სურა ალ-ანბია არაბულად და ქართულად
წაიკითხეთ სურა ალ-ანბია სრული ქართული თარგმანით, გამოთქმით და აუდიო წაკითხვით. თითოეული აიათის მნიშვნელობა. (112 აია — مكية). ალ-ანბია მოსმენა, ალ-ანბია თარგმანი, ალ-ანბია mp3, ალ-ანბია pdf.სურა ალ-ანბია წაკითხვა და მოსმენა
🎧 აია
M
Mishary Rashid Alafasy
✓
Mishary Rashid Alafasy
✓
M
Mahmoud Khalil Al-Husary
✓
Mahmoud Khalil Al-Husary
✓
A
Abdurrahman As-Sudais
✓
Abdurrahman As-Sudais
✓
M
Mohamed Siddiq Al-Minshawi
✓
Mohamed Siddiq Al-Minshawi
✓
A
Abdul Basit Abdul Samad
✓
Abdul Basit Abdul Samad
✓
A
Ali Al-Hudhaify
✓
Ali Al-Hudhaify
✓
A
Ahmed ibn Ali al-Ajamy
✓
Ahmed ibn Ali al-Ajamy
✓
A
Abu Bakr Ash-Shaatree
✓
Abu Bakr Ash-Shaatree
✓
M
Muhammad Ayyoub
✓
Muhammad Ayyoub
✓
A
Abdullah Basfar
✓
Abdullah Basfar
✓
A
Abdullah Al-Juhani
✓
Abdullah Al-Juhani
✓
M
Maher Al Muaiqly
✓
Maher Al Muaiqly
✓
—
x1
اقْتَرَبَ لِلنَّاسِ حِسَابُهُمْ وَهُمْ فِي غَفْلَةٍ مُّعْرِضُونَ ١
📖 თარგმანი
აია 1
ადამიანებს მიუახლოვდა ანგარიშსწორების ჟამი, ხოლო ისინი დაუდევრობაში იმყოფებიან და პირს იბრუნებენ [ჭეშმარიტებისგან].
مَا يَأْتِيهِم مِّن ذِكْرٍ مِّن رَّبِّهِم مُّحْدَثٍ إِلَّا اسْتَمَعُوهُ وَهُمْ يَلْعَبُونَ ٢
📖 თარგმანი
აია 2
როდესაც მათ (ურწმუნოებს) მოსდით ახალი შეგონება მათი უფლისგან [როცა მოჰყავთ ყურანის აიათი], ისინი უსმენენ მას მხოლოდ გულგრილად, დამცინავად.
لَاهِيَةً قُلُوبُهُمْ ۗ وَأَسَرُّوا النَّجْوَى الَّذِينَ ظَلَمُوا هَلْ هَٰذَا إِلَّا بَشَرٌ مِّثْلُكُمْ ۖ أَفَتَأْتُونَ السِّحْرَ وَأَنتُمْ تُبْصِرُونَ ٣
📖 თარგმანი
აია 3
მათი გულები დაუდევრობით აქვთ მოცული. და უსამართლოებმა [მრავალღმერთიანებმა] ფარულად მოილაპარაკეს: «განა ეს თქვენნაირი ადამიანი არ არის? მაშ, ნუთუ დაემორჩილებით ჯადოქრობას, როცა ამას თავად ხედავთ?»
قَالَ رَبِّي يَعْلَمُ الْقَوْلَ فِي السَّمَاءِ وَالْأَرْضِ ۖ وَهُوَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ ٤
📖 თარგმანი
აია 4
თქვა [შუამავალმა]: «ჩემმა უფალმა იცის სიტყვა ცაში და მიწაზე [და იცის, რაზეც ფარულად საუბრობთ] და იგი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
بَلْ قَالُوا أَضْغَاثُ أَحْلَامٍ بَلِ افْتَرَاهُ بَلْ هُوَ شَاعِرٌ فَلْيَأْتِنَا بِآيَةٍ كَمَا أُرْسِلَ الْأَوَّلُونَ ٥
📖 თარგმანი
აია 5
თქვეს [ურწმუნოებმა]: «ეს მხოლოდ არეული სიზმრებია! დიახ, მან იგი შეთხზა! დიახ, ის პოეტია! მაშ, მოგვიტანოს სასწაული, როგორც ადრინდელი წინასწარმეტყველები იგზავნებოდნენ სასწაულებით!»
مَا آمَنَتْ قَبْلَهُم مِّن قَرْيَةٍ أَهْلَكْنَاهَا ۖ أَفَهُمْ يُؤْمِنُونَ ٦
📖 თარგმანი
აია 6
მათზე ადრე [მექქელი ურწმუნოების] არც ერთმა დასახლებამ, რომელიც ჩვენ დავღუპეთ, არ ირწმუნა, მიუხედავად იმისა, რომ მათ სასწაულები ეჩვენათ. მაშ, ნუთუ ესენი ირწმუნებენ, თუ მათაც მივცემთ იმას, რასაც ითხოვენ?
وَمَا أَرْسَلْنَا قَبْلَكَ إِلَّا رِجَالًا نُّوحِي إِلَيْهِمْ ۖ فَاسْأَلُوا أَهْلَ الذِّكْرِ إِن كُنتُمْ لَا تَعْلَمُونَ ٧
📖 თარგმანი
აია 7
[ალლაჰი ამბობს პასუხად]: და არავინ წარგვიგზავნია შენზე უწინ [ო, მუჰამმად], გარდა მამაკაცებისა [ადამიანი და არა ანგელოზი], რომელთაც ზეშთავაგონეთ. თუ თქვენ არ იცით, ჰკითხეთ ცოდნის მქონეთ [ადამიანებს, რომელთაც ცოდნა აქვთ ადრე გარდმოვლენილი წიგნების შესახებ].
وَمَا جَعَلْنَاهُمْ جَسَدًا لَّا يَأْكُلُونَ الطَّعَامَ وَمَا كَانُوا خَالِدِينَ ٨
📖 თარგმანი
აია 8
ჩვენ არ მიგვიცია მათთვის [წინა შუამავალთათვის] ისეთი სხეული, რომ ისინი არ ჭამდნენ საჭმელს, და ისინი არ ყოფილან უკვდავნი.
ثُمَّ صَدَقْنَاهُمُ الْوَعْدَ فَأَنجَيْنَاهُمْ وَمَن نَّشَاءُ وَأَهْلَكْنَا الْمُسْرِفِينَ ٩
📖 თარგმანი
აია 9
შემდეგ ჩვენ შევასრულეთ მათთვის [შუამავლებისა და მათი მიმდევრებისთვის] მიცემული აღთქმა — რომ მათ გადავარჩენდით და ნიშნების უარმყოფელებს დავღუპავდით. ასე გადავარჩინეთ ისინი და ისინიც, ვინც ვისურვეთ [ვინც ჭეშმარიტება ირწმუნა], ხოლო ზღვარგადასულნი დავღუპეთ.
لَقَدْ أَنزَلْنَا إِلَيْكُمْ كِتَابًا فِيهِ ذِكْرُكُمْ ۖ أَفَلَا تَعْقِلُونَ ١٠
📖 თარგმანი
აია 10
ვფიცავ, გარდმოგივლინეთ თქვენ წიგნი [ყურანი], მასშია თქვენი ხსენება [დიდება]. ნუთუ არ შეიგნებთ?
وَكَمْ قَصَمْنَا مِن قَرْيَةٍ كَانَتْ ظَالِمَةً وَأَنشَأْنَا بَعْدَهَا قَوْمًا آخَرِينَ ١١
📖 თარგმანი
აია 11
რამდენი სოფელი გავანადგურეთ, რომელთა მცხოვრებნიც ბოროტმოქმედნი იყვნენ [არ ირწმუნეს ის, რაც ალლაჰმა გამოუგზავნა] და მათ შემდეგ სხვა ხალხი მოვავლინეთ მათ ადგილზე!
فَلَمَّا أَحَسُّوا بَأْسَنَا إِذَا هُم مِّنْهَا يَرْكُضُونَ ١٢
📖 თარგმანი
აია 12
და როდესაც მათ [ურწმუნოებმა] იგრძნეს ჩვენი რისხვა, აჰა, ისინი გარბიან იქიდან [სოფლიდან]!
لَا تَرْكُضُوا وَارْجِعُوا إِلَىٰ مَا أُتْرِفْتُمْ فِيهِ وَمَسَاكِنِكُمْ لَعَلَّكُمْ تُسْأَلُونَ ١٣
📖 თარგმანი
აია 13
[და ეთქვა მათ დაცინვით]: «ნუ გაიქცევით, დაუბრუნდით მას, სადაც უხვად გქონდათ ნაბოძები, და თქვენს სახლებს, რამეთუ თქვენ განიკითხებით».
قَالُوا يَا وَيْلَنَا إِنَّا كُنَّا ظَالِمِينَ ١٤
📖 თარგმანი
აია 14
[მათ აღიარეს თავიანთი ბოროტმოქმედება და] თქვეს: «ვაი ჩვენ, მართლაც რომ ჩვენ საკუთარ თავს ვავნეთ».
فَمَا زَالَت تِّلْكَ دَعْوَاهُمْ حَتَّىٰ جَعَلْنَاهُمْ حَصِيدًا خَامِدِينَ ١٥
📖 თარგმანი
აია 15
და არ შეწყვეტილა მათი ეს გოდება [თავიანთი ბოროტმოქმედების აღიარება], ვიდრე ისინი მომკილ ყანასავით არ ვაქციეთ და არ ჩავაქრეთ [არ დავღუპეთ].
وَمَا خَلَقْنَا السَّمَاءَ وَالْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَا لَاعِبِينَ ١٦
📖 თარგმანი
აია 16
და ჩვენ არ შეგვიქმნია ცა და მიწა და [ყველაფერი] რაც მათ შორისაა გართობისთვის.
لَوْ أَرَدْنَا أَن نَّتَّخِذَ لَهْوًا لَّاتَّخَذْنَاهُ مِن لَّدُنَّا إِن كُنَّا فَاعِلِينَ ١٧
📖 თარგმანი
აია 17
[დაე იცოდნენ მრავალღმერთიანებმა, რომ ალლაჰი შორსაა იმისგან, რომ მან აიყვანოს თავისთვის ცოლი ან შვილი] რომ გვდომებოდა გართობისთვის [ცოლი ან შვილი], უდავოდ ავირჩევდით მას ჩვენგანვე [ანგელოზთაგან ან სამოთხის ჰურიებისგან] [და არა თქვენგან], რომ საერთოდ გვდომებოდა ეს საქმე.
بَلْ نَقْذِفُ بِالْحَقِّ عَلَى الْبَاطِلِ فَيَدْمَغُهُ فَإِذَا هُوَ زَاهِقٌ ۚ وَلَكُمُ الْوَيْلُ مِمَّا تَصِفُونَ ١٨
📖 თარგმანი
აია 18
დიახ! ჩვენ ვძლევთ სიცრუეს ჭეშმარიტებით, იგი მას ანადგურებს და ქრება. და თქვენ [ო, მრავალღმერთიანებო] კი სიმწარე იმისათვის, რასაც თხზავთ.
وَلَهُ مَن فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَمَنْ عِندَهُ لَا يَسْتَكْبِرُونَ عَنْ عِبَادَتِهِ وَلَا يَسْتَحْسِرُونَ ١٩
📖 თარგმანი
აია 19
მას [ალლაჰს] ეკუთვნის, [ყველაფერი] რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, ხოლო ისინი, ვინც მის წინაშე არიან [ანგელოზები], არ თაკილობენ მის თაყვანისცემას და არც ამით იღლებიან [ისინი არასდროს წყვეტენ ალლაჰის ქებას].
يُسَبِّحُونَ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ لَا يَفْتُرُونَ ٢٠
📖 თარგმანი
აია 20
ისინი [ანგელოზები] ადიდებენ ალლაჰს დღითა და ღამით, არასოდეს იღლებიან [მისი ქებით].
أَمِ اتَّخَذُوا آلِهَةً مِّنَ الْأَرْضِ هُمْ يُنشِرُونَ ٢١
📖 თარგმანი
აია 21
ნუთუ მათ [მრავალღმერთიანებმა] დედამიწიდან [ოქროსგან, ქვისგან და სხვა მასალისგან] შექმნილი ღვთაებები აირჩიეს, რომლებსაც მკვდრების გაცოცხლება [აღდგენა] შეუძლიათ?
لَوْ كَانَ فِيهِمَا آلِهَةٌ إِلَّا اللَّهُ لَفَسَدَتَا ۚ فَسُبْحَانَ اللَّهِ رَبِّ الْعَرْشِ عَمَّا يَصِفُونَ ٢٢
📖 თარგმანი
აია 22
რომ ყოფილიყვნენ მათში [ცებსა და დედამიწაზე] ღვთაებები ალლაჰის გარდა, განადგურდებოდა [ცები და მიწა] ორივე მათგანი. 'არშის გამჩენი ალლაჰი [ის არის მისი შემოქმედი და მფლობელი], შორსაა იმისგან, რასაც მას მიაწერენ [ყველა სიცრუისა და ნაკლისგან].
لَا يُسْأَلُ عَمَّا يَفْعَلُ وَهُمْ يُسْأَلُونَ ٢٣
📖 თარგმანი
აია 23
მას [ალლაჰს] არ მოეკითხება იმის შესახებ, რასაც იგი აკეთებს, ხოლო მათ [მის ყველა გონიერ ქმნილებას] მოეკითხებათ თავიანთი საქმეების შესახებ.
أَمِ اتَّخَذُوا مِن دُونِهِ آلِهَةً ۖ قُلْ هَاتُوا بُرْهَانَكُمْ ۖ هَٰذَا ذِكْرُ مَن مَّعِيَ وَذِكْرُ مَن قَبْلِي ۗ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ الْحَقَّ ۖ فَهُم مُّعْرِضُونَ ٢٤
📖 თარგმანი
აია 24
ნუთუ მათ [მრავალღმერთიანებმა] დაიდგინეს ღვთაებები მის გარდა? უთხარი [ო, შუამავალო]: «მოიტანეთ თქვენი მტკიცებულება (იმაზე, რომ ალლაჰის გარდა ვინმეს ღვთაებად აღიარება შეიძლება)!» ეს არის [ყურანი] შეხსენება მათთვის, ვინც ჩემთან არის და შეხსენება მათთვის, ვინც ჩემზე უწინ იყო [თორა და ინჯილი]. თუმცა მათ უმრავლესობამ არ იცის ჭეშმარიტება და პირს იბრუნებენ.
وَمَا أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ مِن رَّسُولٍ إِلَّا نُوحِي إِلَيْهِ أَنَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا أَنَا فَاعْبُدُونِ ٢٥
📖 თარგმანი
აია 25
და არ გამოგვიგზავნია შენამდე [ო, მუჰამმად] არცერთი მოციქული, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის, რომ არ არსებობს არანაირი ღვთაება [რომელიც იმსახურებს თაყვანისცემას], გარდა ჩემისა [ალლაჰისა]. მაშ, მხოლოდ მე [ალლაჰს] მეთაყვანეთ!
وَقَالُوا اتَّخَذَ الرَّحْمَٰنُ وَلَدًا ۗ سُبْحَانَهُ ۚ بَلْ عِبَادٌ مُّكْرَمُونَ ٢٦
📖 თარგმანი
აია 26
და თქვეს [მრავალღმერთიანებმა]: «მოწყალემ თავისთვის შვილი აიყვანა!» წმინდაა ის! პირიქით, ისინი [ანგელოზები] პატივდებული მსახურნი არიან.
لَا يَسْبِقُونَهُ بِالْقَوْلِ وَهُم بِأَمْرِهِ يَعْمَلُونَ ٢٧
📖 თარგმანი
აია 27
ისინი [ანგელოზები] სიტყვაში არ უსწრებენ მას [ალლაჰს] — ამბობენ მხოლოდ იმას, რასაც ალლაჰი უბრძანებს მათ. და ისინი მხოლოდ მისი ბრძანებით მოქმედებენ.
يَعْلَمُ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ وَلَا يَشْفَعُونَ إِلَّا لِمَنِ ارْتَضَىٰ وَهُم مِّنْ خَشْيَتِهِ مُشْفِقُونَ ٢٨
📖 თარგმანი
აია 28
მან იცის, რაც მათ წინ აქვთ [ანგელოზებს] და რაც მათ უკან დარჩათ [მათი წარსული საქმეები], ისინი არ შუამდგომლობენ, გარდა იმისა, ვისითაც იგი [ალლაჰი] კმაყოფილია. და ისინი მის წინაშე შიშით ძრწიან.
۞ وَمَن يَقُلْ مِنْهُمْ إِنِّي إِلَٰهٌ مِّن دُونِهِ فَذَٰلِكَ نَجْزِيهِ جَهَنَّمَ ۚ كَذَٰلِكَ نَجْزِي الظَّالِمِينَ ٢٩
📖 თარგმანი
აია 29
ხოლო (თუ დავუშვებთ, რომ) რომელიმე მათგანი [ანგელოზთაგან] იტყვის: «ჭეშმარიტად, მე ვარ ღვთაება მის [ალლაჰის] გარდა», მაშინ მას ჯოჯოხეთით (გეენით) მივუზღავთ. ამგვარად ვსჯით უსამართლოებს.
أَوَلَمْ يَرَ الَّذِينَ كَفَرُوا أَنَّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ كَانَتَا رَتْقًا فَفَتَقْنَاهُمَا ۖ وَجَعَلْنَا مِنَ الْمَاءِ كُلَّ شَيْءٍ حَيٍّ ۖ أَفَلَا يُؤْمِنُونَ ٣٠
📖 თარგმანი
აია 30
ნუთუ ვერ ხედავენ ისინი, რომლებიც ურწმუნოებად იქცნენ, რომ ცანი და დედამიწა ერთ მთლიანობას წარმოადგენდნენ, ხოლო ჩვენ ისინი გავყავით [ცანი და დედამიწა] (და მოვაწყვეთ შვიდ ცად და შვიდ მიწად)? და ყოველი ცოცხალი არსება წყლისგან შევქმენით. ნუთუ არ ირწმუნებენ?!
وَجَعَلْنَا فِي الْأَرْضِ رَوَاسِيَ أَن تَمِيدَ بِهِمْ وَجَعَلْنَا فِيهَا فِجَاجًا سُبُلًا لَّعَلَّهُمْ يَهْتَدُونَ ٣١
📖 თარგმანი
აია 31
და დავადგინეთ ქვეყანაზე მტკიცედ მდგომნი [მთები], რათა არ შეარყიოს ისინი [ხალხი], და დავადგინეთ მასზე [დედამიწაზე] გასასვლელი გზები. რათა ადამიანებმა იპოვონ სწორი გზა.
وَجَعَلْنَا السَّمَاءَ سَقْفًا مَّحْفُوظًا ۖ وَهُمْ عَنْ آيَاتِهَا مُعْرِضُونَ ٣٢
📖 თარგმანი
აია 32
და ჩვენ დავადგინეთ ზეცა დამცავ სახურავად [დედამიწისთვის], ხოლო ისინი მასში არსებულ სასწაულებს [როგორებიცაა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღამისა და დღის ცვლა] ზურგს აქცევენ.
وَهُوَ الَّذِي خَلَقَ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ وَالشَّمْسَ وَالْقَمَرَ ۖ كُلٌّ فِي فَلَكٍ يَسْبَحُونَ ٣٣
📖 თარგმანი
აია 33
იგია [ალლაჰი], ვინც შექმნა ღამე და დღე, მზე და მთვარე. თითოეული მათგანი თავის ორბიტაზე დაცურავს.
وَمَا جَعَلْنَا لِبَشَرٍ مِّن قَبْلِكَ الْخُلْدَ ۖ أَفَإِن مِّتَّ فَهُمُ الْخَالِدُونَ ٣٤
📖 თარგმანი
აია 34
ჩვენ არ დაგვიდგენია არც ერთი ადამიანისთვის შენამდე [ო, მუჰამმად] ამქვეყნიური უკვდავება. ნუთუ, შენ მოკვდები, და ისინი კი უკვდავნი იქნებიან?!
كُلُّ نَفْسٍ ذَائِقَةُ الْمَوْتِ ۗ وَنَبْلُوكُم بِالشَّرِّ وَالْخَيْرِ فِتْنَةً ۖ وَإِلَيْنَا تُرْجَعُونَ ٣٥
📖 თარგმანი
აია 35
ყოველი [ქმნილება] სული [ყოველი ადამიანი, ჯინი, ანგელოზი, ცხოველი და სხვა] იგემებს სიკვდილს, და ჩვენ გცდით სიავითა და სიკეთით. და ჩვენთან იქნებით დაბრუნებულნი.
وَإِذَا رَآكَ الَّذِينَ كَفَرُوا إِن يَتَّخِذُونَكَ إِلَّا هُزُوًا أَهَٰذَا الَّذِي يَذْكُرُ آلِهَتَكُمْ وَهُم بِذِكْرِ الرَّحْمَٰنِ هُمْ كَافِرُونَ ٣٦
📖 თარგმანი
აია 36
და როცა გხედავენ შენ [ო, შუამავალო] ისინი, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი, მასხრად გიგდებენ: «ნუთუ ეს არის ის [ადამიანი], ვინც თქვენს ღმერთებს ახსენებს [ცუდად]?» სწორედ ისინი არიან მოწყალის ხსენების უარმყოფელნი.
خُلِقَ الْإِنسَانُ مِنْ عَجَلٍ ۚ سَأُرِيكُمْ آيَاتِي فَلَا تَسْتَعْجِلُونِ ٣٧
📖 თარგმანი
აია 37
ადამიანი შეიქმნა სულსწრაფი [მას ახასიათებს სიჩქარე და მოუთმენლობა]. მე გაჩვენებთ თქვენ ჩემს სასწაულებს. ასე რომ ნუ დააჩქარებთ [სასჯელს].
وَيَقُولُونَ مَتَىٰ هَٰذَا الْوَعْدُ إِن كُنتُمْ صَادِقِينَ ٣٨
📖 თარგმანი
აია 38
[ურწმუნონი] [დასცინიან დაპირებაზე სასჯელის შესახებ] და ამბობენ: «როდის აღსრულდება ეს დაპირება, თუკი მართალს ამბობთ?»
لَوْ يَعْلَمُ الَّذِينَ كَفَرُوا حِينَ لَا يَكُفُّونَ عَن وُجُوهِهِمُ النَّارَ وَلَا عَن ظُهُورِهِمْ وَلَا هُمْ يُنصَرُونَ ٣٩
📖 თარგმანი
აია 39
ნეტავ, რომ იცოდნენ ურწმუნოებმა, რომ აუცილებლად დადგება ის ჟამი, როცა ისინი ვერ აიცილებენ ცეცხლის [ჯოჯოხეთის] შეხებას თავებიდან და ზურგებიდან და ვერავინ შეძლებს მათ დახმარებას.
بَلْ تَأْتِيهِم بَغْتَةً فَتَبْهَتُهُمْ فَلَا يَسْتَطِيعُونَ رَدَّهَا وَلَا هُمْ يُنظَرُونَ ٤٠
📖 თარგმანი
აია 40
დიახ, ნამდვილად მოვა იგი [განკითხვის დღე] მათზე სრულიად მოულოდნელად ისე, რომ ისინი გაოგნდებიან. ვერ შეძლებენ მის აცილებას და არც გადაუვადდებათ.
وَلَقَدِ اسْتُهْزِئَ بِرُسُلٍ مِّن قَبْلِكَ فَحَاقَ بِالَّذِينَ سَخِرُوا مِنْهُم مَّا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ ٤١
📖 თარგმანი
აია 41
უეჭველად, შენზე ადრეც აიგდეს მასხრად შუამავლები, შემდეგ ვინც მათ დასცინოდნენ, იმითვე იქმნენ შეპყრობილი, რის გამოც დასცინოდნენ.
قُلْ مَن يَكْلَؤُكُم بِاللَّيْلِ وَالنَّهَارِ مِنَ الرَّحْمَٰنِ ۗ بَلْ هُمْ عَن ذِكْرِ رَبِّهِم مُّعْرِضُونَ ٤٢
📖 თარგმანი
აია 42
უთხარი [ო, შუამავალო]: «ვინ გიცავთ თქვენ ღამითა თუ დღისით მოწყალისაგან [ალლაჰის სასჯელისგან]?» - პირიქით, ისინი თავისი ღმერთის ხსენებას ზურგს აქცევენ.
أَمْ لَهُمْ آلِهَةٌ تَمْنَعُهُم مِّن دُونِنَا ۚ لَا يَسْتَطِيعُونَ نَصْرَ أَنفُسِهِمْ وَلَا هُم مِّنَّا يُصْحَبُونَ ٤٣
📖 თარგმანი
აია 43
ნუთუ მათ ჰყავთ ღმერთები, რომლებიც დაიცავენ მათ ჩვენგან? ვერ შესწევთ ძალა [ამ კერპებს] თავიანთი თავის დასაცავადაც კი, და არც მათ ექნებათ ხსნა ჩვენგან [ჩვენი სასჯელისგან].
بَلْ مَتَّعْنَا هَٰؤُلَاءِ وَآبَاءَهُمْ حَتَّىٰ طَالَ عَلَيْهِمُ الْعُمُرُ ۗ أَفَلَا يَرَوْنَ أَنَّا نَأْتِي الْأَرْضَ نَنقُصُهَا مِنْ أَطْرَافِهَا ۚ أَفَهُمُ الْغَالِبُونَ ٤٤
📖 თარგმანი
აია 44
დიახ! ჩვენ მივანიჭეთ ამათ [მექქელ მრავალღმერთიანებს] და მათ მამებს (ამქვეყნიური) წყალობა, ისე რომ გაუგრძელდათ ცხოვრება [და მოიტყუეს თავი საკუთარი სიმდიდრით, სიცოცხლითა და შთამომავლობით]. ნუთუ ვერ ხედავენ ისინი, რომ ჩვენ მოვდივართ ქვეყანაზე, ვაკლებთ მას კიდეებიდან? ნუთუ ისინი შეძლებენ გამარჯვებას?
قُلْ إِنَّمَا أُنذِرُكُم بِالْوَحْيِ ۚ وَلَا يَسْمَعُ الصُّمُّ الدُّعَاءَ إِذَا مَا يُنذَرُونَ ٤٥
📖 თარგმანი
აია 45
უთხარი [ო, შუამავალო]: «მე მხოლოდ გამაფრთხილებელი გახლავართ თქვენთვის (სასჯელის შესახებ) გამოცხადებით (ალლაჰისგან) [არაფერს ვამბობ საკუთარი სურვილით]». მაგრამ არ ესმით მომწოდებლის მოწოდება ყრუ ხალხს, როცა აფრთხილებენ.
وَلَئِن مَّسَّتْهُمْ نَفْحَةٌ مِّنْ عَذَابِ رَبِّكَ لَيَقُولُنَّ يَا وَيْلَنَا إِنَّا كُنَّا ظَالِمِينَ ٤٦
📖 თარგმანი
აია 46
და თუ შეეხება მათ [ურწმუნოებს] შენი უფლის სასჯელის სულ მცირე ნიავიც კი, ისინი უეჭველად იტყვიან: «ვაი ჩვენს თავს! ნამდვილად უსამართლონი ვიყავით». [საკუთარ თავს თვითონვე ვავნეთ მრავალღმერთიანობის ჩადენით]
وَنَضَعُ الْمَوَازِينَ الْقِسْطَ لِيَوْمِ الْقِيَامَةِ فَلَا تُظْلَمُ نَفْسٌ شَيْئًا ۖ وَإِن كَانَ مِثْقَالَ حَبَّةٍ مِّنْ خَرْدَلٍ أَتَيْنَا بِهَا ۗ وَكَفَىٰ بِنَا حَاسِبِينَ ٤٧
📖 თარგმანი
აია 47
და ჩვენ განვაწესებთ სამსჯავროს დღისთვის სამართლიანობის სასწორებს, და არც ერთი სული არ დაიჩაგრება არაფერში [არ დააკლდება მის კეთილ საქმეს და არ დაემატება ცუდ საქმეებს], და თუ საქმე იქნება თუნდაც მდოგვის მარცვლის წონის, ჩვენ მოვიტანთ მას [ჩავთვლით მას]! და საკმარისნი ვართ ჩვენ, როგორც აღმრიცხველნი!
وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَىٰ وَهَارُونَ الْفُرْقَانَ وَضِيَاءً وَذِكْرًا لِّلْمُتَّقِينَ ٤٨
📖 თარგმანი
აია 48
და ჩვენ უკვე მივეცით [შუამავალ] მუსას და [მის ძმას] ჰარუნს განმასხვავებელი [თორა, რომელიც ჭეშმარიტებას და სიცრუეს ჰყოფს], და ნათელი [გზა], და შეგონება ღვთისმოშიშთათვის.
الَّذِينَ يَخْشَوْنَ رَبَّهُم بِالْغَيْبِ وَهُم مِّنَ السَّاعَةِ مُشْفِقُونَ ٤٩
📖 თარგმანი
აია 49
რომელთაც ეშინიათ თავიანთი უფლის ფარულად, და სწორედ ისინი არიან მოშიშნი იმ საათის [რომელიც დადგება განკითხვის დღეს].
وَهَٰذَا ذِكْرٌ مُّبَارَكٌ أَنزَلْنَاهُ ۚ أَفَأَنتُمْ لَهُ مُنكِرُونَ ٥٠
📖 თარგმანი
აია 50
ეს კი დალოცვილი შეხსენებაა [ყურანი, რომელიც სავსეა სიკეთითა და სარგებლით], რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ. ნუთუ თქვენ უარყოფთ მას?
۞ وَلَقَدْ آتَيْنَا إِبْرَاهِيمَ رُشْدَهُ مِن قَبْلُ وَكُنَّا بِهِ عَالِمِينَ ٥١
📖 თარგმანი
აია 51
და ჭეშმარიტად, ვუბოძეთ [შუამავალ] იბრაჰიმს უწინ სწორი გზა და ვიყავით მისი მცოდნენი [რომ იგი ამისთვის შესაფერისია].
إِذْ قَالَ لِأَبِيهِ وَقَوْمِهِ مَا هَٰذِهِ التَّمَاثِيلُ الَّتِي أَنتُمْ لَهَا عَاكِفُونَ ٥٢
📖 თარგმანი
აია 52
აი, როცა უთხრა [იბრაჰიმმა] თავის მამას [აზარს] და თავის ხალხს: «რა არის ეს ქანდაკებები, რომლებსაც თქვენ თვითონ ამზადებთ და შემდეგ გულმოდგინეთ ეთაყვანებით მათ?»
قَالُوا وَجَدْنَا آبَاءَنَا لَهَا عَابِدِينَ ٥٣
📖 თარგმანი
აია 53
მათ უპასუხეს: «ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი მამები მათ [ამ ქანდაკებებს] ეთაყვანებოდნენ, და ჩვენც მივყვებით მათ გზას».
قَالَ لَقَدْ كُنتُمْ أَنتُمْ وَآبَاؤُكُمْ فِي ضَلَالٍ مُّبِينٍ ٥٤
📖 თარგმანი
აია 54
უთხრა [იბრაჰიმმა]: «ნამდვილად, თქვენც და თქვენი მამებიც ცხადი გზააბნეულობაში იმყოფებით». [როდესაც ამ კერპებს ეთაყვანებით]
قَالُوا أَجِئْتَنَا بِالْحَقِّ أَمْ أَنتَ مِنَ اللَّاعِبِينَ ٥٥
📖 თარგმანი
აია 55
მათ უთხრეს: «შენ [ო, იბრაჰიმ] ჭეშმარიტებით მოხვედი ჩვენთან, თუ ერთ-ერთი მოთამაშეთაგანი ხარ?»
قَالَ بَل رَّبُّكُمْ رَبُّ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ الَّذِي فَطَرَهُنَّ وَأَنَا عَلَىٰ ذَٰلِكُم مِّنَ الشَّاهِدِينَ ٥٦
📖 თარგმანი
აია 56
მან [იბრაჰიმმა] უთხრა: «პირიქით! თქვენი უფალი არის ცათა და ქვეყნის უფალი, რომელმაც ისინი შექმნა, და მე ვარ ერთ-ერთი იმათგან, ვინც ამაზე მტკიცედ მიუთითებს».
وَتَاللَّهِ لَأَكِيدَنَّ أَصْنَامَكُم بَعْدَ أَن تُوَلُّوا مُدْبِرِينَ ٥٧
📖 თარგმანი
აია 57
[იბრაჰიმმა თავისთვის თქვა]: «ვფიცავ ალლაჰს, უეჭველად განვახორციელებ ჩაფიქრებულ გეგმას თქვენი კერპების წინააღმდეგ [დავამტვრევ მათ], იმის შემდეგ, რაც თქვენ ზურგს აქცევთ და წახვალთ [როცა კერპებთან აღარავინ დარჩება]».
فَجَعَلَهُمْ جُذَاذًا إِلَّا كَبِيرًا لَّهُمْ لَعَلَّهُمْ إِلَيْهِ يَرْجِعُونَ ٥٨
📖 თარგმანი
აია 58
შემდეგ მან [იბრაჰიმმა] დაამტვრია ისინი [კერპები] ნამსხვრევებად, გარდა მათი მთავარი კერპისა, რათა მათ მასთან დაბრუნება მოინდომონ [და მან აუხსნას მათ თავიანთი გზააბნეულობა და მოუწოდოს ჭეშმარიტი რწმენისაკენ].
قَالُوا مَن فَعَلَ هَٰذَا بِآلِهَتِنَا إِنَّهُ لَمِنَ الظَّالِمِينَ ٥٩
📖 თარგმანი
აია 59
[როდესაც ხალხი დაბრუნდა და დაინახა, რომ მათი კერპები დამტვრეული იყო] მათ თქვეს: «ვინ გაუკეთა ეს ჩვენს ღმერთებს? ჭეშმარიტად [ ვინც ეს ჩაიდინა მან ბოროტად იმოქმედა] და ის უსამართლოთაგანია».
قَالُوا سَمِعْنَا فَتًى يَذْكُرُهُمْ يُقَالُ لَهُ إِبْرَاهِيمُ ٦٠
📖 თარგმანი
აია 60
მათ თქვეს: «გავიგონეთ, როგორ ახსენებდა მათ [კერპებს] ერთი ახალგაზრდა, რომელსაც იბრაჰიმი ჰქვია».
قَالُوا فَأْتُوا بِهِ عَلَىٰ أَعْيُنِ النَّاسِ لَعَلَّهُمْ يَشْهَدُونَ ٦١
📖 თარგმანი
აია 61
მათმა წინამძღოლებმა თქვეს: «მოიყვანეთ იგი [იბრაჰიმი] ხალხის წინაშე, რათა ისინი მოწმეები იყვნენ [იმის, რაც იბრაჰიმმა თქვა მათი კერპების შესახებ]».
قَالُوا أَأَنتَ فَعَلْتَ هَٰذَا بِآلِهَتِنَا يَا إِبْرَاهِيمُ ٦٢
📖 თარგმანი
აია 62
მათ უთხრეს: «შენ ჩაიდინე ეს ჩვენი ღვთაებების მიმართ, ო, იბრაჰიმი?»
قَالَ بَلْ فَعَلَهُ كَبِيرُهُمْ هَٰذَا فَاسْأَلُوهُمْ إِن كَانُوا يَنطِقُونَ ٦٣
📖 თარგმანი
აია 63
იბრაჰიმმა თქვა: «პირიქით, ეს საქმე გააკეთა მათგან მთავარმა (კერპმა). ჰკითხეთ მათ, თუ ისინი მეტყველებენ».
فَرَجَعُوا إِلَىٰ أَنفُسِهِمْ فَقَالُوا إِنَّكُمْ أَنتُمُ الظَّالِمُونَ ٦٤
📖 თარგმანი
აია 64
და ისინი [ხალხი] საკუთარ თავში ჩაფიქრდნენ [დაფიქრდნენ] და თქვეს: «ჭეშმარიტად, სწორედ თქვენ ხართ უსამართლონი [ცოდვილნი], რადგან თაყვანს სცემდით იმას, რასაც ლაპარაკიც კი არ შეუძლია».
ثُمَّ نُكِسُوا عَلَىٰ رُءُوسِهِمْ لَقَدْ عَلِمْتَ مَا هَٰؤُلَاءِ يَنطِقُونَ ٦٥
📖 თარგმანი
აია 65
მერე მათ თავიანთი თავებით გადაბრუნებულნი გახდნენ [ანუ, სიმართლის აღიარების შემდეგ კვლავ მახინჯ ტყუილში დაბრუნდნენ] და თქვეს: «[როგორ ვკითხოთ მათ]? ნუთუ შენ [ო, იბრაჰიმ] არ იცოდი, რომ ესენი არ მეტყველებენ?»
قَالَ أَفَتَعْبُدُونَ مِن دُونِ اللَّهِ مَا لَا يَنفَعُكُمْ شَيْئًا وَلَا يَضُرُّكُمْ ٦٦
📖 თარგმანი
აია 66
მან [იბრაჰიმმა] თქვა: «ნუთუ თქვენ თაყვანს სცემთ ალლაჰის გარდა იმას, რასაც ვერანაირი სარგებელი ვერ მოაქვს თქვენთვის და ვერც ვერანაირ ზიანს მოგაყენებთ [თუნდაც არ სცემდეთ თაყვანს]?
أُفٍّ لَّكُمْ وَلِمَا تَعْبُدُونَ مِن دُونِ اللَّهِ ۖ أَفَلَا تَعْقِلُونَ ٦٧
📖 თარგმანი
აია 67
ფუი, თქვენ და იმ [კერპებს], რასაც ეთაყვანებით მაგიერ ალლაჰისა! ნუთუ არ დაფიქრდებით [იმაზე, თუ რამდენად ცუდია ის, რასაც აკეთებთ]?»
قَالُوا حَرِّقُوهُ وَانصُرُوا آلِهَتَكُمْ إِن كُنتُمْ فَاعِلِينَ ٦٨
📖 თარგმანი
აია 68
მათ [ხალხმა] თქვეს (ერთმანეთში): «დაწვით იგი [იბრაჰიმი] და დაეხმარეთ თქვენს ღმერთებს, თუ უკვე მოქმედებთ!» [და მათ ჩააგდეს იბრაჰიმი უზარმაზარ კოცონში, მაგრამ ალლაჰი დაეხმარა თავის მოციქულს]
قُلْنَا يَا نَارُ كُونِي بَرْدًا وَسَلَامًا عَلَىٰ إِبْرَاهِيمَ ٦٩
📖 თარგმანი
აია 69
ჩვენ ვთქვით: «ჰე, ცეცხლო! იყავი გრილი და მშვიდობიანი [უსაფრთხო] იბრაჰიმისთვის! [და იბრაჰიმი იმყოფებოდა ცეცხლში ყოველგვარი ზიანისა და დისკომფორტის გარეშე, შემდეგ კი ალლაჰმა გამოიყვანა იგი იქიდან]
وَأَرَادُوا بِهِ كَيْدًا فَجَعَلْنَاهُمُ الْأَخْسَرِينَ ٧٠
📖 თარგმანი
აია 70
და მათ სურდათ იბრაჰიმის წინააღმდეგ ხრიკი [დაეწვათ ცეცხლში], მაგრამ ჩვენ მათ განვაცდევინეთ მძიმე მარცხი.
وَنَجَّيْنَاهُ وَلُوطًا إِلَى الْأَرْضِ الَّتِي بَارَكْنَا فِيهَا لِلْعَالَمِينَ ٧١
📖 თარგმანი
აია 71
და ჩვენ გადავარჩინეთ ის [იბრაჰიმი] [მეფე ნამრუდისა და მისი ხალხისგან] და ლუტი [რომელიც იყო შუამავალი იბრაჰიმის ძმის შვილი და მასთან ერთად ირწმუნა] მიწაზე, რომელიც დავლოცეთ მთელი სამყაროებისთვის .
وَوَهَبْنَا لَهُ إِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ نَافِلَةً ۖ وَكُلًّا جَعَلْنَا صَالِحِينَ ٧٢
📖 თარგმანი
აია 72
და ვუბოძეთ მას [შუამავალ იბრაჰიმს] ისჰაყი და ია'ყუბი, როგორც დამატება [დამატებითი წყალობა], და ყოველი მათგანი ვჰქმენით მორჩილი და კეთილმოქმედი [სამართლიანი და ღვთისმოშიში].
وَجَعَلْنَاهُمْ أَئِمَّةً يَهْدُونَ بِأَمْرِنَا وَأَوْحَيْنَا إِلَيْهِمْ فِعْلَ الْخَيْرَاتِ وَإِقَامَ الصَّلَاةِ وَإِيتَاءَ الزَّكَاةِ ۖ وَكَانُوا لَنَا عَابِدِينَ ٧٣
📖 თარგმანი
აია 73
და დავადგინეთ ისინი [შუამავლები: იბრაჰიმი, ისჰაყი და ია'ყუბი] წინამღძოლებად, რომელნიც სწორი გზით მიდიოდნენ ჩვენი ბრძანებით, და ზეშთავაგონეთ, რომ სიკეთე ეკეთებინათ, ელოცათ, ზექათი გაეცათ და ისინი მხოლოდ ჩემი თაყვანისმცემელნი იყვნენ.
وَلُوطًا آتَيْنَاهُ حُكْمًا وَعِلْمًا وَنَجَّيْنَاهُ مِنَ الْقَرْيَةِ الَّتِي كَانَت تَّعْمَلُ الْخَبَائِثَ ۗ إِنَّهُمْ كَانُوا قَوْمَ سَوْءٍ فَاسِقِينَ ٧٤
📖 თარგმანი
აია 74
და [შუამავალ] ლუტს ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა [ალლაჰზე და მის კანონზე] და ვიხსენით იმ სოფლისაგან [სოდომისგან], [ხალხი] რომელიც სისაძაგლეს აკეთებდა [მამათმავლობას ეწეოდნენ]. ჭეშმარიტად, ისინი იყვნენ უზნეო და ურჩი ხალხი.
وَأَدْخَلْنَاهُ فِي رَحْمَتِنَا ۖ إِنَّهُ مِنَ الصَّالِحِينَ ٧٥
📖 თარგმანი
აია 75
ჩვენ შევიყვანეთ იგი [შუამავალი ლუტი] ჩვენს მოწყალებაში [გადავარჩინეთ იმ სასჯელისგან, რაც მოევლინა მის ხალხს], რადგან იგი მართალთაგანი იყო.
وَنُوحًا إِذْ نَادَىٰ مِن قَبْلُ فَاسْتَجَبْنَا لَهُ فَنَجَّيْنَاهُ وَأَهْلَهُ مِنَ الْكَرْبِ الْعَظِيمِ ٧٦
📖 თარგმანი
აია 76
და [გაიხსენე, ო, შუამავალო] ნუჰი/ნოე, როგორ მოუხმო [ალლაჰს] ადრე [იბრაჰიმამდე]: «[ნამდვილად, მე დავმარცხდი! მაშ, შემეწიე!]» ვუპასუხეთ მას, და გადავარჩინეთ იგი და მისი ოჯახი [ცოლისა და ერთი შვილის გარდა] დიდი მწუხარებისაგან [ალლაჰის სასჯელისაგან].
وَنَصَرْنَاهُ مِنَ الْقَوْمِ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا ۚ إِنَّهُمْ كَانُوا قَوْمَ سَوْءٍ فَأَغْرَقْنَاهُمْ أَجْمَعِينَ ٧٧
📖 თარგმანი
აია 77
და ჩვენ შევეწიეთ მას [შუამავალ ნუჰს] იმ ხალხისგან, ვინც უარყო ჩვენი სასწაულები. მართლაც, ისინი ცუდი ხალხი იყო, და ჩვენ ყველა დავახრჩეთ [წყალდიდობით].
وَدَاوُودَ وَسُلَيْمَانَ إِذْ يَحْكُمَانِ فِي الْحَرْثِ إِذْ نَفَشَتْ فِيهِ غَنَمُ الْقَوْمِ وَكُنَّا لِحُكْمِهِمْ شَاهِدِينَ ٧٨
📖 თარგმანი
აია 78
და [გაიხსენე] [ო, შუამავალო] [შუამავლები] დაუდი და სულეიმანი, როცა მათ განაჩენი გამოიტანეს ყანის შესახებ , რომელიც წაახდინა ხალხის საქონელმა. და ჩვენ მოწმენი ვიყავით მათი განაჩენისა.
فَفَهَّمْنَاهَا سُلَيْمَانَ ۚ وَكُلًّا آتَيْنَا حُكْمًا وَعِلْمًا ۚ وَسَخَّرْنَا مَعَ دَاوُودَ الْجِبَالَ يُسَبِّحْنَ وَالطَّيْرَ ۚ وَكُنَّا فَاعِلِينَ ٧٩
📖 თარგმანი
აია 79
ჩვენ ზეშთავაგონეთ ეს [სამართლიანი გადაწყვეტა] სულაიმანს [რათა დაცულიყო ორივე მხარის ინტერესები სამართლიანად]. და თითოეულს მათგან [დაუდსაც და სულეიმანსაც] ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა. და დაუდს დავუმორჩილეთ მთები, რათა ედიდებინათ [ალლაჰი] მასთან ერთად, ასევე ფრინველები და ჩვენ ვიყავით ისინი, ვინც ეს აღასრულა.
وَعَلَّمْنَاهُ صَنْعَةَ لَبُوسٍ لَّكُمْ لِتُحْصِنَكُم مِّن بَأْسِكُمْ ۖ فَهَلْ أَنتُمْ شَاكِرُونَ ٨٠
📖 თარგმანი
აია 80
და ვასწავლეთ [ შუამავალ დაუდს] აბჯრის გაკეთება თქვენთვის, რათა დაეცავით [ო, ადამიანნო] მისით საფრთხისაგან და, ნუთუ თქვენ (მაინც) არ ხართ მადლიერნი?!
وَلِسُلَيْمَانَ الرِّيحَ عَاصِفَةً تَجْرِي بِأَمْرِهِ إِلَى الْأَرْضِ الَّتِي بَارَكْنَا فِيهَا ۚ وَكُنَّا بِكُلِّ شَيْءٍ عَالِمِينَ ٨١
📖 თარგმანი
აია 81
და სულაიმანს დავუმორჩილეთ ძლიერი ქარი [რომელიც ემსახურებოდა მას], რომელიც დაქროდა მისი [სულაიმანის] ბრძანებით იმ მიწისკენ, რომელშიც ჩვენ დავლოცეთ [შამისკენ]. და ჩვენ ყოველივეს შესახებ ვიცით.
وَمِنَ الشَّيَاطِينِ مَن يَغُوصُونَ لَهُ وَيَعْمَلُونَ عَمَلًا دُونَ ذَٰلِكَ ۖ وَكُنَّا لَهُمْ حَافِظِينَ ٨٢
📖 თარგმანი
აია 82
და ასევე [ჩვენ დავუმორჩილეთ სულაიმანს] ეშმაკებისგან ისეთები, ვინც ყვინთავდა მისთვის და ასრულებდნენ ამის გარდა სხვა საქმეებსაც. და ჩვენ ვართ მათი დამცველნი.
۞ وَأَيُّوبَ إِذْ نَادَىٰ رَبَّهُ أَنِّي مَسَّنِيَ الضُّرُّ وَأَنتَ أَرْحَمُ الرَّاحِمِينَ ٨٣
📖 თარგმანი
აია 83
და [გაიხსენე] [ო, შუამავალო] [შუამავალი] აიუბი, რომელმაც მოუხმო თავის უფალს: «უეჭველად, მე მეწია უბედურება და შენა ხარ [ო, ალლაჰ] მოწყალეთაგან უმოწყალესი».
فَاسْتَجَبْنَا لَهُ فَكَشَفْنَا مَا بِهِ مِن ضُرٍّ ۖ وَآتَيْنَاهُ أَهْلَهُ وَمِثْلَهُم مَّعَهُمْ رَحْمَةً مِّنْ عِندِنَا وَذِكْرَىٰ لِلْعَابِدِينَ ٨٤
📖 თარგმანი
აია 84
და ჩვენ ვუპასუხეთ მას [აიუბს] მის ვედრებაზე, მოვაშორეთ ის განსაცდელი და ტანჯვა, რომელიც მას დაატყდა თავს, და კვლავ ვუბოძეთ მისი ოჯახი. და მივეცით მას იმდენივე კიდევ მათთან ერთად [ანუ ოჯახთან ერთად იმდენივე დამატებით], ჩვენი წყალობითა და მოწყალებით. და ეს იქცა შეხსენებად და მაგალითად თაყვანისმცემელთათვის.
وَإِسْمَاعِيلَ وَإِدْرِيسَ وَذَا الْكِفْلِ ۖ كُلٌّ مِّنَ الصَّابِرِينَ ٨٥
📖 თარგმანი
აია 85
და [შუამავლები] ისმაილი, იდრისი და ზულ-ქიფლი - ყველანი [ისინი] მომთმენთაგანი იყვნენ.
وَأَدْخَلْنَاهُمْ فِي رَحْمَتِنَا ۖ إِنَّهُم مِّنَ الصَّالِحِينَ ٨٦
📖 თარგმანი
აია 86
და ჩვენ შევიყვანეთ ისინი ჩვენს წყალობაში, ჭეშმარიტად, ისინი მართალთაგანი იყვნენ.
وَذَا النُّونِ إِذ ذَّهَبَ مُغَاضِبًا فَظَنَّ أَن لَّن نَّقْدِرَ عَلَيْهِ فَنَادَىٰ فِي الظُّلُمَاتِ أَن لَّا إِلَٰهَ إِلَّا أَنتَ سُبْحَانَكَ إِنِّي كُنتُ مِنَ الظَّالِمِينَ ٨٧
📖 თარგმანი
აია 87
და გაიხსენე (ო, მოციქულო ) ზუნ-ნუნი (იუნუსი) . როცა წავიდა მათგან განრისხებული. მას ეგონა, რომ ჩვენ მას არ მოვთხოვდით პასუხს [არ დავსჯიდით ამ საქციელის გამო]. (შემდეგ, როდესაც ზღვას კვეთდა, წყალში აღმოჩნდა და ვეშაპმა შთანთქა იგი). მაშინ მან თავის უფალს მოუხმო სიბნელეებში: «არ არსებობს ღვთაება, თაყვანისცემის ღირსი, გარდა შენისა! შენ ხარ ყოვლადწმინდა, ო, ალლაჰო! ჭეშმარიტად, მე უსამართლოთა [ცოდვილთა] რიცხვში აღმოვჩნდი».
فَاسْتَجَبْنَا لَهُ وَنَجَّيْنَاهُ مِنَ الْغَمِّ ۚ وَكَذَٰلِكَ نُنجِي الْمُؤْمِنِينَ ٨٨
📖 თარგმანი
აია 88
და ჩვენ ვუპასუხეთ მას [იუნუსს] [მის ვედრებაზე] და ვიხსენით იგი ამ მწუხარებისგან. და აი, ასე ვიხსნით მორწმუნეებს.
وَزَكَرِيَّا إِذْ نَادَىٰ رَبَّهُ رَبِّ لَا تَذَرْنِي فَرْدًا وَأَنتَ خَيْرُ الْوَارِثِينَ ٨٩
📖 თარგმანი
აია 89
და [შუამავალი] ზაქარია, როგორ მოუხმო მან თავის უფალს [როდესაც უკვე სიბერეს მიაღწია], ვედრებით: «უფალო ჩემო, ნუ დამტოვებ მარტო , რადგან შენ ხარ საუკეთესო მემკვიდრეობის მომცემი».
فَاسْتَجَبْنَا لَهُ وَوَهَبْنَا لَهُ يَحْيَىٰ وَأَصْلَحْنَا لَهُ زَوْجَهُ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا يُسَارِعُونَ فِي الْخَيْرَاتِ وَيَدْعُونَنَا رَغَبًا وَرَهَبًا ۖ وَكَانُوا لَنَا خَاشِعِينَ ٩٠
📖 თარგმანი
აია 90
და ჩვენ ვუპასუხეთ მას [ზაქარიას] [მის ვედრებაზე] და ვუბოძეთ მას [სიბერეში] შვილი იაჰია/იოანე. და შევქმენით მისთვის მისი ცოლი შესაფერისად [შესაძლებლად იმისთვის, რომ ეშვა შვილი], მას შემდეგ, რაც იგი იყო უშვილო. ნამდვილად, ისინი ისწრაფებოდნენ კეთილი საქმეებისკენ, და გვევედრებოდნენ იმედით [ჩვენგან მისაღებ საზღაურზე] და შიშით [ჩვენი სასჯელის მიმართ], და იყვნენ ჩვენდამი მოკრძალებულნი.
وَالَّتِي أَحْصَنَتْ فَرْجَهَا فَنَفَخْنَا فِيهَا مِن رُّوحِنَا وَجَعَلْنَاهَا وَابْنَهَا آيَةً لِّلْعَالَمِينَ ٩١
📖 თარგმანი
აია 91
და ის [მარიამი, შუამავალი ისას დედა], რომელმაც დაიცვა თავისი სიწმინდე [მის სხეულს არ შეხებია არც ერთი მამაკაცი]. და ჩვენ [გავუგზავნეთ მას ანგელოზი ჯიბრილი და] ჩავბერეთ მასში ჩვენი სულიდან [რომელიც მოიტანა ჯიბრილმა]. და ჩვენ ვაქცევთ მას [მარიამს] და მის შვილს ['ისას] სასწაულად სამყაროთა ხალხთათვის.
إِنَّ هَٰذِهِ أُمَّتُكُمْ أُمَّةً وَاحِدَةً وَأَنَا رَبُّكُمْ فَاعْبُدُونِ ٩٢
📖 თარგმანი
აია 92
ჭეშმარიტად, ეს არის თქვენი თემი, [სარწმუნოება] ერთი საერთო თემი [სარწმუნოება ყველა წინასწარმეტყველისა ერთია]. და მე ვარ თქვენი უფალი [ო, ადამიანნო], და მხოლოდ მე მეთაყვანეთ!
وَتَقَطَّعُوا أَمْرَهُم بَيْنَهُمْ ۖ كُلٌّ إِلَيْنَا رَاجِعُونَ ٩٣
📖 თარგმანი
აია 93
ხოლო ისინი [ადამიანები] დაიყვნენ თავიანთ საქმეში [გაიყვნენ სარწმუნოებაში] [როდესაც გამოიგონეს სხვადასხვა ცრუ რწმენა და გადაუხვიეს ერთღმერთობას] და თითოეული მათგანი ჩვენ დაგვიბრუნდება.
فَمَن يَعْمَلْ مِنَ الصَّالِحَاتِ وَهُوَ مُؤْمِنٌ فَلَا كُفْرَانَ لِسَعْيِهِ وَإِنَّا لَهُ كَاتِبُونَ ٩٤
📖 თარგმანი
აია 94
და ვინც გააკეთებს კეთილ საქმეს და მორწმუნე იყო, მისი საქმე არ იქნება უარყოფილი, და ამას ვიწერთ მისთვის.
وَحَرَامٌ عَلَىٰ قَرْيَةٍ أَهْلَكْنَاهَا أَنَّهُمْ لَا يَرْجِعُونَ ٩٥
📖 თარგმანი
აია 95
და აკრძალულია იმ სოფლისათვის, რომელიც გავანადგურეთ [მათი ურწმუნოების და ბოროტების გამო], რომ დაბრუნდნენ.
حَتَّىٰ إِذَا فُتِحَتْ يَأْجُوجُ وَمَأْجُوجُ وَهُم مِّن كُلِّ حَدَبٍ يَنسِلُونَ ٩٦
📖 თარგმანი
აია 96
და როდესაც გაიხსნება [ბარიერი, რომლის უკანაც იმყოფებიან ორი ხალხი] იაჯუჯი და მაჯუჯი, და ისინი ყველა ფერდობიდან თავს დაესხმიან [და სწრაფად გავრცელდებიან მთელ დედამიწაზე].
وَاقْتَرَبَ الْوَعْدُ الْحَقُّ فَإِذَا هِيَ شَاخِصَةٌ أَبْصَارُ الَّذِينَ كَفَرُوا يَا وَيْلَنَا قَدْ كُنَّا فِي غَفْلَةٍ مِّنْ هَٰذَا بَلْ كُنَّا ظَالِمِينَ ٩٧
📖 თარგმანი
აია 97
და მოახლოვდა ჭეშმარიტი აღთქმა [აღსასრულის დღე], და აჰა, გაშეშდება იმათ მზერა, ვინც ურწმუნო იყო. (მაშინ ისინი იტყვიან:) «ვაი ჩვენ! ჩვენ ამის მიმართ [აღსასრულის დღის მიმართ] დაუდევარნი და უყურადღებონი ვიყავით და მისთვის არ ვემზადებოდით. არა, ჩვენ მართლაც უსამართლონი ვიყავით!»
إِنَّكُمْ وَمَا تَعْبُدُونَ مِن دُونِ اللَّهِ حَصَبُ جَهَنَّمَ أَنتُمْ لَهَا وَارِدُونَ ٩٨
📖 თარგმანი
აია 98
ჭეშმარიტად, თქვენ [ო, ურწმუნოებო] და [ყველაფერი], რასაც თქვენ თაყვანს სცემთ ალლაჰის გარდა, ეს – ქვების [რომელნიც გახდებიან საწვავი] ჯოჯოხეთისთვის, და თქვენც მისკენ მიდიხართ.
لَوْ كَانَ هَٰؤُلَاءِ آلِهَةً مَّا وَرَدُوهَا ۖ وَكُلٌّ فِيهَا خَالِدُونَ ٩٩
📖 თარგმანი
აია 99
თუ ესენი [ისინი, ვისაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებოდნენ] მართლაც ღვთაებები იქნებოდნენ, მაშინ ისინი მასში [ჯოჯოხეთში] არ შევიდოდნენ. მაგრამ ყველა მათგანი — როგორც კერპთაყვანისმცემლები, ისე მათი ცრუ ღვთაებები — მასში [ჯოჯოხეთში] სამუდამოდ დარჩებიან.
لَهُمْ فِيهَا زَفِيرٌ وَهُمْ فِيهَا لَا يَسْمَعُونَ ١٠٠
📖 თარგმანი
აია 100
მათთვის მასში იქნება კვნესა [ტანჯვისგან გამოწვეული], და ისინი მასში ვერაფერს გაიგონებენ.
إِنَّ الَّذِينَ سَبَقَتْ لَهُم مِّنَّا الْحُسْنَىٰ أُولَٰئِكَ عَنْهَا مُبْعَدُونَ ١٠١
📖 თარგმანი
აია 101
ჭეშმარიტად, ისინი, ვისაც უწინ ჩვენგან სიკეთე ერგოთ, მოშორებულნი არიან მისგან [ჯოჯოხეთისგან].
لَا يَسْمَعُونَ حَسِيسَهَا ۖ وَهُمْ فِي مَا اشْتَهَتْ أَنفُسُهُمْ خَالِدُونَ ١٠٢
📖 თარგმანი
აია 102
ისინი [სამოთხის მკვიდრნი] ვერც კი გაიგონებენ მის [ჯოჯოხეთის] უმცირეს ხმაურსაც კი, და ისინი მარადიულად დარჩებიან იმ ნეტარებაში, რასაც მათი სულები ინატრებენ და ისურვებენ.
لَا يَحْزُنُهُمُ الْفَزَعُ الْأَكْبَرُ وَتَتَلَقَّاهُمُ الْمَلَائِكَةُ هَٰذَا يَوْمُكُمُ الَّذِي كُنتُمْ تُوعَدُونَ ١٠٣
📖 თარგმანი
აია 103
არ დაამწუხრებთ მათ უდიდესი შიში, არამედ მიეგებებიან მათ ანგელოზები [სასიხარულო ამბით]: «ეს არის თქვენი დღე, რომელიც აღთქმული გქონდათ [ალლაჰისგან]».
يَوْمَ نَطْوِي السَّمَاءَ كَطَيِّ السِّجِلِّ لِلْكُتُبِ ۚ كَمَا بَدَأْنَا أَوَّلَ خَلْقٍ نُّعِيدُهُ ۚ وَعْدًا عَلَيْنَا ۚ إِنَّا كُنَّا فَاعِلِينَ ١٠٤
📖 თარგმანი
აია 104
იმ დღეს დავგრაგნით ზეცას ისე, როგორც გრაგნილებს წიგნისათვის. როგორც შევქმენით პირველი ქმნილება, ასევე აღვადგენთ მას [ადამიანს] ხელახლა, ჩვენი მხრიდან მიცემული აღთქმისამებრ.
وَلَقَدْ كَتَبْنَا فِي الزَّبُورِ مِن بَعْدِ الذِّكْرِ أَنَّ الْأَرْضَ يَرِثُهَا عِبَادِيَ الصَّالِحُونَ ١٠٥
📖 თარგმანი
აია 105
და უკვე ჩავწერეთ ჩვენ წერილებში [ყოველ წიგნში, რომელიც ადამიანებისთვის იქნა გარდმოვლენილი] შეხსენების შემდეგ [დედა-წიგნში, რომელიც ალლაჰთან იმყოფება], რომ მიწას დაიმკვიდრებენ ჩემი მართალი მონები.
إِنَّ فِي هَٰذَا لَبَلَاغًا لِّقَوْمٍ عَابِدِينَ ١٠٦
📖 თარგმანი
აია 106
ჭეშმარიტად, ამაში [ყურანში] უდავოდ არის გზავნილი თაყვანისმცემელი ხალხისათვის [ვინც თაყვანს სცემენ ალლაჰს].
وَمَا أَرْسَلْنَاكَ إِلَّا رَحْمَةً لِّلْعَالَمِينَ ١٠٧
📖 თარგმანი
აია 107
და ჩვენ გამოგგზავნეთ შენ [ო, მუჰამმად] მხოლოდ წყალობად სამყაროთათვის.
قُلْ إِنَّمَا يُوحَىٰ إِلَيَّ أَنَّمَا إِلَٰهُكُمْ إِلَٰهٌ وَاحِدٌ ۖ فَهَلْ أَنتُم مُّسْلِمُونَ ١٠٨
📖 თარგმანი
აია 108
უთხარი [ო, შუამავალო]: «ჭეშმარიტად, ჩემთან მოდის ღვთიური გამოცხადება, რომ თქვენი ღმერთი ერთადერთი ღმერთია (და ეს არის ალლაჰი]. ნუთუ არ იქნებით მორჩილნი მისი?»
فَإِن تَوَلَّوْا فَقُلْ آذَنتُكُمْ عَلَىٰ سَوَاءٍ ۖ وَإِنْ أَدْرِي أَقَرِيبٌ أَم بَعِيدٌ مَّا تُوعَدُونَ ١٠٩
📖 თარგმანი
აია 109
ხოლო თუ ისინი ზურგს შეაქცევენ [ალლაჰის მორჩილებას], მაშინ უთხარი მათ: «მე გადმოგეცით შეტყობინება [ის, რაც ალლაჰმა მიბრძანა] თანასწორად. და მე არ ვიცი ახლოა თუ შორს ის, რაც თქვენ აღგეთქვათ [სასჯელი]».
إِنَّهُ يَعْلَمُ الْجَهْرَ مِنَ الْقَوْلِ وَيَعْلَمُ مَا تَكْتُمُونَ ١١٠
📖 თარგმანი
აია 110
ჭეშმარიტად, მან [ალლაჰმა] იცის ხმამაღლა ნათქვამი [სიტყვები] და იცის ისიც, რასაც გულში მალავთ.
وَإِنْ أَدْرِي لَعَلَّهُ فِتْنَةٌ لَّكُمْ وَمَتَاعٌ إِلَىٰ حِينٍ ١١١
📖 თარგმანი
აია 111
და მე არ ვიცი, შესაძლოა ეს გამოცდაა [სასჯელის დაგვიანება, რასაც ასე ჩქარობთ] თქვენთვის და სარგებლობა განსაზღვრულ დრომდე.
قَالَ رَبِّ احْكُم بِالْحَقِّ ۗ وَرَبُّنَا الرَّحْمَٰنُ الْمُسْتَعَانُ عَلَىٰ مَا تَصِفُونَ ١١٢
📖 თარგმანი
აია 112
თქვა [შუამავალმა]: «უფალო ჩემო! განსაჯე ჭეშმარიტებით [ჩვენსა და ურწმუნოებს შორის]. და ჩვენი უფალი — მოწყალეა, რომლისგანაც ვითხოვთ დახმარებას ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც თქვენ, (ო, ურწმუნოებო), ცრუდ მიაწერთ».
წაკითხვა სურა ალ-ანბია ქართულად – თარგმანი და აუდიო
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers

