PDF —
112 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ანბია pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ანბია pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ანბია თარგმანი. სურა ალ-ანბია (Meccan) 112 აია.

← ტაჰასურა ალ-ანბია ალ-ჰაჯი →


112 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘ
21:1 ადამიანებს მიუახლოვდა ანგარიშსწორების ჟამი, ხოლო ისინი დაუდევრობაში იმყოფებიან და პირს იბრუნებენ [ჭეშმარიტებისგან].
ﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
21:2 როდესაც მათ (ურწმუნოებს) მოსდით ახალი შეგონება მათი უფლისგან [როცა მოჰყავთ ყურანის აიათი], ისინი უსმენენ მას მხოლოდ გულგრილად, დამცინავად.
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
21:3 მათი გულები დაუდევრობით აქვთ მოცული. და უსამართლოებმა [მრავალღმერთიანებმა] ფარულად მოილაპარაკეს: «განა ეს თქვენნაირი ადამიანი არ არის? მაშ, ნუთუ დაემორჩილებით ჯადოქრობას, როცა ამას თავად ხედავთ?»
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
21:4 თქვა [შუამავალმა]: «ჩემმა უფალმა იცის სიტყვა ცაში და მიწაზე [და იცის, რაზეც ფარულად საუბრობთ] და იგი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
21:5 თქვეს [ურწმუნოებმა]: «ეს მხოლოდ არეული სიზმრებია! დიახ, მან იგი შეთხზა! დიახ, ის პოეტია! მაშ, მოგვიტანოს სასწაული, როგორც ადრინდელი წინასწარმეტყველები იგზავნებოდნენ სასწაულებით!»
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
21:6 მათზე ადრე [მექქელი ურწმუნოების] არც ერთმა დასახლებამ, რომელიც ჩვენ დავღუპეთ, არ ირწმუნა, მიუხედავად იმისა, რომ მათ სასწაულები ეჩვენათ. მაშ, ნუთუ ესენი ირწმუნებენ, თუ მათაც მივცემთ იმას, რასაც ითხოვენ?
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
21:7 [ალლაჰი ამბობს პასუხად]: და არავინ წარგვიგზავნია შენზე უწინ [ო, მუჰამმად], გარდა მამაკაცებისა [ადამიანი და არა ანგელოზი], რომელთაც ზეშთავაგონეთ. თუ თქვენ არ იცით, ჰკითხეთ ცოდნის მქონეთ [ადამიანებს, რომელთაც ცოდნა აქვთ ადრე გარდმოვლენილი წიგნების შესახებ].
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
21:8 ჩვენ არ მიგვიცია მათთვის [წინა შუამავალთათვის] ისეთი სხეული, რომ ისინი არ ჭამდნენ საჭმელს, და ისინი არ ყოფილან უკვდავნი.
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
21:9 შემდეგ ჩვენ შევასრულეთ მათთვის [შუამავლებისა და მათი მიმდევრებისთვის] მიცემული აღთქმა — რომ მათ გადავარჩენდით და ნიშნების უარმყოფელებს დავღუპავდით. ასე გადავარჩინეთ ისინი და ისინიც, ვინც ვისურვეთ [ვინც ჭეშმარიტება ირწმუნა], ხოლო ზღვარგადასულნი დავღუპეთ.
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
21:10 ვფიცავ, გარდმოგივლინეთ თქვენ წიგნი [ყურანი], მასშია თქვენი ხსენება [დიდება]. ნუთუ არ შეიგნებთ?
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
21:11 რამდენი სოფელი გავანადგურეთ, რომელთა მცხოვრებნიც ბოროტმოქმედნი იყვნენ [არ ირწმუნეს ის, რაც ალლაჰმა გამოუგზავნა] და მათ შემდეგ სხვა ხალხი მოვავლინეთ მათ ადგილზე!
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
21:12 და როდესაც მათ [ურწმუნოებმა] იგრძნეს ჩვენი რისხვა, აჰა, ისინი გარბიან იქიდან [სოფლიდან]!
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮ
21:13 [და ეთქვა მათ დაცინვით]: «ნუ გაიქცევით, დაუბრუნდით მას, სადაც უხვად გქონდათ ნაბოძები, და თქვენს სახლებს, რამეთუ თქვენ განიკითხებით».
ﭯﭰﭱﭲﭳﭴ
21:14 [მათ აღიარეს თავიანთი ბოროტმოქმედება და] თქვეს: «ვაი ჩვენ, მართლაც რომ ჩვენ საკუთარ თავს ვავნეთ».
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
21:15 და არ შეწყვეტილა მათი ეს გოდება [თავიანთი ბოროტმოქმედების აღიარება], ვიდრე ისინი მომკილ ყანასავით არ ვაქციეთ და არ ჩავაქრეთ [არ დავღუპეთ].
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
21:16 და ჩვენ არ შეგვიქმნია ცა და მიწა და [ყველაფერი] რაც მათ შორისაა გართობისთვის.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
21:17 [დაე იცოდნენ მრავალღმერთიანებმა, რომ ალლაჰი შორსაა იმისგან, რომ მან აიყვანოს თავისთვის ცოლი ან შვილი] რომ გვდომებოდა გართობისთვის [ცოლი ან შვილი], უდავოდ ავირჩევდით მას ჩვენგანვე [ანგელოზთაგან ან სამოთხის ჰურიებისგან] [და არა თქვენგან], რომ საერთოდ გვდომებოდა ეს საქმე.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
21:18 დიახ! ჩვენ ვძლევთ სიცრუეს ჭეშმარიტებით, იგი მას ანადგურებს და ქრება. და თქვენ [ო, მრავალღმერთიანებო] კი სიმწარე იმისათვის, რასაც თხზავთ.
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
21:19 მას [ალლაჰს] ეკუთვნის, [ყველაფერი] რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, ხოლო ისინი, ვინც მის წინაშე არიან [ანგელოზები], არ თაკილობენ მის თაყვანისცემას და არც ამით იღლებიან [ისინი არასდროს წყვეტენ ალლაჰის ქებას].
ﮰﮱﯓﯔﯕﯖ
21:20 ისინი [ანგელოზები] ადიდებენ ალლაჰს დღითა და ღამით, არასოდეს იღლებიან [მისი ქებით].
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
21:21 ნუთუ მათ [მრავალღმერთიანებმა] დედამიწიდან [ოქროსგან, ქვისგან და სხვა მასალისგან] შექმნილი ღვთაებები აირჩიეს, რომლებსაც მკვდრების გაცოცხლება [აღდგენა] შეუძლიათ?
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
21:22 რომ ყოფილიყვნენ მათში [ცებსა და დედამიწაზე] ღვთაებები ალლაჰის გარდა, განადგურდებოდა [ცები და მიწა] ორივე მათგანი. 'არშის გამჩენი ალლაჰი [ის არის მისი შემოქმედი და მფლობელი], შორსაა იმისგან, რასაც მას მიაწერენ [ყველა სიცრუისა და ნაკლისგან].
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
21:23 მას [ალლაჰს] არ მოეკითხება იმის შესახებ, რასაც იგი აკეთებს, ხოლო მათ [მის ყველა გონიერ ქმნილებას] მოეკითხებათ თავიანთი საქმეების შესახებ.
ﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏ
21:24 ნუთუ მათ [მრავალღმერთიანებმა] დაიდგინეს ღვთაებები მის გარდა? უთხარი [ო, შუამავალო]: «მოიტანეთ თქვენი მტკიცებულება (იმაზე, რომ ალლაჰის გარდა ვინმეს ღვთაებად აღიარება შეიძლება)!» ეს არის [ყურანი] შეხსენება მათთვის, ვინც ჩემთან არის და შეხსენება მათთვის, ვინც ჩემზე უწინ იყო [თორა და ინჯილი]. თუმცა მათ უმრავლესობამ არ იცის ჭეშმარიტება და პირს იბრუნებენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
21:25 და არ გამოგვიგზავნია შენამდე [ო, მუჰამმად] არცერთი მოციქული, რომ არ ზეშთაგვეგონებინა მისთვის, რომ არ არსებობს არანაირი ღვთაება [რომელიც იმსახურებს თაყვანისცემას], გარდა ჩემისა [ალლაჰისა]. მაშ, მხოლოდ მე [ალლაჰს] მეთაყვანეთ!
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
21:26 და თქვეს [მრავალღმერთიანებმა]: «მოწყალემ თავისთვის შვილი აიყვანა!» წმინდაა ის! პირიქით, ისინი [ანგელოზები] პატივდებული მსახურნი არიან.
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
21:27 ისინი [ანგელოზები] სიტყვაში არ უსწრებენ მას [ალლაჰს] — ამბობენ მხოლოდ იმას, რასაც ალლაჰი უბრძანებს მათ. და ისინი მხოლოდ მისი ბრძანებით მოქმედებენ.
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
21:28 მან იცის, რაც მათ წინ აქვთ [ანგელოზებს] და რაც მათ უკან დარჩათ [მათი წარსული საქმეები], ისინი არ შუამდგომლობენ, გარდა იმისა, ვისითაც იგი [ალლაჰი] კმაყოფილია. და ისინი მის წინაშე შიშით ძრწიან.
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
21:29 ხოლო (თუ დავუშვებთ, რომ) რომელიმე მათგანი [ანგელოზთაგან] იტყვის: «ჭეშმარიტად, მე ვარ ღვთაება მის [ალლაჰის] გარდა», მაშინ მას ჯოჯოხეთით (გეენით) მივუზღავთ. ამგვარად ვსჯით უსამართლოებს.
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
21:30 ნუთუ ვერ ხედავენ ისინი, რომლებიც ურწმუნოებად იქცნენ, რომ ცანი და დედამიწა ერთ მთლიანობას წარმოადგენდნენ, ხოლო ჩვენ ისინი გავყავით [ცანი და დედამიწა] (და მოვაწყვეთ შვიდ ცად და შვიდ მიწად)? და ყოველი ცოცხალი არსება წყლისგან შევქმენით. ნუთუ არ ირწმუნებენ?!
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
21:31 და დავადგინეთ ქვეყანაზე მტკიცედ მდგომნი [მთები], რათა არ შეარყიოს ისინი [ხალხი], და დავადგინეთ მასზე [დედამიწაზე] გასასვლელი გზები. რათა ადამიანებმა იპოვონ სწორი გზა.
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠ
21:32 და ჩვენ დავადგინეთ ზეცა დამცავ სახურავად [დედამიწისთვის], ხოლო ისინი მასში არსებულ სასწაულებს [როგორებიცაა მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ღამისა და დღის ცვლა] ზურგს აქცევენ.
ﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
21:33 იგია [ალლაჰი], ვინც შექმნა ღამე და დღე, მზე და მთვარე. თითოეული მათგანი თავის ორბიტაზე დაცურავს.
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
21:34 ჩვენ არ დაგვიდგენია არც ერთი ადამიანისთვის შენამდე [ო, მუჰამმად] ამქვეყნიური უკვდავება. ნუთუ, შენ მოკვდები, და ისინი კი უკვდავნი იქნებიან?!
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
21:35 ყოველი [ქმნილება] სული [ყოველი ადამიანი, ჯინი, ანგელოზი, ცხოველი და სხვა] იგემებს სიკვდილს, და ჩვენ გცდით სიავითა და სიკეთით. და ჩვენთან იქნებით დაბრუნებულნი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
21:36 და როცა გხედავენ შენ [ო, შუამავალო] ისინი, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი, მასხრად გიგდებენ: «ნუთუ ეს არის ის [ადამიანი], ვინც თქვენს ღმერთებს ახსენებს [ცუდად]?» სწორედ ისინი არიან მოწყალის ხსენების უარმყოფელნი.
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
21:37 ადამიანი შეიქმნა სულსწრაფი [მას ახასიათებს სიჩქარე და მოუთმენლობა]. მე გაჩვენებთ თქვენ ჩემს სასწაულებს. ასე რომ ნუ დააჩქარებთ [სასჯელს].
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
21:38 [ურწმუნონი] [დასცინიან დაპირებაზე სასჯელის შესახებ] და ამბობენ: «როდის აღსრულდება ეს დაპირება, თუკი მართალს ამბობთ?»
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
21:39 ნეტავ, რომ იცოდნენ ურწმუნოებმა, რომ აუცილებლად დადგება ის ჟამი, როცა ისინი ვერ აიცილებენ ცეცხლის [ჯოჯოხეთის] შეხებას თავებიდან და ზურგებიდან და ვერავინ შეძლებს მათ დახმარებას.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
21:40 დიახ, ნამდვილად მოვა იგი [განკითხვის დღე] მათზე სრულიად მოულოდნელად ისე, რომ ისინი გაოგნდებიან. ვერ შეძლებენ მის აცილებას და არც გადაუვადდებათ.
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
21:41 უეჭველად, შენზე ადრეც აიგდეს მასხრად შუამავლები, შემდეგ ვინც მათ დასცინოდნენ, იმითვე იქმნენ შეპყრობილი, რის გამოც დასცინოდნენ.
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
21:42 უთხარი [ო, შუამავალო]: «ვინ გიცავთ თქვენ ღამითა თუ დღისით მოწყალისაგან [ალლაჰის სასჯელისგან]?» - პირიქით, ისინი თავისი ღმერთის ხსენებას ზურგს აქცევენ.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
21:43 ნუთუ მათ ჰყავთ ღმერთები, რომლებიც დაიცავენ მათ ჩვენგან? ვერ შესწევთ ძალა [ამ კერპებს] თავიანთი თავის დასაცავადაც კი, და არც მათ ექნებათ ხსნა ჩვენგან [ჩვენი სასჯელისგან].
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
21:44 დიახ! ჩვენ მივანიჭეთ ამათ [მექქელ მრავალღმერთიანებს] და მათ მამებს (ამქვეყნიური) წყალობა, ისე რომ გაუგრძელდათ ცხოვრება [და მოიტყუეს თავი საკუთარი სიმდიდრით, სიცოცხლითა და შთამომავლობით]. ნუთუ ვერ ხედავენ ისინი, რომ ჩვენ მოვდივართ ქვეყანაზე, ვაკლებთ მას კიდეებიდან? ნუთუ ისინი შეძლებენ გამარჯვებას?
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
21:45 უთხარი [ო, შუამავალო]: «მე მხოლოდ გამაფრთხილებელი გახლავართ თქვენთვის (სასჯელის შესახებ) გამოცხადებით (ალლაჰისგან) [არაფერს ვამბობ საკუთარი სურვილით]». მაგრამ არ ესმით მომწოდებლის მოწოდება ყრუ ხალხს, როცა აფრთხილებენ.
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
21:46 და თუ შეეხება მათ [ურწმუნოებს] შენი უფლის სასჯელის სულ მცირე ნიავიც კი, ისინი უეჭველად იტყვიან: «ვაი ჩვენს თავს! ნამდვილად უსამართლონი ვიყავით». [საკუთარ თავს თვითონვე ვავნეთ მრავალღმერთიანობის ჩადენით]
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
21:47 და ჩვენ განვაწესებთ სამსჯავროს დღისთვის სამართლიანობის სასწორებს, და არც ერთი სული არ დაიჩაგრება არაფერში [არ დააკლდება მის კეთილ საქმეს და არ დაემატება ცუდ საქმეებს], და თუ საქმე იქნება თუნდაც მდოგვის მარცვლის წონის, ჩვენ მოვიტანთ მას [ჩავთვლით მას]! და საკმარისნი ვართ ჩვენ, როგორც აღმრიცხველნი!
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
21:48 და ჩვენ უკვე მივეცით [შუამავალ] მუსას და [მის ძმას] ჰარუნს განმასხვავებელი [თორა, რომელიც ჭეშმარიტებას და სიცრუეს ჰყოფს], და ნათელი [გზა], და შეგონება ღვთისმოშიშთათვის.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
21:49 რომელთაც ეშინიათ თავიანთი უფლის ფარულად, და სწორედ ისინი არიან მოშიშნი იმ საათის [რომელიც დადგება განკითხვის დღეს].
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
21:50 ეს კი დალოცვილი შეხსენებაა [ყურანი, რომელიც სავსეა სიკეთითა და სარგებლით], რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ. ნუთუ თქვენ უარყოფთ მას?
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
21:51 და ჭეშმარიტად, ვუბოძეთ [შუამავალ] იბრაჰიმს უწინ სწორი გზა და ვიყავით მისი მცოდნენი [რომ იგი ამისთვის შესაფერისია].
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
21:52 აი, როცა უთხრა [იბრაჰიმმა] თავის მამას [აზარს] და თავის ხალხს: «რა არის ეს ქანდაკებები, რომლებსაც თქვენ თვითონ ამზადებთ და შემდეგ გულმოდგინეთ ეთაყვანებით მათ?»
ﯔﯕﯖﯗﯘﯙ
21:53 მათ უპასუხეს: «ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი მამები მათ [ამ ქანდაკებებს] ეთაყვანებოდნენ, და ჩვენც მივყვებით მათ გზას».
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
21:54 უთხრა [იბრაჰიმმა]: «ნამდვილად, თქვენც და თქვენი მამებიც ცხადი გზააბნეულობაში იმყოფებით». [როდესაც ამ კერპებს ეთაყვანებით]
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
21:55 მათ უთხრეს: «შენ [ო, იბრაჰიმ] ჭეშმარიტებით მოხვედი ჩვენთან, თუ ერთ-ერთი მოთამაშეთაგანი ხარ?»
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
21:56 მან [იბრაჰიმმა] უთხრა: «პირიქით! თქვენი უფალი არის ცათა და ქვეყნის უფალი, რომელმაც ისინი შექმნა, და მე ვარ ერთ-ერთი იმათგან, ვინც ამაზე მტკიცედ მიუთითებს».
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
21:57 [იბრაჰიმმა თავისთვის თქვა]: «ვფიცავ ალლაჰს, უეჭველად განვახორციელებ ჩაფიქრებულ გეგმას თქვენი კერპების წინააღმდეგ [დავამტვრევ მათ], იმის შემდეგ, რაც თქვენ ზურგს აქცევთ და წახვალთ [როცა კერპებთან აღარავინ დარჩება]».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙ
21:58 შემდეგ მან [იბრაჰიმმა] დაამტვრია ისინი [კერპები] ნამსხვრევებად, გარდა მათი მთავარი კერპისა, რათა მათ მასთან დაბრუნება მოინდომონ [და მან აუხსნას მათ თავიანთი გზააბნეულობა და მოუწოდოს ჭეშმარიტი რწმენისაკენ].
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
21:59 [როდესაც ხალხი დაბრუნდა და დაინახა, რომ მათი კერპები დამტვრეული იყო] მათ თქვეს: «ვინ გაუკეთა ეს ჩვენს ღმერთებს? ჭეშმარიტად [ ვინც ეს ჩაიდინა მან ბოროტად იმოქმედა] და ის უსამართლოთაგანია».
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
21:60 მათ თქვეს: «გავიგონეთ, როგორ ახსენებდა მათ [კერპებს] ერთი ახალგაზრდა, რომელსაც იბრაჰიმი ჰქვია».
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
21:61 მათმა წინამძღოლებმა თქვეს: «მოიყვანეთ იგი [იბრაჰიმი] ხალხის წინაშე, რათა ისინი მოწმეები იყვნენ [იმის, რაც იბრაჰიმმა თქვა მათი კერპების შესახებ]».
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
21:62 მათ უთხრეს: «შენ ჩაიდინე ეს ჩვენი ღვთაებების მიმართ, ო, იბრაჰიმი?»
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
21:63 იბრაჰიმმა თქვა: «პირიქით, ეს საქმე გააკეთა მათგან მთავარმა (კერპმა). ჰკითხეთ მათ, თუ ისინი მეტყველებენ».
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
21:64 და ისინი [ხალხი] საკუთარ თავში ჩაფიქრდნენ [დაფიქრდნენ] და თქვეს: «ჭეშმარიტად, სწორედ თქვენ ხართ უსამართლონი [ცოდვილნი], რადგან თაყვანს სცემდით იმას, რასაც ლაპარაკიც კი არ შეუძლია».
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
21:65 მერე მათ თავიანთი თავებით გადაბრუნებულნი გახდნენ [ანუ, სიმართლის აღიარების შემდეგ კვლავ მახინჯ ტყუილში დაბრუნდნენ] და თქვეს: «[როგორ ვკითხოთ მათ]? ნუთუ შენ [ო, იბრაჰიმ] არ იცოდი, რომ ესენი არ მეტყველებენ?»
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
21:66 მან [იბრაჰიმმა] თქვა: «ნუთუ თქვენ თაყვანს სცემთ ალლაჰის გარდა იმას, რასაც ვერანაირი სარგებელი ვერ მოაქვს თქვენთვის და ვერც ვერანაირ ზიანს მოგაყენებთ [თუნდაც არ სცემდეთ თაყვანს]?
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
21:67 ფუი, თქვენ და იმ [კერპებს], რასაც ეთაყვანებით მაგიერ ალლაჰისა! ნუთუ არ დაფიქრდებით [იმაზე, თუ რამდენად ცუდია ის, რასაც აკეთებთ]?»
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
21:68 მათ [ხალხმა] თქვეს (ერთმანეთში): «დაწვით იგი [იბრაჰიმი] და დაეხმარეთ თქვენს ღმერთებს, თუ უკვე მოქმედებთ!» [და მათ ჩააგდეს იბრაჰიმი უზარმაზარ კოცონში, მაგრამ ალლაჰი დაეხმარა თავის მოციქულს]
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
21:69 ჩვენ ვთქვით: «ჰე, ცეცხლო! იყავი გრილი და მშვიდობიანი [უსაფრთხო] იბრაჰიმისთვის! [და იბრაჰიმი იმყოფებოდა ცეცხლში ყოველგვარი ზიანისა და დისკომფორტის გარეშე, შემდეგ კი ალლაჰმა გამოიყვანა იგი იქიდან]
ﯟﯠﯡﯢﯣﯤ
21:70 და მათ სურდათ იბრაჰიმის წინააღმდეგ ხრიკი [დაეწვათ ცეცხლში], მაგრამ ჩვენ მათ განვაცდევინეთ მძიმე მარცხი.
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
21:71 და ჩვენ გადავარჩინეთ ის [იბრაჰიმი] [მეფე ნამრუდისა და მისი ხალხისგან] და ლუტი [რომელიც იყო შუამავალი იბრაჰიმის ძმის შვილი და მასთან ერთად ირწმუნა] მიწაზე, რომელიც დავლოცეთ მთელი სამყაროებისთვის .
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
21:72 და ვუბოძეთ მას [შუამავალ იბრაჰიმს] ისჰაყი და ია'ყუბი, როგორც დამატება [დამატებითი წყალობა], და ყოველი მათგანი ვჰქმენით მორჩილი და კეთილმოქმედი [სამართლიანი და ღვთისმოშიში].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
21:73 და დავადგინეთ ისინი [შუამავლები: იბრაჰიმი, ისჰაყი და ია'ყუბი] წინამღძოლებად, რომელნიც სწორი გზით მიდიოდნენ ჩვენი ბრძანებით, და ზეშთავაგონეთ, რომ სიკეთე ეკეთებინათ, ელოცათ, ზექათი გაეცათ და ისინი მხოლოდ ჩემი თაყვანისმცემელნი იყვნენ.
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
21:74 და [შუამავალ] ლუტს ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა [ალლაჰზე და მის კანონზე] და ვიხსენით იმ სოფლისაგან [სოდომისგან], [ხალხი] რომელიც სისაძაგლეს აკეთებდა [მამათმავლობას ეწეოდნენ]. ჭეშმარიტად, ისინი იყვნენ უზნეო და ურჩი ხალხი.
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
21:75 ჩვენ შევიყვანეთ იგი [შუამავალი ლუტი] ჩვენს მოწყალებაში [გადავარჩინეთ იმ სასჯელისგან, რაც მოევლინა მის ხალხს], რადგან იგი მართალთაგანი იყო.
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
21:76 და [გაიხსენე, ო, შუამავალო] ნუჰი/ნოე, როგორ მოუხმო [ალლაჰს] ადრე [იბრაჰიმამდე]: «[ნამდვილად, მე დავმარცხდი! მაშ, შემეწიე!]» ვუპასუხეთ მას, და გადავარჩინეთ იგი და მისი ოჯახი [ცოლისა და ერთი შვილის გარდა] დიდი მწუხარებისაგან [ალლაჰის სასჯელისაგან].
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
21:77 და ჩვენ შევეწიეთ მას [შუამავალ ნუჰს] იმ ხალხისგან, ვინც უარყო ჩვენი სასწაულები. მართლაც, ისინი ცუდი ხალხი იყო, და ჩვენ ყველა დავახრჩეთ [წყალდიდობით].
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
21:78 და [გაიხსენე] [ო, შუამავალო] [შუამავლები] დაუდი და სულეიმანი, როცა მათ განაჩენი გამოიტანეს ყანის შესახებ , რომელიც წაახდინა ხალხის საქონელმა. და ჩვენ მოწმენი ვიყავით მათი განაჩენისა.
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
21:79 ჩვენ ზეშთავაგონეთ ეს [სამართლიანი გადაწყვეტა] სულაიმანს [რათა დაცულიყო ორივე მხარის ინტერესები სამართლიანად]. და თითოეულს მათგან [დაუდსაც და სულეიმანსაც] ვუბოძეთ სიბრძნე და ცოდნა. და დაუდს დავუმორჩილეთ მთები, რათა ედიდებინათ [ალლაჰი] მასთან ერთად, ასევე ფრინველები და ჩვენ ვიყავით ისინი, ვინც ეს აღასრულა.
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
21:80 და ვასწავლეთ [ შუამავალ დაუდს] აბჯრის გაკეთება თქვენთვის, რათა დაეცავით [ო, ადამიანნო] მისით საფრთხისაგან და, ნუთუ თქვენ (მაინც) არ ხართ მადლიერნი?!
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
21:81 და სულაიმანს დავუმორჩილეთ ძლიერი ქარი [რომელიც ემსახურებოდა მას], რომელიც დაქროდა მისი [სულაიმანის] ბრძანებით იმ მიწისკენ, რომელშიც ჩვენ დავლოცეთ [შამისკენ]. და ჩვენ ყოველივეს შესახებ ვიცით.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
21:82 და ასევე [ჩვენ დავუმორჩილეთ სულაიმანს] ეშმაკებისგან ისეთები, ვინც ყვინთავდა მისთვის და ასრულებდნენ ამის გარდა სხვა საქმეებსაც. და ჩვენ ვართ მათი დამცველნი.
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
21:83 და [გაიხსენე] [ო, შუამავალო] [შუამავალი] აიუბი, რომელმაც მოუხმო თავის უფალს: «უეჭველად, მე მეწია უბედურება და შენა ხარ [ო, ალლაჰ] მოწყალეთაგან უმოწყალესი».
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
21:84 და ჩვენ ვუპასუხეთ მას [აიუბს] მის ვედრებაზე, მოვაშორეთ ის განსაცდელი და ტანჯვა, რომელიც მას დაატყდა თავს, და კვლავ ვუბოძეთ მისი ოჯახი. და მივეცით მას იმდენივე კიდევ მათთან ერთად [ანუ ოჯახთან ერთად იმდენივე დამატებით], ჩვენი წყალობითა და მოწყალებით. და ეს იქცა შეხსენებად და მაგალითად თაყვანისმცემელთათვის.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
21:85 და [შუამავლები] ისმაილი, იდრისი და ზულ-ქიფლი - ყველანი [ისინი] მომთმენთაგანი იყვნენ.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
21:86 და ჩვენ შევიყვანეთ ისინი ჩვენს წყალობაში, ჭეშმარიტად, ისინი მართალთაგანი იყვნენ.
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
21:87 და გაიხსენე (ო, მოციქულო ) ზუნ-ნუნი (იუნუსი) . როცა წავიდა მათგან განრისხებული. მას ეგონა, რომ ჩვენ მას არ მოვთხოვდით პასუხს [არ დავსჯიდით ამ საქციელის გამო]. (შემდეგ, როდესაც ზღვას კვეთდა, წყალში აღმოჩნდა და ვეშაპმა შთანთქა იგი). მაშინ მან თავის უფალს მოუხმო სიბნელეებში: «არ არსებობს ღვთაება, თაყვანისცემის ღირსი, გარდა შენისა! შენ ხარ ყოვლადწმინდა, ო, ალლაჰო! ჭეშმარიტად, მე უსამართლოთა [ცოდვილთა] რიცხვში აღმოვჩნდი».
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
21:88 და ჩვენ ვუპასუხეთ მას [იუნუსს] [მის ვედრებაზე] და ვიხსენით იგი ამ მწუხარებისგან. და აი, ასე ვიხსნით მორწმუნეებს.
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
21:89 და [შუამავალი] ზაქარია, როგორ მოუხმო მან თავის უფალს [როდესაც უკვე სიბერეს მიაღწია], ვედრებით: «უფალო ჩემო, ნუ დამტოვებ მარტო , რადგან შენ ხარ საუკეთესო მემკვიდრეობის მომცემი».
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
21:90 და ჩვენ ვუპასუხეთ მას [ზაქარიას] [მის ვედრებაზე] და ვუბოძეთ მას [სიბერეში] შვილი იაჰია/იოანე. და შევქმენით მისთვის მისი ცოლი შესაფერისად [შესაძლებლად იმისთვის, რომ ეშვა შვილი], მას შემდეგ, რაც იგი იყო უშვილო. ნამდვილად, ისინი ისწრაფებოდნენ კეთილი საქმეებისკენ, და გვევედრებოდნენ იმედით [ჩვენგან მისაღებ საზღაურზე] და შიშით [ჩვენი სასჯელის მიმართ], და იყვნენ ჩვენდამი მოკრძალებულნი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
21:91 და ის [მარიამი, შუამავალი ისას დედა], რომელმაც დაიცვა თავისი სიწმინდე [მის სხეულს არ შეხებია არც ერთი მამაკაცი]. და ჩვენ [გავუგზავნეთ მას ანგელოზი ჯიბრილი და] ჩავბერეთ მასში ჩვენი სულიდან [რომელიც მოიტანა ჯიბრილმა]. და ჩვენ ვაქცევთ მას [მარიამს] და მის შვილს ['ისას] სასწაულად სამყაროთა ხალხთათვის.
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
21:92 ჭეშმარიტად, ეს არის თქვენი თემი, [სარწმუნოება] ერთი საერთო თემი [სარწმუნოება ყველა წინასწარმეტყველისა ერთია]. და მე ვარ თქვენი უფალი [ო, ადამიანნო], და მხოლოდ მე მეთაყვანეთ!
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
21:93 ხოლო ისინი [ადამიანები] დაიყვნენ თავიანთ საქმეში [გაიყვნენ სარწმუნოებაში] [როდესაც გამოიგონეს სხვადასხვა ცრუ რწმენა და გადაუხვიეს ერთღმერთობას] და თითოეული მათგანი ჩვენ დაგვიბრუნდება.
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
21:94 და ვინც გააკეთებს კეთილ საქმეს და მორწმუნე იყო, მისი საქმე არ იქნება უარყოფილი, და ამას ვიწერთ მისთვის.
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
21:95 და აკრძალულია იმ სოფლისათვის, რომელიც გავანადგურეთ [მათი ურწმუნოების და ბოროტების გამო], რომ დაბრუნდნენ.
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
21:96 და როდესაც გაიხსნება [ბარიერი, რომლის უკანაც იმყოფებიან ორი ხალხი] იაჯუჯი და მაჯუჯი, და ისინი ყველა ფერდობიდან თავს დაესხმიან [და სწრაფად გავრცელდებიან მთელ დედამიწაზე].
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
21:97 და მოახლოვდა ჭეშმარიტი აღთქმა [აღსასრულის დღე], და აჰა, გაშეშდება იმათ მზერა, ვინც ურწმუნო იყო. (მაშინ ისინი იტყვიან:) «ვაი ჩვენ! ჩვენ ამის მიმართ [აღსასრულის დღის მიმართ] დაუდევარნი და უყურადღებონი ვიყავით და მისთვის არ ვემზადებოდით. არა, ჩვენ მართლაც უსამართლონი ვიყავით!»
ﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
21:98 ჭეშმარიტად, თქვენ [ო, ურწმუნოებო] და [ყველაფერი], რასაც თქვენ თაყვანს სცემთ ალლაჰის გარდა, ეს – ქვების [რომელნიც გახდებიან საწვავი] ჯოჯოხეთისთვის, და თქვენც მისკენ მიდიხართ.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
21:99 თუ ესენი [ისინი, ვისაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებოდნენ] მართლაც ღვთაებები იქნებოდნენ, მაშინ ისინი მასში [ჯოჯოხეთში] არ შევიდოდნენ. მაგრამ ყველა მათგანი — როგორც კერპთაყვანისმცემლები, ისე მათი ცრუ ღვთაებები — მასში [ჯოჯოხეთში] სამუდამოდ დარჩებიან.
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
21:100 მათთვის მასში იქნება კვნესა [ტანჯვისგან გამოწვეული], და ისინი მასში ვერაფერს გაიგონებენ.
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
21:101 ჭეშმარიტად, ისინი, ვისაც უწინ ჩვენგან სიკეთე ერგოთ, მოშორებულნი არიან მისგან [ჯოჯოხეთისგან].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
21:102 ისინი [სამოთხის მკვიდრნი] ვერც კი გაიგონებენ მის [ჯოჯოხეთის] უმცირეს ხმაურსაც კი, და ისინი მარადიულად დარჩებიან იმ ნეტარებაში, რასაც მათი სულები ინატრებენ და ისურვებენ.
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
21:103 არ დაამწუხრებთ მათ უდიდესი შიში, არამედ მიეგებებიან მათ ანგელოზები [სასიხარულო ამბით]: «ეს არის თქვენი დღე, რომელიც აღთქმული გქონდათ [ალლაჰისგან]».
ﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
21:104 იმ დღეს დავგრაგნით ზეცას ისე, როგორც გრაგნილებს წიგნისათვის. როგორც შევქმენით პირველი ქმნილება, ასევე აღვადგენთ მას [ადამიანს] ხელახლა, ჩვენი მხრიდან მიცემული აღთქმისამებრ.
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
21:105 და უკვე ჩავწერეთ ჩვენ წერილებში [ყოველ წიგნში, რომელიც ადამიანებისთვის იქნა გარდმოვლენილი] შეხსენების შემდეგ [დედა-წიგნში, რომელიც ალლაჰთან იმყოფება], რომ მიწას დაიმკვიდრებენ ჩემი მართალი მონები.
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
21:106 ჭეშმარიტად, ამაში [ყურანში] უდავოდ არის გზავნილი თაყვანისმცემელი ხალხისათვის [ვინც თაყვანს სცემენ ალლაჰს].
ﮐﮑﮒﮓﮔﮕ
21:107 და ჩვენ გამოგგზავნეთ შენ [ო, მუჰამმად] მხოლოდ წყალობად სამყაროთათვის.
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
21:108 უთხარი [ო, შუამავალო]: «ჭეშმარიტად, ჩემთან მოდის ღვთიური გამოცხადება, რომ თქვენი ღმერთი ერთადერთი ღმერთია (და ეს არის ალლაჰი]. ნუთუ არ იქნებით მორჩილნი მისი?»
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
21:109 ხოლო თუ ისინი ზურგს შეაქცევენ [ალლაჰის მორჩილებას], მაშინ უთხარი მათ: «მე გადმოგეცით შეტყობინება [ის, რაც ალლაჰმა მიბრძანა] თანასწორად. და მე არ ვიცი ახლოა თუ შორს ის, რაც თქვენ აღგეთქვათ [სასჯელი]».
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
21:110 ჭეშმარიტად, მან [ალლაჰმა] იცის ხმამაღლა ნათქვამი [სიტყვები] და იცის ისიც, რასაც გულში მალავთ.
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
21:111 და მე არ ვიცი, შესაძლოა ეს გამოცდაა [სასჯელის დაგვიანება, რასაც ასე ჩქარობთ] თქვენთვის და სარგებლობა განსაზღვრულ დრომდე.
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
21:112 თქვა [შუამავალმა]: «უფალო ჩემო! განსაჯე ჭეშმარიტებით [ჩვენსა და ურწმუნოებს შორის]. და ჩვენი უფალი — მოწყალეა, რომლისგანაც ვითხოვთ დახმარებას ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც თქვენ, (ო, ურწმუნოებო), ცრუდ მიაწერთ».

წმინდა ყურანი


Wednesday, September 9, 2026

Don't forget us in your sincere prayers