ალ-ანბია · 46/112
თარგმანი გამოთქმა — ალ-ანბია
وَلَئِن مَّسَّتْهُمْ نَفْحَةٌ مِّنْ عَذَابِ رَبِّكَ لَيَقُولُنَّ يَا وَيْلَنَا إِنَّا كُنَّا ظَالِمِينَ ۝٤٦
Wa la`im massat hum nafhatum min `azaabi Rabbika la yaqoolunna yaawailanaaa innnaa kunnaa zaalimeen
📖 ქართული მნიშვნელობა
და თუ შეეხება მათ [ურწმუნოებს] შენი უფლის სასჯელის სულ მცირე ნიავიც კი, ისინი უეჭველად იტყვიან: «ვაი ჩვენს თავს! ნამდვილად უსამართლონი ვიყავით». [საკუთარ თავს თვითონვე ვავნეთ მრავალღმერთიანობის ჩადენით]

🎧 მოსმენა


📜 აია 44-48 — ალ-ანბია

44بَلْ مَتَّعْنَا هَٰؤُلَاءِ وَآبَاءَهُمْ حَتَّىٰ طَالَ عَلَيْهِمُ الْعُمُرُ ۗ أَفَلَا يَرَوْنَ أَنَّا نَأْتِي الْأَرْضَ نَنقُصُهَا مِنْ أَطْرَافِهَا ۚ أَفَهُمُ الْغَالِبُونَ
დიახ! ჩვენ მივანიჭეთ ამათ [მექქელ მრავალღმერთიანებს] და მათ მამებს (ამქვეყნიური) წყალობა, ისე რომ გაუგრძელდათ ცხოვრება [და მოიტყუეს თავი საკუთარი სიმდიდრით, სიცოცხლითა და შთამომავლობით]. ნუთუ ვერ ხედავენ ისინი, რომ ჩვენ მოვდივართ ქვეყანაზე, ვაკლებთ მას კიდეებიდან? ნუთუ ისინი შეძლებენ გამარჯვებას?
45قُلْ إِنَّمَا أُنذِرُكُم بِالْوَحْيِ ۚ وَلَا يَسْمَعُ الصُّمُّ الدُّعَاءَ إِذَا مَا يُنذَرُونَ
უთხარი [ო, შუამავალო]: «მე მხოლოდ გამაფრთხილებელი გახლავართ თქვენთვის (სასჯელის შესახებ) გამოცხადებით (ალლაჰისგან) [არაფერს ვამბობ საკუთარი სურვილით]». მაგრამ არ ესმით მომწოდებლის მოწოდება ყრუ ხალხს, როცა აფრთხილებენ.
46وَلَئِن مَّسَّتْهُمْ نَفْحَةٌ مِّنْ عَذَابِ رَبِّكَ لَيَقُولُنَّ يَا وَيْلَنَا إِنَّا كُنَّا ظَالِمِينَ
და თუ შეეხება მათ [ურწმუნოებს] შენი უფლის სასჯელის სულ მცირე ნიავიც კი, ისინი უეჭველად იტყვიან: «ვაი ჩვენს თავს! ნამდვილად უსამართლონი ვიყავით». [საკუთარ თავს თვითონვე ვავნეთ მრავალღმერთიანობის ჩადენით]
47وَنَضَعُ الْمَوَازِينَ الْقِسْطَ لِيَوْمِ الْقِيَامَةِ فَلَا تُظْلَمُ نَفْسٌ شَيْئًا ۖ وَإِن كَانَ مِثْقَالَ حَبَّةٍ مِّنْ خَرْدَلٍ أَتَيْنَا بِهَا ۗ وَكَفَىٰ بِنَا حَاسِبِينَ
და ჩვენ განვაწესებთ სამსჯავროს დღისთვის სამართლიანობის სასწორებს, და არც ერთი სული არ დაიჩაგრება არაფერში [არ დააკლდება მის კეთილ საქმეს და არ დაემატება ცუდ საქმეებს], და თუ საქმე იქნება თუნდაც მდოგვის მარცვლის წონის, ჩვენ მოვიტანთ მას [ჩავთვლით მას]! და საკმარისნი ვართ ჩვენ, როგორც აღმრიცხველნი!
48وَلَقَدْ آتَيْنَا مُوسَىٰ وَهَارُونَ الْفُرْقَانَ وَضِيَاءً وَذِكْرًا لِّلْمُتَّقِينَ
და ჩვენ უკვე მივეცით [შუამავალ] მუსას და [მის ძმას] ჰარუნს განმასხვავებელი [თორა, რომელიც ჭეშმარიტებას და სიცრუეს ჰყოფს], და ნათელი [გზა], და შეგონება ღვთისმოშიშთათვის.
ალ-ანბიაყურანის საძიებელი
112აია
MeccanRevelation
46აია

თარგმანი — ალ-ანბია 46

სურა ალ-ანბია აია 46 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და თუ შეეხება მათ [ურწმუნოებს] შენი უფლის სასჯელის სულ მცირე…

სურა აია 46/112 — ალ-ანბია الأنبياء (Meccan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ანბია მოსმენა, ალ-ანბია თარგმანი, ალ-ანბია mp3, ალ-ანბია pdf. აია 44–48. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers