღმერთიანებო] არ გკითხავენ იმაზე, რაც ჩვენ [მორწმუნეებმა] შევცოდეთ, და ჩვენ არ მოგვეკითხება იმაზე, რასაც თქვენ იქმთ».
قُلْ يَجْمَعُ بَيْنَنَا رَبُّنَا ثُمَّ يَفْتَحُ بَيْنَنَا بِالْحَقِّ وَهُوَ الْفَتَّاحُ الْعَلِيمُ ٢٦
📖 თარგმანი
აია 26
უთხარი: «ჩვენ შეგვკრებს ჩვენი უფალი [განსჯის დღეს], შემდეგ კი შეგვაფასებს ჭეშმარიტებით [სამართლიანად]. და იგია სამართლიანი მსაჯული და ყოვლისმცოდნე».
قُلْ أَرُونِيَ الَّذِينَ أَلْحَقْتُم بِهِ شُرَكَاءَ ۖ كَلَّا ۚ بَلْ هُوَ اللَّهُ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ ٢٧
📖 თარგმანი
აია 27
უთხარი: «მაჩვენეთ ისინი, რომლებიც მას თანამოზიარეებად დაუყენეთ (თაყვანისცემაში)!» ო, არა! ის არის ალლაჰი, ძლევამოსილი, ბრძენი.
وَمَا أَرْسَلْنَاكَ إِلَّا كَافَّةً لِّلنَّاسِ بَشِيرًا وَنَذِيرًا وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ ٢٨
📖 თარგმანი
აია 28
ჩვენ მოგავლინეთ შენ [ო, მუჰამმად] მხოლოდ მთელი კაცობრიობისთვის, როგორც მახარებელი და შემგონებელი. მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის.
وَيَقُولُونَ مَتَىٰ هَٰذَا الْوَعْدُ إِن كُنتُمْ صَادِقِينَ ٢٩
📖 თარგმანი
აია 29
და ამბობენ ისინი [მრავალღმერთიანები] [დაცინვით]: «როდის იქნება ეს დაპირება, თუ მართალთაგანი ხართ?»
قُل لَّكُم مِّيعَادُ يَوْمٍ لَّا تَسْتَأْخِرُونَ عَنْهُ سَاعَةً وَلَا تَسْتَقْدِمُونَ ٣٠
📖 თარგმანი
აია 30
უთხარი მათ [ო, მოციქულო]: «დადგენილია თქვენთვის ერთი დღე, რომელსაც ვერ გადაავადებთ ერთი საათითაც კი [რომ მოასწროთ მონანიება] და ვერც დააჩქარებთ მას».
وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لَن نُّؤْمِنَ بِهَٰذَا الْقُرْآنِ وَلَا بِالَّذِي بَيْنَ يَدَيْهِ ۗ وَلَوْ تَرَىٰ إِذِ الظَّالِمُونَ مَوْقُوفُونَ عِندَ رَبِّهِمْ يَرْجِعُ بَعْضُهُمْ إِلَىٰ بَعْضٍ الْقَوْلَ يَقُولُ الَّذِينَ اسْتُضْعِفُوا لِلَّذِينَ اسْتَكْبَرُوا لَوْلَا أَنتُمْ لَكُنَّا مُؤْمِنِينَ ٣١
📖 თარგმანი
აია 31
და თქვეს მათ, რომელნიც გახვდნენ ურწმუნონი: «ჩვენ არ ვირწმუნებთ არც ამ ყურანს და არც იმას, რაც მისამდე იქნა გარდმოვლენილი». ნეტავ, დაგენახა [ო, მუჰამმად], როცა უსამართლონი [ურწმუნონი] დადგებიან თავიანთი უფლის წინაშე, ისინი ერთმანეთს მიუბრუნდებიან სიტყვით და იტყვიან ისინი, რომლებიც სუსტები იყვნენ [მიმდევრები], ქედმაღლებს [ამპარტავნებს] (რომლებიც მათი წინამძღოლები იყვნენ): «თქვენ რომ არა, ჩვენ აუცილებლად მორწმუნეები ვიქნებოდით!»
قَالَ الَّذِينَ اسْتَكْبَرُوا لِلَّذِينَ اسْتُضْعِفُوا أَنَحْنُ صَدَدْنَاكُمْ عَنِ الْهُدَىٰ بَعْدَ إِذْ جَاءَكُم ۖ بَلْ كُنتُم مُّجْرِمِينَ ٣٢
📖 თარგმანი
აია 32
ეტყვიან ამპარტავანნი დაჩაგრულთ: «ნუთუ ჩვენ გადაგახვევინეთ თქვენ სწორი გზიდან მას შემდეგ, რაც იგი თქვენთან მოვიდა? პირიქით, თქვენ თავად იყავით ცოდვილნი [ურწმუნონი]!»
وَقَالَ الَّذِينَ اسْتُضْعِفُوا لِلَّذِينَ اسْتَكْبَرُوا بَلْ مَكْرُ اللَّيْلِ وَالنَّهَارِ إِذْ تَأْمُرُونَنَا أَن نَّكْفُرَ بِاللَّهِ وَنَجْعَلَ لَهُ أَندَادًا ۚ وَأَسَرُّوا النَّدَامَةَ لَمَّا رَأَوُا الْعَذَابَ وَجَعَلْنَا الْأَغْلَالَ فِي أَعْنَاقِ الَّذِينَ كَفَرُوا ۚ هَلْ يُجْزَوْنَ إِلَّا مَا كَانُوا يَعْمَلُونَ ٣٣
📖 თარგმანი
აია 33
და უთხრეს მათ, რომლებიც სუსტები იყვნენ [მიმდევრები], მათ, ვინც ქედმაღლობდა [თავიანთ წინამძღოლებს]: «არა, პირიქით! ღამისა და დღის მზაკვრობა (რამაც ამ დაღუპვამდე მიგვიყვანა) იყო ის, რომ თქვენ გვიბრძანებდით, არ გვერწმუნა ალლაჰი და მისთვის თანასწორნი დაგვედგინა». და დამალეს მათ სინანული, როდესაც იხილეს სასჯელი. და ჩვენ ბორკილები დავადეთ კისრებზე მათ, ვინც ურწმუნო გახდა. განა მიეზღვებათ მათ სხვა რამ, გარდა იმისა, რასაც ისინი (თავად) აკეთებდნენ?
وَمَا أَرْسَلْنَا فِي قَرْيَةٍ مِّن نَّذِيرٍ إِلَّا قَالَ مُتْرَفُوهَا إِنَّا بِمَا أُرْسِلْتُم بِهِ كَافِرُونَ ٣٤
📖 თარგმანი
აია 34
და არ ყოფილა ისე, რომ რომელიმე დასახლებაში შემგონებელი გაგვეგზავნა, და მის მცხოვრებლებს, ფუფუნებაში მცხოვრებთ, არ ეთქვათ: «ჭეშმარიტად, ჩვენ არ გვწამს იმისა, რითაც თქვენ ხართ გამოგზავნილნი!»
وَقَالُوا نَحْنُ أَكْثَرُ أَمْوَالًا وَأَوْلَادًا وَمَا نَحْنُ بِمُعَذَّبِينَ ٣٥
📖 თარგმანი
აია 35
და თქვეს მათ: «ჩვენ უფრო მდიდარნი ვართ [თქვენზე] ქონებითა და შვილებით. და ჩვენ არ დავისჯებით [არც ამქვეყნად და არც მარადიულ ცხოვრებაში]».
قُلْ إِنَّ رَبِّي يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَن يَشَاءُ وَيَقْدِرُ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ ٣٦
📖 თარგმანი
აია 36
უთხარი მათ [ო, მოციქულო]: «ჭეშმარიტად, ჩემი უფალი განავრცობს საზრდოს, ვისაც ინებებს, და უზღუდავს, ვისაც ინებებს, მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის (რომ ეს მისი მსახურებისთვის გამოცდაა)».
وَمَا أَمْوَالُكُمْ وَلَا أَوْلَادُكُم بِالَّتِي تُقَرِّبُكُمْ عِندَنَا زُلْفَىٰ إِلَّا مَنْ آمَنَ وَعَمِلَ صَالِحًا فَأُولَٰئِكَ لَهُمْ جَزَاءُ الضِّعْفِ بِمَا عَمِلُوا وَهُمْ فِي الْغُرُفَاتِ آمِنُونَ ٣٧
📖 თარგმანი
აია 37
და არც თქვენი ქონება, და არც თქვენი შვილები არ დაგაახლოებთ ჩვენთან [ალლაჰთან] გარდა მათისა, ვინც ირწმუნა და აკეთებდა კეთილ საქმეებს. სწორედ მათ ექნებათ ორმაგი ჯილდო იმისთვის, რაც მათ გააკეთეს, და ისინი იქნებიან [სამოთხის] ოთახებში უსაფრთხოდ.
وَالَّذِينَ يَسْعَوْنَ فِي آيَاتِنَا مُعَاجِزِينَ أُولَٰئِكَ فِي الْعَذَابِ مُحْضَرُونَ ٣٨
📖 თარგმანი
აია 38
ხოლო ისინი, ვინც ისწრაფვიან ჩვენი სასწაულების [ყურანის აიათების] დასამარცხებლად, ისინი იქნებიან [ანგელოზთა მიერ] ჯოჯოხეთში წარდგენილნი.
قُلْ إِنَّ رَبِّي يَبْسُطُ الرِّزْقَ لِمَن يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ وَيَقْدِرُ لَهُ ۚ وَمَا أَنفَقْتُم مِّن شَيْءٍ فَهُوَ يُخْلِفُهُ ۖ وَهُوَ خَيْرُ الرَّازِقِينَ ٣٩
📖 თარგმანი
აია 39
უთხარი: «ჭეშმარიტად, ჩემი უფალი განავრცობს საზრდოს, ვისზეც ინებებს თავის მონათაგან, და უზღუდავს მას, და რაც არ უნდა დახარჯოთ [ალლაჰის გზაზე], ის შეგივსებთ მას. და იგი არის საუკეთესო საზრდოსი მბოძებელი».
وَيَوْمَ يَحْشُرُهُمْ جَمِيعًا ثُمَّ يَقُولُ لِلْمَلَائِكَةِ أَهَٰؤُلَاءِ إِيَّاكُمْ كَانُوا يَعْبُدُونَ ٤٠
📖 თარგმანი
აია 40
იმ დღეს, როდესაც ის [ალლაჰი] შეკრებს მათ, შემდეგ კი ეტყვის ანგელოზებს: «ნუთუ ესენი [მრავალღმერთიანები] თქვენ [ანგელოზებს] გეთაყვანებოდნენ?»
قَالُوا سُبْحَانَكَ أَنتَ وَلِيُّنَا مِن دُونِهِم ۖ بَلْ كَانُوا يَعْبُدُونَ الْجِنَّ ۖ أَكْثَرُهُم بِهِم مُّؤْمِنُونَ ٤١
📖 თარგმანი
აია 41
იტყვიან [ანგელოზები]: «ქება-დიდება შენ, [ო, ალლაჰ]! [არავინ არის თანასწორი შენი]. შენ ხარ ჩვენი მფარველი და არა ისინი [ჩვენ ვემიჯნებით ამ მრავალღმერთიანებს]! პირიქით, ისინი ჯინებს სცემდნენ თაყვანს; მათი უმრავლესობა მათ [ჯინებს] ემორჩილებოდა!»
فَالْيَوْمَ لَا يَمْلِكُ بَعْضُكُمْ لِبَعْضٍ نَّفْعًا وَلَا ضَرًّا وَنَقُولُ لِلَّذِينَ ظَلَمُوا ذُوقُوا عَذَابَ النَّارِ الَّتِي كُنتُم بِهَا تُكَذِّبُونَ ٤٢
📖 თარგმანი
აია 42
და დღეს თქვენგან ვერავინ ფლობს სხვებისთვის სარგებელსა და ზიანს. და ვეტყვით ჩვენ მათ, რომელნიც უსამართლობას ჩადიოდნენ: «იგემეთ ცეცხლის სასჯელი, რომელსაც თქვენ უარყოფდით [სიცრუედ მიიჩნევდით]».
وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُنَا بَيِّنَاتٍ قَالُوا مَا هَٰذَا إِلَّا رَجُلٌ يُرِيدُ أَن يَصُدَّكُمْ عَمَّا كَانَ يَعْبُدُ آبَاؤُكُمْ وَقَالُوا مَا هَٰذَا إِلَّا إِفْكٌ مُّفْتَرًى ۚ وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لِلْحَقِّ لَمَّا جَاءَهُمْ إِنْ هَٰذَا إِلَّا سِحْرٌ مُّبِينٌ ٤٣
📖 თარგმანი
აია 43
და როცა ეკითხებათ ჩვენი ცხადი აიათები, ისინი ამბობენ: «ეს არის მხოლოდ ადამიანი, რომელსაც სურს მოგაშოროთ იმისგან, რასაც ეთაყვანებოდნენ თქვენი მამები და ამბობენ: "არაფერია ეს თუ არა გამოგონილი სიცრუე". და თქვეს იმათ, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი, ჭეშმარიტებაზე [ალლაჰის წიგნზე], როცა ის მივიდა მათთან: ეს მხოლოდ ცხადი ჯადოქრობაა».
وَمَا آتَيْنَاهُم مِّن كُتُبٍ يَدْرُسُونَهَا ۖ وَمَا أَرْسَلْنَا إِلَيْهِمْ قَبْلَكَ مِن نَّذِيرٍ ٤٤
📖 თარგმანი
აია 44
და არ მივეცით ჩვენ მათ [ამ ურწმუნო არაბებს] არავითარი წიგნი [ყურანამდე], რომელსაც შეისწავლიდნენ, და არ მოვავლინეთ მათთან შენამდე [ო, მოციქულო] შემგონებელი.
وَكَذَّبَ الَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ وَمَا بَلَغُوا مِعْشَارَ مَا آتَيْنَاهُمْ فَكَذَّبُوا رُسُلِي ۖ فَكَيْفَ كَانَ نَكِيرِ ٤٥
📖 თარგმანი
აია 45
ცრუდ შერაცხეს იგი იმათაც, ვინც იყვნენ მათზე უწინ, თუმცა მეათედიც არ გვიბოძებია მათთვის იმისა, რაც იმათ უწინდელ [ერებს] ვუბოძეთ. ცრუდ შერაცხეს ჩემი შუამავლები. მაშ, როგორი იყო ჩემი მრისხანება!
۞ قُلْ إِنَّمَا أَعِظُكُم بِوَاحِدَةٍ ۖ أَن تَقُومُوا لِلَّهِ مَثْنَىٰ وَفُرَادَىٰ ثُمَّ تَتَفَكَّرُوا ۚ مَا بِصَاحِبِكُم مِّن جِنَّةٍ ۚ إِنْ هُوَ إِلَّا نَذِيرٌ لَّكُم بَيْنَ يَدَيْ عَذَابٍ شَدِيدٍ ٤٦
📖 თარგმანი
აია 46
უთხარი (ო, მოციქულო) (ურწმუნოებს): «მე მხოლოდ ერთ რამეს შეგაგონებთ: რომ წარდგეთ ალლაჰის წინაშე ორ-ორნი და თითო-თითოდ, შემდეგ კი დაფიქრდეთ (ალლაჰის მოციქულზე); (მაშინ აღმოაჩენთ, რომ) თქვენს თანამოძმეში [მუჰამმადში] არ არის შეპყრობილობა. ჭეშმარიტად, ის მხოლოდ შემგონებელია თქვენთვის მკაცრი სასჯელის წინაშე!»
قُلْ مَا سَأَلْتُكُم مِّنْ أَجْرٍ فَهُوَ لَكُمْ ۖ إِنْ أَجْرِيَ إِلَّا عَلَى اللَّهِ ۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ شَهِيدٌ ٤٧
📖 თარგმანი
აია 47
უთხარი [ო, შუამავალო] [ურწმუნოებს]: «რასაც მე მოგთხოვთ ჯილდოდ, ის თქვენივე სასარგებლოდ არის. ხოლო ჩემი ჯილდო მხოლოდ ალლაჰთანაა, რადგან ის არის ყოველივეს მოწმე».
قُلْ إِنَّ رَبِّي يَقْذِفُ بِالْحَقِّ عَلَّامُ الْغُيُوبِ ٤٨
📖 თარგმანი
აია 48
უთხარი [ო, შუამავალო]: «ჭეშმარიტად, ჩემი უფალი ამარცხებს [სიყალბეს] სიმართლით, და ის არის დაფარულის მცოდნე».
قُلْ جَاءَ الْحَقُّ وَمَا يُبْدِئُ الْبَاطِلُ وَمَا يُعِيدُ ٤٩
📖 თარგმანი
აია 49
უთხარი: «მოვიდა ჭეშმარიტება (ალლაჰისგან) [ერთღმერთიანობა და ისლამი], (და სიცრუის გავლენა გაქრა), ხოლო სიცრუე ვერაფერს წარმოშობს და ვეღარ დაბრუნდება!»
قُلْ إِن ضَلَلْتُ فَإِنَّمَا أَضِلُّ عَلَىٰ نَفْسِي ۖ وَإِنِ اهْتَدَيْتُ فَبِمَا يُوحِي إِلَيَّ رَبِّي ۚ إِنَّهُ سَمِيعٌ قَرِيبٌ ٥٠
📖 თარგმანი
აია 50
უთხარი [ო, მოციქულო]: «თუ მე ავცდები სწორ გზას, ჩემსავე საწინააღმდეგოდ ავცდები [საკუთარი თავის საზიანოდ], ხოლო თუ სწორ გზაზე ვარ, ეს ჩემი უფლის შთაგონებითაა, ჭეშმარიტად, ის არის ყოვლისმსმენი, ახლოს მყოფი».
وَلَوْ تَرَىٰ إِذْ فَزِعُوا فَلَا فَوْتَ وَأُخِذُوا مِن مَّكَانٍ قَرِيبٍ ٥١
📖 თარგმანი
აია 51
ნეტავ დაგენახა [ო, მოციქულო], როგორ შეშინდებიან ისინი, როცა აღარ იქნება გაქცევის შესაძლებლობა, და როცა ისინი იქნებიან შეპყრობილნი ახლო ადგილიდან.
وَقَالُوا آمَنَّا بِهِ وَأَنَّىٰ لَهُمُ التَّنَاوُشُ مِن مَّكَانٍ بَعِيدٍ ٥٢
📖 თარგმანი
აია 52
ისინი [ურწმუნონი] იტყვიან: «ვირწმუნეთ იგი [ალლაჰი]! მაგრამ როგორ მიაღწევენ [რწმენას] შორეული ადგილიდან ?»
وَقَدْ كَفَرُوا بِهِ مِن قَبْلُ ۖ وَيَقْذِفُونَ بِالْغَيْبِ مِن مَّكَانٍ بَعِيدٍ ٥٣
📖 თარგმანი
აია 53
და (მაშინ როცა) მათ უკვე ადრე არ ირწმუნეს იგი, და შორეული ადგილიდან ფარულზე [ვარაუდებს გამოთქვამდნენ] საუბრობდნენ.
وَحِيلَ بَيْنَهُمْ وَبَيْنَ مَا يَشْتَهُونَ كَمَا فُعِلَ بِأَشْيَاعِهِم مِّن قَبْلُ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا فِي شَكٍّ مُّرِيبٍ ٥٤
📖 თარგმანი
აია 54
მაგრამ გაიმიჯნა მათ [ურწმუნოებს] და იმას შორის, რაც მათ სურდათ, როგორც ეს ადრე მოხდა (ალლაჰის მიერ) მათ მსგავს ჯგუფებთან [წინა თაობების ურწმუნოებთან]. ჭეშმარიტად, ისინი იმყოფებოდნენ დამაბნეველ ეჭვში.
წაკითხვა სურა საბა ქართულად – თარგმანი და აუდიო
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers

