📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 367
სურა აშ-შუარა

სურა აშ-შუარა

26:2
تِلۡكَ ءَايَٰتُ ٱلۡكِتَٰبِ ٱلۡمُبِينِ ٢
ესენი [რაც იკითხება] განმარტებული წიგნის [ყურანის] აიათებია.
26:3
لَعَلَّكَ بَٰخِعٌ نَّفۡسَكَ أَلَّا يَكُونُواْ مُؤۡمِنِينَ ٣
იქნებ შენ (ო, მოციქულო) შენი თავი დაღუპო მათზე დარდით, რადგან ისინი არ ირწმუნებენ.
26:4
إِن نَّشَأۡ نُنَزِّلۡ عَلَيۡهِم مِّنَ ٱلسَّمَآءِ ءَايَةً فَظَلَّتۡ أَعۡنَٰقُهُمۡ لَهَا خَٰضِعِينَ ٤
თუ ვინებებდით, გარდმოვავლენდით ზეციდან სასწაულს და მის წინაშე ქედს მოიხრიდნენ, მორჩილად.
26:5
وَمَا يَأۡتِيهِم مِّن ذِكۡرٍ مِّنَ ٱلرَّحۡمَٰنِ مُحۡدَثٍ إِلَّا كَانُواْ عَنۡهُ مُعۡرِضِينَ ٥
რა შეხსენებაც არ უნდა მიუვიდეთ [მრავალღმერთიანებს] მოწყალისაგან, მაინც ზურგს აქცევენ.
26:6
فَقَدۡ كَذَّبُواْ فَسَيَأۡتِيهِمۡ أَنۢبَٰٓؤُاْ مَا كَانُواْ بِهِۦ يَسۡتَهۡزِءُونَ ٦
[მრავალღმერთიანებმა] ცრუდ შერაცხეს [ყურანი] და მალე მიუვათ ამბავი იმაზე, რასაც დასცინოდნენ.
26:7
أَوَلَمۡ يَرَوۡاْ إِلَى ٱلۡأَرۡضِ كَمۡ أَنۢبَتۡنَا فِيهَا مِن كُلِّ زَوۡجٍ كَرِيمٍ ٧
ნუთუ მათ [ურწმუნოებს] არ დაუნახავთ დედამიწა, რამდენი ყოველი სახის მშვენიერი (და სასარგებლო) წყვილი [მცენარე] აღმოვაცენეთ მასზე?
26:8
إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَأٓيَةًۖ وَمَا كَانَ أَكۡثَرُهُم مُّؤۡمِنِينَ ٨
ჭეშმარიტად, ამაში არის სასწაული, მაგრამ მათგან უმეტესნი არ ირწმუნებენ.
26:9
وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ ٱلۡعَزِيزُ ٱلرَّحِيمُ ٩
და ჭეშმარიტად, შენი უფალი ნამდვილად დიდებული, შემწყალებელია.
26:10
وَإِذۡ نَادَىٰ رَبُّكَ مُوسَىٰٓ أَنِ ٱئۡتِ ٱلۡقَوۡمَ ٱلظَّٰلِمِينَ ١٠
და (გაიხსენე, ო, მოციქულო), როდესაც შენმა უფალმა მოუწოდა მუსას: «წადი იმ ხალხთან, რომლებიც უსამართლობას სჩადიან,
26:11
قَوۡمَ فِرۡعَوۡنَۚ أَلَا يَتَّقُونَ ١١
ფარაონის ხალხთან, ნუთუ არ შიშობენ ისინი [ალლაჰის სასჯელის]?»
26:12
قَالَ رَبِّ إِنِّيٓ أَخَافُ أَن يُكَذِّبُونِ ١٢
უთხრა [მუსამ]: «უფალო ჩემო, ვშიშობ, რომ ცრუდ შემრაცხავენ,
26:13
وَيَضِيقُ صَدۡرِي وَلَا يَنطَلِقُ لِسَانِي فَأَرۡسِلۡ إِلَىٰ هَٰرُونَ ١٣
და (ამის გამო) გული შემეკუმშება, ენა კი არ ამეხსნება [ვერ შევძლებ ლაპარაკს]. ამიტომ გაგზავნე (ანგელოზი ჯიბრილი) ჰარუნთან [რათა დამეხმაროს].
26:14
وَلَهُمۡ عَلَيَّ ذَنۢبٌ فَأَخَافُ أَن يَقۡتُلُونِ ١٤
და მათ ჩემზე აქვთ (მკვლელობის) ბრალდება [რადგან ერთი მათი კაცი მოვკალი], ამიტომ მეშინია, რომ მომკლავენ».
26:15
قَالَ كـَلَّاۖ فَٱذۡهَبَا بِـَٔايَٰتِنَآۖ إِنَّا مَعَكُم مُّسۡتَمِعُونَ ١٥
[ალლაჰმა] მიუგო: «სულაც არა [არ მოგკლავენ]. წადით ორივე ჩემი სასწაულებით. ჭეშმარიტად, ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით და ყველაფერს მოვისმენთ.
26:16
فَأۡتِيَا فِرۡعَوۡنَ فَقُولَآ إِنَّا رَسُولُ رَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ ١٦
მაშ, ორივენი წადით ფირაუნთან და უთხარით: «ჭეშმარიტად, ჩვენ სამყაროთა უფლის მოციქულები ვართ.
26:17
أَنۡ أَرۡسِلۡ مَعَنَا بَنِيٓ إِسۡرَٰٓءِيلَ ١٧
გამოუშვი ჩვენთან ერთად ისრაელის შთამომავალნი».
26:18
قَالَ أَلَمۡ نُرَبِّكَ فِينَا وَلِيدًا وَلَبِثۡتَ فِينَا مِنۡ عُمُرِكَ سِنِينَ ١٨
(ფირაუნმა) თქვა: «განა ჩვენ არ ვიზრუნეთ შენზე (ო, მუსა), როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყავი, და განა მრავალი წელი არ გაატარე ჩვენს შორის?
26:19
وَفَعَلۡتَ فَعۡلَتَكَ ٱلَّتِي فَعَلۡتَ وَأَنتَ مِنَ ٱلۡكَٰفِرِينَ ١٩
შენ კი გააკეთე ის, რაც გააკეთე [მოკალი ადამიანი], და შენ ერთ-ერთი უმადურთაგანი ხარ».
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Wednesday, August 26, 2026
Don't forget us in your sincere prayers







