სურა ალ-ჰაჯი არაბულად და ქართულად

წაიკითხეთ სურა ალ-ჰაჯი სრული ქართული თარგმანით, გამოთქმით და აუდიო წაკითხვით. თითოეული აიათის მნიშვნელობა. (78 აია — مدنية). ალ-ჰაჯი მოსმენა, ალ-ჰაჯი თარგმანი, ალ-ჰაჯი mp3, ალ-ჰაჯი pdf.

სურა ალ-ჰაჯი წაკითხვა და მოსმენა

🎧 აია
M Mishary Rashid Alafasy
M Mahmoud Khalil Al-Husary
A Abdurrahman As-Sudais
M Mohamed Siddiq Al-Minshawi
A Abdul Basit Abdul Samad
A Ali Al-Hudhaify
A Ahmed ibn Ali al-Ajamy
A Abu Bakr Ash-Shaatree
M Muhammad Ayyoub
A Abdullah Basfar
A Abdullah Al-Juhani
M Maher Al Muaiqly
x1
يَا أَيُّهَا النَّاسُ اتَّقُوا رَبَّكُمْ ۚ إِنَّ زَلْزَلَةَ السَّاعَةِ شَيْءٌ عَظِيمٌ ۝١
📖 თარგმანი აია 1
ო, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი უფლის! უდავოდ, აღსასრულის ჟამის რყევა — უდიდესი რამაა [გონებისთვის მიუწვდომელი და ძნელად წარმოსადგენი]!
يَوْمَ تَرَوْنَهَا تَذْهَلُ كُلُّ مُرْضِعَةٍ عَمَّا أَرْضَعَتْ وَتَضَعُ كُلُّ ذَاتِ حَمْلٍ حَمْلَهَا وَتَرَى النَّاسَ سُكَارَىٰ وَمَا هُم بِسُكَارَىٰ وَلَٰكِنَّ عَذَابَ اللَّهِ شَدِيدٌ ۝٢
📖 თარგმანი აია 2
იმ დღეს, როცა იხილავთ მას, ყოველი მეძუძური ქალი დაივიწყებს ბავშვს, რომელსაც ძუძუს აძლევდა, და ყოველი მუცლადმყოფი ქალი მოიშვებს თავის ტვირთს [მშობიარობას დაიწყებს]. და შენ იხილავ ადამიანებს მთვრალებივით, თუმცა ისინი მთვრალნი არ არიან — არამედ ალლაჰის სასჯელი ძლიერია (რის გამოც მათ გონება ეკარგებათ შიშისგან).
وَمِنَ النَّاسِ مَن يُجَادِلُ فِي اللَّهِ بِغَيْرِ عِلْمٍ وَيَتَّبِعُ كُلَّ شَيْطَانٍ مَّرِيدٍ ۝٣
📖 თარგმანი აია 3
ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ალლაჰთან დაკავშირებით დავობენ ცოდნის გარეშე [მიაწერენ მას არარსებულს] და მიჰყვებიან ყოველ აჯანყებულ ეშმაკს [წინამძღოლებს ცდომილებისა, რომლებიც აჯანყდნენ ალლაჰის წინააღმდეგ].
كُتِبَ عَلَيْهِ أَنَّهُ مَن تَوَلَّاهُ فَأَنَّهُ يُضِلُّهُ وَيَهْدِيهِ إِلَىٰ عَذَابِ السَّعِيرِ ۝٤
📖 თარგმანი აია 4
წინასწარ განსაზღვრულია [ალლაჰის მიერ] მის [ეშმაკის] შესახებ, რომ ვინც აირჩევს მას ახლობლად [გაჰყვება მას], ის [ეშმაკი] აუბნევს მას გზას და მიიყვანს ჯოჯოხეთის ცეცხლის სასჯელამდე.
يَا أَيُّهَا النَّاسُ إِن كُنتُمْ فِي رَيْبٍ مِّنَ الْبَعْثِ فَإِنَّا خَلَقْنَاكُم مِّن تُرَابٍ ثُمَّ مِن نُّطْفَةٍ ثُمَّ مِنْ عَلَقَةٍ ثُمَّ مِن مُّضْغَةٍ مُّخَلَّقَةٍ وَغَيْرِ مُخَلَّقَةٍ لِّنُبَيِّنَ لَكُمْ ۚ وَنُقِرُّ فِي الْأَرْحَامِ مَا نَشَاءُ إِلَىٰ أَجَلٍ مُّسَمًّى ثُمَّ نُخْرِجُكُمْ طِفْلًا ثُمَّ لِتَبْلُغُوا أَشُدَّكُمْ ۖ وَمِنكُم مَّن يُتَوَفَّىٰ وَمِنكُم مَّن يُرَدُّ إِلَىٰ أَرْذَلِ الْعُمُرِ لِكَيْلَا يَعْلَمَ مِن بَعْدِ عِلْمٍ شَيْئًا ۚ وَتَرَى الْأَرْضَ هَامِدَةً فَإِذَا أَنزَلْنَا عَلَيْهَا الْمَاءَ اهْتَزَّتْ وَرَبَتْ وَأَنبَتَتْ مِن كُلِّ زَوْجٍ بَهِيجٍ ۝٥
📖 თარგმანი აია 5
ო, ადამიანებო! თუ გეპარებათ ეჭვი აღდგომის შესახებ [იმაში, რომ ალლაჰი აღადგენს მკვდრებს], მაშ, იცოდეთ, რომ ნამდვილად ჩვენ შეგქმენით თქვენ [თქვენი მამა ადამი] მიწისაგან, შემდეგ კი [მისი შთამომავლობა] წვეთისგან [ნაყოფის წვეთოვანი სითხისგან], შემდეგ შედედებული სისხლისგან, შემდეგ ხორცის ნაჭრისგან — სრულად ფორმირებულის ან დაუმთავრებელი ნაყოფისგან — რათა განგიმარტოთ [ჩვენი ძალმოსილება და ადამიანის შექმნის ეტაპები]. ჩვენ [და არა ვინმე სხვა] ვდებთ [ნაყოფს] საშვილოსნოში, ვისაც გვსურს, განსაზღვრულ ვადამდე [დაბადებამდე]. შემდეგ გამოგვყავხართ დედის საშვილოსნოდან ჩვილებად. შემდეგ მიდიხართ სრულწლოვანებამდე. თქვენგან არიან ისეთები, ვინც გარდაიცვლებიან [სრულწლოვნამდე], და თქვენგან არიან ისეთებიც, ვინც იცოცხლებენ უკიდურეს სიბერემდე, ისე რომ არ დარჩებათ ცოდნა [იმისგან, რაც ადრე იცოდნენ]. და ხედავ მიწას უსიცოცხლოდ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვავლენთ მასზე წყალს, იგი იძვრის [იმით, რომ მასზე აღმოცენდება მცენარეები], ფუვდება და ამოიზრდება მასზე ყოველგვარი მშვენიერი [და სასარგებლო] წყვილი [მცენარეებისა].
ذَٰلِكَ بِأَنَّ اللَّهَ هُوَ الْحَقُّ وَأَنَّهُ يُحْيِي الْمَوْتَىٰ وَأَنَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ ۝٦
📖 თარგმანი აია 6
ეს [აიათები, რომლებიც ალლაჰის ძლიერებას ეხება] მოწმობს იმაზე, რომ მხოლოდ ალლაჰია ჭეშმარიტი, და რომ მხოლოდ ის აცოცხლებს მკვდრებს, და მხოლოდ მას შესწევს ძალა ყოველივეზე.
وَأَنَّ السَّاعَةَ آتِيَةٌ لَّا رَيْبَ فِيهَا وَأَنَّ اللَّهَ يَبْعَثُ مَن فِي الْقُبُورِ ۝٧
📖 თარგმანი აია 7
და რომ აღსასრულის ჟამი აუცილებლად დადგება — რომელშიც არ არსებობს ეჭვი! — და რომ ალლაჰი აღადგენს მათ, ვინც საფლავებშია [გამოიყვანს მათ აღდგომისთვის, ანგარიშისა და საზღაურისთვის].
وَمِنَ النَّاسِ مَن يُجَادِلُ فِي اللَّهِ بِغَيْرِ عِلْمٍ وَلَا هُدًى وَلَا كِتَابٍ مُّنِيرٍ ۝٨
📖 თარგმანი აია 8
ადამიანებს შორის არის ისეთნიც [ურწმუნო], ვინც დავობს ალლაჰზე ყოველგვარი ცოდნის გარეშე, ყოველგვარი ხელმძღვანელობის გარეშე და ყოველგვარი გამანათლებელი წიგნის გარეშე [რომელშიც იქნებოდა ცხადი მტკიცებულებები].
ثَانِيَ عِطْفِهِ لِيُضِلَّ عَن سَبِيلِ اللَّهِ ۖ لَهُ فِي الدُّنْيَا خِزْيٌ ۖ وَنُذِيقُهُ يَوْمَ الْقِيَامَةِ عَذَابَ الْحَرِيقِ ۝٩
📖 თარგმანი აია 9
იგი ამაყად იბრუნებს გვერდს [სიამაყისა და ქედმაღლობის გამო], რათა აცდუნოს სხვა ადამიანები ალლაჰის გზიდან. მისთვის ამ წუთისოფელში დამცირებაა, ხოლო აღდგომის დღეს ვაგემებთ მას მწველი ცეცხლის სასჯელს.
ذَٰلِكَ بِمَا قَدَّمَتْ يَدَاكَ وَأَنَّ اللَّهَ لَيْسَ بِظَلَّامٍ لِّلْعَبِيدِ ۝١٠
📖 თარგმანი აია 10
ეს [სასჯელი] იმის გამო, რაც გაამზადეს შენმა ხელებმა [ურწმუნოება და ურჩობა], და ალლაჰი არ არის უსამართლო მსახურთა მიმართ.
وَمِنَ النَّاسِ مَن يَعْبُدُ اللَّهَ عَلَىٰ حَرْفٍ ۖ فَإِنْ أَصَابَهُ خَيْرٌ اطْمَأَنَّ بِهِ ۖ وَإِنْ أَصَابَتْهُ فِتْنَةٌ انقَلَبَ عَلَىٰ وَجْهِهِ خَسِرَ الدُّنْيَا وَالْآخِرَةَ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الْخُسْرَانُ الْمُبِينُ ۝١١
📖 თარგმანი აია 11
ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ეთაყვანება ალლაჰს, მაგრამ ცვალებადი არიან. თუკი სიკეთე ეწევათ, კმაყოფილნი არიან ამით, ხოლო თუ განსაცდელი ეწევათ, უკან იხევენ. წაგებულნი არიან ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც და, სწორედ ეს არის აშკარა წაგება.
يَدْعُو مِن دُونِ اللَّهِ مَا لَا يَضُرُّهُ وَمَا لَا يَنفَعُهُ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الضَّلَالُ الْبَعِيدُ ۝١٢
📖 თარგმანი აია 12
უხმობენ ალლაჰის გარდა იმას, რაც არც ზიანს მოუტანთ და არც სარგებელს მისცემთ. სწორედ ეს არის შორი გზააბნევა.
يَدْعُو لَمَن ضَرُّهُ أَقْرَبُ مِن نَّفْعِهِ ۚ لَبِئْسَ الْمَوْلَىٰ وَلَبِئْسَ الْعَشِيرُ ۝١٣
📖 თარგმანი აია 13
მოუხმობენ იმას, ვისაც ზიანი მოაქვს, და არ მოაქვს სარგებელი. უეჭველად, ცუდია ასეთი მფარველი [ცრუ ღმერთი], და უეჭველად, ცუდია ასეთი მეგობარი!
إِنَّ اللَّهَ يُدْخِلُ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ جَنَّاتٍ تَجْرِي مِن تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۚ إِنَّ اللَّهَ يَفْعَلُ مَا يُرِيدُ ۝١٤
📖 თარგმანი აია 14
ჭეშმარიტად, ალლაჰი შეიყვანს მათ, ვინც ირწმუნეს და კეთილ საქმეს აღასრულებდნენ [სამოთხის] ბაღებში, სადაც მის ქვემოთ [სამოთხის სასახლეებსა და ხეების ქვემოთ] მიედინება მდინარეები. ჭეშმარიტად, ალლაჰი აკეთებს იმას, რასაც ინებებს.
مَن كَانَ يَظُنُّ أَن لَّن يَنصُرَهُ اللَّهُ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ فَلْيَمْدُدْ بِسَبَبٍ إِلَى السَّمَاءِ ثُمَّ لْيَقْطَعْ فَلْيَنظُرْ هَلْ يُذْهِبَنَّ كَيْدُهُ مَا يَغِيظُ ۝١٥
📖 თარგმანი აია 15
ვინც ფიქრობს, რომ ალლაჰი არ ეხმარება [მუჰამმადს] სააქაოსა და საიქიოში, მაშინ მიაბას თოკი ზეცას, მერე გადაჭრას და შეხედოს გააბათილებს განა მისი ხრიკი იმას, რამაც გამოიწვია [ალლაჰის] რისხვა.
وَكَذَٰلِكَ أَنزَلْنَاهُ آيَاتٍ بَيِّنَاتٍ وَأَنَّ اللَّهَ يَهْدِي مَن يُرِيدُ ۝١٦
📖 თარგმანი აია 16
და ამგვარად ზეგარდმოვავლინეთ იგი [ყურანი] განმარტებულ აიათებად, და [მხოლოდ] ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე იმას, ვისაც ინებებს.
إِنَّ الَّذِينَ آمَنُوا وَالَّذِينَ هَادُوا وَالصَّابِئِينَ وَالنَّصَارَىٰ وَالْمَجُوسَ وَالَّذِينَ أَشْرَكُوا إِنَّ اللَّهَ يَفْصِلُ بَيْنَهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۚ إِنَّ اللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ شَهِيدٌ ۝١٧
📖 თარგმანი აია 17
ჭეშმარიტად, ისინი, რომელთაც ირწმუნეს [მორწმუნენი], ვინც იუდეველი გახდა, საბიელები [ისინი, ვინც ბუნებით მონოთეისტები არიან და არ მისდევენ განსაზღვრულ რელიგიას], ქრისტიანები, ცეცხლთაყვანისმცემლები და ისინი, რომლებმაც ალლაჰს თანაზიარი დაუდგინეს [მრავალღმერთიანები] და ალლაჰი განაცალკევებს მათ შორის აღდგომის დღეს [რათა მორწმუნენი შევიდნენ სამოთხეში, ხოლო ურწმუნონი ჯოჯოხეთში სამუდამოდ]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყველაფრის მოწმეა.
أَلَمْ تَرَ أَنَّ اللَّهَ يَسْجُدُ لَهُ مَن فِي السَّمَاوَاتِ وَمَن فِي الْأَرْضِ وَالشَّمْسُ وَالْقَمَرُ وَالنُّجُومُ وَالْجِبَالُ وَالشَّجَرُ وَالدَّوَابُّ وَكَثِيرٌ مِّنَ النَّاسِ ۖ وَكَثِيرٌ حَقَّ عَلَيْهِ الْعَذَابُ ۗ وَمَن يُهِنِ اللَّهُ فَمَا لَهُ مِن مُّكْرِمٍ ۚ إِنَّ اللَّهَ يَفْعَلُ مَا يَشَاءُ ۩ ۝١٨
📖 თარგმანი აია 18
ნუთუ ვერ ხედავ [ო, შუამავალო], რომ ალლაჰის წინაშე ქედს იხრიან ისინი, ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა: მზე, მთვარე, ვარსკვლავები, მთები, ხეები, ცხოველები, ადამიანები. ხოლო მრავალი მათგანი [ურწმუნონი] სასჯელის ღირსია. არავინ მიაგებს პატივს იმას, ვისაც ალლაჰი დაამცირებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს!
۞ هَٰذَانِ خَصْمَانِ اخْتَصَمُوا فِي رَبِّهِمْ ۖ فَالَّذِينَ كَفَرُوا قُطِّعَتْ لَهُمْ ثِيَابٌ مِّن نَّارٍ يُصَبُّ مِن فَوْقِ رُءُوسِهِمُ الْحَمِيمُ ۝١٩
📖 თარგმანი აია 19
აჰა, ორი მოკამათე მხარე [მორწმუნენი და ურწმუნონი], რომლებიც კამათობენ თავიანთი ღმერთის თაობაზე იმათთვის [თითოეული მხარე ამტკიცებდა, რომ სწორედ ის იყო მართალი], რომელნიც ურწმუნონი გახდნენ, ცეცხლისაგან გამოუჭრიან ტანსაცმელს [რომელსაც ისინი ჩაიცვამენ], ხოლო თავზე მდუღარეს დაასხამენ.
يُصْهَرُ بِهِ مَا فِي بُطُونِهِمْ وَالْجُلُودُ ۝٢٠
📖 თარგმანი აია 20
მისით დაიბუგება მათი შიგნეული და კანი,
وَلَهُم مَّقَامِعُ مِنْ حَدِيدٍ ۝٢١
📖 თარგმანი აია 21
და მათთვისაა გამზადებული რკინის ხელკეტები [რომლებითაც სცემენ ანგელოზები],
كُلَّمَا أَرَادُوا أَن يَخْرُجُوا مِنْهَا مِنْ غَمٍّ أُعِيدُوا فِيهَا وَذُوقُوا عَذَابَ الْحَرِيقِ ۝٢٢
📖 თარგმანი აია 22
ყოველთვის, როცა კი მოუნდებათ იქიდან თავის დაღწევა, დაბრუნებულ იქნებიან მასში: - იგემეთ ტანჯვა მწველი ცეცხლისა.
إِنَّ اللَّهَ يُدْخِلُ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ جَنَّاتٍ تَجْرِي مِن تَحْتِهَا الْأَنْهَارُ يُحَلَّوْنَ فِيهَا مِنْ أَسَاوِرَ مِن ذَهَبٍ وَلُؤْلُؤًا ۖ وَلِبَاسُهُمْ فِيهَا حَرِيرٌ ۝٢٣
📖 თარგმანი აია 23
ჭეშმარიტად, ალლაჰი შეიყვანს იმათ, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, სამოთხეში, რომლის ქვემოთ მდინარეები მოედინებიან. დაიმშვენებენ იქ ოქროს სამკაულებსა და მარგალიტებს, სამოსად კი ექნებათ აბრეშუმი.
وَهُدُوا إِلَى الطَّيِّبِ مِنَ الْقَوْلِ وَهُدُوا إِلَىٰ صِرَاطِ الْحَمِيدِ ۝٢٤
📖 თარგმანი აია 24
ასწავლეს მათ კეთილი სიტყვები და დააყენეს ყოვლადქებულის გზაზე [ისლამის გზაზე]!
إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا وَيَصُدُّونَ عَن سَبِيلِ اللَّهِ وَالْمَسْجِدِ الْحَرَامِ الَّذِي جَعَلْنَاهُ لِلنَّاسِ سَوَاءً الْعَاكِفُ فِيهِ وَالْبَادِ ۚ وَمَن يُرِدْ فِيهِ بِإِلْحَادٍ بِظُلْمٍ نُّذِقْهُ مِنْ عَذَابٍ أَلِيمٍ ۝٢٥
📖 თარგმანი აია 25
ჭეშმარიტად, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი და სხვებსაც აბრკოლებდნენ ალლაჰის გზიდან [მისდამი სრული მორჩილებისგან] და წმინდა აკრძალული მეჩეთისგან [როდესაც არ შეუშვეს შუამავალი და მორწმუნენი ჰუდაიბიის წელს] რომელიც ჩვენ დავადგინეთ [მორწმუნე] ხალხისათვის თანასწორად განურჩევლად იმისა, მასში ცხოვრობენ ისინი იქ თუ მომთაბარეობენ. და ვინც მოისურვებს იქ [აკრძალულ მეჩეთში] მართალი გზისგან განდგომას უსამართლოდ, ჩვენ ვაგემოვნებთ მას მტკივნეულ სასჯელს.
وَإِذْ بَوَّأْنَا لِإِبْرَاهِيمَ مَكَانَ الْبَيْتِ أَن لَّا تُشْرِكْ بِي شَيْئًا وَطَهِّرْ بَيْتِيَ لِلطَّائِفِينَ وَالْقَائِمِينَ وَالرُّكَّعِ السُّجُودِ ۝٢٦
📖 თარგმანი აია 26
და [გაიხსენე ო, შუამავალო] მივუთითეთ იბრაჰიმს სახლის [ქააბას] ადგილი [რათა აეშენებინა იგი]: «არ დამიდგინო არავინ თანაზიარად და წმინდად შეინახე ჩემი სახლი გარსშემომვლელთათვის [ვინც ტავაფს აღასრულებს], [ლოცვაში] მდგომთათვის, თაყვანისმცემელთა და მუხლმოყრილთათვის,
وَأَذِّن فِي النَّاسِ بِالْحَجِّ يَأْتُوكَ رِجَالًا وَعَلَىٰ كُلِّ ضَامِرٍ يَأْتِينَ مِن كُلِّ فَجٍّ عَمِيقٍ ۝٢٧
📖 თარგმანი აია 27
და აუწყე [ხმამაღლა] ხალხს [ო, იბრაჰიმ] ჰაჯის შესახებ [იმის შესახებ, რომ ის სავალდებულოა]. მოვიდნენ შენთან ფეხითა და ჩქარმავალი აქლემებით, მოვიდნენ ყოველი შორეული მხრიდან,
لِّيَشْهَدُوا مَنَافِعَ لَهُمْ وَيَذْكُرُوا اسْمَ اللَّهِ فِي أَيَّامٍ مَّعْلُومَاتٍ عَلَىٰ مَا رَزَقَهُم مِّن بَهِيمَةِ الْأَنْعَامِ ۖ فَكُلُوا مِنْهَا وَأَطْعِمُوا الْبَائِسَ الْفَقِيرَ ۝٢٨
📖 თარგმანი აია 28
რათა დაესწრონ იმას, რაც სარგებელს მოუტანს მათ , და ახსენონ ალლაჰის სახელი ცნობილ დღეებში იმ პირუტყვზე, რომელიც ალლაჰმა უბოძა მათ საზრდოდ [მსხვერპლად შესაწირი პირუტყვი]. ჭამეთ თქვენ [თვითონ] და დააპურეთ გაჭირვებული ღარიბი.
ثُمَّ لْيَقْضُوا تَفَثَهُمْ وَلْيُوفُوا نُذُورَهُمْ وَلْيَطَّوَّفُوا بِالْبَيْتِ الْعَتِيقِ ۝٢٩
📖 თარგმანი აია 29
მერე კი დაასრულონ მათი დანარჩენი [ჰაჯობის] რიტუალები [და შეიჭრან თმა, მოიჭრან ფრჩხილები და დატოვონ იჰრამის მდგომარეობა], უერთგულონ აღთქმას და შემოუარონ [აღასრულონ ტავაფი] უძველეს სახლს [ქააბას].
ذَٰلِكَ وَمَن يُعَظِّمْ حُرُمَاتِ اللَّهِ فَهُوَ خَيْرٌ لَّهُ عِندَ رَبِّهِ ۗ وَأُحِلَّتْ لَكُمُ الْأَنْعَامُ إِلَّا مَا يُتْلَىٰ عَلَيْكُمْ ۖ فَاجْتَنِبُوا الرِّجْسَ مِنَ الْأَوْثَانِ وَاجْتَنِبُوا قَوْلَ الزُّورِ ۝٣٠
📖 თარგმანი აია 30
ეს არის ის, რაც ალლაჰმა დააწესა, ამიტომ პატივი ეცით მას. და ვინც პატივს სცემს ალლაჰის საზღვრებსა და აკრძალვებს, ეს მისთვის უკეთესია თავისი უფლის წინაშე. და თქვენთვის ნებადართულია პირუტყვი, გარდა იმისა, რაც თქვენთვის იკითხება (ყურანში) როგორც აკრძალული [მაგალითად, ლეში და სხვა აკრძალული საკვები]. მაშ, ერიდეთ კერპების სიბილწეს, და ერიდეთ ცრუ სიტყვებს.
حُنَفَاءَ لِلَّهِ غَيْرَ مُشْرِكِينَ بِهِ ۚ وَمَن يُشْرِكْ بِاللَّهِ فَكَأَنَّمَا خَرَّ مِنَ السَّمَاءِ فَتَخْطَفُهُ الطَّيْرُ أَوْ تَهْوِي بِهِ الرِّيحُ فِي مَكَانٍ سَحِيقٍ ۝٣١
📖 თარგმანი აია 31
იყავით ჰანიფები [ერთღმერთიანები] ალლაჰის წინაშე, არ მიაწეროთ მას თანაზიარნი და არ ეთაყვანოთ ვინმეს ალლაჰის გარდა. ხოლო ვინც ალლაჰს თანაზიარს მიუჩენს, ის ჰგავს ადამიანს, რომელიც ციდან ჩამოვარდა, შემდეგ ფრინველები იტაცებენ მას, ან ქარი შორეულ ადგილას მიაქანებს.
ذَٰلِكَ وَمَن يُعَظِّمْ شَعَائِرَ اللَّهِ فَإِنَّهَا مِن تَقْوَى الْقُلُوبِ ۝٣٢
📖 თარგმანი აია 32
[ეს არის ის, რაც ბრძანა ალლაჰმა] ამგვარად. ვინც განადიდებს ალლაჰის ნიშნებს, ეს გულების ღვთისმოშიშობიდან მომდინარეობს.
لَكُمْ فِيهَا مَنَافِعُ إِلَىٰ أَجَلٍ مُّسَمًّى ثُمَّ مَحِلُّهَا إِلَى الْبَيْتِ الْعَتِيقِ ۝٣٣
📖 თარგმანი აია 33
თქვენთვის მათში [მსხვერპლად განკუთვნილ ცხოველებში] სარგებელია განსაზღვრულ ვადამდე [ანუ მსხვერპლშეწირვის ათ-თაშრიყის დღეებში], ხოლო შემდეგ მათი დაკვლის ადგილი არის ძველი სახლის [ქააბას] მახლობლად [ანუ მთელი წმინდა ტერიტორია].
وَلِكُلِّ أُمَّةٍ جَعَلْنَا مَنسَكًا لِّيَذْكُرُوا اسْمَ اللَّهِ عَلَىٰ مَا رَزَقَهُم مِّن بَهِيمَةِ الْأَنْعَامِ ۗ فَإِلَٰهُكُمْ إِلَٰهٌ وَاحِدٌ فَلَهُ أَسْلِمُوا ۗ وَبَشِّرِ الْمُخْبِتِينَ ۝٣٤
📖 თარგმანი აია 34
და ყოველი [წინა] თემისთვის დავადგინეთ მსხვერპლშეწირვის ადგილი (და რიტუალი), რათა მათ ახსენონ ალლაჰის სახელი იმაზე, რა პირუტყვიც უბოძა სარჩოდ. თქვენი ღმერთი კი [ო, ადამიანნო] ერთადერთი ღმერთია. ამიტომ დაემორჩილეთ მას. ხოლო შენ [ო, შუამავალო] ახარე მორჩილთ,
الَّذِينَ إِذَا ذُكِرَ اللَّهُ وَجِلَتْ قُلُوبُهُمْ وَالصَّابِرِينَ عَلَىٰ مَا أَصَابَهُمْ وَالْمُقِيمِي الصَّلَاةِ وَمِمَّا رَزَقْنَاهُمْ يُنفِقُونَ ۝٣٥
📖 თარგმანი აია 35
რომელთაც, როცა ახსენებენ ალლაჰს, გულები შიშით ეკრთებათ, მოთმინებას იჩენენ (ალლაჰის ჯილდოს იმედით), ასრულებენ ლოცვებს, და ხარჯავენ იმიდან, რაც ჩვენ მივანიჭეთ [ალლაჰის გზაზე].
وَالْبُدْنَ جَعَلْنَاهَا لَكُم مِّن شَعَائِرِ اللَّهِ لَكُمْ فِيهَا خَيْرٌ ۖ فَاذْكُرُوا اسْمَ اللَّهِ عَلَيْهَا صَوَافَّ ۖ فَإِذَا وَجَبَتْ جُنُوبُهَا فَكُلُوا مِنْهَا وَأَطْعِمُوا الْقَانِعَ وَالْمُعْتَرَّ ۚ كَذَٰلِكَ سَخَّرْنَاهَا لَكُمْ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ ۝٣٦
📖 თარგმანი აია 36
და მსხვერპლად შესაწირი ცხოველები [რომლებსაც წმინდა ტერიტორიაზე მიედენებიან] ჩვენ გავხადეთ თქვენთვის ალლაჰის ნიშნებათაგანი [რელიგიური წესთაგანი, რომლებიც მან დაადგინა]. თქვენთვის მათში სიკეთეა, ამიტომ ახსენეთ ალლაჰის სახელი მათზე [როცა დაკლავთ]. [რაც შეეხება აქლემებს, ისინი ფეხზე ბორკილ დაფებული] მდგომარე მდგომარეობაში, ხოლო როცა დაეცემიან მხარით [როცა დაკლავთ მათ], ჭამეთ მათგან, დააპურეთ თავშეკავებული [რომელიც არ ითხოვს] და მორცხვად მთხოვნელი. ასე დაგიმორჩილეთ ისინი [შესაწირი ცხოველნი], რათა მადლიერნი ყოფილიყავით.
لَن يَنَالَ اللَّهَ لُحُومُهَا وَلَا دِمَاؤُهَا وَلَٰكِن يَنَالُهُ التَّقْوَىٰ مِنكُمْ ۚ كَذَٰلِكَ سَخَّرَهَا لَكُمْ لِتُكَبِّرُوا اللَّهَ عَلَىٰ مَا هَدَاكُمْ ۗ وَبَشِّرِ الْمُحْسِنِينَ ۝٣٧
📖 თარგმანი აია 37
ალლაჰამდე [მის წინაშე] არ აღწევს არც მათი [მსხვერპლშეწირული ცხოველების] ხორცი და არც მათი სისხლი, არამედ მასთან აღწევს თქვენი ღვთისმოშიშობა . ასე დაგიმორჩილათ ისინი, რათა ალლაჰი განადიდოთ იმ ხელმძღვანელობისთვის, რომლითაც მან გაჩვენათ ჭეშმარიტი გზა. ხოლო შენ [ო, შუამავალო] ახარე გულწრფელებს.
۞ إِنَّ اللَّهَ يُدَافِعُ عَنِ الَّذِينَ آمَنُوا ۗ إِنَّ اللَّهَ لَا يُحِبُّ كُلَّ خَوَّانٍ كَفُورٍ ۝٣٨
📖 თარგმანი აია 38
ჭეშმარიტად, ალლაჰი იცავს მორწმუნეებს! ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს არცერთი მოღალატე [ვინც არღვევს შეთანხმებებს და ვერ ინახავს მინდობილს] და უმადური [ვინც უარყოფს თავის უფალს, მის წიგნს, მოციქულს და მის სიკეთეებს].
أُذِنَ لِلَّذِينَ يُقَاتَلُونَ بِأَنَّهُمْ ظُلِمُوا ۚ وَإِنَّ اللَّهَ عَلَىٰ نَصْرِهِمْ لَقَدِيرٌ ۝٣٩
📖 თარგმანი აია 39
ნებადართულია ბრძოლა მათთვის, ვისთანაც იბრძვიან [ანუ ნებადართულია მორწმუნეთათვის, ვის წინააღმდეგაც იბრძვიან მრავალღმერთიანნი], [ასევე იბრძვიან] რადგან ისინი დაჩაგრულნი იყვნენ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უეჭველად ძალუძს მათი დახმარება.
الَّذِينَ أُخْرِجُوا مِن دِيَارِهِم بِغَيْرِ حَقٍّ إِلَّا أَن يَقُولُوا رَبُّنَا اللَّهُ ۗ وَلَوْلَا دَفْعُ اللَّهِ النَّاسَ بَعْضَهُم بِبَعْضٍ لَّهُدِّمَتْ صَوَامِعُ وَبِيَعٌ وَصَلَوَاتٌ وَمَسَاجِدُ يُذْكَرُ فِيهَا اسْمُ اللَّهِ كَثِيرًا ۗ وَلَيَنصُرَنَّ اللَّهُ مَن يَنصُرُهُ ۗ إِنَّ اللَّهَ لَقَوِيٌّ عَزِيزٌ ۝٤٠
📖 თარგმანი აია 40
ისინი, ვინც გაძევებულნი იქნენ [მრავალღმერთიანების მიერ] საკუთარი სახლებიდან ყოველგვარი უფლების გარეშე, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვეს: «ჩვენი უფალი ალლაჰია». და რომ არა ალლაჰის მიერ ადამიანთა ერთი ნაწილის მეორის საშუალებით შეკავება [ანუ რომ არ დაეყენებინა ბრძოლის კანონი უსამართლობისა და სიცრუის შესაჩერებლად], დაინგრეოდა მონასტრებიც, ეკლსიებიც, სინაგოგებიც და მეჩეთებიც, რომლებშიც მრავლად იხსენიება ალლაჰის სახელი. და უეჭველად, ალლაჰი შეეწევა იმას, ვინც მას ეხმარება [მის სარწმუნოებასა და მორწმუნე მსახურებს], ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლადძლიერი, ყოვლისშემძლეა.
الَّذِينَ إِن مَّكَّنَّاهُمْ فِي الْأَرْضِ أَقَامُوا الصَّلَاةَ وَآتَوُا الزَّكَاةَ وَأَمَرُوا بِالْمَعْرُوفِ وَنَهَوْا عَنِ الْمُنكَرِ ۗ وَلِلَّهِ عَاقِبَةُ الْأُمُورِ ۝٤١
📖 თარგმანი აია 41
(ჩვენ დავპირდით ჩვენს დახმარებასა და მხარდაჭერას იმათ), რომლებიც, თუ მათ დედამიწაზე განვამტკიცებთ [მივცემთ ძალაუფლებას და უპირატესობას მათ მტრებზე], აღასრულებენ ლოცვას, გასცემენ ზაქათს, უბრძანებენ სიკეთეს და აკრძალავენ ბოროტებას. და ალლაჰს ეკუთვნის ყოველი საქმის საბოლოო გადაწყვეტა.
وَإِن يُكَذِّبُوكَ فَقَدْ كَذَّبَتْ قَبْلَهُمْ قَوْمُ نُوحٍ وَعَادٌ وَثَمُودُ ۝٤٢
📖 თარგმანი აია 42
ხოლო თუ ისინი [შენი ხალხი] ცრუდ შეგრაცხავენ [ო, მუჰამმად], მაშინ მათ წინაც შერაცხვეს ცრუდ [თავიანთი შუამავალები] ნუჰის/ნოეს ხალხმა, ადიანელებმა [ჰუდის ხალხმა] და სამუდიანელებმა [სალიჰის ხალხმა],
وَقَوْمُ إِبْرَاهِيمَ وَقَوْمُ لُوطٍ ۝٤٣
📖 თარგმანი აია 43
და იბრაჰიმის ხალხმა და ლუტის ხალხმაც უარყვეს [თავიანთი შუამავლები],
وَأَصْحَابُ مَدْيَنَ ۖ وَكُذِّبَ مُوسَىٰ فَأَمْلَيْتُ لِلْكَافِرِينَ ثُمَّ أَخَذْتُهُمْ ۖ فَكَيْفَ كَانَ نَكِيرِ ۝٤٤
📖 თარგმანი აია 44
და მადიანის მცხოვრებლებმაც [შუაიბის ხალხმა] უარყვეს [შუამავლები], და მუსაც იქნა ცრუდ შერაცხული. მე კი ვაძლევდი ურწმუნოებს ვადას [არ ვსჯიდი მათ მყისიერად], შემდეგ კი დავატეხე მათ სასჯელი. და როგორი იყო ჩემი რისხვა!
فَكَأَيِّن مِّن قَرْيَةٍ أَهْلَكْنَاهَا وَهِيَ ظَالِمَةٌ فَهِيَ خَاوِيَةٌ عَلَىٰ عُرُوشِهَا وَبِئْرٍ مُّعَطَّلَةٍ وَقَصْرٍ مَّشِيدٍ ۝٤٥
📖 თარგმანი აია 45
და რამდენი სოფელი [მისი მკვიდრნი] გავანადგურეთ, როცა ისინი იყვნენ ბოროტმოქმედნი [ურწმუნონი]! და აი, ისინი [ეს ქალაქები და სოფლები] [ახლა] დანგრეულნი არიან ძირფესვიანად! და რამდენი წყარო და აღმართული სასახლეა მიტოვებული [იმ სოფლების მკვიდრთა დაღუპვის გამო].
أَفَلَمْ يَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَتَكُونَ لَهُمْ قُلُوبٌ يَعْقِلُونَ بِهَا أَوْ آذَانٌ يَسْمَعُونَ بِهَا ۖ فَإِنَّهَا لَا تَعْمَى الْأَبْصَارُ وَلَٰكِن تَعْمَى الْقُلُوبُ الَّتِي فِي الصُّدُورِ ۝٤٦
📖 თარგმანი აია 46
განა არ დაეხეტებოდნენ ისინი [ურწმუნო მექქელები და სხვანი] დედამიწაზე [განა არ ყოფილან იემენსა და შამში]? განა არ ჰქონდათ გულები, რომლითაც დაფიქრდებოდნენ [როცა ხედავდნენ დაღუპულ ხალხთა კვალს]? ან ყურები, რომლითაც მოუსმენდნენ [შეტყობინებებს წარსული ხალხების შესახებ, ვინც ურწმუნოება გამოიჩინა]? ნამდვილად, არ ბრმავდება თვალები, არამედ ბრმავდება გულები, რომლებიც მკერდებშია.
وَيَسْتَعْجِلُونَكَ بِالْعَذَابِ وَلَن يُخْلِفَ اللَّهُ وَعْدَهُ ۚ وَإِنَّ يَوْمًا عِندَ رَبِّكَ كَأَلْفِ سَنَةٍ مِّمَّا تَعُدُّونَ ۝٤٧
📖 თარგმანი აია 47
და ისინი [ურწმუნო ყურაიშები] გიჩქარებენ სასჯელს [ო, შუამავალო] [გეკითხებიან: «როდის დადგება ეს სასჯელი?»], მაგრამ ალლაჰი არ არღვევს თავის აღთქმას. ჭეშმარიტად, შენს უფალთან ერთი დღე არის როგორც ათასი წელი იმათგან, რასაც თქვენ ითვლით [ამ ქვეყანაზე],
وَكَأَيِّن مِّن قَرْيَةٍ أَمْلَيْتُ لَهَا وَهِيَ ظَالِمَةٌ ثُمَّ أَخَذْتُهَا وَإِلَيَّ الْمَصِيرُ ۝٤٨
📖 თარგმანი აია 48
და რამდენ სოფელს მივეცი ვადა [გადავუვადე სასჯელი], მაშინაც კი, როცა ისინი ბოროტმოქმედნი იყვნენ [ურწმუნოებაში ჯიუტობდნენ]! შემდეგ კი დავატეხე მათ სასჯელი, და ჩემსკენაა საბოლოო დაბრუნება.
قُلْ يَا أَيُّهَا النَّاسُ إِنَّمَا أَنَا لَكُمْ نَذِيرٌ مُّبِينٌ ۝٤٩
📖 თარგმანი აია 49
უთხარი [ო, შუამავალო]: «ჰეი, ადამიანებო! ჭეშმარიტად, მე ვარ თქვენთვის ცხადი შემგონებელი».
فَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ لَهُم مَّغْفِرَةٌ وَرِزْقٌ كَرِيمٌ ۝٥٠
📖 თარგმანი აია 50
რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე აკეთეს, მათ მიენიჭებათ მიტევება და ღირსეული საზღაური.
وَالَّذِينَ سَعَوْا فِي آيَاتِنَا مُعَاجِزِينَ أُولَٰئِكَ أَصْحَابُ الْجَحِيمِ ۝٥١
📖 თარგმანი აია 51
ისინი კი, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი სასწაულების [ყურანის აიათების] დაკნინებას, იქნებიან ცეცხლის მკვიდრნი.
وَمَا أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ مِن رَّسُولٍ وَلَا نَبِيٍّ إِلَّا إِذَا تَمَنَّىٰ أَلْقَى الشَّيْطَانُ فِي أُمْنِيَّتِهِ فَيَنسَخُ اللَّهُ مَا يُلْقِي الشَّيْطَانُ ثُمَّ يُحْكِمُ اللَّهُ آيَاتِهِ ۗ وَاللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ ۝٥٢
📖 თარგმანი აია 52
და არ გამოგვიგზავნია შენამდე [ო, მუჰამმად] არც ერთი შუამავალი და არც ერთი მოციქული, ისე რომ, როდესაც ის კითხულობდა [ალლაჰის წიგნს], სატანას არ ჩაეგდოს მის კითხვაში (ჩაგონებები და ეჭვები), რათა ხალხი აეცდინა იმისგან, რასაც იგი კითხულობდა. მაგრამ ალლაჰი შლის იმას, რასაც სატანა აგდებს [სატანის მზაკვრობას], შემდეგ კი, ალლაჰი განამტკიცებს თავის აიათებს (ნიშნებს). და მართლაც, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
لِّيَجْعَلَ مَا يُلْقِي الشَّيْطَانُ فِتْنَةً لِّلَّذِينَ فِي قُلُوبِهِم مَّرَضٌ وَالْقَاسِيَةِ قُلُوبُهُمْ ۗ وَإِنَّ الظَّالِمِينَ لَفِي شِقَاقٍ بَعِيدٍ ۝٥٣
📖 თარგმანი აია 53
(ეს კი სატანისგან დამოუკიდებლად არ ხდება, არამედ ალლაჰი ამის ნებას რთავს), რათა ის, რასაც სატანა აგდებს [ჩაგონებებსა და ეჭვებს], გამოცდად აქციოს მათთვის, რომელთა გულებშიც სნეულებაა [ეჭვი და თვალთმაქცობა], და მათთვისაც, რომელთა გულები გამქვავებულია. და ჭეშმარიტად, უსამართლოები უეჭველად შორსმყოფ განხეთქილებაში არიან (ჭეშმარიტებისგან).
وَلِيَعْلَمَ الَّذِينَ أُوتُوا الْعِلْمَ أَنَّهُ الْحَقُّ مِن رَّبِّكَ فَيُؤْمِنُوا بِهِ فَتُخْبِتَ لَهُ قُلُوبُهُمْ ۗ وَإِنَّ اللَّهَ لَهَادِ الَّذِينَ آمَنُوا إِلَىٰ صِرَاطٍ مُّسْتَقِيمٍ ۝٥٤
📖 თარგმანი აია 54
[ეს ხდება იმისათვის, რომ] იცოდნენ იმათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა, რომ იგი ჭეშმარიტებაა შენი ღმერთისაგან, ირწმუნონ მისი და დამორჩილდნენ მას მათი გულები. ჭეშმარიტად, ალლაჰი უწინამძღვრებს სწორი გზით იმათ, ვინც ირწმუნა.
وَلَا يَزَالُ الَّذِينَ كَفَرُوا فِي مِرْيَةٍ مِّنْهُ حَتَّىٰ تَأْتِيَهُمُ السَّاعَةُ بَغْتَةً أَوْ يَأْتِيَهُمْ عَذَابُ يَوْمٍ عَقِيمٍ ۝٥٥
📖 თარგმანი აია 55
ხოლო ისინი, ვინც არიან ურწმუნონი, კვლავ ეჭვში იქნებიან მის მიმართ, ვიდრე დაუდგებათ ჟამი უეცრად, ან მიეწევათ სასჯელი იმ უნაყოფო დღისა.
الْمُلْكُ يَوْمَئِذٍ لِّلَّهِ يَحْكُمُ بَيْنَهُمْ ۚ فَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ فِي جَنَّاتِ النَّعِيمِ ۝٥٦
📖 თარგმანი აია 56
ძალაუფლება იმ დღეს მხოლოდ ალლაჰის იქნება, განსჯის მათ შორის. ხოლო ისინი, რომლებმაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, იქნებიან ნეტარების (სამოთხის) ბაღებში — მარადიულ ნეტარებაში, მუდმივ სიხარულსა და სიამოვნებაში, მარად ცოცხლები და ბედნიერნი.
وَالَّذِينَ كَفَرُوا وَكَذَّبُوا بِآيَاتِنَا فَأُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ مُّهِينٌ ۝٥٧
📖 თარგმანი აია 57
ხოლო რომელთაც არ ირწმუნეს და ცრუდ შერაცხეს ჩვენი სასწაულები [ყურანის აიათები], სწორედ მათ მიეგებათ დამამცირებელი სასჯელი [ჯოჯოხეთში].
وَالَّذِينَ هَاجَرُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ ثُمَّ قُتِلُوا أَوْ مَاتُوا لَيَرْزُقَنَّهُمُ اللَّهُ رِزْقًا حَسَنًا ۚ وَإِنَّ اللَّهَ لَهُوَ خَيْرُ الرَّازِقِينَ ۝٥٨
📖 თარგმანი აია 58
ისინი, რომელნიც გადასახლდნენ ალლაჰის გზაზე [დატოვეს თავიანთი სახლები, რათა მოეპოვებინათ ალლაჰის კმაყოფილება და ეხმარებოდნენ მისი სიტყვის დამკვიდრებაში], მერე მოკლულ იქნენ ან გარდაიცვალნენ, დაასაჩუქრებს მათ ალლაჰი კეთილი სარჩოთი და, ჭეშმარიტად, ალლაჰია საუკეთესო სარჩოს მომცემი.
لَيُدْخِلَنَّهُم مُّدْخَلًا يَرْضَوْنَهُ ۗ وَإِنَّ اللَّهَ لَعَلِيمٌ حَلِيمٌ ۝٥٩
📖 თარგმანი აია 59
ის [ალლაჰი] უსათუოდ შეიყვანს მათ შესასვლელში, რომლითაც კმაყოფილნი იქნებიან და, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, თავშეკავებულია [არ ჩქარობს დასაჯოს ისინი, ვინც არ ემორჩილება მას].
۞ ذَٰلِكَ وَمَنْ عَاقَبَ بِمِثْلِ مَا عُوقِبَ بِهِ ثُمَّ بُغِيَ عَلَيْهِ لَيَنصُرَنَّهُ اللَّهُ ۗ إِنَّ اللَّهَ لَعَفُوٌّ غَفُورٌ ۝٦٠
📖 თარგმანი აია 60
ეს ასეა [გახსოვდეთ ალლაჰის დაპირება, რომ გადასახლებულნი სამოთხეში შევლენ]! და ვინც მიუზღო (თავის მჩაგვრელს) იმგვარივე სასჯელით, როგორი სასჯელიც თავად გადაიტანა {რაც ნებადართულია შარიათით}, ხოლო ამის შემდეგ კვლავ უსამართლოდ მოექცნენ მას [მას, ვინც ჩაგვრას პასუხი გასცა], ალლაჰი აუცილებლად დაეხმარება მას [ორჯერ დაჩაგრულს]. ჭეშმარიტად, ალლაჰი უეჭველად შემწყნარებელი, მპატიებელია!
ذَٰلِكَ بِأَنَّ اللَّهَ يُولِجُ اللَّيْلَ فِي النَّهَارِ وَيُولِجُ النَّهَارَ فِي اللَّيْلِ وَأَنَّ اللَّهَ سَمِيعٌ بَصِيرٌ ۝٦١
📖 თარგმანი აია 61
ეს [ის, რომ ალლაჰი დაეხმარება დაჩაგრულს], იმიტომაა, რომ (ალლაჰი ყოვლისშემძლეა): იგი ღამეს დღეში შეიყვანს და დღეს — ღამეში [ცვლის დღისა და ღამის ხანგრძლივობას წელიწადის დროების შესაბამისად]. და ასევე იმიტომ, რომ ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია.
ذَٰلِكَ بِأَنَّ اللَّهَ هُوَ الْحَقُّ وَأَنَّ مَا يَدْعُونَ مِن دُونِهِ هُوَ الْبَاطِلُ وَأَنَّ اللَّهَ هُوَ الْعَلِيُّ الْكَبِيرُ ۝٦٢
📖 თარგმანი აია 62
ეს იმის გამო, რომ ჭეშმარიტება ალლაჰია. ხოლო ის, რასაც მოუხმობენ მის გარდა სიცრუეა [ბათილია], და იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესი, დიდებულია.
أَلَمْ تَرَ أَنَّ اللَّهَ أَنزَلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً فَتُصْبِحُ الْأَرْضُ مُخْضَرَّةً ۗ إِنَّ اللَّهَ لَطِيفٌ خَبِيرٌ ۝٦٣
📖 თარგმანი აია 63
[ო, შუამავალო] განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰი გარდმოავლენს ზეციცან წყალს და მიწა მწვანდება? ჭეშმარიტად, ალლაჰი კეთილია [თავისი მონების მიმართ], ყოვლისმცოდნეა.
لَّهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۗ وَإِنَّ اللَّهَ لَهُوَ الْغَنِيُّ الْحَمِيدُ ۝٦٤
📖 თარგმანი აია 64
მისია [ყველაფერი], რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. და ჭეშმარიტად, ალლაჰი მდიდარი, ყოვლადქებულია.
أَلَمْ تَرَ أَنَّ اللَّهَ سَخَّرَ لَكُم مَّا فِي الْأَرْضِ وَالْفُلْكَ تَجْرِي فِي الْبَحْرِ بِأَمْرِهِ وَيُمْسِكُ السَّمَاءَ أَن تَقَعَ عَلَى الْأَرْضِ إِلَّا بِإِذْنِهِ ۗ إِنَّ اللَّهَ بِالنَّاسِ لَرَءُوفٌ رَّحِيمٌ ۝٦٥
📖 თარგმანი აია 65
განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰმა დაგიმორჩილათ თქვენ ყოველი, რაც დედამიწაზეა, და ხომალდებიც, რომლებიც დაცურავენ ზღვაში მისი ბრძანებით, და იჭერს ზეცას, რომ არ დაემხოს ის დედამიწას, მისი ნების გარეშე. ჭეშმარიტად, ალლაჰი ადამიანების მიმართ თანაგრძნობი, მოწყალეა.
وَهُوَ الَّذِي أَحْيَاكُمْ ثُمَّ يُمِيتُكُمْ ثُمَّ يُحْيِيكُمْ ۗ إِنَّ الْإِنسَانَ لَكَفُورٌ ۝٦٦
📖 თარგმანი აია 66
ისაა ალლაჰი, ვინც გიბოძათ სიცოცხლე, შემდეგ მოგაკვდინებთ, შემდგომ ისევ გაგაცოცხლებთ. ჭეშმარიტად, ადამიანი ურწმუნოა [უარყოფს ალლაჰის ცხად სასწაულებს, რომლებიც მიუთითებს მის ძლიერებაზე].
لِّكُلِّ أُمَّةٍ جَعَلْنَا مَنسَكًا هُمْ نَاسِكُوهُ ۖ فَلَا يُنَازِعُنَّكَ فِي الْأَمْرِ ۚ وَادْعُ إِلَىٰ رَبِّكَ ۖ إِنَّكَ لَعَلَىٰ هُدًى مُّسْتَقِيمٍ ۝٦٧
📖 თარგმანი აია 67
ყოველ თემს დავუდგინეთ ღვთისმსახურების წესები და ისინი ასრულებენ ამას. და არ გეკამათონ ამ საქმეზე. მოუხმე შენი უფლისაკენ. ჭეშმარიტად, შენ [ო, მუჰამმად] სწორ გზაზე დგახარ.
وَإِن جَادَلُوكَ فَقُلِ اللَّهُ أَعْلَمُ بِمَا تَعْمَلُونَ ۝٦٨
📖 თარგმანი აია 68
და თუ შეგედავებიან [ურწმუნონი], უთხარი: «ალლაჰმა ყველაზე უკეთ იცის ის, რასაც აკეთებთ».
اللَّهُ يَحْكُمُ بَيْنَكُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ فِيمَا كُنتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ ۝٦٩
📖 თარგმანი აია 69
ალლაჰი განსჯის თქვენს შორის [მორწმუნეებსა და ურწმუნოებს შორის] აღდგომის დღეს იმას, რაზედაც ვერ თანხმდებოდით.
أَلَمْ تَعْلَمْ أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا فِي السَّمَاءِ وَالْأَرْضِ ۗ إِنَّ ذَٰلِكَ فِي كِتَابٍ ۚ إِنَّ ذَٰلِكَ عَلَى اللَّهِ يَسِيرٌ ۝٧٠
📖 თარგმანი აია 70
განა არ იცი [ო, შუამავალო], რომ ალლაჰმა იცის, ის რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. ჭეშმარიტად, [ყველაფერი] ჩაწერილია წიგნში [ლავჰი - მაჰფუზში]. ჭეშმარიტად, ეს ალლაჰისთვის იოლია.
وَيَعْبُدُونَ مِن دُونِ اللَّهِ مَا لَمْ يُنَزِّلْ بِهِ سُلْطَانًا وَمَا لَيْسَ لَهُم بِهِ عِلْمٌ ۗ وَمَا لِلظَّالِمِينَ مِن نَّصِيرٍ ۝٧١
📖 თარგმანი აია 71
ისინი ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა იმას, ვისთვისაც მას მტკიცებულება არ გარდმოუვლენია და არც მათ აქვთ ამის შესახებ ცოდნა. უსამართლოებს კი არ ჰყავთ დამხმარე.
وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُنَا بَيِّنَاتٍ تَعْرِفُ فِي وُجُوهِ الَّذِينَ كَفَرُوا الْمُنكَرَ ۖ يَكَادُونَ يَسْطُونَ بِالَّذِينَ يَتْلُونَ عَلَيْهِمْ آيَاتِنَا ۗ قُلْ أَفَأُنَبِّئُكُم بِشَرٍّ مِّن ذَٰلِكُمُ ۗ النَّارُ وَعَدَهَا اللَّهُ الَّذِينَ كَفَرُوا ۖ وَبِئْسَ الْمَصِيرُ ۝٧٢
📖 თარგმანი აია 72
და როცა მათ [მრავალღმერთიანებს] ეკითხებათ ჩვენი ნათელი აიათები [ყურანიდან], დაინახავ უარყოფას იმათ სახეზე, რომლებიც ურწმუნონი არიან. ლამისაა, თავს დაესხნენ იმას, ვინც ჩვენს აიათებს უკითხავთ. უთხარი მათ [ო, შუამავალო]: «ხომ არ მეცნობებინა თქვენთვის ამაზე უფრო საშინელი? ეს ცეცხლია! - ალლაჰმა აღუთქვა ის იმათ, ვინც არიან ურწმუნონი და რა საზიზღარია ეს თავშესაფარი».
يَا أَيُّهَا النَّاسُ ضُرِبَ مَثَلٌ فَاسْتَمِعُوا لَهُ ۚ إِنَّ الَّذِينَ تَدْعُونَ مِن دُونِ اللَّهِ لَن يَخْلُقُوا ذُبَابًا وَلَوِ اجْتَمَعُوا لَهُ ۖ وَإِن يَسْلُبْهُمُ الذُّبَابُ شَيْئًا لَّا يَسْتَنقِذُوهُ مِنْهُ ۚ ضَعُفَ الطَّالِبُ وَالْمَطْلُوبُ ۝٧٣
📖 თარგმანი აია 73
ჰეი, ადამიანებო! მაგალითისთვისაა იგავი, მაშ მოუსმინეთ. ჭეშმარიტად, რომელთაც თქვენ მოუხმობთ, ალლაჰის გარდა, ვერ შექმნიან [ერთ] ბუზსაც კი, რომც გაერთიანდენ ამისათვის. თუ ბუზი რაიმეს მოსტაცებს მათ, ვერ წაართმევენ უკან. სუსტია ის, ვინც ითხოვს, და ისიც, ვისაც სთხოვენ.
مَا قَدَرُوا اللَّهَ حَقَّ قَدْرِهِ ۗ إِنَّ اللَّهَ لَقَوِيٌّ عَزِيزٌ ۝٧٤
📖 თარგმანი აია 74
არ აფასებენ [მრავალღმერიანები] ალლაჰს ჯეროვნად. ალლაჰი კი ყოვლადძლიერი, ძლევამოსილია.
اللَّهُ يَصْطَفِي مِنَ الْمَلَائِكَةِ رُسُلًا وَمِنَ النَّاسِ ۚ إِنَّ اللَّهَ سَمِيعٌ بَصِيرٌ ۝٧٥
📖 თარგმანი აია 75
ალლაჰმა ამოარჩია ანგელოზთაგან შუამავლები და ხალხისაგან [რომლებიც გადასცემენ ალლაჰის ზეშთაგონებას სხვა ადამიანებს]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია.
يَعْلَمُ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ ۗ وَإِلَى اللَّهِ تُرْجَعُ الْأُمُورُ ۝٧٦
📖 თარგმანი აია 76
მან იცის ყველაფერი, რაც მათ წინ არის [მომავალი], და ისიც, რაც მათ უკან დარჩა [წარსული]. და მხოლოდ ალლაჰთან ბრუნდება ყველა საქმე.
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا ارْكَعُوا وَاسْجُدُوا وَاعْبُدُوا رَبَّكُمْ وَافْعَلُوا الْخَيْرَ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ ۩ ۝٧٧
📖 თარგმანი აია 77
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მოიხარეთ (რუქუ'ში) [შეასრულეთ წელმოხრილი თაყვანისცემა ალლაჰისათვის], დაემხეთ პირქვე (სუჯუდში) [შეასრულეთ მიწიერი თაყვანისცემა ალლაჰისათვის], თაყვანი ეცით მხოლოდ თქვენს უფალს და აკეთეთ კეთილი საქმეები, რათა წარმატებას მიაღწიოთ!
وَجَاهِدُوا فِي اللَّهِ حَقَّ جِهَادِهِ ۚ هُوَ اجْتَبَاكُمْ وَمَا جَعَلَ عَلَيْكُمْ فِي الدِّينِ مِنْ حَرَجٍ ۚ مِّلَّةَ أَبِيكُمْ إِبْرَاهِيمَ ۚ هُوَ سَمَّاكُمُ الْمُسْلِمِينَ مِن قَبْلُ وَفِي هَٰذَا لِيَكُونَ الرَّسُولُ شَهِيدًا عَلَيْكُمْ وَتَكُونُوا شُهَدَاءَ عَلَى النَّاسِ ۚ فَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَآتُوا الزَّكَاةَ وَاعْتَصِمُوا بِاللَّهِ هُوَ مَوْلَاكُمْ ۖ فَنِعْمَ الْمَوْلَىٰ وَنِعْمَ النَّصِيرُ ۝٧٨
📖 თარგმანი აია 78
და იღვაწეთ ალლაჰის გზაზე ისეთი გულმოდგინებით, როგორსაც ის იმსახურებს! მან [ალლაჰმა] აგირჩიათ თქვენ (რათა მისი სიტყვა და მისი სარწმუნოება სხვა ადამიანებამდე მიიტანოთ) და სარწმუნოებაში არ დაგაკისრათ არავითარი სიძნელე. (მიჰყევით) თქვენი მამის, იბრაჰიმის სარწმუნოებას. მან [ალლაჰმა] გიწოდათ თქვენ მუსლიმები უწინაც [წინა ზეციურ წიგნებში] და ამ წიგნშიც [ყურანში], რათა შუამავალი იყოს მოწმე თქვენზე, ხოლო თქვენ იყოთ მოწმეები ადამიანებზე [წინა თემებზე], რომ მათმა შუამავლებმა მათთანაც მიიტანეს ის, რაც ალლაჰმა გაცნობათ თავის წიგნში. მაშ, აღასრულეთ ლოცვა, გაიღეთ ზაქათი და მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰს [დაიცავით მისი რელიგია]! იგია თქვენი მფარველი ურწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლაში. და რა მშვენიერი მფარველია იგი!
← 21 ალ-ჰაჯი (22/114) 23 →
წაკითხვა სურა ალ-ჰაჯი ქართულად – თარგმანი და აუდიო

22الحج Al-Hajj 📚 78 აია مدنية



წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers