📖 0/604 წაკითხული გვერდები
📄 371
وَٱجۡعَل لِّي لِسَانَ صِدۡقٍ فِي ٱلۡأٓخِرِينَ  ۝٨٤ وَٱجۡعَلۡنِي مِن وَرَثَةِ جَنَّةِ ٱلنَّعِيمِ  ۝٨٥ وَٱغۡفِرۡ لِأَبِيٓ إِنَّهُۥ كَانَ مِنَ ٱلضَّآلِّينَ  ۝٨٦ وَلَا تُخۡزِنِي يَوۡمَ يُبۡعَثُونَ  ۝٨٧ يَوۡمَ لَا يَنفَعُ مَالٌ وَلَا بَنُونَ  ۝٨٨ إِلَّا مَنۡ أَتَى ٱللَّهَ بِقَلۡبٍ سَلِيمٍ  ۝٨٩ وَأُزۡلِفَتِ ٱلۡجَنَّةُ لِلۡمُتَّقِينَ  ۝٩٠ وَبُرِّزَتِ ٱلۡجَحِيمُ لِلۡغَاوِينَ  ۝٩١ وَقِيلَ لَهُمۡ أَيۡنَ مَا كُنتُمۡ تَعۡبُدُونَ  ۝٩٢ مِن دُونِ ٱللَّهِ هَلۡ يَنصُرُونَكُمۡ أَوۡ يَنتَصِرُونَ  ۝٩٣ فَكُبۡكِبُواْ فِيهَا هُمۡ وَٱلۡغَاوُۥنَ  ۝٩٤ وَجُنُودُ إِبۡلِيسَ أَجۡمَعُونَ  ۝٩٥ قَالُواْ وَهُمۡ فِيهَا يَخۡتَصِمُونَ  ۝٩٦ تَٱللَّهِ إِن كُنَّا لَفِي ضَلَٰلٍ مُّبِينٍ  ۝٩٧ إِذۡ نُسَوِّيكُم بِرَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ  ۝٩٨ وَمَآ أَضَلَّنَآ إِلَّا ٱلۡمُجۡرِمُونَ  ۝٩٩ فَمَا لَنَا مِن شَٰفِعِينَ  ۝١٠٠ وَلَا صَدِيقٍ حَمِيمٍ  ۝١٠١ فَلَوۡ أَنَّ لَنَا كَرَّةً فَنَكُونَ مِنَ ٱلۡمُؤۡمِنِينَ  ۝١٠٢ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَأٓيَةًۖ وَمَا كَانَ أَكۡثَرُهُم مُّؤۡمِنِينَ  ۝١٠٣ وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ ٱلۡعَزِيزُ ٱلرَّحِيمُ  ۝١٠٤ كَذَّبَتۡ قَوۡمُ نُوحٍ ٱلۡمُرۡسَلِينَ  ۝١٠٥ إِذۡ قَالَ لَهُمۡ أَخُوهُمۡ نُوحٌ أَلَا تَتَّقُونَ  ۝١٠٦ إِنِّي لَكُمۡ رَسُولٌ أَمِينٌ  ۝١٠٧ فَٱتَّقُواْ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ  ۝١٠٨ وَمَآ أَسۡـَٔلُكُمۡ عَلَيۡهِ مِنۡ أَجۡرٍۖ إِنۡ أَجۡرِيَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ  ۝١٠٩ فَٱتَّقُواْ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ  ۝١١٠ ۞ قَالُوٓاْ أَنُؤۡمِنُ لَكَ وَٱتَّبَعَكَ ٱلۡأَرۡذَلُونَ  ۝١١١
26:84
وَٱجۡعَل لِّي لِسَانَ صِدۡقٍ فِي ٱلۡأٓخِرِينَ  ۝٨٤
და დამიმკვიდრე ჭეშმარიტი (კეთილი) ხსენება მომავალ თაობებში,
26:85
وَٱجۡعَلۡنِي مِن وَرَثَةِ جَنَّةِ ٱلنَّعِيمِ  ۝٨٥
და გამხადე ნეტარების სამოთხის მემკვიდრეთა შორის,
26:86
وَٱغۡفِرۡ لِأَبِيٓ إِنَّهُۥ كَانَ مِنَ ٱلضَّآلِّينَ  ۝٨٦
და მიუტევე მამაჩემს, რადგან იგი გზააბნეულთა შორის იყო,
26:87
وَلَا تُخۡزِنِي يَوۡمَ يُبۡعَثُونَ  ۝٨٧
და ნუ შემარცხვენ იმ დღეს, როცა ისინი აღსდგებიან [განკითხვის დღეს],
26:88
يَوۡمَ لَا يَنفَعُ مَالٌ وَلَا بَنُونَ  ۝٨٨
იმ დღეს, როცა არ მოუტანს სარგებელს არც მათი ქონება და არც შვილები,
26:89
إِلَّا مَنۡ أَتَى ٱللَّهَ بِقَلۡبٍ سَلِيمٍ  ۝٨٩
იმათ გარდა, ვინც წარსდგება ალლაჰის წინაშე სპეტაკი გულით (გული რომელიც ერთ ღმერთს ალლაჰს სცემს თაყვანს, და მისი სიყვარულით აღსავსეა)».
26:90
وَأُزۡلِفَتِ ٱلۡجَنَّةُ لِلۡمُتَّقِينَ  ۝٩٠
და დაახლოებულ იქნა სამოთხე ღვთისმოშიშთათვის.
26:91
وَبُرِّزَتِ ٱلۡجَحِيمُ لِلۡغَاوِينَ  ۝٩١
და გამოჩენილი იქბენა ჯოჯოხეთი გზას აცდენილთათვის [ურწმუნოთათვის],
26:92
وَقِيلَ لَهُمۡ أَيۡنَ مَا كُنتُمۡ تَعۡبُدُونَ  ۝٩٢
მათ ეთქმებათ [მრავალღმერთიანებს]: «სად არიან ისინი, რასაც ეთაყვანებოდით,
26:93
مِن دُونِ ٱللَّهِ هَلۡ يَنصُرُونَكُمۡ أَوۡ يَنتَصِرُونَ  ۝٩٣
ალლაჰის გარდა? განა შეგეწევიან ისინი თუ თავიანთ თავს შეეწევიან?
26:94
فَكُبۡكِبُواْ فِيهَا هُمۡ وَٱلۡغَاوُۥنَ  ۝٩٤
და თავდაყირა ჩაყრილნი იქნებიან მასში [ჯოჯოხეთის უფსკრულში] ისინი და გზააბნეულნი [ურწმუნოთა წინამძღოლები].
26:95
وَجُنُودُ إِبۡلِيسَ أَجۡمَعُونَ  ۝٩٥
ასევე იბლისის [სატანის] ჯარი, ერთიანად.
26:96
قَالُواْ وَهُمۡ فِيهَا يَخۡتَصِمُونَ  ۝٩٦
ისინი იქ [ჯოჯოხეთში] იტყვიან, ერთმანეთთან დავაში:
26:97
تَٱللَّهِ إِن كُنَّا لَفِي ضَلَٰلٍ مُّبِينٍ  ۝٩٧
«ალლაჰს ვფიცავთ, ჭეშმარიტად, ჩვენ აშკარა ცდომილებაში ვიყავით,
26:98
إِذۡ نُسَوِّيكُم بِرَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ  ۝٩٨
მაშინ, როცა თქვენ გათანაბრებდით სამყაროთა უფალთან!
26:99
وَمَآ أَضَلَّنَآ إِلَّا ٱلۡمُجۡرِمُونَ  ۝٩٩
მხოლოდ დამნაშავეებმა [რომლებმაც მოგვიწოდეს რომ მათთვის გვეცა თაყვანი, გარდა ალლაჰისა] გვაცდინეს ჭეშმარიტი გზიდან!
26:100
فَمَا لَنَا مِن شَٰفِعِينَ  ۝١٠٠
და არავინ გვყავს [დღეს] შუამდგომელნი!
26:101
وَلَا صَدِيقٍ حَمِيمٍ  ۝١٠١
და არც თანამგრძნობი მეგობარი!
26:102
فَلَوۡ أَنَّ لَنَا كَرَّةً فَنَكُونَ مِنَ ٱلۡمُؤۡمِنِينَ  ۝١٠٢
[ო], ნეტავ, კიდევ ერთხელ გვქონოდა [ამ სამყაროში ცხოვრების] შესაძლებლობა, უეჭველად, ჩვენ მორწმუნეთაგანი ვიქნებოდით».
26:103
إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَأٓيَةًۖ وَمَا كَانَ أَكۡثَرُهُم مُّؤۡمِنِينَ  ۝١٠٣
ჭეშმარიტად, ამაში არის სასწაული, მაგრამ მათგან უმეტესნი არ იყვნენ მორწმუნენი.
26:104
وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ ٱلۡعَزِيزُ ٱلرَّحِيمُ  ۝١٠٤
და, ჭეშმარიტად, შენი უფალი — უეჭველად, ყოვლადძლიერი, შემწყალებელია.
26:105
كَذَّبَتۡ قَوۡمُ نُوحٍ ٱلۡمُرۡسَلِينَ  ۝١٠٥
ცრუდ შერაცხა ნუჰის ხალხმა შუამავლები
26:106
إِذۡ قَالَ لَهُمۡ أَخُوهُمۡ نُوحٌ أَلَا تَتَّقُونَ  ۝١٠٦
და აი, უთხრა მათ მათმა ძმამ ნუჰმა: «ნუთუ არ გეშინიათ [ალლაჰის სასჯელის]?
26:107
إِنِّي لَكُمۡ رَسُولٌ أَمِينٌ  ۝١٠٧
ჭეშმარიტად, მე თქვენთან სანდო შუამავალი ვარ.
26:108
فَٱتَّقُواْ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ  ۝١٠٨
გეშინოდეთ [გაფრთხილდით] ალლაჰის და მე დამემორჩილეთ!
26:109
وَمَآ أَسۡـَٔلُكُمۡ عَلَيۡهِ مِنۡ أَجۡرٍۖ إِنۡ أَجۡرِيَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ ٱلۡعَٰلَمِينَ  ۝١٠٩
ამისათვის საზღაურს არ გთხოვთ, რადგან ჩემი საზღაური მხოლოდ სამყაროთა უფალთან არის.
26:110
فَٱتَّقُواْ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ  ۝١١٠
გეშინოდეთ ალლაჰის [სასჯელის] და მე დამემორჩილეთ!»
26:111
۞ قَالُوٓاْ أَنُؤۡمِنُ لَكَ وَٱتَّبَعَكَ ٱلۡأَرۡذَلُونَ  ۝١١١
თქვეს [ნუჰის ხალხმა]: «ნუთუ დაგიჯერებთ მაშინ, როცა შენ მხოლოდ მდაბიოები გამოგყვნენ?»


📚Juz 19 📄371 / 604



Mishary Rashid Alafasy
Mahmoud Khalil Al-Husary
Abdurrahman As-Sudais
Mohamed Siddiq Al-Minshawi
Abdul Basit Abdul Samad
Ali Al-Hudhaify
Ahmed ibn Ali al-Ajamy
Abu Bakr Ash-Shaatree
Muhammad Ayyoub
Abdullah Basfar
Abdullah Al-Juhani
Maher Al Muaiqly
0:00
0:00
-

წმინდა ყურანი


Wednesday, August 26, 2026

Don't forget us in your sincere prayers