ალ-ჰაჯი · 7/78
თარგმანი გამოთქმა — ალ-ჰაჯი
وَأَنَّ السَّاعَةَ آتِيَةٌ لَّا رَيْبَ فِيهَا وَأَنَّ اللَّهَ يَبْعَثُ مَن فِي الْقُبُورِ ۝٧
Wa annas Saa`ata aatiya tul laa raiba feeha wa annal laaha yab`asuman fil quboor
📖 ქართული მნიშვნელობა
და რომ აღსასრულის ჟამი აუცილებლად დადგება — რომელშიც არ არსებობს ეჭვი! — და რომ ალლაჰი აღადგენს მათ, ვინც საფლავებშია [გამოიყვანს მათ აღდგომისთვის, ანგარიშისა და საზღაურისთვის].
🎧 მოსმენა

📜 აია 5-9 — ალ-ჰაჯი

5يَا أَيُّهَا النَّاسُ إِن كُنتُمْ فِي رَيْبٍ مِّنَ الْبَعْثِ فَإِنَّا خَلَقْنَاكُم مِّن تُرَابٍ ثُمَّ مِن نُّطْفَةٍ ثُمَّ مِنْ عَلَقَةٍ ثُمَّ مِن مُّضْغَةٍ مُّخَلَّقَةٍ وَغَيْرِ مُخَلَّقَةٍ لِّنُبَيِّنَ لَكُمْ ۚ وَنُقِرُّ فِي الْأَرْحَامِ مَا نَشَاءُ إِلَىٰ أَجَلٍ مُّسَمًّى ثُمَّ نُخْرِجُكُمْ طِفْلًا ثُمَّ لِتَبْلُغُوا أَشُدَّكُمْ ۖ وَمِنكُم مَّن يُتَوَفَّىٰ وَمِنكُم مَّن يُرَدُّ إِلَىٰ أَرْذَلِ الْعُمُرِ لِكَيْلَا يَعْلَمَ مِن بَعْدِ عِلْمٍ شَيْئًا ۚ وَتَرَى الْأَرْضَ هَامِدَةً فَإِذَا أَنزَلْنَا عَلَيْهَا الْمَاءَ اهْتَزَّتْ وَرَبَتْ وَأَنبَتَتْ مِن كُلِّ زَوْجٍ بَهِيجٍ
ო, ადამიანებო! თუ გეპარებათ ეჭვი აღდგომის შესახებ [იმაში, რომ ალლაჰი აღადგენს მკვდრებს], მაშ, იცოდეთ, რომ ნამდვილად ჩვენ შეგქმენით თქვენ [თქვენი მამა ადამი] მიწისაგან, შემდეგ კი [მისი შთამომავლობა] წვეთისგან [ნაყოფის წვეთოვანი სითხისგან], შემდეგ შედედებული სისხლისგან, შემდეგ ხორცის ნაჭრისგან — სრულად ფორმირებულის ან დაუმთავრებელი ნაყოფისგან — რათა განგიმარტოთ [ჩვენი ძალმოსილება და ადამიანის შექმნის ეტაპები]. ჩვენ [და არა ვინმე სხვა] ვდებთ [ნაყოფს] საშვილოსნოში, ვისაც გვსურს, განსაზღვრულ ვადამდე [დაბადებამდე]. შემდეგ გამოგვყავხართ დედის საშვილოსნოდან ჩვილებად. შემდეგ მიდიხართ სრულწლოვანებამდე. თქვენგან არიან ისეთები, ვინც გარდაიცვლებიან [სრულწლოვნამდე], და თქვენგან არიან ისეთებიც, ვინც იცოცხლებენ უკიდურეს სიბერემდე, ისე რომ არ დარჩებათ ცოდნა [იმისგან, რაც ადრე იცოდნენ]. და ხედავ მიწას უსიცოცხლოდ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვავლენთ მასზე წყალს, იგი იძვრის [იმით, რომ მასზე აღმოცენდება მცენარეები], ფუვდება და ამოიზრდება მასზე ყოველგვარი მშვენიერი [და სასარგებლო] წყვილი [მცენარეებისა].
6ذَٰلِكَ بِأَنَّ اللَّهَ هُوَ الْحَقُّ وَأَنَّهُ يُحْيِي الْمَوْتَىٰ وَأَنَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
ეს [აიათები, რომლებიც ალლაჰის ძლიერებას ეხება] მოწმობს იმაზე, რომ მხოლოდ ალლაჰია ჭეშმარიტი, და რომ მხოლოდ ის აცოცხლებს მკვდრებს, და მხოლოდ მას შესწევს ძალა ყოველივეზე.
7وَأَنَّ السَّاعَةَ آتِيَةٌ لَّا رَيْبَ فِيهَا وَأَنَّ اللَّهَ يَبْعَثُ مَن فِي الْقُبُورِ
და რომ აღსასრულის ჟამი აუცილებლად დადგება — რომელშიც არ არსებობს ეჭვი! — და რომ ალლაჰი აღადგენს მათ, ვინც საფლავებშია [გამოიყვანს მათ აღდგომისთვის, ანგარიშისა და საზღაურისთვის].
8وَمِنَ النَّاسِ مَن يُجَادِلُ فِي اللَّهِ بِغَيْرِ عِلْمٍ وَلَا هُدًى وَلَا كِتَابٍ مُّنِيرٍ
ადამიანებს შორის არის ისეთნიც [ურწმუნო], ვინც დავობს ალლაჰზე ყოველგვარი ცოდნის გარეშე, ყოველგვარი ხელმძღვანელობის გარეშე და ყოველგვარი გამანათლებელი წიგნის გარეშე [რომელშიც იქნებოდა ცხადი მტკიცებულებები].
9ثَانِيَ عِطْفِهِ لِيُضِلَّ عَن سَبِيلِ اللَّهِ ۖ لَهُ فِي الدُّنْيَا خِزْيٌ ۖ وَنُذِيقُهُ يَوْمَ الْقِيَامَةِ عَذَابَ الْحَرِيقِ
იგი ამაყად იბრუნებს გვერდს [სიამაყისა და ქედმაღლობის გამო], რათა აცდუნოს სხვა ადამიანები ალლაჰის გზიდან. მისთვის ამ წუთისოფელში დამცირებაა, ხოლო აღდგომის დღეს ვაგემებთ მას მწველი ცეცხლის სასჯელს.
ალ-ჰაჯიყურანის საძიებელი
78აია
MedinanRevelation
7აია

თარგმანი — ალ-ჰაჯი 7

სურა ალ-ჰაჯი აია 7 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და რომ აღსასრულის ჟამი აუცილებლად დადგება — რომელშიც არ არსებობს…

სურა აია 7/78 — ალ-ჰაჯი الحج (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ჰაჯი მოსმენა, ალ-ჰაჯი თარგმანი, ალ-ჰაჯი mp3, ალ-ჰაჯი pdf. აია 5–9. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers