📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 526
სურა ან-ნაჯმი

სურა ან-ნაჯმი

53:2
مَا ضَلَّ صَاحِبُكُمۡ وَمَا غَوَىٰ ٢
არც გზას ასცდენია თქვენი თანამგზავრი (მუჰამმადი) და არც შემცდარა.
53:4
إِنۡ هُوَ إِلَّا وَحۡيٌ يُوحَىٰ ٤
ეს [ყურანი] არაფერია, გარდა ალლაჰისგან შთაგონებული ზეშთაგონებისა.
53:9
فَكَانَ قَابَ قَوۡسَيۡنِ أَوۡ أَدۡنَىٰ ٩
და ის [ჯიბრილი] (მოციქულისგან) იყო ორი მშვილდის მანძილზე, ან კიდევ უფრო ახლოს.
53:10
فَأَوۡحَىٰٓ إِلَىٰ عَبۡدِهِۦ مَآ أَوۡحَىٰ ١٠
და შთააგონა (ჯიბრილმა) მის (ალლაჰის) მონას ის, რაც შთააგონა (ყურანი).
53:12
أَفَتُمَٰرُونَهُۥ عَلَىٰ مَا يَرَىٰ ١٢
ნუთუ მას ედავებით იმაზე, რასაც ხედავს? (რაც მან ზეცაში მოგზაურობისას დაინახა)
53:15
عِندَهَا جَنَّةُ ٱلۡمَأۡوَىٰٓ ١٥
მასთან არის (სამოთხის) მარადიული თავშესაფრის ბაღი (სამოთხე).
53:16
إِذۡ يَغۡشَى ٱلسِّدۡرَةَ مَا يَغۡشَىٰ ١٦
(და) აჰა, ლოტოსი (ალლაჰის ბრძანებით) დაფარა რაღაცამ (დიდებულმა, რასაც ალლაჰის გარდა ვერავინ აღწერს].
53:17
مَا زَاغَ ٱلۡبَصَرُ وَمَا طَغَىٰ ١٧
მის [მუჰამმადის] მზერას არ გადაუხვევია (არც მარცხნივ და არც მარჯვნივ) და არ გასცდენია საზღვრებს (იმისა, რაც ალლაჰმა უბრძანა დაენახა)
53:18
لَقَدۡ رَأَىٰ مِنۡ ءَايَٰتِ رَبِّهِ ٱلۡكُبۡرَىٰٓ ١٨
უეჭველად, მან იხილა თავისი უფლის უდიდესი სასწაულთაგანი.
53:21
أَلَكُمُ ٱلذَّكَرُ وَلَهُ ٱلۡأُنثَىٰ ٢١
განა თქვენთვის ვაჟი (შთამომავლობა), ხოლო მას [ალლაჰს] მდედრობითი სქესის (მიიჩნევთ), (ანგელოზებს ალლაჰის ქალიშვილებს რომ უწოდებთ)?
53:23
إِنۡ هِيَ إِلَّآ أَسۡمَآءٌ سَمَّيۡتُمُوهَآ أَنتُمۡ وَءَابَآؤُكُم مَّآ أَنزَلَ ٱللَّهُ بِهَا مِن سُلۡطَٰنٍۚ إِن يَتَّبِعُونَ إِلَّا ٱلظَّنَّ وَمَا تَهۡوَى ٱلۡأَنفُسُۖ وَلَقَدۡ جَآءَهُم مِّن رَّبِّهِمُ ٱلۡهُدَىٰٓ ٢٣
ისინი [ეს კერპები] მხოლოდ სახელებია, რომლებიც თქვენ და თქვენმა მამებმა დაარქვით. ალლაჰს არ მოუვლენია მათზე არანაირი მტკიცებულება. და ისინი მხოლოდ ვარაუდებსა და საკუთარი სულების სურვილებს მიჰყვებიან, მაშინ როცა მათ თავიანთი უფლისგან მოუვიდათ სწორი გზის ჩვენება.
53:24
أَمۡ لِلۡإِنسَٰنِ مَا تَمَنَّىٰ ٢٤
ნუთუ ადამიანს (მიეცემა) ყველაფერი, რასაც ისურვებს? (ცრუ ღმერთების შუამდგომლობა ალლაჰსა და ადამიანს შორის)?!
53:25
فَلِلَّهِ ٱلۡأٓخِرَةُ وَٱلۡأُولَىٰ ٢٥
(არა, არ მიეცემა მას) ჭეშმარიტად, ალლაჰს ეკუთვნის მარადიული ცხოვრება და პირველიც.
53:26
۞ وَكَم مِّن مَّلَكٍ فِي ٱلسَّمَٰوَٰتِ لَا تُغۡنِي شَفَٰعَتُهُمۡ شَيۡـًٔا إِلَّا مِنۢ بَعۡدِ أَن يَأۡذَنَ ٱللَّهُ لِمَن يَشَآءُ وَيَرۡضَىٰٓ ٢٦
და რამდენი ანგელოზია ზეცაში, რომელთა შუამდგომლობაც არაფრად გამოდგება, თუ ალლაჰი არ დაუშვებს (შუამდგომლობას) მათთვის, ვისთვისაც ის ინებებს და ვისითაც კმაყოფილია!
العربيةEnglishBahasa IndonesiaTürkçeРусскийفارسیFrançaisاردوবাংলাDeutschEspañol中文हिन्दीPortuguêsItalianoภาษาไทยPolskiNederlandsShqipKiswahiliO'zbekதமிழ்MelayuBosanskiSoomaaliAzərbaycanکوردی한국어日本語SvenskaDanskNorskپښتوമലയാളംසිංහලTamazightHausaአማርኛБългарскиТоҷикӣҚазақшаFilipinoسنڌيYorùbáFulfuldeТатарчаئۇيغۇرچەКыргызчаਪੰਜਾਬੀJawaతెలుగుမြန်မာગુજરાતીOromoमराठीTiếng ViệtMalagasyНохчийнWolofދިވެހިಕನ್ನಡУкраїнськаΕλληνικάქართულიខ្មែរدریQafar afMaranaoनेपाली
წმინდა ყურანი
Sunday, August 30, 2026
Don't forget us in your sincere prayers







